Nuk
ციპროფლოქსაცინი EM / Ciprofloxacin EM


ფარმაკოლოგიური თვისებები
ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს ფტორქინოლონების ჯგუფის, მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიმიკრობულ საშუალებას. აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის დნმ-ჰირაზას (ტოპოიზომერაზა II და IV, რომლებიც პასუხს აგებენ ქრომოსომული დნმ-ის სუპერსპირალიზაციაზე ბირთვის რნმ-ის გარშემო, რაც აუცილებელია გენეტიკური ინფორმაციის წასაკითხად), არღვევს დნმ-ის სინთეზს, ბაქტერიების ზრდას და დაყოფას; იწვევს გამოხატულ მორფოლოგიურ ცვლილებებს (მათ შორის უჯრედის კედლის და მემბრანის) და ბაქტერიის უჯრედის სწრაფ კვდომას. პრეპარატს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე მოსვენების და დაყოფის პერიოდში (გავლენას ახდენს მხოლოდ დნმ-ჰირაზაზე, მაგრამ ასევე იწვევს უჯრედის კედლის ლიზისს), გრამდადებით მიკროორგანიზმებზე - მხოლოდ დაყოფის პერიოდში. დაბალი ტოქსიურობა მაკროორგანიზმის უჯრედებისათვის აიხსნებამათში დნმ-ჰირაზას არ არსებობით. ციპროფლოქსაცინის მიღების ფონზე არ ხდება რეზისტენტობის პარალელური გამომუშავება სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებიც არ მიეკუთვნება დნმ-ჰირაზას ინჰიბიტორების ჯგუფს. ეს ანიჭებს მას მაღალეფექტურობას ბაქტერიების მიმართ, რომლებიც რეზისტეტულია, მაგ. ამინოგლიკოზიდების, პენიცილინის, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინის და სხვა ანტიბიოტიკების მიმართ. 
ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარეა გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები: Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Citobacter spp., klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Hafnia alvei, Edwardsiella tarda, Providencia spp., Morganella morganii, Vibrio spp., Yersinia spp.,) სხვა გრამუარყოფითი ბაქტერიები (Haemophilus spp., Pseudomonas aeroginosa, Moraxella catarrhalis, Aeromonas spp., Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Campylobacter jejuni, Neisseria spp.), ზოგიერთი უჯრედშიდა გამომწვევები
- Legionella pneumophila, Brucella spp., Chlamydia trachomatis, Listeris monocytogenes, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium kansasii, Corynebacterium diphteriae; გრამდადებითი აერობული ბაქტერიები: Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus), Streptococcus spp. (Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae). სტაფილოკოკების უმრავლესობა, რომლებიც რეზისტენტულნი არიან მეტიცილინის მიმართ, რეზისტენტობას ავლენენ ციპროფლოქსაცინის მიმართაც. მგრძნობელობა Streptococcus pneumoniae, Enterococcus faecalis, Mycobacterium avium (განლაგებული უჯრედის შიგნით) მიმართ საშუალოა (მათი დათრგუვისათვის საჭიროა მაღალი კონცენტრაციები). პრეპარატის მიმართ რეზისტენტულნი არიან: Bacteroides fragilis, Pseudomonas cepacia, Pseudomonas maltophilia, Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile, Nocardia asteroids. არ არის ეფექტური Treponema pallidum მიმართ. რეზისტანტობა ვითარდება ძალიან ნელა, რამდენადაც ციპროფლოქსაცინის მოქმედების შემდეგ პრაქტიკულად არ რჩება პერსისტენტული მიკროორგანიზმები, ხოლო მეორეს მხრივ ბაქტერიულ უჯრედებს არ გააჩნიათ ფერმენტები, რომლებიც ახდენენ მის ინაქტივირებას.

ჩვენებები
- მწვავე და ქვემწვავე კონიუნქტივიტი;
- ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი;
- კერატიტი, კერატოკონიუნქტივიტი;
- რქოვანას ბაქტერიული წყლული; 
- ქრონიკული დაკრიოცისტიტი;
- მეიბომიტი; 
- თვალის ინფექციური დაზიანებები ტრავმის, ან უცხო სხეულის მოხვედრის შემდეგ;
- ინფექციური გართულებების ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი პროფილაქტიკა ოფთალმოქირურგიაში.

მიღების წესები და დოზები
თვალის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციის დროს იწვეთებენ 1-2 წვეთს დაზიანებული თვალის (ან ორივე თვალში) ქვედა კონიუნქტივის ჯიბეში ყოველ 4 საათში, მძიმე ინფექციის დროს იწვეთებენ 2 წვეთს ყოველ საათში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დოზას და ჩაწვეთების სიხშირეს ამცირებენ.
ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ფლაკონს დაახუროთ თავი. პიპეტის წვერი არ შეახოთ თვალს.

გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: შესაძლოა გამოვლინდეს ადგილობრივი რეაქციები, ქავილი, წვა, კონიუნქტივის მსუბუქი ტკივილი და ჰიპერემია, გულისრევა; იშვიათად - ქუთუთოების შეშუპება, სინათლისადმი შიში, ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, არასასიამოვნო გემო პირში ჩაწვეთებისთანავე, მხედველობის სიმახვილის შემცირება, რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში თეთრი კრისტალური ნადების წარმოქმნა, კერატიტი, კერატოპათია, ლაქების წარმოქმნა, ან რქოვანას ინფილტრაცია.

უკუჩვენება
- ვირუსული კერატიტი; 
- ბავშვთა ასაკი 12 წლამდე;
- ინდივიდუალურიი მგრძნობელობა პრპეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ციპროფლოქსაცინის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
ხსნარი თვალის წვეთების სახით არ გამოიყენება თვალიშიდა ინექციისათვის. სხვა ოფთალმოლოგიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, ინტერვალი მათ შორის უნდა იყოს არა ნაკლებ 5 წუთისა.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისშესახებ მონაცემები არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გახსნილი ფლაკონი ინახება გახსნიდან 1 თვე.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი II, გაიცემა რეცეპტით.

სად შევიძინოთ?