Nuk
კოლისპასი / COLISPAS


შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს:

√ კამის ზეთი (Anethum Graveolens) 2,5მგ. 

√ კვლიავის ზეთი (Carum Carvi) 0.025 მგ.

√ დარიჩინის ზეთი (Cinnamomum Zeylanicum) 0.015მგ.

√ ილის ზეთი (Ellettaria Cardamomum) 0.02 მგ.

√ მიხაკის ზეთი (Eugenia Caryophyllata) 0.5მგ

აღწერა: მოვარდისფრო შეფერილობის სიროფი ალუბლის არომატით.

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი,  ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, პოლისორბატ 80, კონსერვანტები (კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი) ალუბლის არომატიზატორი, დამატკბობელი (ნატრიუმის საქარინი).

პრეპარატი არ შეიცავს პარაბენებს, სპირტს.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: 

კოლისპასი კომბინირებული  პრეპარატია რომელიც გამოიყენება ბავშვებში მეტეორიზმის, ნაწლავთა კოლიკის, კუჭ-ნაწლავის სპაზმის, რეფლუქსის და ხშირი, შემაწუხებელი სლოკინის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.

კოლისპასი - ცვლის აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, და ამის შედეგად ხდება მათი დაშლა. აღნიშნულ პროცესში გამოთავისუფლებული აირების შეწოვა შეიძლება მოხდეს ნაწლავის კედელში, აგრეთვე გამოიყოფა ნაწლავის პერისტალტიკის მოქმედებით. ამის შედეგად მცირდება მუცლის შებერილობა, ქრება ტკივილი, უმჯობესდება განწყობა, რეგულირდება ბავშვის ძილი და კვება. პრეპარატის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არ შეიწოვება, არ მონაწილეობს ქიმიურ რეაქციებში, ორგანიზმიდან გამოიყოფა შეუცვლელი სახით, არ ახდენს ზეგავლენას არც კუჭის და არც ნაწლავების pH-ზე, არც საჭმლის მონელებაზე, არ შედის ურთიერთქმედებაში სხვა პრეპარატებთან. შემადგენელი კომპონენტების ნეიტრალობა და უსაფრთხოება განაპირობებს კოლისპას-ის გამოყენებას ნებისმიერი ასაკის პაციენტებში – ახალშობილობის პერიოდიდან ღრმა სიბერემდე, მათ შორის ორსულობის პერიოდში, სხვადასხვა დაავადებების შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ. ჩვილი ბავშვებისათვის დიდ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მისაღებად მოსახერხებელია, მუცლის შებერილობით (მეტეორიზმით) თანმხლები მდგომარეობების გარდა, კოლისპასი გამოიყენება მუცლის ღრუს ორგანოების გამოკვლევისას - ულტრაბგერითი გამოკვლევის (უბგ), რენტგენოლოგიური გამოკვლევის, ფიბროგასტროსკოპიის დროს პაციენტის მოსამზადებლად. აირები ნაწლავში ხელს უშლის რენტგენოლოგს და უბგ სპეციალისტს, კარგად დაინახოს თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი, სხვა ორგანოები. კუჭის ლორწოვან გარსზე არსებული ქაფი ხელს უშლის ლორწოვანის მდგომარეობის შეფასებას, ზრდის დიაგნოსტიკური შეცდომების ალბათობას. კოლისპასი ამცირებს კუჭში ქაფის და ნაწლავებში აირების რაოდენობას, რაც ხელს უწყობს აღნიშნულ გამოკვლევებში გამოსახულების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, აადვილებს დიაგნოზის დასმას. სარეცხი საშუალებებით მოწამვლის შემთხვევაში კუჭში და ნაწლავებში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ქაფი. აღნიშნულ შემთხვევაში კოლისპასი აგრეთვე გამოიყენება, როგორც ქაფის ჩამქრობი საშუალება (ნივთიერება, რომელიც ქაფს აშორებს).

