ცელემინი ნეფრო 7% / CELEMIN NEPHRO 7%


შემადგენლობა

ცელემინი ნეფრო არის გამჭვირვალე, უფერო საინფიზიო ხსნაარი, კომბინირებული პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს კარგად ბალანსირებულ, ამინომჟავების ოპტიმალური თანაფარდობით შემცველ ხსნარს. ყველა ამინომჟავა იმყოფება L- ფორმაში, რაც უზრუნველყოფს მათ პირდაპირ მონაწილეობას ცილების ბიოსინთეზში 

 Celemin Nephro gr/100mlCelemin Nephro gr/100ml
5%7%
L-იზოლეიცინი0.3650.51
L – ლეიცინი0.7351.03
L – ლიზინის მონოაცეტატის ექვივალენტური L – ლიზინი0.510.71
L-მეთიონინი0.20.28
L-ფენილალანინი0.270.38
L-თრეონინი0.3450.48
L-ტრიპტოფანი0.1350.19
L-ვალინი0.4450.62
L-არგინინი0.350.49
L-ჰისტიდინი0.310.43
L-გლიცინი0.230.32
L-ალანინი0.450.63
L – პროლინი0.310.43
L – სერინი0.320.45
L – აცეტილ ცისტეინი ექვივალენტური L- ცისტეინი0.0250.037
L – ვაშლის მჟავა0.1070.15
გლაციალური აცეტილის მჟავა0.10.138
ამინომჟავების საერთო შემცველობა50 გ/ლ70 გ/ლ
აზოტის საერთო შემცველობა7.7 გ/ლ10.8 გ/ლ
თეორიული ოსმოლარობა454 მოსმ/ლ635 მოსმ/ლ
ენერგეტიკული ღირებულება205კკალ/ლ287კკალ/ლ



მის შემადგენლობაში შედის:
რვავე შეუცვლელი ამინომჟავა, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია. (L-ვალინი, L- იზოლეიცინი ,L- ლეიცინი, L- ლიზინი, L- მეთიონინი, L- ტრეონინი, L-ფენილალანინი, L- ტრიფტოფანი;), 
L- იზოლეიცინი ,L- ლეიცინი, და L- ვალინი (შეუცვლელი ამინომჟავები გვერდითი განშტოებებით) აკმაყოფილებენ ორგანიზმის ენერგეტიკულ მოთხოვნილებას რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უშუალოდ ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
ისინი პირდაპირ შეითვისება პერიფერიული ქსოვილების მიერ (მათი მეტაბოლიზმი არ არის დამოკიდებული ღვიძლის დაზიანების ხარისხზე), ამცირებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არომატული ამინომჟავების შეთვისებას და შესვლას, ამცირებენ რა ღვიძლის ენცეფალოპათიის გამოვლენას, ანორმალიზებენ ორგანიზმში ენერგეტიკულ და აზოტურ ბალანსს.
ორი პირობითად ცვლადი ამინომჟავა: 
(L- არგინინი და L- ჰისტიდინი), რომლებიც სინთეზირდება ადამიანის ორგანიზში, მაგრამ ზოგიერთი პათფიზიოლოგიური მდგომარეობის დროს (მაგალითად ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა) და პატარა ბავშვებში მათი კონცენტრაცია არ აღწევს აუცილებელ დონეს. L- არგინინი ხელს უწყობს ამიაკის შარდოვანად გარდაქმნას, ბოჭავს ამონიუმის ტოქსიკურ იონებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ღვიძლში ცილების კატაბოლიზმით.
ხუთი ცვლადი ამინომჟავა: 
რომლებიც უზრუნველყოფენ ღვიძლის დაავადებით მქონე პაციენტების ადექვატურ ნივთიერებათა ცვლას.
ამინომჟავები, რომლებიც შეიცავენ არომატულ რგოლს აუცილებელია სრულფასოვანი ცილების სინთეზისთვის და წარმოდგენილია L- ფენილალანინით და L- ტრიფტოფანით. L- ვაშლისმჟავა მოქმედებს ენერგეტიკული წყაროს სახით შარდოვანას სინთეზისთვის.

