Nuk
კლოტრი-დენკი 100 ვაგინალური / Clotri-Denk 100 Vaginal


შემადგენლობა
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კლოტრიმაზოლი. 1 ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს 100მგ კლოტრიმაზოლს.
დამხმარე ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცეცლულოზა, ნატრიუმის დოდეცილის სულფატი, ჰიპრომელოზა, ცელულოზის ფხვნილი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი. 
კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი შეფუთვაში ხელმისაწვდომია 6 ან 102 ვაგინალური ტაბლეტი

ფარმაკოლოგიური თვისებები
კლოტრიმაზოლის მოქმედების მექანიზმი არის ძირითადად ფუნგოსტატური, ხოლო უფრო მაღალი კონენტრაცია არის ფუნგიციდური. კლოტრიმიაზოლი მოქმედებს მხოლოდ სოკოს პროლიფერაციულ უჯრედებზე. 
თანამედროვე სამეცნიერო ინფორმაციის მიხედვით კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი ვლინდება ერგოსტეროლის ბიოზინთეზის დათრგუნვის შედეგად. რადგანაც ერგოსტეროლი წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანის ძირითად კომპონენტს კლოტრიმაზოლი მოქმედებს შემდეგნაირად: სოკოს უჯრედში ციტოპლაზმური ერგოსტეროლის დახარჯვის შემდეგ, ძირითადი ცვლილებები ხდება მემბრანის შემადგენლობაში და თვისებებში. აქედან გამომდინარე მემბრანის განვლადობის ცვლილება  საბოლოოდ იწვევს უჯრედის გასკდომას. 
გარდა ამისა, კლოტრიმაზოლის ფუნგოსტატური კონცენტრაცია ხელს უშლის მიტოქონდრიის და პეროქსისომების ფერმენტებს. შედეგად წყალბადის პეროქსიდების კონცენტრაცია იზრდება ტოქსიკურ დონემდე, რაც შედეგად იწვევს ნეკროციტოზა (“წყალბადის პეროქსიდებით აუტო-მონელება”). 
in vitro და in vivo კლოტრიმაზოლს გააჩნია ფართოს სპექტრის მოქმედება, რაც მოიცავს დერმატოფიტებს, სოკოებს, ობის სოკოებს და დიმორფულ სოკოებს.
ტესტის ჩასატარებლად საჭირო პირობებში, მაჩვენებელი ამ ტიპის სოკოებისთვის  MHC შეადგენს 0.062 – 4 (-8) მიკროგ/მლ-ზე ნაკლებ ნივთიერებას.
გარდა მისი ანტიმიკრობული მოქმედებისა კლოტრიმაზოლი ასევე in vitro აინჰიბირებს კორინებაქტერიების და გრამ-დადებითი კოკების (გარდა enrerococci) გამრავლებას, თუ პრეპარატის კონცენტრაცია შეადგენს 0.5 – 10მიკროგრ/მლ-ს, ხოლო 100მიკორგრ/მლ კონცენტრაციის შემთხვევაში აქტიური ტრიქომონას წინააღმდეგ. 
კლოტრიმაზოლის რეზისტენტობა შესაძლებელია კლასიფიცირდეს პოზოტოირად, სოკოს პირველადად რეზისტენტული ტიპები ძალიან იშვიათია. მგრძნობიარე სოკოებში მეორადი რეზისტენტობის ჩამოყალიბება თერაპიულ პირობებში მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება. 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
კანისა და ვაგინალური გზით გამოყენების შემდეგ ფარნაკოკინეტიკურ ექსპერიმენტებში გამოვლინდა, რომ კლოტრიმაზოლის დოზის მხოლოდ 2 ან 3-10% შეიწოვება. შედეგად პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 10 ნანოგრ/მლ-ზე ნაკლებს და არ იწვევს მნიშვნელოვან სისტემურ ეფექტებს ან გვერდით მოვლენებს.
კლოტრიმაზოლი განიცდის დაჟანგვას და იმიდაზოლის რგოლის დეგრადაციას (დეამინირება, ო-დეალკილირება) ღვიძლში და შედეგად მიიღება არაეფექტური ჰიდროქსი დერივატები და ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის გზით ფეკალურ მასებთან ერთად. 


