Nuk
ციკლოპიროქსი სერრა / Ciclopirox Serra


1. რას წარმოადგენს ციკლოპიროქსი სერრა და რისთვის გამოიყენება

ციკლოპიროქსი სერრა მიეკუთვნება გარეგანი დერმატოლოგიური გამოყენების ანტიფუნგიციდურ პრეპარატთა ჯგუფს, რომლებიც ნაჩვენებია სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. 

 

ციკლოპიროქსი სერრა გამოიყენება ხელებსა და ტერფებზე ფრჩხილების მიკოზის (ონიქომიკოზი) სამკურნალოდ. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ციკლოპიროქსი აღწევს ფრჩხილში და ანადგურებს სოკოს. 

 

2. რა უნდა იცოდეთ ციკოპიროქსი სერრას გამოყენებამდე

ციკლოპიროქსი სერრა გამოიყენება მხოლოდ ფრჩხილებზე. თავი აარიდეთ თვალთან და ლორწოვან გარსთან კონტაქტს. 

არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო ციკლოპიროქსი სერრას გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ბავშვებში. 

არ გამოიყენოთ ციკლოპიროქსი სერრა

- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ციკლოპიროქსის, ან ციკლოპიროქსი სერრას სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.

- თუ ხართ 18 წლამდე. 

სიფრთხილის ზომები

- არ გადაყლაპოთ.

- თავიდან აიცილეთ ციკლოპიროქსი სერრას კონტაქი თვალებთან და ლორწოვან გარსთან მის გაშრობამდე.

- ციკლოპიროქსი სერრა გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. 

- ალერგიული რეაქციების გამოვლენისას შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს.

- კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გესაჭიროებათ რამდენიმე ფრჩხილის მკურნალობა, ან გაქვთ დიაბეტი, ან იმუნური სისტემის დარღვევა, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებით შიგნით მისაღები პრეპარატების დანიშვნა. 

 

ციკლოპიროქსი სერრას გამოყენება სხვა პრეპარატებთან 

დღემდე არ არის მონაცემები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, ციკლოპიროქსი სერრათი მკურნალობა არ არის ნაჩვენები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. 


სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატი არ მოქმედებს პაციენტის ყურადღებაზე, ამიტომ ციკლოპიროქსი სერრა არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

3. როგორ გამოვიყენოთ ციკლოპიროქსი სერრა

ყოველთვის გამოიყენეთ ციკლოპიროქსი სერრა მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. არ დაგავიწყდეთ პრეპარატის გამოყენება. 

ექიმი გირჩევთ რა ხანგრძლივობით გამოიყენოთ პრეპარატი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა დროზე ადრე, რადგან ასეთ შემთხვევაში პრეპარატი არ იქნება ეფექტური. მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია, ან სუსტია.

ციკლოპიროქსი სერრათი მკურნალობის დაწყებამდე:

- მოიცილეთ ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი, მაკრატლის, ფრჩხილის საჭრელის, ან ქლიბის მეშვეობით.

მკურნალობის დროს:

- წაისვით ციკლოპიროქსი სერრას თხელი ფენა დაზიანებული ფრჩხილის მთელს ზედაპირზე. თუ სხვაგვარად არ დაგინიშნათ ექიმმა, პირველი თვის განმავლობაში 

ციკლოპიროქსი სერრა გამოიყენეთ ყოველ მეორე დღეს. მეორე თვეს შესაძლებელია დოზის შემცირება სულ მცირე კვირაში 2ჯერ გამოყენებამდე და მესამე თვიდან პრეპარატი გამოიყენება კვირაში ერთჯერ. 

- მკურნალობის პერიოდში მაქსიმალურად უნდა მოიცილოთ ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი

მკურნალობის ხანგრძლივობა: 

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავეზე.

მკურნალობა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 3 თვე (მტევნის ფრჩხილის მიკოზის დროს) და მაქსიმულ 6 თვე (ტერფის ფრჩხილის მიკოზის დროს). 

მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ გაქვთ კითხვები მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. 

ხსნარის აორთქლების თავიდან ასაცილებლად ციკლოპიროქსი სერრას ყოველი გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს თავსახური. ბოთლზე თავსახურის მიწებების თავიდან ასაცილებლად არ მოახვედროთ ხსნარი ხრახნიან თავსახურს.  


თუ გამოიყენეთ ციკლოპიროქსი სერრას ჭარბი დოზა

არ არის ცნობები ციკლოპიროქსი სერრას დოზის გადაჭარბების შესახებ.

დოზის გადაჭარბების, ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურის ტელ: 91 562 04 20 და აცნობეთ პრეპარატის დასახელება და გამოყენებული დოზა. 

თუ დაგავიწყდათ ციკლოპიროქსი სერრას გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ. განაგრძეთ მკურნალობა ამ დარღი ფურცლის ნაწილში 3 მოცემული მითითების შესაბამისად.

 

თუ შეწყვიტეთ ციკლოპიროქსი სერრას გამოყენება

მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტისას შეიძლება სოკოვანი ინფექციის ხელახალი გამოვლენა. მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ არ ხართ დარწმუნებული ფრჩილების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. 

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ციკლოპიროქსი სერრამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. 

იზოლირებულ შემთხვევებში იყო ცნობები ფრჩხილის გარშემო კანის სიწითლის და აქერცვლის შესახებ კანზე ციკლოპიროქსი სერრას მოხვედრის შემდეგ. 

ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია, რაც იწვეს გვერდით მოვლენებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. თუ ფიქრობთ რომ რომელიმე გვერდითი მოვლენა არის 

სერიოზული, ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

 

5. როგორ შევინახოთ ციკლოპიროქსი სერრა

შეინახეთ ციკლიპიროქსი სერრა ოთახის ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას (ყოველი გამოყენების შემდეგ შეინახეთ ბოთლი მჭიდროდ თავდახურული).

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის EXP გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პირველი გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადა შეადგენს 6 თვეს. 

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

არ გადააგდოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი კონტეინერი და პრეპარატი დააბრუნეთ აფთიაქში. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული გამოუყენებლი პრეპარატის განადგურების შესახებ კითხეთ რჩევა ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან. 

 

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ციკლოპიროქსი სერრა

მოქმედი ნივთიერება არის ციკლოპიროქსი. სამედიცინო ფრჩხილის ლაქის ერთი გრამი შეიცავს 80მგ ციკლოპიროქსს.

სხვა ნივთიერებებია: მეტოქსიეთანის პოლიმერი 2-ბუტენდიმჯავასთან ერთად, მონობუთილის ესტერი, ეთილის აცეტატი და იზოპროპილის სპირტი.  

 

პრეპარატის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ციკლოპიროქსი სერრა არის კანზე გამოსაყენებლი ხსნარი, რომელიც წარმოდგენილია შუშის ბოთლის შეფუთვით. ბოთლში შეიცავს 3გ გამჭვირვალე ხსნარს და მოყვება ფუნჯი.

სად შევიძინოთ?