Nuk
ქონდროსპეი / Chondrospei


შემადგენლობა:

ორი ტაბლეტი შეიცავს:

გლუკოზამინის სულფატი - 500 მგ

ქონდროიტინ სულფატი - 400 მგ

კალციუმის კარბონატი - 257 მგ

ქოლეკალციფეროლი (ვიტ. D3) – 400 ს.ე. (10 მგ)

MSM - მეთილსულფონილმეთანი - 200 მგ

პაპაიას წვენი (Carica papaya) – 200 მგ

ბოსველიას ექსტრაქტი (Boswellia serata) – 200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:   

ქონდროსპეი, მასში შემავალი ინგრედიენტებით, წარმოადგენს ქონდროპროტექტორს, რომელიც ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ხრტილში ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი ეფექტებით.

ქონდროსპეი აძლიერებს მყესებს და კუნთოვან აპარატს, შედეგად აუმჯობესებს სახსრების და ხრტილოვანი ქსოვილის ფუნქცონირებას.

პრეპარატი ანელებს ანთებით პროცესებს, აფერხებს შეშუპებას სახსრებში, ხსნის დაძაბულობას კუნთებში და ახდენს ტკივილის კუპირებას.

გლუკოზამინის სულფატი, ეს არის გლუკოზის და გლუტამინის მჟავის კომბინაცია, რომელიც სინთეზირდება ორგანიზმში და უზრუნველყოფს სახსრების და ხრტილოვანი უჯრედების მდგრადობას. გლუკოზამინის დეფიციტისას აღინიშნება ხრტილოვანი დეგენერაცია, რაც იწვევს ზოგად სახსროვან ტკივილს.

ქონდროიტინი არის მაღალმოლეკულური პოლისაქარიდი, რომელიც კალციუმთან კომბინაციაში, უზრუნველყოფს ხრტილის და სახსრების ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, იგი ასევე დიდ როლს ასრულებს სისხლძარღვის კედლის სიძლიერესა და ელასტიურობაში.

MSM - გოგირდის ბუნებრივი წყაროა და გვხვდება ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედში.

პაპაიას ექსტრაქტი აუმჯობესებს სახსრების რეგიონულ მიკროცირკულაციას, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას, ხერხემლის თიაქრის დროს ხსნის შეშუპებას, ძლიერი ანთების საწინასღმდეგო ეფექტიდან გამომდინარე.

კალციუმის კარბონატი არის მინერალი, რომელიც აუცილებელია სხეულის ფორმირებისთვის, ძვლის ქსოვილებისთვის, ნერვული სისტემის და იმპულსების გადაცემის სიჩქარისთვის, კუნთებისთვის და სისხლის შედედების პროცესისთვის.

D3 ვიტამინი - ქოლეკალციფეროლი - ხელს უწყობს კალციუმ - ფოსფორის ცვლის ნორმალიზებას, ზრდის და განავითარებს ძვლებს, ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას.

კალციუმი და D3 ვიტამინი, ასუსტებს პარათირეოიდული ჰორმონის სინთეზს.

გამოყენების რეკომენდაციები:

-         სხვა და სხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი, მათ შორის, კოქსართროზი და გონართროზი;

-         მალთაშუა თიაქარი;

-         დისკის დაზიანება;

-         სპორტული ტრავმები;

-         პერიარტიკულარული რბილი ქსოვილების დაზიანება;

-         რადიკულოპათია;

-         სახსრებზე ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;

-         ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი;

-         კანის დაავადებები, თმის და ფრჩხილების მტვრევა.

გამოყენების შეზღუდვები:

-         პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

-         ასაკი 12 წლის ქვემოთ;

-         ორსული და მეძუძური ქალები.

დოზირების რეჟიმი:

1 ტაბლეტი მიიღება 1–2 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

გვერდითი მოვლენები:

ვლინდება იშვიათად.

გამოშვების ფორმა:

№30, ტაბლეტი ბლისტერზე.

შენახვის პირობა:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

სად შევიძინოთ?