ბიოპაროქსი / BIOPAROX


რა არის ბიოპაროქსი და რა შემთხვევებში გამოიყენება
ფუზაფუნჟინს გააჩნია ანტიბიოტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ინ-ვიტრო პირობებში ფუზაფუნჟინი ავლენს ანტიმიკრობულ მოქმედებას, რაც იძლევა სხვადასხვა ორგანიზმებზე ინ-ვივო პოტენციური ზემოქმედების ვარაუდის საშუალებას. პრეპარატს გააჩნია მიკროსკოპული ნაწილაკებისგან შემდგარი აეროზოლის ფორმა, რომლებიც აღწევენ ზემო სასუნთქ გზებში. 
ბიოპაროქსი გამოიყენება მოზრდილებში და მოზარდებში (≥12 წელი), ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალების სახით, ზემო სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი ინფექციების დროს.
გართულებების თავიდან ასაცილებლად მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.

რისი ცოდნაა აუცილებელი ბიოპაროქსის მიღების დაწყებამდე
უკუჩვენებები
თუ თქვენ გაგაჩნიათ ალერგია ფუზაფუნჟინზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (კომპონენტები ჩამოთვლილია განყოფილებაში 6);
ბიოპაროქსი ასევე უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში
თუ თქვენ მიდრეკილი ხართ ალერგიული რეაქციების და ბრონქოსპაზმების მიმართ.
თუ თქვენ გაგიჩნდათ ეჭვი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები მიღების დროს
ბიოპაროქსის მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში შექყვიტეთ ბიოპაროქსის მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს. არ შეიძლება ბიოპაროქსის განმეორებით დანიშნვა (იხ. ,,შესაძლო გვერდითი მოქმედება”)
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები ბიოპაროქსის გამოყენების დროს:
ბიოპაროქსის ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგანაც ამან შეიძლება დაარღვიოს ბაქტერიულიო ფლორის ნორმალური ბალანსი.
თუ თქვნ აგეღნიშნებათ ბაქტერიული ინფეციიის ზოგადი კლინიკური ნიშნები, საჭიროა ანტიბიოტიკებით სისტემური მკურნალობის დანიშნვის განხილვა.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და ბიოპაროქსი
დღეისათვის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების მონაცემები არ არსებობს.
თუ თქვენ ღებულობთ, ახლო წარსულში ღებულობდით ან უნდა მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ თქვენ დაგინიშნეს ადგოლობრივი მოქმედების სხვა სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პირის ღრუში, ცხვირის ღრუში, ხახაში და ზემო სასუნთქ გზებში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, რომ თქვენ უკვე ღებულობთ ბიოპაროქსს.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, რაიმე პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. 

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
ბიოპაროქსი არ ახდენს ან ახდენს ძალიან უმნიშვნელო ზემოქმედებას ავტომობილის ან მანქანა-დანადგარების მართვაზე.

ბიოპაროქსი შეიცავს ეთანოლს და პროპილენგლიკოლს
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს მცირე რაოდენობა ეთანოლს (სპირტს), დოზაზე 100მგ-ზე ნაკლებს.
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლის უმნიშვნელო რაოდენობას (არომატული დანამატის შემადგენლობაში), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 

როგორ გამოიყენება ბიოპაროქსი
დოზირება
ბიოპაროქსის მიღებისას ყოველთვის დაიცავით ექიმის მითითებები. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ რა არსებობს ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაციები, ჩვეულებრივი დოზაა 2 შესხურება თითო ნესტოში და 4 შესხურება პირის ღრუში, დღეში 4-ჯერ.

მაქსიმალური, ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად აუცილებელია დოზირების რეჟიმის დაცვა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 8-10 დღეს (მკურნალობა არ უნდა შეწყდეს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი სიმპტომების გამოვლენისას, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი). მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 10 დღეს. 

თუ დაავადების სიმპტომები არ უმჯობესდება 3 დღის განმავლობაში ან პირიქით, უარესდება ან ვლინდება გვერდითი ან უჩვეულო რეაქციები, განიხილეთ პრეპარატის შემდგომი გამოყენება თქვენს ექიმთან.

გამოყენების მეთოდი
პრეპარატი განკუთვნილია პირის ღრუს, ხახის, ზემო სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებზე, ასევე ცხვირის ღრუს ლორწოვანზე საინალაციოდ. დოზირების რეჟიმი ერთნაირია დაავადების ყველა ტიპისთვის. პრეპარატის გამოყენება შეიძლება მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში. გამოწერილი ორჯერადი დოზის მიღების დასაცავად პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს ბიოპაროქსისი ბალონი.

პრეპარატის ყოველი შეფუთვა შეიცავს ბიოპაროქსის ბალონს (ნახ. 1) ცხვირიში (1) საინჰალაციოდ გამოყენებისთვის მზა ყვითელი ბუნიკით, პირის ღრუში (2) საინჰალაციო თეთრი ბუნიკით, ასევე ბიოპაროქსის პორტატულად გადასატანი პლასტმასის შესაფუთს, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის ჰიგიენურ დაცვას. ბალონის პირველი გამოყენების წინ დააჭირეთ მის ფუძეზე 4-ჯერ, დოზირების კლაპანის (ნახ. 2) აქტივაციისთვის. საჭიროა ბალონის ვერტიკალურად დაჭერა, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის, ბუნიკით ზემოთ. საჭიროა ბუნიკების ყოველდღიური დეზინფექცია. 

