Nuk
ქონდროსტოპი® / CHONDROSTOP®


შემადგენლობა

1 ამპულა (1მლ) შეიცავს: 

აქტიური სუბსტანცია - ქონდროიტინის სულფატი  100მგ

არააქტიური სუბსტანციები: ბენზილის სპირტი, საინექციო წყალი

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი 

ძვალ-სახსროვანი აპარატის დაავადებების სამკურნალო საშუალება.

ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, სხვა  ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, არასტეროიდები

 

ათქ კოდი: М01АХ25 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა. პრეპარატი ხასიათდება ქონდროპროტექტორული, ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. მონაწილეობს ძვლისა და ხრტილოვანი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების სინთეზში, აუმჯობესებს ფოსფორ-კალციუმის ცვლას ხრტილოვან ქსოვილში,  აინჰიბირებს იმ ფერმენტების აქტივობას, რომლებიც იწვევენ სახსრის ხრტილის სტრუქტურისა და ფუნქციის რღვევას, ამცირებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს; ასტიმულირებს პროტეოგლიკანების სინთეზს, ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას ჰიალინის ქსოვილში, ხელს უწყობს ხრტილის ზედაპირისა და სახსრის ჩანთის რეგენერაციას. ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის კომპრესიას, ზრდის სინოვიალური სითხის წარმოქმნასა და დაზიანებული სახსრების მოძრაობის უნარს, ამცირებს თანმხლებ ანთებით პროცესს, ტკივილს და მოთხოვნილებას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (აასს). ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციული ცვლილებების დროს წარმოადგენს ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალებას.

დადებითი ეფექტი ვლინდება პრეპარატის შეყვანის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ. თერაპიული ეფექტის შენარჩუნება ხდება მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში (3-6 თვე).

ფარმაკოკინეტიკა.  ქონდროიტინის სულფატი კუნთში შეყვანისას ადვილად შეიწოვება. უკვე 30 წთ-ის შემდეგ სისხლში ისაზღვრება მნიშვნელოვანი რაოდენობა,  მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა შეყვანიდან 1 საათში; შემდეგ მისი შემცველობა თანდათანობით მცირდება 2 დღე-ღამის განმავლობაში.

ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი გროვდება ძირითადად სახსრების წარმომქმნელ ხრტილოვან ქსოვილში. სინოვიალური გარსი დაბრკოლებას არ წარმოადგენს სახსრის ღრუში პრეპარატის შესაღწევად. ი/მ ინექციის წარმოებიდან 15 წუთში ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი აღმოჩნდება სინოვიურ სითხეში, შემდეგ შედის სასახსრე ხრტილში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 48 საათში. 

 

ჩვენებები

სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებებისას: პირველადი ართროზი, მალთაშორისი ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, პაროდონტოპათია, ძვლების მოტეხილობა.

 

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ქონდროსტოპი შეჰყავთ კუნთებში 1 მლ (100მგ) დღეგამოშვებით. კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 2 მლ-მდე (200მგ), დაწყებული მეოთხე ინექციიდან. მკურნალობის კურსი შეადგენს 25-35 ინექციას. განმეორებითი კურსი ინიშნება 6 თვის შემდეგ.

 

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანის ქავილი, ერითემა, ჭინჭრის ციება, დერმატიტი) და ჰემორაგიები ინექციის ადგილზე; იშვიათად - გულისრევა, ღებინება.

ამ შემთხვევებში წყდება პრეპარატის მიღება.

 

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ქონდროიტინის სულფატის მიმართ, მიდრეკილება სისხლდენებისადმი, თრომბოფლებიტი. 

 

დოზის გადაჭარბება

დღეისათვის ქონდროსტოპის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.

 

განსაკუთრებული მითითებები 

პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით პირდაპირი გამოყენების ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას.

 

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატ ”ქონდროსტოპი”-ს გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის დროს დასაშვებია მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.

 

ბავშვთა ასაკი 

დღეისათვის არ მოიპოვება ინფორმაცია პრეპარატის გამოყენებაზე ბავშვებში.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ქონდროსტოპით მკურნალობისას სიფრთხილით უნდა იქნეს დანიშნული პირდაპირი ანტიკოაგულანტები. შესაძლებელია ასევე არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტების, ფიბრინოლიტიკების მოქმედების გაძლიერება.

 

გამოშვების ფორმა 

1მლ ი.მ.  საინექციო ხსნარი (100 მგ/მლ) ამპულაში.

5 ამპულა პოლივინილქლორიდის კონტეინერში.

1 კონტეინერი გამოყენების ინსტრუქციასთნ ერთად მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება  სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 20°С ტემპერატურაზე.

 

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?