Nuk
ციპრალექსი / CIPRALEX


შემადგენლობა

ქიმიური სახელწოდება: S (+) 1-(3- დიმეთილამინოპროპილი) -1-(4’ ფტორფენილი) -1,3- დიჰიდროიზობენზოფურანი-5-კარბონიტრილი.
წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება – ესციტალოპრამის ოქსალატი. შემავსებელი ნივთიერებები – ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი. გარსი – ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანიუმის ორმაგი მჟავა (E 171). 
აღწერა: 5 მგ: მრგვალი (დიამეტრი 6 მმ), თეთრი, ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები, მარკირებული როგორც “EK”. ბირთვისა და გარსის ფერი თეთრი. 10 მგ: ოვალური (8 × 5,5 მმ), თეთრი, ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები შუაზე გამყოფი ხაზითა და მარკირებით “E” da “L” სიმეტრიულად ხაზთან. ბირთვისა და გარსის ფერი თეთრია. 20 მგ: ოვალური (11,5 × 7 მმ), თეთრი ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები გამყოფი ხაზითა და მარკირებით “E” და “N”, ხაზის სიმეტრიულად. ბირთვისა და გარსის ფერი თეთრია.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ციპრალექსი წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, შექცევადი მოქმედების სეროტონინის სელექტიურ ინჰიბიტორს. სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბირება იწვევს სინაფსურ ნაპრალში ამ ნეირომედიატორის კონცენტრაციის ზრდას, პოსტსინაფსური რეცეპტორულ უბნებზე ახდენს მოქმედების გაძლიერებასა და პროლონგირებას. ესციტალოპრამს არ აქვს ან ძალიან სუსტი უნარი გააჩნია დაუკავშირდეს რეცეპტორების რიგს, მათ შორის: 5-HT1a, 5-HT2 რეცეპტორებს, დოფამინის D1 და D2 რეცეპტორებს, a1-, a2-, ß- ადრენო რეცეპტორებს, ჰისტამინურ H1, მუსკარინულ ქოლინორეცეპტორებს, ბენზოდიაზეპინურ და ოპიატურ რეცეპტორებს.

ფარმაკოკინეტიკა
მისი შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ესციტალოპრამის ბიო-შეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 80%. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო შეადგენს (Tmax) დაახლოებით 4 საათს მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ. განაწილების სავარაუდო მოცულობა (Vd, ß/F) პერორალურად მიღების შემდეგ შეადგენს 12-დან 26ლ/კგ-მდე. ესციტალოპრამისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტების დაკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან 80%-ზე ნაკლებია. ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებულ და დიდემეთილირებულ მეტაბოლიტებამდე. ისინი არიან ფარმაკოლოგიურად აქტიურები. ძირითადი სუბსტანცია და მისი მეტაბოლიტები ნაწილობრივად გამოიყოფა გლუკურონიდების სახით.
მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ დემეთილ- და დიდემეთილ- მეტაბოლიტების საშუალო კონცენტრაცია, როგორც წესი, შეადგენს 28-31% და არა ნაკლებ 5%-ისა, ესციტალოპრამის კონცენტრაციიდან. 
ესციტალოპრამის ბიოტრანსფორმაცია დემითილირებულ მეტაბოლიტებად ძირითადად ხდება ციტოქრომის P4502C19 მეშვეობით. 
შესაძლებელია იზოფერმენტების P4503A4 და P4502D6- ის გარკვეული მონაწილეობა. პაციენტებში P4502C19–ს სუსტი აქტიურობით ესციტალოპრამის კონცენტრაცია შეიძლება ორჯერ მეტი იყოს ვიდრე ამ იზოფერმენტის მაღალი აქტიურობისას. P4502D6 იზოფერმენტის სუსტი აქტიურობისას პრეპარატის კონცენტრაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება
ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 30 საათს. პერორალური გამოყენებისას კლირენსი (CLoral) შეადგენს დაახლოებით 0,6 ლ/წთ. ესციტალოპრამის ძირითად მეტაბოლიტებს ნახევრად გამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივი აქვთ. ესციტალოპრამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფა ღვიძლით (მეტაბოლური გზა) და თირკმელებით. უდიდესი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად.
