კორდიქსი / CORDIX


შემადგენლობა

1 ტაბ.
კლოპიდოგრელი (ბისულფატის სახით). . . . . . . . . . . . . 75 მგ დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (E 421), სიმინდის პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა კოლოიდური უწყლო სილიციუმის დამატებით, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, ჰიდროქსპროპილცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172).

ფარმაკოლოგიური თვისებები
კორდიქსი სელექტიურად აინჰიბირებს ადენოზინდიფოსფატის შეკავშირებას თრომბოციტების თანამოსახელე რეცეპტორებთან დაGPIIბ/IIIა კომპლექსის აქტივობას ადენოზინდიფოსფატის ზემოქმედების ქვეშ, რაც იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას. კორდიქსი ასევე აინჰიბირებს სხვა აგონისტებით გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას, რაც განპირობებულია თრომბოციტების ადფ-ის მეშვეობით თრომბოციტების აქტივობის დათრგუნვით. ის შეუქცევადად უკავშირდება თრომბოციტის ადფ რეცეპტორებს. აქედან გამომდინარე ანტიაგრეგაციული ეფექტი გრძელდება თრომბოციტების სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში (7-10 დღე) და მათი ნორმალური ფუნქცია აღდგება მხოლოდ თრომბოციტების განახლების შემდეგ კორდიქსის მიღების პირველივე დღიდან აღინიშნება თრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვანი დათრგუნვა. მკურნალობის პერიოდში პრეპარატის რეგულარულად მიღებისას მაინჰიბირებელი ეფექტი თანდათან ძლიერდება და აღწევს მაქსიმალურ შედეგს 3-7 დღის შემდეგ. თრომბოციტების დათრგუნვის დონე 75მგ დღიური დოზის მიღებისას შეადგენს 40-60%. მკურნალობის შეწყვეტიდან საშუალოდ 5 დღის შემდეგ თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო უბრუნდება საწყის დონეს. კორდიქსი აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს. ათეროსკლეროზული დაზიანებისას ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარების პროცესს ლოკალიზაციისაგან დამოუკიდებლად (თავის ტვინის, გულის და პერიფერიული სისხლძარღვები).

ჩვენებები
კორდიქსი ინიშნება თრომბების წარმოქმნის თავიდან აცილების და ქვემოთ მოცემული მოვლენების განვითარების რისკის შესამცირებლად:
- ათეროსკლეროზი 
- გადატანილი იშემიური ინსულტი ან პერიფერული არტერიების დაავადება
- არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი. ამ მდგომარეობების სამკურნალოდ შეიძლება მოხდეს სტენტის ჩადგმა ბლოკირებულ ან შევიწროვებულ არტერიებში ეფექტური სისხლის მიმოქცევის აღსადგენად. გარდა ამისა, შეიძლება გამოყენებული იყოს აცეტილსალიცილის მჟავა.

