Nuk
ბიო დრეინი / BioDrain

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნიუ ნორდიკ
  • მწარმოებელი ქვეყანა: შვედეთი
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

BioDrain დამზადებულია ბალახების საფუძველზე, რომელიც წარმატებით გამოიყენება დანიაში 10 წელზე მეტხანს. რბილი ეფექტური ანტიოქსიდანტური ფორმულა ხელს უწყობს ორგანიზმის გასუფთავებას.
1 ტაბლეტის შემადგენლობა: 
333 მგ ხილის-ოლიგოსაქარიდები (ინულინი) მცენარეული ფესვების ბოჭკოები
200 მგ ხილის და მცენარეების ბოჭკოები
130 მგ ციტრუსების რბილობი ნაწილები
80 მგ ჭინჭრის ექსტრაქტი (Urtica dioica) 5:1, რაც შეესაბამება 400 მგ მშრალ ფოთლებს
85 მგ ბაღის სატაცური (Asparagus officinalis) 5:1, რაც შეესაბამება 425 მგ მშრალ წამოზრდილ ნედლეულს.
37 მგ ცინარას ექსტრაქტი (Cynara scolymus) 13.5:1, რაც შეესაბამება 499,5 მგ მშრალი ფოთლებს.
55 მგ ნიახურის ექსტრაქტი (Apium graveolens) 5:1, რაც შეესაბამება 275 მგ მშრალ ფესვებს
50 მგ ბაბუაწვერას ექსერაქტი (Taraxacum officinale) 5:1, რაც შეესაბამება 250 მგ მშრალ ფესვებს
21 მგ ბექონდარას ექსტრაქტი (Thymus vulgaris) 5:1, რაც შეესაბამება 104 მგ მშრალ ბალახს
დამატებითი ინგრედიენტები:
ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი. 
ენერგეტიკული შემადგენლობა: 1 ტაბლეტი, 1/0
(კჯლ/კკალ)
ცილები 50 მგ
ცხიმები 0 მგ
ნახშირწყლები 0 მგ

ჩვენებები
BIO DRAIN რეკომენდებულია:
• ორგანიზმის გაწმენდისა და ღრმა დეტოქსიკაციისთვის
• წონის დაკლებისთვის 
• კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონალური დარღვევების დროს
• ჰიპერტენზიის კომპლექსურ თერაპიაში 
• ალერგიული რეაქციების და დერმატიტების კომპლექსურ თერაპიაში

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისა და მოზარდებისთვის 15 წლის ასაკის ზევით 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, ვინაიდან სასურველი ეფექტი მიიღება 2 კვირის შემდეგ, მაქსიმუმ - 6 კვირის თავზე. არ დაგავიწყდეთ წყლის დიდი რაოდენობის მიღება (მინიმუმ 1 ლიტრი, სასურველია 1.5-2 ლიტრი დღეში. 
რეკომენდებულია 4–6 კვირიანი კურსი წელიწადში 4–ჯერ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენება.
სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25oC ტემპერატურისა.
წარმოებულია სისუფთავის და ინგრიდიენტების შემადგენლობის ფარმაცევტული კონტროლის ქვეშ GMP-ის მოთხოვნების თანახმად.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე

სად შევიძინოთ?