არტიზი ტაბლეტი / Arteasy Tablet


ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
გლუკოზამინის სულფატი  (Glucosamine Sulphate)-500 მგ, ქონდროიტინის სულფატი (Chondroitin Sulfate) -100მგ, კურკუმას ექსტრაქტი (Curcuma longa extract )- 50 მგ, ბოსველიის ექსტრაქტი (Boswellia serrata extract)-50 მგ, მეთილსულფონილმეთანი (methylsulfonylmethane)-50მგ, კოლაგენი ტიპი II (Undenatured type ll Collagen)-40 მგ, ვიტამინი C (Vitamin C)-15 მგ, მანგანუმის სულფატი (Manganese Sulfate)-1,7 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, 

არტიზი პლიუს კრემი

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები: გლუკოზამინის სულფატი 2KჩL; ქონდროიტინის სულფატი; ტიპი II კოლაგენი; მეთილსულფონილმეთანი; მენთოლი; ჯინჯერის ზეთი; ლავანდას ზეთი; ცერეცოს ზეთი; ევკალიპტის ზეთი; მიხაკის ზეთი; ტკბილი ფორთოხლის ზეთი; 

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი; რბილი პარაფინი; ცეტეარილ ალკოჰოლი; ცეტეარეს-20; ბეჰენტრიმონიუმის ქლორიდი; ლეციტინი; დიმეთიკონი; სორბიტან კაპრილატი; პროპანედიოლი; ბენზოის მჟავა; პოლიაკრილატის მარილი; ტრიეთანოლამინი; აკრილატი/C10-30 ალკილ აკრილატის კროსპოლიმერი; დისოდიუმ E.D.T.A; დლ-α- ტოკოფეროლის აცეტატი;

თვისებები: გლუკოზამინის სულფატი მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის, მყესების, თმების, ფრჩხილების, გულის სარქვლების, სინოვიალური სითხის ფორმირებაში. თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის დამაზიანებელი ფერმენტების აქტივობას (კოლაგენაზა,ფოსფოლიპაზა).ქონდროიტინის სულფატი უზრუნველყოფს ხრტილში წყლის რაოდენობის შენარჩუნებას(კარგი ამორტიზაციული უნარის უზრუნველყოფა).შთანთქავს სიარულის დროს დარტყმით ძალებს, აჩქარებს შეხორცების პროცესებს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.უკავშირდება გოგირდს და წარმოიქმნება ქონდროიტინ-გოგირდის მჟავა, რომლის დახმარებითაც კალციუმი შეითვისება ძვლების მიერ და არ ხდება მისი ჩალაგება სხვა ორგანოებში. ამცირებს ანთებასა და სახსრების ტკივილს. კურკუმას ექსტაქტი შეიცავს 95% კურკუმინოიდებს.  აინჰიბირებს ცოგ-2-ს და 5-ლიპოოქსიგენაზას,Aაქვს გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, რეკომენდებულია ართრიტების დროს. იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს გაღიზიანებისაგან. ბოსველიის ექსტაქტი შეიცავს არომატულ ფისებს, რომელთა შემადგენლობაში არსებულ მჟავებს აქვთ 5-ლიპოოქსიგენაზას და ლეიკოტრიენების სინთეზის  დამრთგუნველი  მოქმედება. Aასას-თან შედარებით არ იწვევს გასტრიტს და სისხლდენას, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. მეთილსულფონილმეთანი (მსმ) ორგანული გოგირდის ბუნებრივი ფორმაა. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, ხელს უწყობს ხრტილისა და ძვლოვანი ქსოვილის სწორად ფორმირებას. ვიტამინ C-თან კომბინაციაში ხსნის კუნთების სპაზმს და ამცირებს ტკივილს. კოლაგენი ტიპი II ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, გააჩნია სახსრების ხრტილოვანი ზედაპირის, მყესების და იოგების აღმდგენი მოქმედება, ანიჭებს მათ ელასტიურობას; ამცირებს ზედაპირებს შორის ხახუნს; ხელს უწყობს ძვლების მიერ კალციუმის შეკავებას; ამცირებს ტკივილს. ვიტამინი C ამცირებს სისხლძარღვის კედლის გამტარობას და ამაგრებს სისხლძარღვის კედელს. ამცირებს შეშუპებას. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში. Mმანგანუმი აუცილებელია ორგანიზმისათვის ბიოტინის, ვიტ.D-სა და ვიტ.C-ს ბიოქიმიურ პროცესებში სწორად ჩასართავად, აუცილებელია ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურისათვის, აუმჯობესებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას და რეფლექსებს,Aახდენს ზრდის სტიმულაციას. გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება. მანგანუმი გლუკოზამინთან და ქონდროიტინთან კომპლექსში ამცირებს ართრიტის განვითარების რისკს. მენთოლი ადგილობრივი გამღიზიანებელი საშუალებაა, კანის ზედაპირზე წასმისას ახასიათებს ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომის შემცირება. ლავანდას ზეთი ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ჭრილობების შეხორცებას. ხელს უშლის ნაწიბურების განვითარებას; ევკალიპტის ზეთი ახასიათებს ანტისეპტიკური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. მიხაკის ზეთი და მისი შემადგენელი ძირითადი კომპონენტი ევგენოლი ხასიათდება ძლიერი ანტისეპტიკური , ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით; ჯინჯერის ზეთი ხასითდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ჯინჯერის ზეთის მოქმედება ძლიერდება ტკბილი ფორთოხლის ზეთთან კომბინაციაში; ტკბილი ფორთოხლის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით B1, B, C ვიტამინს. ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას და შესაბამისად შეშუპებას. ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით; ცერეცოს ზეთს ახასიათებს ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული მოქმედება;  

