Nuk
კოლდისეპტი ნანოსილვერი ყელის სპრეი / Coldisept Nano Throat Sprey


დანიშნულება
სამედიცინო გამოყენების საქონელი სპრეის სახით ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციებით განპირობებული ყელის ანთებითი დაავადებების მკურნალობის ხელშეწყობისთვის.

კოლდისეპტი ნანოსილვერ ყელის სპრეი ქმნის დამცავ ფენას ყელის ლორწოვან გარსზე და იცავს მას ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორებისგან.

კოლდისეპტი ნანოსილვერ ყელის სპრეი ატენიანებს გამომშრალ ლორწოვანს, მნიშვნელოვნად ამცირებს ანთების სიმპტომებს, ისეთებს როგორიცაა ტკივილი და წვა, და ხსნის დისკომფორტს. პრეპარატი წარმოქნის გელის ფენას, რომელიც იცავს პირის ღრუს და ყელის ლორწოვანს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან.

ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის მინერალური მარილების წყალხსნარი, რომელიც შედის კოლდისეპტის შემადგენლობაში, ასუფთავებს ყელს, ამცირებს პირის ღრუს და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ხელს უწყობს გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.

პრეპარატი შეიცავს ვერცხლისა ნანონაწილაკებს, რომლებიც ამცირებენ ბაქტერიებისა ზრდას. ბაღის პიტნის ზეთი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს გაწმენდას, ხსნის ხველას, აუმჯობესებს სუნთქვა.

გამოყენების პირობები: გამოიყენეთ სისტემატიურად ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.

არ წარმოადენს სამკურნალო საშუალებას.

გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
 პირის ღრუსა და ყელის ანთებითი დაავადებები
 სასის ნუშურების ანთება
 ტონზილექტომიის შემდგომი მდგომარეობა 

 

ტექნიკური და ფუნქციონალური დახასიათება

პარამეტრის დასახელება

აღწერილობა

ნაწარმის აღწერილობა და მოწყობილობა

სითხე ფლაკონში ტუმბო-დოზატორით და გამაფრქვიელებლით, პლასტიკური დამცველი თავსახურით. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შევსების მოცულობა

20 მლ (200 დოზა; 0.1 მლ/დოზა)

შიგთავსის დახასიათება

ერთგვაროვანი სითხე თეთრი ან მოყვითალო ფერის, გამჭვირვალე ან ოდნავ ამღვრეული, ხილული გაუხსნელი ნაწილაკების გარეშე

შიგთავსის შემადგენლობა

გასუფთავებული წყალი, გლიცერინი, ნანოკოლოიდური ვერცხლი, სორბიტოლი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდი, ჰექსაგიდრატი, მაგნიუმის ქლორიდი, ჰექსაგიდრატი, ირლანდიური ხავსის ექსტრაქტი, ბაღის პიტნის ზეთი, ლიმონმჟავა.


გამოყენების უკუჩვენებები
· ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
· ვერცხლის მიმართ ალერგია

 

სიფრთხილის ზომები
· მოერიდეთ შემთხვევით კონტაქტს თვალების ლორწოვან გარსზე;
· შეაჩერეთ გამოყენება, თუ გამოვლინდა რაიმე საგანგაშო სიმპტომი;
· ორსულ ქალებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სამედიცინო გამოყენების საქონელი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი

დოზირების რეჟიმი

განკუთვნილია უწყვეტი გამოყენებისათვის არა უმეტესს 30 დღის განმავლობაში.

 

გამოყენების მეთოდი

1. პირველ გამოყენებამდე საჭიროა რამდენიმე საცდელი დაჭერა დოზირების ტუმბოზე.

2. შეიყვანეთ ნებულაიზერი პირის ღრუში, ყელის მიმართულებით.

3. შეისხურეთ 3-4 დოზა (ტუმბო-დოზატორის დაჭერით).

 

გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია სამედიცინო გამოყენების საქონელის გამოყენებასთან, კომბინირებულ გამოყენებას სხვა სამედიცინო მოწყობილობებთან ან ინდივიდუალურ წამლებთან

 

გვერდითი მოვლენების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ალერგიის სიმპტომები. ალერგიის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ სამედიცინო გამოყენების საქონელის გამოყენება.

გვერდითი მოვლენების ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, გვერდითი რეაქციები, სამედიცინო გამოყენების საქონელის ურთიერთქმედების თავისებურებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ამ სამედიცინო მოწყობილობის გამოყენებისას, უნდა გადაეცეს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც ცხოვრობს პაციენტი.

 

შენახვის და გამოყენებისწესები

ვარგისობის ვადა - 3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?