Nuk
კამელინი M1 / CAMELYN M1


წამლის ფორმა: 2.0 მლ ამპულები

შემადგენლობა: კამელინ- M“ ლიოფილიზატი-0.07 გ, პოლიეთილენგლიკოლი 400 -0,6 გ, საინექციო წყალი- 1,33გ.

სამკურნალო საშუალება „ კამელინი – M1 მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის  ფუტკრის ცხოველქმედების  ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები,  ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.

ფარმაკოლოგიური თვისებები: „კამელინ - M1“ –ს გააჩნია  იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. „კამელინი-M1“-ის ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება  iL-1, iL-6  და  iL-12  ციტოკინინების გამონთავისუფლება. „ კამელინი - M1“ იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T-  ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში,  T – ჰელპერებისა  და  T –ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმების და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და Tc – უჯრედების შემცირებაში (in vitro და in vivo ექსპერიმენტებში). „კამელინი - M1” ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ  ზრდაზე (in vitro  ექსპერიმენტებში).  „კამელინი-M1” აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას.

ჩვენება: კამელინის საინექციო ფორმა  გამოიყენება როგორც  იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეტრიტი),  სიმსივნური დაავადებების მკურნალობის დროს ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით, ოსტეოართრიტის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრავმების, ტუბერკულოზური პლევრიტის (ემპიემა) და სხვა დაავადებების დროს.

მიღების წესი: პრეპარატის  2.0 მლ კეთდება დღეში ორჯერ ინტრამუსკულარულად, დილით და საღამოს. „კამელინი -  M1„ შეგვყავს ღრმად დუნდულო კუნთში ნელი ტემპით, წყვეტილად, 20–25 წამიანი ინტერვალებით ცალკეულ ულუფებს შორის. მკურნალობის კურსი ოცი დღე.  კურსებს შორის შესვენება რვა დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–დან 5 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.

რევმატიული ანთებითი დაავადებების-ოსტეოართრიტების, მათ შორის გართულებული ფორმების (რეაქტიული სინოვიტი, ბეიკერის ცისტა, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი) და ხერხემლის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ გამოიყენება ფიზიოთერაპიული მეთოდი, კერძოდ ელექტროფორეზი.

გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ბავშვებში: 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. 5–12 წლამდე ასაკის ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 1,0 მლ–ს.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება: გადაჭარბებელი დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი.

საფრთხე ავტომანქანის მართვის ან დანადგარებთან მუშაობისას: პრეპარატის მიღება სიფრთხილეს არ მოითხოვს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: კამელინი-M1   თავსებადია ყველა სამკურნალწამლო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

გამოშვების ფორმა: 2 მლ. მუქი ფერის მინის ამპულა, 10 ამპულა პოლივინილქლორიდის ბლისტერზე, ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ოთახის ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის  ვადა: 2 წელი

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.  

სად შევიძინოთ?