Nuk
ასფორმინი / Asformin


შემადგენლობა: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: 1000მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.

აქტიურ ნივთიერებას: 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებებს: პოლივინილპიროლიდონი (PVP K 30), მიკროკრისტალური ცელულოზა (AVICEL   PH 102), მაგნიუმის სტეარატი, Opadry II თეთრი 85F181422  (ან  Aquaris Preferred HSP BPP218011 White ან შჰეფფცოატ ჭჰიტე 04 5X00257/5X00266 ან შჰეფფცოატ ჭჰიტე PVA 025X0737).    
   

აღწერა: თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები  ერთ მხარეს "1000"-გრავირებით. შესაძლებელია ტაბლეტის ორ ნაწილად გაყოფა.

თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს "850"-გრავირებით

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ბიგუანიდების ჯგუფის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება.

ათქ კოდი: A10BA02 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა 

მეტფორმინი ჰიპოგლიკემიური მოქმედების მქონე ბიგუანიდი-ამცირებს როგორც ბაზალურ (უზმოზე), ისე გლუკოზის პოსტპრანდიალურ (საკვების მიღებიდან 2 სთ შემდეგ) კონცენტრაციას პლაზმაში. არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და ამგვარად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.

მეტფორმინს აქვს სამმაგი მოქმედება:

გლუკონეოგენეზის და გლიკოგენოლიზის ინჰიბირებით, ღვიძლში ამცირებს გლუკოზის გამომუშავებას. კუნთებში ინსულინისადმი პერიფერიული რეცეპტორების მგრძნობელობის გაზრდის ხარჯზე ხელს უწყობს  გლუკოზის შეჭიდებას და აუმჯობესებს მის უტილიზაციას უჯრედებით. ამცირებს გლუკოზის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მეტფორმინი ასტიმულირებს შიდა უჯრედული გლიკოგენის სინთეზს, ზემოქმედებას ახდენს გლიკოგენსინთეზაზაზე. ზრდის  ყველა ცნობილი მემბრანული  ტიპის გლუკოზის გადამტანების  სატრანსპორტო მოცულობას. მეტფორმინი დადებით ზემოქმედებას ახდენს ლიპიდების მეტაბოლიზმზე. კონტროლირებული კლინიკური კვლევების დროს ნაჩვენები იქნა, რომ მეტფორმინის თერაპიული დოზებით მიღება ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დსლპ და ტრიგლიცერიდების შემცველობას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: მეტფორმინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის დრო (Tmax)  მიიღწევა მიღებიდან 2,5 სთ-ის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 500მგ ან 850მგ დოზებით მიღებისას ჯანმრთელ პაციენტებში შეადგენს 50-60%.

განაწილება: მეტფორმინი უმნიშვნელო რაოდენობით უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტფორმინი აღწევს ერითროციტებში. განაწილების საშუალო მოცულობა 63-276 ლ-ს შეადგენს.      

მეტაბოლიზმი: მეტფორმინი გამოიყოფა თირკმელებით შეუცვლელი სახით.

გამოყოფა: შიგნით მიღების შემდეგ  ნახევრადგამოყოფის საბოლოო პერიოდი 6,5სთ-ს შეადგენს.

გამოყენების ჩვენებები

შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2: დიეტოთერაპიის და ფიზიკური დატვირთვის საშუალებით ჰიპერგლიკემიის კორექციის არაეფექტურობისას- დიეტასა და ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად  დამატებით სისხლში გლუკოზის მაღალი დონის შემცირების მიზნით.

I ტიპის შაქრიანი დიაბეტი: ინსულინოთერაპიის დამატების სახით, სისხლში გლუკოზის დონის უკეთესი კონტროლის მიზნით.

საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი: ინსულინის მიმართ რეზისტენტობის აღმოფხვრის და ჰიპერინსულინემიის აღსაკვეცად.

შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა: შაქრიანი დიაბეტის განვითარების თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ. ზრდასრულებში მონოთერაპიის სახით ან სხვა პერორალურ ანტიბიოტიკებთან ან ინსულინთან ერთად. ბავშვებსა და მოზარდებში 10 წლის ასაკის და მეტის მონოთერაპიის სახით ან ინსულინთან კომბინაციაში. ნაჩვენები იქნა, რომ მეტფორმინის გამოყენება პირველი არჩევითი პრეპარატის სახით პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ტიპი-2, დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული გართულებების შემცირებას.   

უკუჩვენებები

მეტფორმინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. დიაბეტური კეტოაციტოზი, დიაბეტური პრეკომა, მეტაბოლური აციდოზი. თირკმლის უკმარისობის საშუალო (სტადია 3ბ) და მძიმე ხარისხის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი (კკ)< 45მლ/წთ, გორგლოვანი  ფილტრაციის სიჩქარე(გფს) <45მლ/წთ/1,73მ2) მძიმე მდგომარეობანი, რომლებიც მიმდინარეობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკით: დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექციური დაავადებები, შოკი, მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც შეუძლია მიიყვანოს ქსოვილოვან ჰიპოქსიის განვითარებამდე: გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, შოკი, სეპტიცემია, ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი, ლაქტოაციდოზი.

განსაკუთრებული მითითებები

ლაქტოაციდოზი:  მეტფორმინის დაგროვებასთან დაკავშირებით შესაძლებელია გამოვლინდეს იშვიათი, მაგრამ მძიმე გართულება-ლაქტოაციდოზი (მაღალი სიკვდილინობა დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში) ცნობილია ლაქტოაციდოზის შემთხვევების შესახებ მეტფორმინით მკურნალობის დროს შაქრიანი დიაბეტის მქონე და მძიმე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ისეთი რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი, კეტოზი, ხანგრძლივი შიმშილი, ალკოჰოლის გადამეტებული მიღება, ღვიძლის უკმარისობა და  ჰიპოქსიასთან დაკავშირებული მდგომარეობა, შესაძლებელია ლაქტოაციდოზის განვითარების სიხშირის შემცირება.

დიაგნოზირება

ლაქტოაციდოზის  განვითარების რისკი გასათვალისწინებელია არასპეციფიური ნიშნების გამოვლენისას, როგორებიცაა: კრუნჩხვები, დისპეპტიური დარღვევები (ტკივილი მუცლის არეში და გამოხატული ასთენია). ლაქტოაციდოზი ხასიათდება აციდოტური სუნთქვის უკმარისობით, ტკივილით მუცლის არეში, ჰიპოთერმიით, რომელსაც მოჰყვება კომა. ლაბორატორიული ჩვენებები: სისხლის PН-ის შემცირება, რძის მჟავას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 5მმოლი/ლ-ზე მაღალი. Mმომატებული ანიონური ინტერვალი და ლაქტატი/პირუვატის თანაფარდობა. მეტაბოლიტურ აციდოზზე ეჭვის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა და პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

თირკმლის ფუნქცია

რადგანაც მეტფორმინი თირკმლის საშუალებით გამოიყოფა, თერაპიის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ რეგულარულად უნდა იქნას პლაზმის კრეატინინის კონტროლი:

-პაციენტებისთვის თირკმლის ნორმალური ფუნქციით-წელიწადში არანაკლებ 1-ჯერ

-პაციენტებს, ვისაც აქვთ პლაზმაში კრეატინინის მაჩვენებელი ნორმის  ქვედა ზღვარზე და ხანდაზმულ პაციენტებს –არანაკლებ 2-4 ჯერ წელიწადში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა ხანდაზმულ პაციენტებში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ჰიპოტენზიული პრეპარატების, დიურეტიკების ან არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რადგანაც შესაძლოა ამან გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა 

იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები

იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთირებების ინტრავენურმა შეყვანამ შესაძლოა თირკმლის ფუნქციის გაუარესება გამოიწვიოს, ამის გამო  რენტგენოლოგიური გამოკვლევის წინ და პროცესში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და თირკმლის ნორმალური ფუნქციონირებისას მიღების განახლება პროცედურის დამთავრებიდან 48 სთ-ის შემდეგ.