ესციტალოპრამის კინეტიკა ხაზოვანია. წონასწორული კონცენტრაცია (ჩსს) მიიღწევა დაახლოებით 1 კვირაში. საშუალო Css 50 ნმოლ/ლ მიიღწევა სადღეღემისო დოზით 10 მგ-ს მიღებისას.
ხანდაზმულებში (65 წლის ზემოთ) ესციტალოპრამი უნდა შეყვანილ იქნას უფრო ნელა ვიდრე ახალგაზრდა პაციენტების შემთხვევაში. სუბსტანციის რაოდენობა, რომელიც იმყოფება სისტემაში გამოთვლილია ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლის მეშვეობით “მრუდით (Auc) ფართობის ქვეშ”, რომელიც ხანდაზმულებში 50%-ით მეტი ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში.

ჩვენებები
ნებისმიერი სიმძიმის დეპრესიული ეპიზოდები.
პანიკური დარღვევები, რომელთაც თან სდევს აგორაფობია ან მის გარეშე.
სოციალური შფოთვითი დარღვევა (სოციალური ფობია).
გენერალიზირებული შფოთვითი დარღვევა.

მიღების წესები და დოზები
ციპრალექსი ინიშნება დღეღამეში ერთხელ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
დეპრესიული ეპიზოდები
დღეში, როგორც წესი, ინიშნება 10 მგ. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე დოზა შეიძლება მაქსიმალურამდე იქნას გაზრდილი – 20 მგ/დღეღამეში.
ანტიდეპრესიული ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ. დეპრესიის სიმპტომების გაქრობის შემდეგ, მინიმუმ კიდევ 6 თვის განმავლობაში აუცილებელია თერაპიის გაგრძელება რათა მიღებული ეფექტი განმტკიცდეს.
პანიკური დარღვევები, რომელთაც თან სდევს აგრაფობია, ან მის გარეშე მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში რეკომენდირებულია დოზა 5 მგ-ს ოდენობით დღეში, რომელიც შემდეგ უნდა გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურამდე – 20მგ დღეში.
მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 3 თვეში. თერაპია გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში. სოციალური შფოთვითი დარღვევა (სოციალური ფობია)
ჩვეულებისამებრ ინიშნება 10მგ დღეში ერთხელ. როგორც წესი სიმპტომების შესუსტება ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე შემდგომში დოზა შეიძლება შემცირდეს 5მგ-მდე დღეში, ან გაიზარდოს მაქსიმალურამდე – 20 მგ დღეში. რადგანაც სოციალური შფოთვითი დარღვევა წარმოადგენს ქრონიკული მიმდინარეობის დაავადებას, თერაპევტიკური კურსის მინიმალური რეკომენდირებული ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას. რეციდივების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს 6 თვის განმავლობაში, ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე.
გენერალიზებული შფოთვითი დარღვევა
რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურამდე – 20 მგ დღეში.
დაიშვება პრეპარატის ხანგრძლივი დანიშვდა (6 თვე და მეტი) დოზით 20 მგ დღეში.
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ზევით)
რეკომენდირებულია ჩვეულებრივი დოზის ნახევრის გამოყენება (ანუ სულ 5 მგ დღეში) და უფრო დაბალი მაქსიმალური დოზის გამოყენება (10 მგ დღეში).
თირკმელების ფუნქციის დაქვეითების დროს
თირკმელების მსუბუქი და საშუალო უკმარისობისას დოზა არ მოითხოვს კორექციას. პაციენტებს გამოხატული თირკმელების უკმარისობით (ჩLცრ 30მლ/მინ ქვემოთ) ციპრალექსი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას
მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდირებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. გამოხატული ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში აუცილებელია სიფრთხილე ტიტრირებისას.