ფარმაკოკინეტიკა
ცელემინი ნეფრო შეიცავს სხვადასხვა ამინომჟავებს, რომლებიც ნორმაში მუდმივად ხვდებიან ორგანიზმში საკვებთან ერთად.
პარენტერულად შეყვანილი ამინომჟავები, გადის ორ შესაძლო მეტაბოლურ გზას: 
ანაბოლური გზა, როდესაც ამინომჟავები უკავშირდებიან პეპტიდური კავშირებით და ქმნიან სპეციფიურ პროტეინებს და კატაბოლური გზა, როდესაც ხდება ამინომჟავების ტრანსამინაცია. ამინომჟავების ნაწილი შეიძლება არ დაექვემდებაროს ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა შეუცვლელი სახით. ასეთ შემთხვევაში ამ შენაერთების სასურველი ეფექტი იკარგება. ამ ფარმაკოკინეტიკური განსაკუთრებულობის მოხსნა შეიძლება პრეპარატის ნელა შეყვანით, რომ ამინომჟავების კონცენტრაცია სისხლში მკვეთრად არ გაიზარდოს. 
ამინომჟავების ნახევრაგამოყოფის პერიოდი (ჯანსაღ სუბიექტებში) არის 5-15 წუთი (დროის ამ მოკლე პერიოდის მანძილზე ამინომჟავები შეიძლება გამოყენებული იყოს პროტეინების სინთეზისთვის). ცილების სინთეზიის პროცესში გამოუყენებელი ამინომჟავების ნარჩენები ექვემდებარებიან დეზამინაცაის, რომლის პროცესშიც წარმოიქმენბა ორგანიზმის მიერ გამოყოფილი შარდოვანა.
არგინინი თითქმის მთლიანად რეაბსორბირდება თირკმლის მილაკებში.
ამოინომჟავების მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ორგანიზმის ყველა ქსოვილში. მათი გახლეჩვის ხარისხი დამოკიდებულია სტრესის გამოხატულებაზე, რომელსაც ექვემდებარება ორგანიზმი.

ჩვენებები
• თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა ჰემოფილტრაციის, პერიტონეალური და ჰემოდიალიზის დროს 
• სეფსისის, პოლიტრავმებისა და ქირურგიული ჩარევის შემდგომი თირკმლის უკმარისობა 
• დიალიზის და ჰემოფილტრაციის შემდგომ ამინომჟავების დანაკარგის კომპენსაციია.
• მოკლევადიანი პარენტერალური კვება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში დაბალპროტეინული დიეტის შევსება. 
• ნაწილობრივი ან სრული პარენტერული კვება (ცხიმოვანი ემულსიების, ელექტროლიტების და ნახშირწყლების დამატებით),

მიღების წესები და დოზები
ცელემინი ნეფროს დოზირება არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია ამინომჟავებზე ორგანიზმის მოთხოვნილებასა და მეტაბოლური დარღვევების სიმძიმეზე. ასაკზე, სხეულის წონასა და პაციენტის მდგომარეობაზე. 
რეკომენდებული დღიური დოზა: 
თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკამრისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე 0.5 გ–მდე ამინომჟავები /კგ სხეულის წონაზე დღეში პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, ჰემოფილტრაციაზა ან პერიტონეალურ დიალიზზე – 1 გ–მდე ამინომჟავები /კგ სხეულის წონაზე დღეში. შეყვანის M მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 1 მლ/კგ/სთ, მაქსიმალური დასაშვები სადღეღამისო დოზა არის 20 მლ/კგ.
70 კგ ადამიანის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1000 მლ, ხოლო შეყვანის რეკომენდირებული სიჩქარე – 20-35 წვეთი/წუთი.