ჩვენება
კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი გამოიყენება საშოს სოკოვანი ინფექციბის სამკურნალოდ.
კლოტრიმაზოლი, კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის აქტიური ნივთიერება აინჰიბირებს სოკოების ისეთი უჯრედების ზრდას და გამრავლებას, როგორიც არის საფუარის სოკო (ჩვეულებრივ ცანდიდა-ს სახეობები), ასევე სხვა ბევრი სოკოვანი ელემენტები და ზოგიერთი ბაქტერია. 
კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი გამოიყენება სოკოთი (ძირითადად ცანდიდა) გამოწვეული საშოს ანთების და გამონადენის დროს. 

უკუჩვენება
რა უნდა იცოდეთ კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის გამოყენებამდე
კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კლოტრიმაზოლის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. 

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით:
ლატექსის პროდუქტებთან კომბინირებულმა გამოყენებამ (მაგალითად კონდომი ან დიაფრაგმა) შესაძლებელია შეამციროს აღნიშნული პროდუქტების ფუნქციის შემცირება და შესაბამისად მათი დაცვის მექანიზმის შემცირება კლოტრი-დენკი 100 ვაგინალში შემავალი დამხმარე ნივთიერებების გამო.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თუ პაციენტი მკურნალობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა რაიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაყიდ პრეპარატებს, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი ამცირებს სხვა ფარმაცევტული პროდუქტის ეფექტურობას, რომლებიც მიიღება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ (ამფოტერიცინი და სხვა პოლიენის ანტიბიოტიკები, როგორიც არის ნისტატინი და ნატამიცინი). 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
სიფრთხილის ზომების გამო, კლოტრიმაზოლი არ გამოიყენება ორსულობის ადრეულ ეტაპზე. ორსულობის მე-2, მე-3 ტრიმესტრში და ლაქტაციის დროს კლოტრი-დენკი 100 ვაგინალი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. 
თუ ორსულობის დროს მკურნალობა აუცილებელია, მაშინ პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად და არ შეიძლება აპლიკატორის გამოყენება.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა
არ საჭიროებს განსაკუთრებული სიფრთხილის წესებს.

მიღების წესი და გამოყენება
კლოტრი-დენკი 100 ვაგინალური ყოველთვის გამოიყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
აუცილებლად უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ მსგავსი სიმპტომები პირველად გამოვლინდა ან თუ პაციენტს ჰქონდა 4-ზე მეტი ინფექციის შემთხვევა ბოლო 12 თვის განმავლობაში. 
18 წლის და უფრო მცირე ასაკის პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და მკურნალობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ. 

ჩვეულებრივი დოზა:
თუ არ არის ექიმის განსხვავებული დანიშნულება, მაშინ გამოიყენება 1 ვაგინალური ტაბლეტი დღეში, რაც შეიძლება ღრმად, 6 მომდევნო დღის განმავლობაში, სასურველია ღამით.

გამოყენების მეთოდი:
კლოტრი-დენკ 100 ვაგინალური უკეთესად შეჰყავთ, როდესაც პაციენტი წევს ზურგზე და ფეხები აქვს ოდნავ მოხრილი.

