ბრიუსტინი / Brustin


რა არის ბრიუსტინი?
ეს არის მედიკამენტი წარმოდგენილი ორალური ტაბლეტის ფორმით. ბეტაჰისტინი არის ღებინების საწინააღმდეგო და თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალება (ჯგუფი 2,7-ცენტრალური ნერვული სისტემა - ღებინების საწინააღმდეგო და თავბრუსხვევის საწინააღმდეგო აგენტები). 
ბრიუსტინის (ბეტაჰისტინი-ბრიუფარმი) ყოველი 16მგ ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 16მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს. 
ბეტაჰისტინის ტაბლეტები აგრეთვე შეიცავს შემდეგ არააქტიური ინგრედიენტებს: პოვიდონი K90, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, კროსპოვიდონი და სტეარინმჟავა. 
ბრიუსტინი (ბეტაჰისტინი-ბრიუფარმი) 16მგ ტაბლეტი წარმოდგენილია 20 და 60 ტაბლეტიანი შეფუთვების სახით. 

რა შემთხვევებში უნდა გამოვიყენო ბრიუსტინი?
მედიკამენტი ბრიუსტინი ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობისას:
-მენიერის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ვერტიგო, ტინიტუსი და/ან სმენის დაკარგვა, ძირითადად ახლავს გულისრევა, ყურის ტკივილი და/ან თავის ტკივილი. 
-ვერტიგო

რა უნდა ვიცოდე ბრიუსტინის 16მგ ტაბლეტების მიღებამდე:
რა შემთხვევაში არ უნდა მივიღო ბრიუსტინი 16მგ ტაბლეტები?
როდესაც ალერგიული ხართ ბეტაჰისტინის ან მედიკამენტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხ. “რა არის ბეტაჰისტინი 16მგ ტაბლეტები?)
რა სიფრთხილის ზომები უნდა დავიცვა ბეტაჰისტინი 16მგ ტაბლეტების მიღებისას?
აცნობეთ ექიმს ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც გაქვთ ან გქონდათ, მიაწოდეთ ინფორმაცია ალერგიაზე. 
პაციენტებში ფეოქრომოციტომით და ბრონქული ასთმით უნდა მოხდეს ინტენსიური მონიტორინგი მკურნალობის დროს. სიფრთხილეა საჭირო პეპტიური წყლულის ანამნეზის მქონე პაციენტების მკურნალობისას. აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ რომელიმე ეს დაავადება. 
თუმცა ცხოველებში ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის მაღალი დოზით კველვებმა არ გამოავლინა ტერაგოგენური ეფექტები, მისი გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. 
ბეტაჰისტინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. ამის გამო პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზის უკმარისობის და გლუკოზის მალაბსორბციის სინდრომის მემკვიდრული პრობლემებით ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ. 

შემიძლია თუ არა ბრიუსტინის მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში?
ორსულობა:
ცხოველების კვლევებმა არ გამოავლინა ტერაგოგენური ეფექტები. 
რადგან არსებობს არასაკმარისი მონაცემები შესაძლი გვერდითი ეფექტების შესაფასებლად, პრეპარატის ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება რეკომენდებული არ არის. 

შემიძლია ბეტაჰისტინის სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება?
მნიშვნელოვანია ე ქიმს აცნობოთ ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით, რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით. 
ურთიერთქმედება უცნობია. 

შემიძლია მანქანის მართვა ან მექანიზმების გამოყენება ამ მედიკამენტის მიღებისას?
დიახ, ბეტაჰისტინის ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე უმნიშვნელოა.

როგორ უნდა მივიღო ბრიუსტინი?
თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ბეტაჰისტინის შესაბამისი დოზა, გაითვალისწინა თქვენი დაავადება და სხვა მედიკამენტები, რომლებიც შეიძლება მიიღოთ. მედიკამენტის დოზა უნდა დაიცვათ ზუსტად, არ შეცვალოთ იგი და არ შეწყვიტოთ მკურნალობა. 
ტაბლეტები განკუთვნილია ორალური გამოყენებისთვის, უმჯობესია ჭამის დროს. 
საქყისი დოზა არის 48 მგ განაწილებული დღის განმავლობაში. დოზირება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად თერაპიული პასუხის მიხედვით. 
შემანარჩუნებელი დოზა მერყეობს 24-48მგ/დღეში შOრის. 

როგორ მოვიქცე დოზის გამოტოვების შემთხვევაში?
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის. გამოტოვეული დოზა უნდა მიიღოთ რაც შეიძლება სწრაფად, თუ უკვე არ არის შემდეგი დოზის მიღების დროს. ამ შემთხვევაში გამოტოვებული დოზა მიიღეთ რეკომენდბეულ დროს და მკურნალობა გააგრძლეთ ჩვეული სქემით, კდიევ ერთხელ მიიღეთ ტაბლეტები დანიშნულ დროს. 

რა უნდა გავაკეთო თუ მივიღე ზედმეტი დოზა?
დოზის გადაჭრბების ზოგიერთი შემთხვევა აღწერილია, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში ჭარბი დოზირების სიმპტომები აღწერილი არ არის. 
ზოგიერთ პაციენტში 200მგ-ზე მაღალი დზოის გამოყენებისას აღინიშნა ზომიერი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომები. 728მგ დოზის გამოყენებისას აღინიშნა კონვულსია. 
ყველა შემთხვევაში აღინიშნა სრული გამოჯანმრთელება. 
ჭარბი დოზირების მკურნალობა უნდა მოიცავდეს კუჭის ლავაჟს და ზოგად დამხმარე ზომებს. 

რომელი არასასურველი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ბრიუსტინით მკურნალობის დროს?
როგორც ყველა მედიკამენტმა ბრიუსტინმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები. 
ზოგ შემთხვევაში აღინიშნა კუჭის მხრივ მცირე ჩივილები, რომლის პრევენციაც შეიძლება პრეაპარატის საკვებთან ერთად მიღებით ან დოზის შემცირებით. 
ძალიან იშვიათ შემთხვეებში აღწერილია კანის ჰიჰერმგრძნობელობის რეაქციები, კერძოდ გამონაყარი, ქავილი და ურტიკარია. 
თუ აღნიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს რაც ჩამოთლვილი არ არის ამ ბროშურაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა შევინახო ბრიუსტინი?
არ შეინახოთ 25 ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე. 

ვარგისობის ვადა
3 წელი

გაცემის პირობები
რეცეპტით

ტაბლეტები ინახება ორიგინალურ შეფუთვაში. 
როგორც ყველა მედიკამენტი, ბეტაჰისტინი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 
მედიკამენტის მიღებამდე, შეამოწმეთ მეორეულ შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისობის ვადა.