ქირურგიაში გამოყენება 

ზოგადი, სპინალური ან პერიდურული ანესთეზიით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების წინ პრეპარატ ასფორმინის მიღება უნდა შეწყდეს. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი და ოპერაციის შემდგომ თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების ან საკვების პერორალური მიღების შემთხვევაში მინიმუმ 48 სთ-ის შემდეგ შესაძლებელია პრეპარატ ასფორმინის მიღების განახლება.

პედიატრიული პაციენტები

მეტფორმინის მიღებამდე საჭიროა დადასტურებული იქნას 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი. კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აჩვენეს, რომ მეტფორმინი ზემოქმედებას არ ახდენს ზრდასა და სქესობრივ განვითარებაზე; ვინაიდან ხანგრძლივი კვლევები მოცემული პარამეტრებით არ ჩატარებულა, ამიტომ რეკომენდებულია პრეპუბერტატული ასაკის მოზარდებს მეტფორმინი სიფრთხილით დაენიშნოს.

10-12 ასაკის  ბავშვები

ჩატარებული იქნა კონტროლირებადი კლინიკური კვლევები, 10-12 წლის 15 ბავშვის მონაწილეობით. მეტფორმინის ეფექტურობის და უსაფრთხოების რაიმე სხვაობის არარსებობის მიუხედავად 10-12 წლის ბავშვებსა და უფრო დიდი ასაკის მოზარდებს შორის, რეკომენდებულია ამ ჯგუფის პრეპარატის სიფრთხილით დანიშვნა.

უსაფრთხოების სხვა ზომები

ყველა პაციენტებმა უნდა დაიცვას დიეტა დღის განმავლობაში ნახშირწყლების თანაბარი განაწილებით. ჭარბწონიანმა პაციენტებმა უნდა განაგრძონ თავისი დაბალკალორიული დიეტის დაცვა. საჭიროა რეგულარულად ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები შაქრიანი დიაბეტის კონტროლის მიზნით. მეტფორმინის მონოთერაპიის მიზნით მიღების შემთხვევაში ჰიპოგლიკემია არ წარმოიშვება. მაგრამ ჰიპოგლიკემიის განვითარების არსებული რისკის გამო რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე ინსულინთან ან სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან კომბინაციის შემთხვევაში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

მეტფორმინი არ უნდა იქნას გამოყენებული შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას ორსულობის პერიოდში. სისხლში ნორმასთან ახლო გლუკოზის დონის შესანარჩუნებლად და ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების თავიდან ასაცილებლად, ორსულობის პერიოდში უნდა იქნას მიღებული ინსულინი. ცნობილი არ არის გამოიყოფა თუ არა მეტფორმინი დედის რძეში. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების სარგებლისა და ბავშვში გვერდითი ეფექტების განვითარების პოტენციური რისკის გათვალისწინებით

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე. 

მეტფორმინის მიღება არ იწვევს ჰიპოგლიკემიას და ამიტომ არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე. ამის მიუხედევად, პაციენტები რომლებიც ღებულობენ ასფორმინს სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად (ისეთები, როგორიცაა სულფონილამიდი, ინსულინი, რეპაგლინიდი) საჭიროა გაფრთხილებულნი იქნან ჰიპოგლიკემიის განვითარების საშიშროების შესახებ

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კომბინაციები, რომლებიც რეკომენდებული არ არის

ალკოჰოლი: ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი იზრდება მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას, განსაკუთრებით ქვემოთ მოყვანილი შემთხვევების დროს:

- შიმშილობის ან არასაკმარისი კვების შემთხვევაში

- ღვიძლის უკმარისობის დროს

პრეპარატ ასფორმინის მიღებისას არ უნდა იქნას მიღებული ალკოჰოლი და სპირტის შემცველი პრეპარატები.

იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები

იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების ინტრავენურმა შეყვანამ შესაძლოა თირკმლის ფუნქციის გაუარესება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ მეტფორმინის დაგროვებას და ლაქტოაციდოზის განვითარებას უწყობს ხელს .

რეტგენოლოგიური კვლევების ჩატარებისას ან ჩატარებამდე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში პრეპარატის მიღების განახლება შესაძლებელია პროცედურის დასრულებიდან 48 სთ-ის შემდეგ.

კომბინაციები, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს

გლუკოკორტიკოსტეროიდები (სისტემური და ადგილობრივი მოქმედების) ბეტა 2 ანტაგონისტები, დიურეტიკები

გლუკოკორტიკოსტეროიდები (სისტემური და ადგილობრივი მოქმედების) ბეტა 2 ანტაგონისტები, დიურეტიკებს აქვთ ჰიპერგლიკემიური მოქმედება, რითაც ინფორმირებულები უნდა იყვნენ პაციენტები. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყების წინ. მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის დროს და მათი მიღების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ასფორმინის დოზის კორექცია.

ატფ-ს ინჰიბიტორები 

ატფ-ს ინჰიბიტორებს შეუძლიათ სისხლში გლუკოზის დონის შემცირება. ამის გამო  მსგავს პრეპარატებთან ერთად მიღება და მათი მიღების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ასფორმინის დოზის კორექცია.

მიღების წესი და დოზირება 

ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ჭიქა წყლის მიყოლებით

ზრდასრულები

მონოთერაპიის სახით და კომბინაციაში სხვა პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად

სტანდარტული საწყისი დოზა-500მგ ან 850მგ 2-3ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. 10-15 დღის შემდეგ, აღდგება რა სისხლში გლუკოზის დონის მაჩვენებელი, ახდენენ დოზის კორექტირებას. დოზის თანდათანობითმა მატებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან პრეპარატის გადატანას. მეტფორმინის რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3გ-ს 3-ჯერ მიღებაზე.

სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატებიდან ასფორმინზე გადასვლის შემთხვევაში სავალდებულოა შეწყდეს მათი მიღება და დაიწყოს ასფორმინის  მიღება ზემოთ აღნიშნული დოზებით.

პერორალურ, ჰიპოგლიკემიურ, სულფონილამიდების ჯგუფის პრეპარატებთან კომბინაციაში მიღება

პერორალური სულფონილამიდებით არაეფექტური მკურნალობისას შესაძლებელია თანდათანობით მეტფორმინის დამატება მაქსიმალური რეკომენდებული დოზით 1000მგ 4 კვირის განმავლობაში. სულფონილამიდებთან კომბინაციისას მკურნალობა   მინიმალური დოზის შერჩევით ხდება. მაქსიმალური დოზის არაეფექტური გამოყენებისას  ორივე ზევით აღნიშნული პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალების გამოყენებისას 1-3 თვის განმავლობაში, ალტერნატიული მეთოდით მკურნალობის მიზნით შესაძლებელია ინსულინის დანიშვნა

ინსულინთან ერთად კომბინაცია:

სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით შესაძლებელია მეტფორმინის და ინსულინის ერთდროულად  მიღება. სტანდარტული საწყისი დოზის დღეში 2-3 ჯერ მიღების შემდეგ ინსულინის დოზის კორექცია ხდება სისხლში გლუკოზის დონის შესაბამისად

დამატებითი ცნობები  დაკავშირებული სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან 

პაციენტები თირკმლის/ღვიძლის უკმარისობით

თუ შრატისმიერი კრეატინინის მაჩვენებელი გამომდინარე მამაკაცებში 1,5მგ/დლ-ზე მეტია ქალებში კი -1,4მგ/დლ-ზე მეტი პრეპარატი არ ინიშნება. K60მლ/წთ -ზე მცირე კრეატინინის კლირენსის დროს ასფორმინი არ გამოიყენება. ვინაიდან მეტფორმინის მიღების დროს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა არის  ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი, პაციენტებმა ღვიძლის უკმარისობით არ უნდა მიიღონ ასფორმინი.

