Nuk
ბეკლოგენი / Beclogen


შემადგენლობა:
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი  0,25 მგ,
კლოტრიმაზოლი 10 მგ,
გენტამიცინის სულფატი 1 მგ,
იოდქლორჰიდროქსიქინოლი 10მგ.
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი - სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია, გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური,ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებით.
კლოტრიმაზოლი  ანტიფუნგალური მოქმედების  იმიდაზოლის წარმოებულია.იგი წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანაში ერგოსტეროლის სინთეზის სელექტიურ ინჰიბიტორს, რაც იწვევს მემბრანის თვისებების ცვლილებას და სოკოს უჯრედის ლიზისს. აქტიურია Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) მიმართ. კლოტრიმაზოლი ასევე აქტიურია Corynebacterium minutissimum, Strep. spp., Staph. spp., Trichomonas vaginalis მიმართ.
გენტამიცინის სულფატი - ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი ფართო სპექტრისა და ბაქტერიციდული მოქმედების ანტიბიოტიკია. იგი აქტიურად აღწევს რა ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება რიბოსომებს და  თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია როგორც გრამუარყოფითი ბაქტერიების ( Pseudomonas aeruginosa, E. coli, Aerobacter aerogenes, Klebsiella spp., Proteus vulgaris) ასევე  გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp.
იოდქლორჰიდროქსიქინოლი გააჩნია ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას. 

ჩვენებები:
დერმატიტები;
ეგზემა;
ნეიროდერმიტი;
ოტომიკოზები;
ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
ვაგინალური კანდიდოზი, შერეული ვაგინიტი, ვულვიტი, კოლპიტი;
ბალანიტი, ბალანოპოსტიტი;
კანის ჩირქოვანი დაავადებები;
გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.

გამოყენების წესი და დოზები:
ბეკლოგენის კრემის თხელი ფენით დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე   2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 2-4 კვირას.
კერძოდ, დერმატოფიტური ინფექციების დროს კურსი შეადგენს ერთ თვეს. ხოლო კანდიდოზების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში. გინეკოლოგიაში გამოიყენება ტამპონების სახით.

გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ 2 wlis asakidan

უკუჩვენებები:
- ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი; კანის ტუბერკულოზი; სიფილისის კანისმიერი გამოვლინებები;  ჩუტყვავილა; მარტივი ჰერპესი; პოსტვაქცინალური კანისმიერი რეაქციები; ღია ჭრილობაზე დატანება; 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.
ადგილობრივი რეაქციები: კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა). 

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატს არ იყენებენ ოფთალმოლოგიაში. უკუნაჩვენებია თვალის არეში კანზე დატანება. თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დატანებას დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე.

გამოშვების ფორმა:
კრემი, ალუმინის ტუბში 30 გ.
მწარმოებელი : Venus international
სად შევიძინოთ?