არტიზი ტაბლეტის და არტიზი პლიუს კრემის ფარმაკოლოგიური მოქმედება: - აღადგენს დაზიანებულ ხრტილს, - ზრდის სახსრის მექანიკურ და რეზისტენტულ თვისებებს. - სრულფასოვნად კვებავს სახსარსა და საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს.  - მთლიანად ხსნის ტკივილს, ანთებას. ეფექტით უტოლდება ასას-ს მოქმედებას, იმ განსხვავებით, რომ არ ახასიათებს ასას-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები. - მოქმედებს დაავადების პათოგენეზურ რგოლზე და არა სიმპტომებზე! - იცავს სახსრებსა და ხერხემალს ნაადრევი ცვეთისაგან. - აუმჯობესებს სახსარში სისხლის მიწოდებას, რითაც უზრუნველყოფს სამკურნალო ნოვთიერებების “მიტანას” უშუალოდ დაზიანების კერაში.

ჩვენებები: *სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის და სხვ. სახსრების) *ხერხემლის ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი *ქონდრომალაცია *მხრის სახსრის პერიართრიტი *მყესების და იოგების გადატანილი ტრავმების, სახსრებზე ოპერაციული ჩარევის შემდგომი პერიოდი *ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის მქონე პირები (სპორტსმენები) და 40 წელს ზევით ასაკი, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების საპროფილაქტიკოდ *მიოზიტი, მიალგია *იოგებისა და მყესების სისუსტე (ორგანოების დაწევა) *კარდიოლოგიაში: გულის სარქვლების დაზიანება *ოფთალმოლოგიაში: კერატომალაცია, თვალის დამჭერი იოგების სისუსტე

არტიზი ტაბლეტის დოზირება და გამოყენების წესი: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ. ოპტიმალური ეფექტისთვის რეკომენდებულია პრეპარატის მიღება 2-3 თვის განმავლობაში. 

არტიზი პლიუს კრემის გამოყენების წესი: შეიზილით დაზიანების კერაში წრიული მოძრაობით რამოდენიმე წუთის განმავლობაში დღეში რამოდენიმეჯერ.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას,არაუმეტეს 25•C ტემპერატურისა.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30; კრემი 50 მლ ტუბში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.