ბავშვები და მოზარდები: ასფორმინის მიღება დასაშვებია ბაშვებისთვის და მოზარდებისთვის 10 წლიდან და ზევით.

სტანდარტული საწყისი დოზა-500მგ ან 850მგ 2-3ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. 10-15 დღის შემდეგ, აღდგება რა სისხლში გლუკოზის დონის მაჩვენებელი, ახდენენ დოზის კორექტირებას. დოზის თანდათანობითმა მატებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან პრეპარატის  გადატანას. პრეპარატისMმაქსიმალური დღეღამური დოზა, ინიშნება 2-3 მიღებაზე, შეადგენს 2 გ.

ხანდაზმული პაციენტები

თირკმლის ფუნქციის შესაძლო შესუსტებასთან დაკავშირებით, ხანდაზმულ პაციენტებში, პრეპარატ ასფორმინის დოზის კორექციაა საჭირო თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით. აუცილებელია თირკმლის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად(დან ≥1/100 მდე <1/10); არცთუ ხშირად (დან ≥1/1000 მდე <1/100); იშვიათად (დან ≥1/10000 მდე <1/1000); ძალიან იშვიათად(<1/10000); სიხშირე უცნობია (მოცემული მონაცემების მიხედვით გვერდითი ეფექტის სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ძალიან იშვიათად: ლაქტოაციდოზი, მეტფორმინის ხანგრძლივად მიღების დროს-აბსორბციის და В12  ვიტამინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება, რაც გასათვალისწინებელია მეგალობლასტური ანემიის მქონე პაციენტებში

ნერვული სისტემის მხრივ: 

ხშირად: გემოვნების დარღვევა (პირში ლითონის გემო)

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ძალიან ხშირად: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მადის დაკარგვა. ეს არასასურველი რეაქციები აღმოცენდება პრეპარატის მიღების დასაწყისში და ძირითადად თავისთავად გაივლის. შესაძლებელია მსგავსი ეფექტების თავიდან აცილება, თუ მეტფორმინის დღეღამურ დოზას გავყოფთ 2 ან 3 მიღებაზე საჭმლის დროს ან საჭმლის შემდეგ. დოზის თანდათანობითმა მატებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან პრეპარატის გადატანას.    

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფერმენტების აქტიობის მომატება ან ჰეპატიტი, რომლებიც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:  

ძალიან იშვიათად: ერითემა, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება

პედიატრიული პაციენტები

პოსტმარკეტინგული  და კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს ნაჩვენები იქნა, რომ გვერდითი ეფექტები, რომელიც გვხვდება პრეპარატის მიღების პირველი 1 წლის განმავლობაში 10-16 წლის ბავშვებსა და მოზარდებში იდენტურია ზრდასრულებისთვის

არასასურველი გვერდითი ეფექტების აღმოცენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს! 

დოზის გადაჭარბება

850 მგ დოზებით მიღება არ იწვევს ჰიპოგლიკემიას. ამის მიუხედავად შეიძლება განვითარდეს ლაქტოაციდოზი. Dდოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ლაქტოაციდოზის განვითარება. მეტფორმინის მიღებამ მაღალი დოზებით ან თანმხლები რისკის არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ლაქტოაციდოზი. ლაქტოაციდოზი არის გადაუდებელი მდგომარეობა და საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. ორგანიზმიდან რძემჟავასა და მეტფორმინის გამოსადევნად ჰემოდიალიზი ყველაზე მეტად ეფექტურია.

გამოშვების ფორმა

ასფორმინის 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ბლისტერზე, 10 ბლისტერი (100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები) ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში

ასფორმინის 850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ბლისტერზე, 10 ბლისტერი (100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები) ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ტემპერატურაზე 25°C-ზე ქვემოთ, ორგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა 

3 წელი.

არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.

სად შევიძინოთ?