Nuk
ათეროლიპი / Aterolip


ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი უნიკალური ბუნებრივი კომპლექსი

ათეროლიპის მოქმედება კომპლექსურია, ვინაიდან მისი შემადგენელი კომპონენტები მოქმედებენ ლიპიდების ცვლაზე  სხვადასხვა მექანიზმებით
ანგიოპროტექტორული და ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება
აუმჯობესებს  მეტაბოლურ პროცესებს  და სისხლის რეალოგიურ თვისებებს 
როგორც ბუნებრივ პროდუქტს ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა, ადვილად ათვისებადობა  და  მინიმალური გვერდითი მოვლენები

მონაკოლინ K   ბუნებრივი წაროშობის  ფიტოსტატინია, რომელიც მიიღება წითელი საფუარიანი ბრინჯისგან.  კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბირდება არააქტიური ლაქტონის სახით, ხოლო  შემდეგ  განიცდის ჰიდროლიზს β-ჰიდროქსი მჟავას თერაპიულ აქტიურ ფორმამდე. 
ისევე როგორც სხვა სტატინები იგი წარმოადგენს ფერმენტ  HMG CoA- რედუქტაზას ( კატალიზატორი) სელექტიურ ინჰიბიტორს : თრგუნავს ქოლესტეროლის ბიოსინთეზის პირველ საფეხურს, კერძოდ   3-ჰიდროქსი-3-მეთილ გლუტარილ კოენზიმ A-ს გარდაქმნას მევალონატად.  ეს უკანასკნელი კი  წარმოადგენს სტეროლების, მათ შორის, ქოლესტეროლის წინამორბედს.
ქოლესტეროლის ენდოგენური სინთეზის ინჰიბირების გზით მონაკოლინი K განაპირობებს საერთო ქოლესტეროლის, დაბალი (LDL-C) და ძალიან დაბალი სიმკვრივის (VLDL-C ) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებული ქოლესტეოლის კონცენტრაციის შემცირებას. 
აგრეთვე ამცირებს პლაზმაში ტრიგლიცერიდების ((TG) კონცენტრაციას და ზომიერად ზრდის მაღალი სიმკვრივის (HDL-C) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებულ ქოლესტეროლის კონცენტრაციას. აგრეთვე, ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე LDL-რეცეპტორების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, იწვევს LDL-ის შებოჭვისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას.
ველური მოცვი  მასში შეამავალი  ფლავონიდებით:
გამოირჩევა ძლიერი  ანტიოქსიდანტური  და ანტითრომბოლიზური ეფექტით
აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს 
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიფიბროპროლიფერაციული, ვაზოდილატაციური მოქმედება 
ბერბერინი - მცენარული წარმოშობის ალკალოიდია. მას გააჩნია ლიპიდების დონის დაქვეითების ეფექტური მექანიზმი, რომელიც განსხვავდება სტატინების მოქმედების მექანიზმისაგან, რის გამოც პრეპარატის მოქმედება კომპლექსურია და  ათეროლიპით მკურნალობის  შედეგები  გაცილებით ეფექტურია სტატინებით მონოთერაპიასთან შედარებთ. მნიშვლელოვანია აგრეთვე   ბერბერინის მრავლობითი დამცველობითი ეფექტი  შაქრიანი დიაბეტი  ტიპი II ის მქონე პაციენტებში. (იხ. სქემები)
გარდა ამისა,   ბერბერინს ახასიეთებს ნაღვლმდენი და სპაზმოლიზური მოქმედება, ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ამცირებს ნაღვლის ბუშტის ტონუსს და შეკუმშვის სიხშირეს, ანორმალიზებს ნაღვლის ბიოქიმიურ შემადგენლობას.

ჩვენება
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში 
დისლიპიდემია,  კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია 
ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია 
მეტაბოლური სინდრომი
ათეროლიპის გამოყენება რეკომედებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II -ის დროს,  დამხმარე თერაპიის სახით
სინთეზური სტატინების „აუტანლობა“  (მათ მიღებასთან დაკავშირებული მიალგია; მიოპათია,  რაბდომიოლიზი,  კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები)

მიღების წესი
1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებით. არ შეიძლება კაფსულის დაღეჭვა და უზმოზე მიღება. არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. 
მკურნალობა ტარდება სათანადო დიეტის ფონზე. თერაპიული ეფექტი აღინიშნება რამოდენიმე კვირის შემდეგ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი- მკურნალობიდან 4-6 კვირის განმავლობაში.

უკუჩვენება
ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

შეუთვა 30 კაფსულა  

სად შევიძინოთ?