ციტოქრომის P4502C19 დაქვეითებული აქტიურობისას
პაციენტებში რომელთაც აქვთ იზოფერმენტ P4502C19- ს სუსტი აქტიურობა, მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. 
მკურნალობის შეწყვეტა
ციპრალექსით მკურნალობის შეწყვეტისას დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს 1-2 კვირის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული მოხსნის სინდრომი.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, თავს იჩენენ მკურნალობის 1 ან 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ მათი ინტენსიურობა ნელ-ნელა კლებულობს და ისინი უფრო იშვიათად იჩენენ თავს ხანგრძლივი თერაპიისას.
ფსიქიკის თვალსაზრისით: ლიბიდოს დაქვეითება, ანორგაზმია (მანდილოსნებში). ნერვული სისტემის თვალსაზრისით: უძილობა და ძილიანობა, თავბრუსხვევა; იშვიათად შეინიშნება გემოს დარღვევა და ძილის დარღვევა.
სასუნთქი სისტემის თვალსაზრისით: სინუსიტები, მთქნარიანობა.
საჭმლის მონელების თვალსაზრისით: გულისრევა, დიარეა, ყაბზობა.
კანის საფარის თვალსაზრისით: ოფლიანობის ზრდა.
რეპროდუქციული თვალსაზრისით: იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა
ორგანიზმის ზოგადი, საერთო მდგომარეობის თვალსაზრისით: სისუსტე, ჰიპერტონია
მეტაბოლიკური დარღვევები და კვების დარღვევები: მადის დაქვეითება
სიოზ-ის ჯგუფის პრეპარატების მიღებისას (ციპრალექსის ჩათვლით), ასევე შასაძლებელია:
მეტაბოლიკური დარღვევები და კვების დარღვევა: ჰიპონატრიემია, ანტიდიურეტიკული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია.
ფსიქიკის თვალსაზრისით: ჰალუცინაციები, მანია, შემეცნების არეულობა, აჟიტაცია, შფოთვა, დეპერსონალიზაცია, პანიკური შეტევები, გაზრდილი გაღიზიანებულობა.
ნერვული სისტემის თვალსაზრისით: კრუნჩხვითი შეტევები, ტრემორი, მოძრაობის დარღვევა, სეროტონიული სინდრომი (იხ.განსაკუთრებული მითითებები).
მხედველობის თვალსაზრისით: მხედველობის დარღვევა
სისხლძარღვების თვალსაზრისით: ორტოსტატიკური ჰიპოტენზია.
საჭმლის მონელების თვალსაზრისით: პირღებინება, სიმშრალე პირის ღრუში, ანორექსია.
ღვიძლისა და ჰეპატობილიარული დარღვევები: ღვიძლის ფუნქციონირების ლაბორატული ჩვენებების ცვლილება.
კანის თვალსაზრისით: კანზე გამონაყარი, ქავილი, ექხიმოზი, ანგეონევროტიკული შეშუპება, ოფლიანობა.
ძვლისა და კუნთების სისტემის თვალსაზრისით: არტრალგია, მიალგია.
რეპროდუქციული სისტემის თვალსაზრისით: გალაქტორეა, იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა, ანორგაზმია.
შარდმდენი სისტემის თვალსაზრისით: შარდის შეკავება
ორგანიზმის მთლიანი მდგომარეობის თვალსაზრისით: უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ანაფილაქტიკური რეაქციები.
ამის გარდა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ციპრალექსით თერაპიის უცებ შეწყვეტამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის წარმოქმნა. ესციტალოპრამის მიღების სწრაფად შეწყვეტამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და პირღებინება, რომლებიც არ არის მკვეთრად გამოხატული და მათი ხანგრძლიობა ასევე შეზღუდულია. ამის თავის არიდების მიზნით რეკომენდირებულია პრეპარატის ნელ-ნელა შეწყვეტა 1-2 კვირის განმავლობაში.