გამოყენება აპლიკატორით:
1. საჭიროა ვაგინალური ტაბლეტის ამოღება ალუმინის ფოლგიდან და მოთავსება ალუმინის აპლიკატორში;
2. ტაბლეტის შემცველი აპლიკატორი შემდეგ შეჰყავთ რაც შეიძლება ღრმად საშოში. ვაგინალური ტაბლეტები შედის საშოში ტუმბოს ფრთხილი დაჭერით მანამადე, სანამ ის არ გაჩერდება;
3. გამოყენების შემდეგ საჭიროა აპიკატორის გამოღება საშოდან და ფრთხილად გაწმენდა თბილი წყლის საშუალებით. ტუმბო ასევე უნდა მოშორდეს აპლიკატორს გაწმენდის მიზნით.
სიფრთხილე გაწმენდისას: არ შეიძლება ადუღებული წყლის გამოყენება!

გამოყენება აპლიკატორის გარეშე:
ასევე შესაძლებელია ვაგინალური ტაბლეტების შეყვანა საშოში ხელის მეშვეობით. ამის შემდეგ საჭიროა ხელების კარგად დაბანა. 
შენიშვნა: არ არის რეკომენდებული მკურნალობის დანიშვნა მენსტრუაციის პერიოდში. მკურნალობა უნდა დასრულდეს მენსტრუაციამდე. პრეპარატის გამოყენება მენსტრუაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები არის მწვავე. 
თუ ორსულობის დროს აუცილებელია კლოტრი-დენკ 100 ვაგინალით მკურნალობა, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად და არ შეიძლება აპლიკატორის გამოყენება.
ხელახალი დაინფიცირების პრევენციის მიზნით, მკურნალმა ექიმმა ამავდროულად უნდა გამოიკვლიოს პარტნიორი.

მკურნალობის ხანგრძლივობა:
ზოგადად, მკურნალობის 6 დღიანი კურსი საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შესაძლებელია განმეორდეს. 
თუ პაციენტი გრძნობს, რომ პრეპარატი ძალიან ძლიერად ან სუსტად მოქმედებს მასზე, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის დოზის გადაჭარბება
გარეგანი გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი ინტოქსიკაცია.

თუ თქვენ გამოტოვეთ კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის მიღება:
მიიღება მხოლოდ 1 ვაგინალური ტაბლეტი მომავალში და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დანიშნულებისამებრ. 

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის მიღების შეწყვეტა
მკურნალობა უნდა ჩატარდეს რეგულარულად და ადეკვატური პერიოდის განმავლობაში იმისათვის რათა იყოს ეფექტური. თუ პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ინფექციის რეციდივი, რადგან ძირითადად სავარაუდოა, რომ იგი არ არის ბოლომდე განკურნებული. 
აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 


შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად კლოტრი-დენკ 100 ვაგინალსაც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენის სიხშირე გამოიხატება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ძალიან ხშირად  1ან მეტი შემთხვევა ყოველ 10 ნამკურნალებ პაციენტზე
ხშირად:         1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 10 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი შემთხვევა  ყოველ 100 ნამკურნალებ პაციენტზე    
შედარებით  იშვიათად :1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 100 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი  შემთხვევა ყოველ 1000 ნამკურნალებ პაციენტზე
იშვიათად:   1 ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი  შემთხვევა ყოველ 10,000 ნამკურნალებ პაციენტზე
ძალიან იშვიათად:      უფრო ნაკლები ვიდრე 1 შემთხვევა ყოველ 10,000 ნამკურნალებ პაციენტზე
უცნობია:           სიხშირე არ განისაზღვრა

გვერდითი მოვლენები
არახშირად: კანის რეაქცია (მაგ. დამწვრობის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება).
ზოგიერთ პაციენტს შესაძლებელია გამოუვლინდეს სხვადასხვა ინტენსივობის გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობა. ეს შესაძლებელია გამოიხატოს კანზე (მაგ. ქავილი და სიწითლე), სასუნთქი სისტემის მხრივ (მაგ. ქოშინი), ცირკულაციის მხრივ (არტერიული წნევის დაქვეითება, თვით გონების დაკარგვამდე, რაც საჭიროებს მკურნალობას), კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ (გულისრევა და ფაღარათი). 

შენახვის წესი
ინახება მშრალ ადგილას, 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. 
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?