ცხვირში შეყვანა (ყვითელი ბუნიკის გამოყენებით):
პრეპარატის გამოყენებამდე გამოიწმინდეთ ცხვირი. შემდეგ მოათვასეთ ყვითელი ბუნიკი ცხვირის ნესტოში (ნახ. 3). ენერგიულად დააჭირეთ ბალონის ფსკერს. ყოველი შესხურებისას პირი გქონდეთ დახურული. გააკეთეთ 2 შესხურება თითოეულ ნესტოში.

პირის ღრუში შეყვანა (თეთრი ბუნიკის გამოყენებით):
მოხსენით ცხვირში საინჰალაციო ბუნიკი, აკურატული მოტრიალებით. ჩამოაცვით ბიოპაროქისის ბალონს პირის ღრუში საინჰალაციო ბუნიკი (ნახ. 4). მოათავსეთ ის პირის ღრუში, მოუჭირეთ ტუჩები მჭიდროდ (დაიჭირეთ ბალონი ისე როგორც ნაჩვენებია ნახ. 5).  შემდეგ ენერგიულად მოუჭირეთ და გააკეთეთ 4 შესხურება.

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი ბიოპაროქსი
თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი დოზა ან მოხდა  ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ბიოპაროქსისი ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებით არსებული ინფორნაცია შეზღუდულია. შემჩნეული სიმპტომები მოიცავს სისხლის მომოქცევის დარღვევას, პირის ღრუს დაბუჟებას, თავბრუსსხვევას, ყელის ტკივილის გაძლიერებას და ყელში ღიტინს.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური, შემდგომი დაკვირვებით.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ბიოპაროქსის მიღება
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრპეარატის ერთი ან რამდენიმე დოზის მიღება, რეკომენდებულია თითოეულ ნესტოში 2 შესხურების ან პირის ღრუში 4 შესხურების დაუყეოვნელივ გაკეთება და შემდგომში ჩვეულებრივი დოზების მიღება. 

თუ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატმა, ბიოპაროქსმაც, თუმცა არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში (ვლიდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში) შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით ალერგიის მიმართ მიდრეკილ პაციენტებში. 

შეწყვიტეთ ამ სამედიცინო პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ თქვენ გაგინვითარდათ შემდეგი გვერდითი რეაქციებიდან ერთ-ერთი:
ანაფილაქსიური შოკი (სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას)
ასთმური შეტევები, ბრონქოსპაზმი (გაძნელებული ან მსტვენავი სუნთქვა), ქოშინი, ხორხის კუნთების სპაზმი, რომელიც იწვევს მოხუთვას, ყელის შეშუპება.
გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება (ქსოვილების სწრაფი შეშუპება, მაგალითად, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება).
გვერდითი რექაციებს, რომელთა შესახებ არსებობს ყველაზე ხშირი შეტყობინებები, გააჩნიათ მსუბუქი ხარისხის სიმძიმე და ჩვეულებრივ, არ საჭიროებენ მკურნალობის შეწყვეტას. ეს რეაქციები ძირითადად ადგილობრივია და ვლიდება დატანის ადგილზე:
ძალიან გავრცელებული (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში): ცემინება, გემოვნების დარღვევა, თვალების შეშუპება.
გავრცელებული (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): ცხვირის და ყელის სიმშრალე, ყელის გაღიზიანება, ხველა, გულისრევა.
უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასების გაკეთება შეუძლებელია): ღებინება.

შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე
თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოქმედება, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების პროფილისთვის უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას. 

როგორ ინახება ბიოპაროქსი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ბიოპაროქსი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია <<EXP>> დაწებებულ ეტიკეტზე.
არ შეიძლება მისი მოთავსება 50ºჩ-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ შეიძლება ბალონის გაჩხვლეტა და ცეცხლში ჩაგდება.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბიოპაროქსი
აქტიური ნივთიერება  - 500მგ ფუზაფუნჟინი 100მლ ხსნარში. ერთი დოზა შეიცავს ხსნარის 25 მიკროლიტრს, ანუ ფუზაფუნჟინის 125 მიკროგრამს. 10მლ მოცულობის ბალონი შეიცავს 400 დოზას.
სხვა კომპონენტები: საქარინი, უწყლო ეთანოლი (სპირტი), იზოპროპილმირისტატი, არომატული დანამატი (პროპილენგლიკოლის ჩათვლით), ნორფლურანი (აირი-პროპელენტი).

როგორ გამოიყურება ბიოპაროქსი და შეფუთვის შემცველობა
ნაზალური/ორომუკოზური სპრეი, ხსნარი.
ალუმინის ბალონი წნევის ქვეშ, კლაპანი-დოზატორით 25მკლ, რომელიც შეიცავს ხსნარის 10მლ-ს, გათვლილს 400 საინჰალაციო დოზაზე, პოლიეთილენის ორი ბუნიკით: ერთი ბუნიკი პირის ღრუში საინჰალაციოდ (თეთრი), ერთი ბუნიკი ცხვირში საინჰალაციოდ (ყვითელი), მუყაოს კოლოფი.