უკუჩვენება
პრეპარატის და მისი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე), მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება. ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
ესციტალოპრამი არ შეიძლება დაინიშნოს მაოს ინჰიბიტორებთან ერთად. ესციტალოპრამი შეიძლება დაინიშნოს მაოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 14 დღეში და A- ტიპის მაო-ს ინჰიბიტორის მოკლობემიდის თერაპიის შეწყვეტის შემდეგ მინიმუმ 1 დღეში. უნდა გავიდეს მინიმუმ 7 დღე ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგაა შასაძლებელი არასელექტიური მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყება.
ანტიდეპრესანტები არ უნდა დაენიშნოს ბავშვებს და მოზარდებს 18 წლამდე სუიციდური ქცევის (სუიციდური აზრების), აგრესიულობის (კონფრონტაციეთ და გაღიზიანებულობით) ზრდის რისკის გამო. ანტიდეპრესანტებით თერაპიის დაწყების გადაწყვეტილების შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე მოქმედება
თუმცა ესციტალოპრამი არ მოქმედებს ფსიქომოტორულ აქტივობაზე, მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდირებული ავტომობილისა და მექანიზმების მართვა.
სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (სუი) თერაპიული ჯგუფის პრეპარატების გამოყენებისას, ესციტალოპრამის ჩათვლით, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგს:
ზოგიერთი პაციენტი პანიკური აშლილობით სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (სუი) მკურნალობის საწყისსს ეტაპზე შეიძლება შეაწუხოს გაძლიერებულმა შფოთვამ. ამგვარი პარადოქსალური რეაქცია, როგორც წესი, ქრება მკურნალობის ორი კვირის განმავლობაში. ანქსიოგენული ეფექტის წარმოქმნის საშიშროების შესამცირებლად რეკომენდირებულია დაბალი საწყისი დოზების გამოყენება.
პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა კრუნჩხვითი შეტევები. არ არის რეკომენდირებული იმ პაციენტებში გამოყენება, რომელთაც აწუხებთ არასტაბილური ეპილეფსია; იმ შეტევებისას რომლებიც ექვემდებარება კონტროლს, აუცილებელია დეტალური დაკვირვება. კრუნჩხვითი შეტევების ზრდის შემთხვევაში მკურნალობა სუი-ით, ესციტალოპრამის ჩათვლით, უნდა შეწყდეს.
ესციტალოპრამი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს ავადმყოფებს რომელთაც აწუხებთ ანამნეზში მანია/ჰიპომანია. მანიაკალური მდგომარეობის განვითარებისას ესციტალოპრამის მიღება უნდა შეწყდეს.
პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, ესციტალოპრამმა შეიძლება შეამციროს გლუკოზის დონე სისხლში. ამიტომ შეიძლება აუცილებელი გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია.
თვითმკვლელობის რისკი დამახასიათებელია დეპრესიისათვის და შეიძლება შენარჩუნდეს მდგომარეობის საგრძნობ გაუმჯობესებამდე, რომელიც დგება სპონტანურად ან ჩატარებული თერაპიის შედეგად. პაციენტები რომლებიც გადიან ანტიდეპრესანტებით მკურნალობის კურსს უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში კლინიკური გაუარესების შესაძლებლობის გამო და/ან სუიციდური გამოვლინებების გამო (აზრების და ქცევის). ეს სიფრთხილე უნდა იყოს დაცული სხვა ფსიქიკური დაავადებების შემთხვევაშიც რადგან შესაძლებელია დეპრესიული ეპიზოდით ერთდროული დაავადება. 
სიოზის გამოყენებამ ორსულობის მესამე ტრიმესტრში შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ახალშობილის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. დარეგისტრირებულია შემდეგი დარღვევები ახალშობილებში რომელთა დედებიც იღებდნენ სიოზს ბოლომდე მშობიარობის მომენტამდე: გაღიზიანებულობა, ტრემორი, ჰიპერტონია, კუნთების ამაღლებული ტონუსი, გამუდმებული ტირილი, წოვის სირთულე, ცუდი ძილი. დარღვევები შეიძლება მიგვანიშნებდნენ სეროტონინერგიკულ ეფექტზე, ან გაუქმების სინდრომის წარმოქმნაზე. ორსულობის პერიოდში სიოზის მიღების შემთხვევაში მათი მიღება მკვეთრად არ უნდა შეწყდეს. 
