Nuk
ბიფიფორმი / Bifiform


შემადგენლობა
კაფსულები, რომლებიც დაფარული არიან ნაწლავებში ხსნადი გარსით, შეიცავენ ბიფიდობაქტერიას - არანაკლებ 10 000 000 
ენტეროკოკს - არანაკლებ 10 000 000
არააქტიური ინგრედიენტები:
უწყლო გლუკოზა 154,1 მგ, რძემჟავასაფუარი 17,5 მგ, გუმფისი 12,5,. მაგნიუმის სტერეატი 3,0 მგ ლაქტულოზა 0,5 მგ.
აღწერა:
მყარი ჟელატინის კაფსულები #30, თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი – მშრალი ფხვნილი ბეჟი ფერის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები ხელსუწყობენ და არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალნსს.

ჩვენებები
პრეპარატი განკუთვნილია კუჭნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციისათვის, სხვადასხვა გენეზისის კუჭნაწლავის პრობლემების პროფილაქტიკისათვის და მკურნალობისათვის, კუჭნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებებისას, ასევე იმუნიტეტის მხარდაჭერისთვის ბავშვებში 2 წლის ზევით და მოზრდილებში.

მიღების წესები და დოზები
თუ არ არის დანიშნული მკურნალობის სხვა სქემა:
კუჭნაწლავის აშლილობების პროფილაქტიკა და მკურნალობისათვის რეკომენდირებულია:
2 წლიდან ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში _ 2-3 კაფსულა ყოველდღე საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-21 დღეს.
მწვავე დიარეის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 კაფსულამდე დღეში 2-3 დღის განმავლობაში. დიარეის სიმპტომების გაქრობამდე ინიშნება 2-3 კაფსულა დღეში.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას გვერდითი ეფექტები არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება
არ არის გამოვლენელი.

ჭარბი დოზირება
არ არის სასურველი აღნიშნული მაქსიმალური დოზის გადაჭარბება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა კომბინაციაში. დასაშვებია ანტიბიოტიკებთან ერთდროული დანიშვნა.

შენახვის პირობები და ვადები
ნებისმიერი სახის ტრანსპორტით ტემპერატურაზე არა უმეტეს +25ºС.
უნდა შეინახოთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +25oC გრადუსს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.

სად შევიძინოთ?