ქლეარზალი / ClearZal


საერთაშორისო არაატენტირებული დასახელება:ბენზალკონიუმის ქლორდი.

წამლის ფორმა
სნარი გარეგანი გამოყენებისათვის ,მინის ქლიბთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ალოე.

აღწრილობა
უსუნო,თეთრი ფერის  სითხე.შუშის ქლიბთან ერთად.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პრეპარატი ანტიბაქტერიული,ანტივირუსული და ანტიფუნგალური მოქმედებით.

ფარმაკოლოგიური  თვისებები
ადგილობრივი გამოყენების  სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ,რომელსაც გააჩნია ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება.0,1% იანი კონცენტრაციით  ქლეარზალ ბაქ-ი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების,ობისა და ზოგიერთი დიმორფული სოკოების მიმართ.
ქლეარზალ ბაქ-ი სოკოებში სტეროლის სინთეზს არღვევს ადრეულ სტადიებში.ამას მივავართ ერგოსტეროლის დეფიციტსა და სკვალენის უჯრედის შოგნით დაგროვებამდე,რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს.
ბენზალკონიუმის ქლორიდი არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი,რომელიც 99,9% ით ანადგურებს ადგილობრივად ბაქტერიებს და ვირუსებს.აქვს კარგად გამოხატული ბაქტერიოციდული,ვირუციდული და ანტიფუნგალური მოქმედება.აქტიურია   როგორც გრამ(+) ასევე  გრამ(-) შტამების მიმართ.
ქლეარზალ ბაქ-ი არ ახდენს გავლებას ადამიანში ციტოქრომ P 450 ფერმენტულ სისტემაზე შესაბამისად არ მოქმედებს ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.
ქლეარზალ ბაქ-ი ასევე შეიცას ალოეს,რომელსაც გააჩნია დამარბილებელი ეფექტი  რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას  და ფრჩხილის სწრაფ ზრდას.  

ფამაკოკინეტიკა
აქვს ადგილობრივი მოქმედება,არ ხვდება სისტემურ მიმოქცევაში.

ჩვენება
ონიქომიკოზი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
6 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს სიწითლე და ქავილი .აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

გამოყენების წესი და დოზირება
გამოიყენება დღეში ორჯერ მთელი ფრჩხილის გარშემო და ფრჩხილის თავისუფალი კიდის ქვეშ ინფექციის კერამდე.
პრეპარატის გამოყებებამდე აუცილებელის დაზიანებული მონაკვეთის გასუფთავება და გაშრობა.
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.

სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება პრეპარატის მოხვედრა პირის,ცხვირის ,თვალის მიდამოებში.

გამოშვების ფორმა
0.1% გარეგანი გამოყენების ხსნარი,30 მლ/ლ შუშის ქლიბთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის  პირობები
ინახება ბავშვებისათვის  მიუწვდომელ ადგილას ,არა უმეტეს 25  C .

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.