Nuk
აზენკური / AZENKUR

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს: 160 მგ ჯუჯა პალმის (Serenoa serrulata) მშრალ ექსტრაქტს, 50 მგ ჭინჭრის (Urtica urens) მშრალ ექსტრაქტს და 50 მგ აფრიკული ქლიავის (Pygeum africanum) მშრალ ექსტრაქტს. 

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

მოქმედების მექანიზმი

აზენკური Fორმულა Pროსტატა მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია. მის ეფექტს განაპირობებს შემადგენელი კომპონენტების ერთობლივი მოქმედება.

ჯუჯა პალმას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური თვისებები.

ანთების საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით, რაც ამცირებს სისხლძარღვების კედლის გამტარობას და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის შეშუპებას. ფერმენტ 5--რედუქტაზას ინჰიბირებით, ირღვევა ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნა. დიჰიდროტესტოსტერონი წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციის მასტიმულირებელს.

ჭინჭარს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი თვისებები, აუმჯობესებს რეგენერაციის პროცესებს,  ზრდის გამოყოფილი შარდის მოცულობას, აძლიერებს ნაკადს და ამცირებს ნარჩენი შარდის რაოდენობას.

აფრიკული ქლიავი შეიცავს ფიტოსტეროლებს. ამცირებს და უკუაგდებს წინამდებარე ჯირკვლის ადენომისას განვითარებულ შარდვის ფუნქციურ დარღვევებს: დიზურიას, ნიქტურიას, პოლაკიურიას. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ანტიპროლიფერაციულად მოქმედებს ფიბრობლასტებზე, რითაც აფერხებს ჯირკვლის შემდგომ ჰიპერპლაზიას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის მეტაბოლიტების აღმოჩენა და ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების დადგენა არ არის შესაძლებელი, მისი მცენარეული წარმოშობის გამო.

ჩვენება

- შარდის გამოყოფის ფუნქციური დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის I და II სტადიის დროს;

- სხვადასხვა ეტიოლოგიის პროსტატიტების მკურნალობა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.

უკუჩვენება 

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

აზენკური Fორმულა Pროსტატა-ს დოზის გადაჭარბების და სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის. 

დოზირება და მიღების წესი

აზენკური Fორმულა Pროსტატა ინიშნება თითო კაფსულა დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ, ხანგრძლივად მისაღებად (არანაკლებ 30 დღისა). რეკომენდებულია მკურნალობის კურსის პერიოდულად განმეორება.

კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთნ ერთად. 

გვერდითი მოვლენები

იშვიათად ადგილი აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის უმნიშვნელო დარღვევებს, რაც არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.

ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

60 კაფსულა ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?