Nuk
ცენტროვიტი / Centrovit


შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მოკრემისფრო-ნარინჯისფერი, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით. 
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ვიტამინი C - 75 მგ (125%); ვიტამინი B3 - 18 მგ (100%); ვიტამინი E - 10 მგ (100%); ვიტამინი B5 - 6 მგ (100%); ვიტამინი B6 - 2 მგ (100%); ვიტამინი B2 - 1.6 მგ (100%); ვიტამინი B1 - 1.4 მგ (100%); ვიტამინი A - 800 მკგ (100%); ფოლის მჟავა - 200 მკგ (100%); ვიტამინი H - 150 მკგ (100%); ვიტამინი K - 30 მკგ; ვიტამინი D3 - 5.0 მკგ (100%); ვიტამინი B12 - 1.0 მკგ (100%); კალციუმი - 200 მგ (25%); ფოსფორი - 125 მგ (16%); მაგნიუმი - 100 მგ (33%); კალიუმი - 80 მგ; რკინა - 5 მგ (36%); თუთია - 5 მგ (33%); სპილენძი - 1 მგ; იოდი - 100 მკგ (67%); მოლიბდენი - 80 მკგ; ქრომი - 60 მკგ; სელენიუმი - 30 მკგ.
(...%) რეკომენდებული დღიური დოზის %.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის ორჟანგი, ტალკი, ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, გლიცერინი, საღებავები: ნარინჯისფერი ყვითელი, ინდიგოტინი, კოშენილის წითელი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ცენტროვიტი წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. 
ცენტროვიტი აკმაყოფილებს ვიტამინებისა და მინერალების დღიურ მოთხოვნილებას, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს, რეკომენდებულია ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების ნაკლებობის დროს.

ჩვენებები
- მოზრდილებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა;
- გადაღლა და სტრესი;
- არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;
- ჰიპოვიტამინოზის სეზონური პროფილაქტიკა;
- რეაბილიტაციის პერიოდი.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

უკუჩვენება
ცენტროვიტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა :
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ცენტროვიტის გამოყენება დაუშვებელია.

სად შევიძინოთ?