გვერდითი მოვლენები
ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დაღლილობის შეგრძნება, ჭინჭრის ციება, ტემპერატურის მომატება, ცხელება, არტერიული წნევის მოამტება, ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, სუნთქვის დარღვევა, ტაქიკარდია, ზოგიერთ შემთხვევაში პულსაციის შეგრძნება მკერდის არეში, ციანოზი, სისხლის შემადგენლობის ცვლილება, ამიაკის შემცველობის მომატება სისხლში, კანის გაღიზიანება პრეპარატის შეყვანის ადგილას, თრომბოფლებიტი.

უკუჩვენება
მეტაბოლური აციდოზი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, ღვიძლისმიერი კომა, ჰიპერჰიდრატაცია, თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევები, ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია, ამინომჟავათა მეტაბოლიზმის დარღვევები.
სიფთხილით: ესენციური ჰიპერტენზია, სეფსისი, შაქრიანი დიაბეტი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები
ცელემინი ნეფროს ზედმეტად სწრაფმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდრატაცია, პლაზმის ელექტროლიტური შემადგენლობის დარღვევა და ამინომჟავების კონცენტრაცის გაზრდა სისხლში. 
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა არგინინმა შეიძლება გამოიწვიოს ფოსფორის კონცენტრაციის შემცირება და კალიუმის კონცენტრაციის მომატება პლაზმაში. ეს ცვლილებები განსაკუთრებით გამოხატულია შაქრიანი დიაბეტით დაავდებულებში. აუცილებელია სისხლში შაქრის დონის, მჟავა-ტუტოვანი და ელექტროლიტური სტატუსის, ორგანიზმში სითხის ბალანსის და თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი.
ხანგრძილი თერაპიის დროს დიეტურ რეჟიმში საჭიროა ცხიმების ჩართვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ესენციური ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი.
სტანდარტული კვების მომატებისას აუცილებელია მათი თავსებადობის შეფასება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის რეკომენდირებული ცელემინი ნეფროს ხსნარში სხვა სამკურნალო პრეპარატების ჩამატება. პარენტერალური კვების პრეპარატებისა და სამკურნალო პრეპარატების ინფუზია უნდა წარმოებდეს ცალ ცალკე!
არგინინის და თიაზიდური შარდმდენების და ამინოფილინის ერთდროული შეყვანა ზრდის ინსულინის შემცველობას სისხლში.
ესტროგენებმა და პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გამოიწვიონ ზრდის ჰორმონის კონცენტრაციის მატება, რომელიც გამოწვეულია არგინინით და შეამცირონ გლუკაგონური და ინსულინური პასუხი არგინინზე. არგინინის ურთიერთქმედება სპირონოლაქტონთან იწვევს მძიმე ჰიპერკალიემიას. არგინინი შეუთავსებადია თიოპენტალ ნატრიუმის.
ეთავსება შემდეგ ანტიბიოტიკებს:
ამიკაცინი, ამპიცილინი, ცეფოტაქსიმი, ცეფტრიაქსონი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი, გენტამიცინი, ქლორამფენიკოლი, კლინდამიცინი, ნეტილმიცინი, პენიცილინი, პიპერაცილინი, ტეტრაციკლინი, ტობრამიცინი და ვანკომიცინი; 
ეთავსება შემდეგ სხვა პრეპარატები:
ამინოფილინი, ციკლოფოსფამიდი, ციმეტიდინი, ციტარაბინი, დიგოქსინი, დოფამინი, ფამოტიდინი, ფიტომენადიონი, ფთორურაცილი, ფოლის მჟავა, ფუროსემიდი, ჰეპარინი, ქლორპრომაზინი, ინსულინი, კალციუმის გლუკონატი, ლიდოკაინი, მეთილდოფა, მეთილპრედნიზოლონი, მეტოკლოპრამიდი, მეთოტრექსატი, მორფინი, ნიზატიდინი, ნორეპინეფრინი, პროპრანოლოლი, რანიტიდინი და რიბოფლავინი.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა 2 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება 15-25ºC, სინათლისგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 
გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი დაუზიანებელი ფლაკონიდან!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით