Nuk
ბილობილ ფორტე / BILOBIL Forte


ზოგადი დახასიათება
აღწერა
ვარდისფერი კაფსულები. კაფსულებში  ღია ყავისფერი-მუქი ყავისფერი ფხვნილი უფრო მუქი ფერის ხილული ნაწილაკებით. 

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
80 მგ გინკგო ბილობას ფოთლების მშრალ ექსტრაქტს (Ginkgo bilobae folii extractum sicc.), სტანდარტიზირებული გინკგოს არა ნაკლებ 19.2 მგ ფლავონური გლიკოზიდების და 4.8 მგ ტერპენის ლაქტონების (გინკგოლიდები და ბილობალიდები) სახით. 

დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტერატი (E572). 

კაფსულის გარსი: 
ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი დაისისებრი ყვითელი (შუნსეტ ყელლოწ) (E110), პუნცის საღებავი (Pონცეაუ 4ღ) (E124), საღებავი ბრილიანტის შავი (E151), საღებავი პატენტური ლურჯი (Pატენტ ბლუე V) (E131), მეთილჰიდროქსიბენზოატი ეფ (E218), პროპილჰიდროქსიბენზოატი ეფ (E126), ჟელატინი. 

წამლის ფორმა
კაფსულები

სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი
ფსიქოანალეპტიკები. დემენციის სამკურნალო პრეპარატები. ათქ კოდი: N06DX02.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბილობილ ფორტეს კაფსულები შეიცავენ გინკგო ბილობას ფოთლების სტანდარტიზებულ ექსტრაქტს, რომლებიც აუმჯობესებენ ტვინის მომარაგებას ჟანგბადითა და გლუკოზით. აქტიური ნივთიერებები ფლავონური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები – აუმჯობესებენ სისხლით მომარაგებას, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას და მეტაბოლიზმის რეგულაციის გზით იცავენ უჯრედებსა და ქსოვილებს ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული დაზიანებისაგან (განადგურებისგან). 
გინკგოს ფოთლების ექსტრაქტი ეფექტურია ტვინისა და კიდურების სისხლის მომარაგების დარღვევისას.
ბილობილ ფორტეს კაფსულები აუმჯობესებენ ტვინის სისხლით მომარაგებას, მეტაბოლიზმს, ახდენს ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და გაუარესების პრევენციას. კიდურების სისხლით მომარაგების დარღვევისას ამცირებენ სიცივის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებას, ტკივილს სიარულისას.

გამოყენების ჩვენებები
ბილობილ ფორტეს კაფსულები წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებას და რეკომენდებულია:
• სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათიებისას (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმული ასაკი), რასაც თან ახლავს ყურადღების დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიში, შფოთვა, ძილის დარღვევა;
• პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევებისას (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომის დროს;
• ნეიროსენსორული დარღვევებისას (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია), ხანდაზმულებში ყვითელი ლაქის დეგენერაციებისას;
• დიაბეტური რეტინოპათიის დროს.

გამოყენების წესი და დოზები
სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათია: 1 კაფსულა დღეში 2-3-ჯერ.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ დილით და საღამოს.
ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია), ყვითელი ლაქის დეგენერაცია ხანდაზმულებში: 1 კაფსულა დღეში დილით და საღამოს.
დიაბეტური ნეიროპათია: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ დილით და საღამოს.
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად მკურნალობის კურსი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 3 თვეს, რაც განსაკუთრებით რეკომენდებულია ხანდაზმული პაციენტებისათვის. 
განმეორებითი კურსის ჩატარება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, სისხლის შედედების დაქვეითება, ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ტვინში სისხლის მიმქცევის სერიოზული დარღვევები, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპოტენზია, ბავშვთა ასაკი, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ
დაუშვებელია პრეპარატის რეკომენდებული დოზების გადამეტება.
ბილობილ ფორტეს კაფსულების მიღება შეიძლება საკვებთან და სასმელთან ერთად.
ბილობილ ფორტეს კაფსულების მიღება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად რეკომენდებული არ არის.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ბილობილ ფორტეს დანიშვნა რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან არასაკმარისია მონაცემები ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

ზემოქმედება ავტომობილების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მონაცემები ავტომობილების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

სპეციალური ინფორმაცია ბილობილ ფორტეს ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
კაფსულები ბილობილ ფორტე შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. 
პარაჰიდროქსიბენზოატებმა E216 და E218 და აზო-საღებავებმა E110, E124 და E151 შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. შესაძლებელია დაყოვნებული ტიპის რეაქცია. გამონაკლის შემთხვევებში, აზო-საღებავებმა შეიძლება გამოიწვიონ სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი). 

გვერდითი მოქმედება
განვითარების სიხშირის მიხედვით გვერდითი ეფექტები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

ძალიან ხშირი

განვითარების სიხშირე 10 გამოყენებაზე 1 შემთხვევაზე მეტი

ხშირი

განვითარების სიხშირე 100 გამოყენებაზე 1-10 შემთხვევა

არახშირი

განვითარების სიხშირე 1000 გამოყენებაზე 1-10 შემთხვევა

იშვიათი

განვითარების სიხშირე 10000 გამოყენებაზე 1-10 შემთხვევა

ძალიან იშვიათი

განვითარების სიხშირე 10000 გამოყენებაზე 1 შემთხვევაზე ნაკლები

უცნობია

მიღებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია

ძალიან იშვიათი:
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევები
• თავის ტკივილი
• კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ქავილი, გაწითლება, შესივება). 

ზედოზირება
ამჟამად ბილობილ ფორტეს ზედოზირების შემთხვევების შესახებ ცნობილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ექიმს ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა.
სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო პრეპარატ ბილობილ ფორტეს გამოყენებისას იმ პაციენტების მიერ, რომლებიც მუდმივად იღებენ აცეტილსალიცილმჟავას ან ანტიკოაგულანტებს. ამ პრეპარატების ერთობლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკის მომატება.

შენახვის პირობები და ვადა
ინახება 25oC ტემპერატურის პირობებში, ტენიანობისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?