Nuk
ბრეტარის ჯენუეირი / Bretaris Genuair


1. ბრეტარის® ჯენუეირის® აღწერა და გამოყენება

ბრეტარის®ჯენუეირის® აღწერა

ბრეტარის® ჯენუეირის®  მოქმედი ნივთიერება არის აკლიდინიუმის ბრომიდი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ბრონქოდილატატორები.

ბრონქოდილატატორები ადუნებს სასუნთქ გზებს და ეხმარება ბრონქიოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ბრეტარის® ჯენუეირი®  წარმოადგენს მშრალი ფხვნილის ინჰალატორს, რომელიც თქვენი სუნთქვის მეშვეობით ახდენს სამკურნალო საშუალების

პირდაპირ მიწოდებას ფილტვებში. ეს აადვილებს სუნთქვას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების (ფქოდ) მქონე პაციენტებში.

 

ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენება

პრეპარატი  ბრეტარის®   ჯენუეირი®    ხელს  უწყობს  სასუნთქი  გზების  გახსნას  და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებას, რომელიც წარმოადგენს ფილტვების მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებას, როდესაც ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას. პრეპარატ ბრეტარის®  ჯენუეირის®  რეგულარული მიღება დაგეხმარებათ თქვენი დაავადებით გამოწვეული სუნთქვის გახშირებისას და ხელს შეუწყობს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაავადების გავლენის მინიმუმამდე შემცირებას.

 

2. რა უნდა ვიცოდეთ ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენებამდე

ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში

- ალერგია  აკლიდინიუმის  ბრომიდის  ან  მოცემული  პრეპარატის  ნებისმიერი  სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6)

- ალერგია ატროპინის ან მსგავსი ბრონქოდილატატორის, მაგალითად იპრატროპიუმის, თიოტროპიუმის ან ოქსიტროპიუმის მიმართ.

 

უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები

ბრეტარის®  ჯენუეირის®  გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან.

-  თუ თქვენ გაქვთ ასთმა.

-  თუ ახლო წარსულში თქვენ გქონდათ პრობლემები გულის მხრივ.

- თუ თქვენ ხედავთ ჰალოს (დამატებითი რგოლი) სინათლის წყაროს გარშემო ან ფერად გამოსახულებებს (გლაუკომა).

- თუ თქვენ გაქვთ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი, შარდის გადინების დარღვევები ან შარდის ბუშტის გაჭედვა.

 

ბრეტარის®  ჯენუეირი®  განკუთვნილია შემანარჩუნებელი თერაპიისთვის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს; ის არ უნდა იქნას გამოყენებული ქოშინის ან მსტვინავი სუნთქვის უეცარი შეტევის სამკურნალოდ. დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ არ ხდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სიმპტომების (ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა, ხველა) კუპირება ან ადგილი აქვს მათ გაღრმავებას.

 

პირის სიმშრალემ, რომელიც აღინიშნება ისეთი პრეპარატების მიღებისას, როგორიცაა ბრეტარის®    ჯენუეირი®,  შეიძლება მიგვიყვანოს  კბილების  კარიესამდე  პრეპარატის

 

ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. ამიტომ გახსოვდეთ, რომ ყურადღება უნდა დაუთმოთ პირის ღრუს ჰიგიენას.

 

პრეპარატ ბრეტარის®  ჯენუეირის®  მიღება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის:

- თუ შენიშნეთ გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხველა, მსტვინავი სუნთქვა ან ქოშინი პრეპარატის მიღებისთანავე. ეს შესაძლოა იყოს ისეთი მდგომარეობის ნიშანი, რომელსაც ეწოდება ბრონქოსპაზმი.

 

ბავშვები და მოზარდები

არ შეიძლება პრეპარატ ბრეტარის®  ჯენუეირის®  გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებისა და ბრეტარის® ჯენუეირის® მიღება

აცნობეთ ექიმს ან  ფარმაცევტს, თუ  იღებთ ან  ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ ანალოგიურ სამკურნალო საშუალებებს სუნთქვის დარღვევების სამკურნალოდ, მაგალითად, თიოტროპიუმის და იპრატროპიუმის შემცველ პრეპარატებს. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული არ არის ბრეტარის® ჯენუეირის®  გამოყენება აღნიშნულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

 

ბრეტარის® ჯენუეირის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ბრეტარის®   ჯენუეირის®   გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეიძლება პრეპარატ ბრეტარის® ჯენუეირის®  გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე.

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ბრეტარის®    ჯენუეირს®    შეუძლია  მოახდინოს  უმნიშვნელო  გავლენა  სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მოცემულმა სამკურნალო საშუალებამ  შეიძლება  გამოიწვიოს  თავის  ტკივილი,  თავბრუსხვევა  ან არამკვეთრი

მხედველობა. აღნიშნულიდან რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მანამ, სანამ არ გაივლის თავის ტკივილი და თავბრუსხვევის შეგრძნება, ასევე, კვლავ არ აღდგება მხედველობა.

 

პრეპარატი ბრეტარის® ჯენუეირი®  შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 

3. ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენების წესი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების მკაცრად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

- რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას ორჯერ დღეში – დილით და საღამოს.