ჰიპონატრიემია, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევასთან, ესციტალოპრამის მიღების ფონზე თავს იშვიათად იჩენს და როგორც წესი, ქრება თერაპიის შეწყვეტისთანავე.
ესციტალოპრამი და სხვა სუი, სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებიც შედიან ჰიპონატრიემიის განვითარების საშიშროების ჯგუფში: ხანდაზმულები, ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტები და პაციენტები რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომელთაც შეუძლიათ ჰიპონატრიემიის გამოწვევა.
ესციტალოპრამის მიღებისას შესაძლებელია კანზე სისხლჩაქცევების განვითარება (ეკქიმოზი და პურპურა). ესციტალოპრამი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც მიდრეკილება აქვთ სისხლდენისკენ, და ასევე იმ პაციენტებს რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს და წამლებს, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედებაზე. 
რადგანაც ესციტალოპრამისა და ეცტ-ს ერთდროული გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, ამ შემთხვევებში დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს.
ესციტალოპრამისა და A ტიპის მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული სეროტონინური სინდრომის განვითარების საშიშროების გამო.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ესციტალოპრამს სხვა სუი-ს სეროტონინერგულ პრეპარატებთან ერთდროულად, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განუვითარდეთ სეროტონინური სინდრომი. აუცილებელია სიფრთხილით გამოვიყენოთ ესციტალოპრამი იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომელთაც გააჩნიათ სეროტონინერგული მოქმედება. ისეთ სიმპტომებთან კომბინაცია, როგორიცაა აჟიტირება, ტრემორი, მიოკლონუსი, ჰიპერთერმია, მიუთითებს სეროტონინური სინდრომის განვითარებაზე. თუ ეს მოხდა, სუი-ს ტიპის სეროტონინერგული პრეპარატების მიღება უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს სიმპტომატური მკურნალობა.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები
თავბრუსხვევა, ტრემორი, აგზნება, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვითი შეტევები, ტაქიკარდია, ელექტრო კარდიოგრამის ცვლილება (ST-T- ს ცვლილებები, QRS კომპლექსის გაფართოება, QT ინტერვალის გახანგრძლივება), არითმია, სუნთქვის დათრგუნვა, გულისრევა, რაბდომიოლიზი, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოკალემია.
მკურნალობა
არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი. სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობისას: კუჭის ამორეცხვა, ადექვატური ოქსიგენაცია. გულისა და სისხლძარღვების და სასუნთქი სისტემის ფუნქციების მონიტორინგი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება.
მაო-ს ინჰიბიტორები
შესაძლებელია სერიოზული არასასურველი რეაქციების წარმოქმნა ციპრალექსისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, ასევე მაო ინჰიბიტორების მიღებისას იმ პაციენტების მიერ, რომლებმაც მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს ციპრალექსის მიღება. ამგვარ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სეროტონინური სინდრომი.
სეროტონინერგული პრეპარატები
ერთდროულმა გამოყენებამ სეროტონინერგულ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად, ტრამადოლთან, სუმატრიპტანთან და სხვა ტრიპტანინებთან) შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომის განვითარება.
ციპრალექსმა შეიძლება შეამციროს კრუნჩხვების ზღურბლი. უნდა იქნას გამოჩენილი სიფრთხილე ციპრალექსისა და იმ პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვების ზღურბლს.
ლითიუმი, ტრიპტოფანი
ვინაიდან აღნიშნულია შემთხვევები ციპრალექსისა და ლითიუმის ან ტრიპტოფანის ერთდროული დანიშვნისას მათი მოქმედების გაძლიერება, ამიტომ რეკომენდირებულია სიფთრხილე მათი ერთდროული დანიშვნისას. კრაზანა
ციპრალექსისა და იმ პრეპარატების ერთდროულმა დანიშვნამ, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (Hypericum perforatum), შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების რიცხვის ზრდა.