კამის ზეთი ეფექტურად და სწრაფად ხსნის ნაწლავთა კოლიკას, აირების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს და დისკომფორტს, ხელს უშლის აირების წარმოქმნას და ასტიმულირებს მადას; კამის ზეთი აინჰიბირებს ზოგიერთი ბაქტერიის (Staphylococcus, Streptococcus, Pseudomonas და E.Coli ) ზრდას და გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის გამოც იგი ეფექტურია ინფექციური გენეზის დიარეის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. კვლიავის ზეთი  ხელს უშლის აირების ხელახლა წარმოქმნას და დაგროვებას, აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ძლიერი რელაქსანტია, ხსნის ნაწლავის კედლისა და მუცლის გლუვი კუნთების სპაზმს. კვლიავის ზეთს გააჩნია ანალგეზიური, ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. დარიჩინის ზეთი უზრუნველყოფს საკვების ადვილად მონელებას, ხსნის მუცლის შებერილობას, გულისრევის შეგრძნებას, ხელს უშლის აირების წარმოქმნას. დარიჩინი გამოირჩევა ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით. დარიჩნი არეგულირებს პერისტალტიკას. ილის ზეთი მდიდარია განსაკუთრებული ეთერზეთებით, გააჩნია ძლიერი სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ხელს უშლის აირების დაგროვებას და ნაწლავის კედლის გადაჭიმვას, ხსნის გულისრევის შეგრძნებას.მიხაკის ზეთი  ეფექტურია დისპეფსიის სამკურნალოდ, გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედებით. მიხაკის ზეთს გააჩნია ძლიერი ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ანტიჰელმინთური, ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.

ჩვენება:

* მეტეორიზმი

* დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება)

* კუჭ-ნაწლავის სპაზმი; ბოყინი, სლოკინი

* სანაღვლე გზების სპაზმი და დისკინეზია

* საკვების რეგურგიტაცია

* ყაბზობით მიმდინარე კოლიტი

* მუცლის ღრუს გამოკვლევების წინა-მოსამზადებელ პერიოდში (რენტგენოლოგიური გამოკვლევა, უბგ, გასტროფიბროსკოპია)

* სარეცხი საშუალებებით (ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებებით) მოწამვლის შემთხვევაში, როგორც ქაფის ჩამქრობი საშუალება.

უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენება.

 

დოზირება და მიღების წესი: 
ბავშვები 0 – 2 თვემდე:  2.5მლ. 3-ჯერ დღეში

ბავშვები 2 – 12 თვემდე: 5მლ. 3-ჯერ დღეში

ბავშვები 12 – 24 თვემდე: 10მლ. 3-ჯერ დღეში

ბავშვები 24 თვის ზევით: 15მლ. 3-ჯერ დღეში

კოლისპასი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

 

გამოკვლევებისთვის მომზადება

5 მლ კოლისპასი 3-ჯერ დღე-ღამეში გამოკვლევამდე 24 საათით ადრე და დილით გამოკვლევის ჩატარების დღეს – 10 მლ კოლისპასი

კონტრასტული ნივთიერებების სიროფზე დანამატის სახით:

10-20 მლ კოლისპასი ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღები კონტრასტული საშუალების 1 ლიტრზე.

 

სარეცხი  საშუალებებით  მოწამვლის  დროს, როგორც  შხამსაწინააღმდეგო  საშუალება 

(ინტოქსიკაცია ზედაპირულად - აქტიური ნივთიერებებით):

მოწამვლის სიმძიმის მიხედვით,

ბავშვებს ენიშნებათ 5-25 მლ კოლისპასი. მოზრდილებს ენიშნებათ 25-50 მლ (ფლაკონის შემცველობის კოლისპასი).

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. 

 

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისია გამოშვებიდან 3  წელი.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

გამოშვების ფორმა: სიროფი, 150 მლ, მინის ბოთლში, დანაყოფებიანი მზომ ჭიქასთან და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში 

 

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?