ბე ვი კომი / Be Vi Com


ათქ კლასიფიკაციის კოდი

A11EA

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 ამპ.
ვიტამინი B1 (თიამინის მონოჰიდრატი)…. . . . . . . .10 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი). . . . . . . . . . . . .5.47 მგ

ვიტამინი B3  (ნიკოტინამიდი). . . . . . . . . . . . .40 მგ

ვიტამინი B5  (D-პანთენოლი) . . . . . . . . . . . . . 6 მგ

ვიტამინი B6  (პიროდოქსინის ჰიდროქლორიდი). . . .4 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ვიტამინების კომლექსი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ყოველი ამპულა უზრუნველყოფს თითოეულ ინექციაში B ჯგუფის ვიტამინების  მაღალ კონცენტრაციებს (ყოველდღიურად მისაღები რეკომენდებული ვიტამინების 100-666%).

ჩვენებები

ბე-ვი-კომი შექმნილია ისეთი პაციენტებისათვის, რომლებიც  საჭიროებენ ძლიერ და სწრაფად მოქმედ ვიტამინებს.

ბე-ვი-კომი ნაჩვენებია ისეთი მდგომარეობებისას, რომლის დროსაც მომატებულია მოთხოვნილება წყალში ხსნად B-ვიტამინების კომპლექსზე. ასეთი მდგომარეობებია ორსულობა და ლაქტაცია, B ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, როგორიცაა ბერი-ბერი, სებორეული ეგზემა, გლოსიტი, სტომატიტი, მადის დაქვეითება და კუჭ-ნაწლავური დარღვევები, რომლებიც აფერხებენ წყალში ხსნადი ვიტამინების შეთვისებას ან შეწოვას. გარდა ამისა, სასარგებლოა პაციენტებში კვების მართვისას მნიშვნელოვანი ოპერაციების შემდგომ გახანგრძლივებული გამოჯანმრთელენის პერიოდში. ნაჩვენებია სტრესული მდგომარეობებისას, ანტიბიოტიკებითა და დიურეზულებით ხანგრძლივი მკურნალობისას, ოპერაციამდელ და ოპერაციის შემდგომ პერიოდში, დიაბეტის დროს, ისეთი დაავადებებისას, რომელთა შედეგადაც აღინიშნება ორგანიზმის დასუსტება, მაღალი კატაბოლური დანაკარგის დროს, როგორიცაა მოტეხილობები, მწვავე ინფექციები და დამწვრობები და ზოგიერთი ფიზიოლოგიური დარღვევების დროს.

დოზირების რეჟიმი

ზოგადად, პრეპარატის დოზა შეადგენს 1 ამპულას ყოველ დღე ან დღეგამოშვებით ან ექიმის დანიშნულებით. პრეპარატის მიღება - ინტრამუსკულარული ან ინტრავენური, წვეთოვან ინფუზიაზე დამატებით.

განსაკუთრებული მითითებები

ბე-ვი-კომი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ B-კომპლექსში შემავალი რომელიმე ვიტამინის მიმართ ალერგია.

როგორც ყველა BB ვიტამინის კომპლექსის შემთხვევაში, განმეორებითმა ინტრავენურმა და სავარაუდოდ ინტრამუსკულარულმა ინექციებმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიონ ანაფილაქტოიდური რეაქციები.

შენახვის პირობები და ვადა 

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.