ანტიკოაგულანტები და საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედებაზე
სისხლის შედედების დარღვევა შეიძლება წარმოიქმნას ესციტალოპრამისა და პერორალური ანტიკოაგულანტების და წამლების მიღებისას, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედებაზე (მაგალითად, ატიპიურ ანტიფსიქოზურებთან და ფენოთიაზინებთან, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმრავლესობასთან, აციტილსალიცილის მჟავასთან და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ტიკლოპიდინთან და დიპირიდამოლთან) ერთდროული დანიშვნისას. ამგვარ შემთხვევებში ესციტალოპრამით თერაპიის დაწყებისას ან დასრულებისას, აუცილებელია სისხლის შედედების დეტალური მონიტორინგი. ალკოჰოლი
ესციტალოპრამი არ შედის ალკოჰოლთან ფარმაკოდინამიკურ ან ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებაში. მაგრამ, ისევე როგორც სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების შემთხვევაში, ესციტალოპრამისა და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება 
სხვა პრეპარატების მოქმედება ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე.
ესციტალოპრამის და ომეპრაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ 30 მგ-ს დოზით დღეში (ციტოქრომის ინგიბიტი P4502C19) იწვევს სისხლის პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაციის ზომიერ (დაახლოებით 50%) ზრდას.
ესციტალოპრამის და ციმეტიდინის ერთდროულმა გამოყენებამ დოზით 400 მგ დღეში ორჯერ (ციტოქრომის ინჰიბიტორები P4502D6, P4503A4 და P4501A2) იწვევს სისხლის პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაციის ზრდას (დაახლოებით 70%).
აქედან გამომდინარე, სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ესციტალოპრამი ციტოქრომის ინჰიბიტორებთან P4502C19 ერთად (მაგალითად, ომეპრაზოლი, ეზომეპროზოლი, ფლუვაქსამინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) და ციმეტიდინთან. ესციტალოპრამის და ზემოთაღნიშნული პრეპარატების ერთდროული მიღებისას მონიტორინგის საფუძველზე გვერდითი ეფექტების წარმოქმნამ შეიძლება გაჩნდეს აუცილებლობა ესციტალოპრამის დოზის შემცირებისა.
ესციტალოპრამის მოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე
ესციტალოპრამი წარმოადგენს იზოფერმენტ P4502D6 ინჰიბიტორს. ესციტალოპრამი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს სხვა იმ სამედიცინო პრეპარატებთან ერთდროულად, რომლებიც მეტებოლიზდება ზემოთ დასახელებული იზოფერმენტის მეშვეობით და რომელთაც აქვთ მცირე თერაპიული ინდექსი, მაგალითად როგორიცაა ფლეკაინიდა, პროპაფენონი და მეტოპროლოლი ან იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება P4502D6-ის მეშვეობით და მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მაგალითად, დეზიპრამინის ტიპის ანტიდეპრესანტებთან, კლომიპრამინთან, ნორტრიპტილინთან ერთად, ან რისპერიდონის, თიორიდაზინის, ჰალოპერიდოლის ანტიფსიქოზურების გამოყენებისას. ამ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
ესციტალოპრამისა და დეზიპრამინის ან მეტოპროლოლის ერთდროული დანიშვნა იწვევს ბოლო ორი პრეპარატის კონცენტრაციის ორმაგ ზრდას.
ესციტალოპრამმა შეიძლება უმნიშვნელოდ მოახდინოს იზოფერმენტ P4502C19 იზოფერმენტის ინჰიბირება. ამიტომ, რეკომენდირებულია სიფრთხილის გამოჩენა ესციტალოპრამისა და იმ პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას, რომლებიც მეტებოლიზდება P4502C19.

შენახვის პირობები და ვადები
სია “ბ”
ინახება ტემპერატურაზე არა უმეტეს 25oC-ზე.
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ვარგისიანობის ვადა: 
3 წელი. არ უნდა გამოვიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით

სად შევიძინოთ?