Nuk
კამელინი M2 / CAMELYN M2


წამლის ფორმა: კაფსულები 

შემადგენლობა: „კამელინი - М” ლიოფილიზატი – 0,0546გ.
მიკროკრისტალური ცელულოზა –  0,1981g.
პოლივინილპიროლიდონი – 0,0073g.

სამკურნალო საშუალება „კამელინი–M 2“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.

ფარმაკოლოგიური თვისებები: „კამელინ – M2“–ს გააჩნია  იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს.  „კამელინ – M2“–ის  ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება  iL-1, iL-6  და  iL-12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. „კამელინი – M2“ იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T- ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში,  T – ჰელპერებისა და T –ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმების და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და Tc – უჯრედების შემცირებაში (in vitro და in vivo ექპერიმენტებში). „კამელინი – M2“  ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება.  ახდენს ანტიპროლიფერაციულ,  ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ  ზრდაზე (in vitro ექპერიმენტში ). „კამელინი – M2“ აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას.

ჩვენებები: „კამელინი– M2“ კაფსულები გამოიყენება,  როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეთრიტი), სიმსივნური დაავადებების (ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით), ოსტეოართრიტის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სახსრების დეგენერაციულ–დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრამვებისა და სხვა დაავადებების დროს.

მიღების წესი:კაფსულები მიიღება 3–ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე წყალთან ერთად.
მკურნალობის კურსი 20 დღე, კურსებს შორის შესვენება 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–5 კურსი (2–5 თვე), საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.

გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ. 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ბავშვებში:  5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება: გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი.

სიფრთხილე ავტომანქანის მართვის ან დანადგარებთან მუშაობისას: პრეპარატის მიღება სიფრთხილეს არ მოითხოვს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: „კამელინი–M2“ თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

გამოშვების ფორმა: „კამელინი – M2“  კაფსულებში, 30 კაფსულა ერთ შეფუთვაში, 10 კაფსულა ერთ ბლისტერზე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისიანობის  ვადა: 3 წელი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?