- ბრეტარის®  ჯენუეირის®   მოქმედება გრძელდება 12 საათის განმავლობაში, ამიტომ გამოიყენეთ ბრეტარის®  ჯენუეირის® ინჰალატორი ერთსა და იმავე დროს დილით და საღამოს. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების მუდმივ საკმარის რაოდენობას სუნთქვის გასაადვილებლად დღე-ღამის განმავლობაში. ეს ასევე დაგეხმარებათ არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.

- გამოყენების ინსტრუქცია: პრეპარატ ჯენუეირის® შემცველი ინჰალატორის გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ   ჩანართის ბოლოს პარაგრაფში 7. პრეპარატ ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება არის ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება, ამიტომ პრეპარატ ბრეტარის® ჯენუეირის® მიღება რეკომენდებულია ყოველდღე ორჯერ დღე-ღამეში, და არა მხოლოდ სუნთქვის დარღვევისას ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სხვა სიმპტომების არსებობისას.

 

რეკომენდებული დოზის გამოყენება შეიძლება ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში. დოზის შერჩევას არ საჭიროებს. 

თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ პრეპარატ ბრეტარის®  ჯენუეირის® საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ბრეტარის® ჯენუეირის® დოზის გამოტოვების შემთხვევაში

პრეპარატ ბრეტარის®  ჯენუეირის® დოზის გამოტოვების შემთხვევაში, გახსენებისთანავე გაიკეთეთ დოზის ინჰალაცია. თუმცა, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო თითქმის გასულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზის მიღება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

 

ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში

მოცემული პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. თუ გსურთ მკურნალობის  შეწყვეტა,  კონსულტაციისთვის  მიმართეთ  მკურნალ  ექიმს,  რადგან სიმპტომები შესაძლოა გაღრმავდეს.

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების

შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, პრეპარატ ბრეტარის®  ჯენუეირსაც® შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

 

ალერგიული რეაქციები ვლინდება იშვიათად. სახის, ხახის, ტუჩების ან ენის შეშუპების (სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით, ან მათ გარეშე), ან კანზე გამოხატული ქავილით მიმდინარე  ბუშტუკების  (ჭინჭრის  ციება)  განვითარების  შემთხვევაში  შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის სიმპტომები.

 

ბრეტარის®    ჯენუეირის®   მიღების  დროს  შეიძლება  გამოვლინდეს  შემდეგი  გვერდითი მოქმედებები:

ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1-ს

-  თავის ტკივილი

-  ცხვირის წიაღების ანთება (სინუსიტი)

-  ზოგადი გაციება (ნაზოფარინგიტი)

-  ხველა

-  დიარეა

-  გულისრევა

-  თავბრუსხვევა

-  პირის სიმშრალე

-  პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)

-  ხმის ჩახლეჩვა (დისფონია)

-  გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)

-  გულისცემის შეგრძნება (გულისცემა)

-  შარდვის მოშლა (შარდის შეკავება)

-  არამკვეთრი მხედველობა.

 

შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით  თქვენ  დაგვეხმარებით მოცემული  სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

 

5. ბრეტარის® ჯენუეირის® შენახვის წესი

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ინჰალატორის მარკირებაზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

 

პრეპარატ ბრეტარის® ჯენუეირის® ვარგისიანობის ვადა შეადგენს სამ წელს.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. გამოიყენეთ შეფუთვის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში.

მკურნალობის დაწყებამდე ინჰალატორი ჯენუეირი® შეინახეთ შეფუთვაში.

არ  გამოიყენოთ პრეპარატი ბრეტარის®   ჯენუეირი®, თუ  შენიშნავთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება გახსნის ნიშნები.

 

ბოლო დოზის მიღების შემდეგ საჭიროა ინჰალატორის უტილიზაცია. ცარიელი ან გამოუყენებელი ინჰალატორის გადაგდებისას დაიცავით საყოფაცხოვრებო ნაგვის უტილიზაციასთან დაკავშირებული ადგილობრივი წესები. სამკურნალო საშუალების უტილიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ბრეტარის® ჯენუეირის® შემადგენლობა

- მოქმედი ნივთიერება არის აკლიდინიუმის ბრომიდი. ერთი გამოთავისუფლებული დოზა შეიცავს 375 მიკროგრამ აკლიდინიუმის ბრომიდს, რაც შეესაბამება 322 მიკროგრამ აკლიდინიუმს.

-  სხვა კომპონენტს წარმოადგენს ლაქტოზის მონოჰიდრატი.

 

ბრეტარის® ჯენუეირის® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ბრეტარის® ჯენუეირი® წარმოადგენს თეთრ ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილს. ინჰალატორი ჯენუეირი®  წარმოადგენს თეთრი ფერის ხელსაწყოს ჩადგმული დოზების ინდიკატორით და დოზირების მწვანე ღილაკით. მუნდშტუკი დახურულია მწვანე ფერის მოსახსნელი დამცავი თავსახურით. ინჰალატორი გამოდის პლასტიკურ შეფუთვაში.

 

შეფუთვის ზომები:

მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 30 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი. მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 60 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.

მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 3 ინჰალატორი თითოეული მათგანი 60 დოზაზე.

შესაძლოა, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

 

გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სად შევიძინოთ?