ბიოელექტრა მაგნეზიუმ ფორტისიმუმი / BIOLECTRA MAGNESIUM FORTISSIMUM

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Magnesium
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Hermes Arzneimittel GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: შუშხუნა ტაბლეტი № 10
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს: მსუბუქ მაგნიუმის ოქსიდს 342.0 – 369.4 და მსუბუქ  მაგნიუმის კარბონატს 670 მგ, რაც შეესაბამება 365 მგ მაგნიუმს;

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი, კალიუმის ჰიდროკარბონატი, სახარინის  ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონის არომატიზატორი „MH” (შეიცავს მანიტს (Е 421), სორბიტს (Е 420)), ლაიმის არომატიზატორი „MGK” (შეიცავს მანიტს (Е 421), სორბიტს (Е 420).

 

გამოშვების ფორმა.

შუშხუნა ტაბლეტი.

 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები.

მრგვალი, თეთრი ბრტყელცილინდრული ტაბლეტი, გლუვი ზედაპირით დაზიანების გარეშე, ერთ მხარეზე ამოტვიფრული წარწერით «Biolectra».

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

სხვა მინერალური დანამატები. მაგნიუმის პრეპარატები. ათქ-კოდი A12CC30.

ჩვენებები.

ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობა და პრიფილაქტიკა იმ შემთხვევებში, როდესაც დარღვეულია კუნთების ფუნქციები (ნეირო-კუნთოვანი დარღვევები, კრუნჩხვები), ქრონიკული ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის, აგზნების, მიალგიების, ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის და ორსულობის დროს.

გამოიყენება ჰიპომაგნემიის დროს, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი მოწევით და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, საფაღარათო საშუალებების, კონტრაცეპტივების, ზოგიერთი დიურეზული საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებით ან მუდმივი ჰიპერგლიკემიის მქონე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ოსმოსური დიურეზის დროს.  

 

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ.

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული თირკმლის უკმარისობის ან გულში აგზნების გამტარობის დარღვევის (AV-ატრიოვენტრიკულური ბლოკადის შემთხვევაში) დროს, რომლებმაც შეიძლება ბრადიკარდია გამოიწვიონ. გარდა ამისა, უნდა გადამოწმდეს არსებობს თუ არა  მინერალური და ელექტროლიტული ცვლის დარღვევები (ჰიპერმაგნემია, ჰიპერკალემია). 

ბიოლექტრა მაგნეზიუმ ფორტისიმუმის მიღება უკუნაჩვენებია მძიმე მიასთენიის, ექსიკოზის, საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების და კალციუმ-მაგნიუმ-ფოსფატამონიუმის დიათეზის დროს.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 

რკინის,  ნატრიუმის ფთორიდის ან ტეტრაციკლინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინის, ნატრიუმის ფთორიდის, ტეტრაციკლინის და მაგნიუმის ათვისებას დარღვევა.

ასეთ შემთხვევაში პრეპარატის ბიოლექტრა მაგნიუმ ფორტისიმუმის და რკინის პრეპარატების, ნატრიუმის ფთორიდის, ტეტრაციკლინის მიღებებს შორის საჭიროა დაიცვათ  3-4 საათიანი ინტერვალი.

ალუმინის შემცველი პრეპარატების (მაგ., ანტაციდები) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ალუმინის შეწოვება.

 

უსაფრთხოების ზომები.

1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 4.65 მმოლ (107 მგ) ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იცავენ ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტას (სუფრის მარილის დაბალი შემცველობა).

1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 2.51 მმოლ (98 მგ) კალიუმს, რაც გასათვალისწინებელია თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, ასევე პაციენტებში, რომლებიც იცავენ კალიუმის დაბალი შემცველობის დიეტას.

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების მხვრივ რისკი არ არსებობს.

 

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

 არ მოქმედებს.

 

დოზების რეჟიმი და მიღების წესი.

ბიოლექტრა მაგნიუმ ფორტისიმუმის დოზა დამოკიდებულია მაგნიუმის დეფიციტის ხარისხზე. 

საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2 შუშხუნა ტაბლეტს (365-730 მგ მაგნიუმის იონები = 15-30 მმოლ).

მოზარდებსა და მოზრდილებში ინიშნება 1 შუშხუნა ტაბლეტი 1 – 2-ჯერ დღეში.

მაგნიუმის მძიმე დეფიციტის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება დაინიშნოს შედარებით მაღალი დოზები.

1 შუშხუნა ტაბლეტი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ მიღებული ხსნარი.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მაგნიუმის დეფიციტის გამომწვევ მიზეზზე. 

ხანგრძლივი  მკურნალობა მაღალი დოზებით უნდა წარიმართოს ექიმის კონტროლის ქვეშ.

 

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების სიხშირის განსაზღვრას განიხილება შემდეგი კატეგორიებით:

ძალიან ხშირად (≥ 1/10)

ხშირად (≥1/100 - ˂ 1/10-მდე)

შედარებით ხშირად (≥1/1,000  - ˂ 1/100 - მდე)

იშვიათად (≥1/10,000 - ˂1/1,000-მდე)

ძალიან იშვიათად (˂1/10,000)

არ არის ცნობილი (წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე არ არის დადგენილი სიხშირე)

 

მაღალი დოზებით გამოყენება იწვევს დიარეას, რომელიც არ არის საშიში და დოზის შემცირების შემთხვევაში გაივლის. ბიოლექტრა მაგნიუმ ფორტისიმუმის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღება იწვევს დაღლილობის შეგრძნებას. ასეთ შემთხვევაში ქიმიური და კლინიკური გამოკვლევების საფუძველზე ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების შესახებ.

 

ვარგისობის ვადა.

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

შეფუთვა.

შუშხუნა ტაბლეტები № 10.

10 შუშხუნა ტაბლეტი ტუბში. 1 ტუბი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

გაცემის წესი.

გაიცემა ურეცეპტოდ.