მიღების წესები და დოზები
კორდიქსი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არასტაბილური სტენოკარდიის ან გულის შეტევის დროს ექიმმა შეიძლება დანიშნოს 300 მგ კორდიქსი (75 მგ-იანი 4 ტაბლეტი) ერთხელ მკურნალობის დასაწყისში. შემდეგ, ჩვეულებრივი დოზა არის 75 მგ კორდიქსის ტაბლეტი დღეში, პერორალურად საკვებთან ერთად ან მის გარეშე ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. 
კორდიქსით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
კორდიქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
კორდიქსის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში:
თუ დაგავიწყდათ კორდიქსის დოზის მიღება, თუმცა გაგახსენდათ დანიშნული მიღების დროიდან 12 საათის განმავლობაში, მაშინვე მიიღეთ ტაბლეტი. მომდევნო ტაბლეტი უნდა მიიღოთ ჩვეულ დროს. 
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი ერთჯერადი დოზა ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა ცალკეული გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.
კორდიქსის მიღების შეწყვეტა:
ნუ შეყვეტთ მკურნალობას. პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, კორდიქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში): კორდიქსის გამოყენებისას არის სისხლდენა. 
სისხლდენა შეიძლება განვითარდეს კუჭის არეში ან ნაწლავებში, ასევე შეიძლება აღინიშნოს ჩალურჯებები, ჰემატომა, სისხლდენა ცხვირიდან, ჰემატურია. რამდენიმე შემთხვევაში ასევე აღინიშნა სისხლდენა თვალში, თავში, ფილტვში ან სახსრებში.
თუ კორდიქსის მიღებისას აღინიშნა ხანგრძლივი სისხლდენა:
თუ დაშავდებით ან გაიჭრით სხეულის რაიმე ნაწილს, სისხლდენის შეჩერებას შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედებასთან, რაც უზრუნველყოფს სისხლის შედედების უნარის პრევენციას. მცირე ჭრილობები და დაზიანებები, როგორიც შეიძლება განვითარდეს გაჭრის ან პარსვის დროს, ჩვეულებრივ სახიფათო არ არის. მიუხედავად ამისა, თუ წუხთ სისხლდენის გამო, მაშინვე დაუკავშირდით ექიმს 
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება კორდიქსის მიღებისას:
ხშირი გვერდითი ეფექტებია (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში): დიარეა, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა ან გულძმარვა.
არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში): თავის ტკივილი, კუჭის წყლული, პირღებინება, გულისრევა, ყაბზობა, კუჭში ან ნაწლავებში ჭარბი გაზების დაგროვება, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება. 
იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 000-დან 1-10 პაციენტში): თავბრუსხვევა.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): 
სიყვითლე, ძლიერი ტკივილი მუცლის არეში ზურგის ტკივილით ან მის გარეშე, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება ზოგჯერ ასოცირებული ხველასთან, გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, პირის ღრუს შესივება, კანის აქერცვლა, კანის ალერგია, სტომატიტი, ჰიპოტენზია, ცნობიერების მოშლა, ჰალუცინაციები, ართრალგია, მიალგია, გემოს ცვლილება. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები სისხლის ან შარდის ანალიზებში.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
 ჰიპერმგრძნობელობა კლოპიდოგრელის ან კორდიქსის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ
 პათოლოგიური მდგომარეობა, რომელმაც შიეძლება გამოიწვიოს სისხლდენა (მაგ. კუჭის წყლული ან ჰემორაგიული ინსულტი)
 ღვიძლის მწვავე უკმარისობა 
 კორდიქსი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში. 
განსაკუთრებული მითითებანი კორდიქსის მიღებამდე:
კორდიქსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ მოცემული მდგომარეობა გეხებათ თქვენ:
თუ გაქვთ სისხლდენის რისკი, როგორიცაა:
 მდგომარეობა, რომლის დროსაც არსებობს შინაგანი სისხლდენის რისკი (მაგალითად, კუჭის წყლული)
 სისხლის დაავადება, რომლის დროსაც არსებობს შინაგანი სიხლდენების მიმართ მიდრეკილება (სისხლდენა ნებისმიერ ქსოვილში, ორგანოსა თუ სახსარში).
 ცოტა ხნის წინ გადატანილი ტრავმა
 ცოტა ხნის წინ გადატანილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური)
 დაგეგმილი ოპერაცია (სტომატოლოგიურის ჩათვლით) მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში
 თუ ადგილი ჰქონდა ტვინის არტერიაში თრომბის წარმოქმნას (იშემიური ინსულტი), რომელიც განვითარდა უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში
 თუ ღებულობთ სხვა ჯგუფის პრეპარატებს 
 თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. 
ორსულობა: 
კორდიქსის მიღებისას დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს რჩევისათვის, ვინაიდან ორსულობის დროს კლოპიდოგრელის მიღება რეკომენდირებული არ არის. 
ლაქტაცია: 
კორდიქსის მიღებისას მიმართეთ ექიმს რჩევისათვის ძუძუთი კვების შესაძლებლობის შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კორდიქსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ:
კორდიქსი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა (მაგ. ლაქტოზა), პრეპრატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს. 
კორდიქსი ასევე შეიცავს ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის აშლილობა ან ფაღარათი. 
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა: 
ნაკლებად მოსალოდნელია კორდიქსის ზეგავლენა ავტომობილის მართვისა თუ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება
სისხლდენის მომატებული რისკის გამო მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კორდიქსის გამოყენებაზე ან პირიქით.
გთხოვთ ექიმს აცნობოთ ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ამჟამად ღებულობთ ან ღებულობდით ახლო წარსულში, ურეცეპტოდ გასაცემი მედიაკმენტების ჩათვლით. 
პერორალური ანტიკოაგულანტების გამოყენება კორდიქსთან ერთად რეკომენდირებული არ არის. 
ექიმს უნდა აცნობოთ, თუ იღებთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების ან სახსრების ტკივილის და/ან ანთების სამკურნალოდ, ან თუ იღებთ ჰეპარინს ან ნებისმიერ სხვა სისხლის შედედების შესამცირებელ პრეპარატს ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს (მაგ. ომეპრაზოლს) კუჭის გაღიზიანების გამო. თუ გქონდათ მწვავე ტკივილი გულმკერდში არეში (არასტაბილური სტენოკარდია ან გულის შეტევა), ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კორდიქსი აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში. აცეტილსალიცილის მჟავას ჩვეულებრივმა გამოყენებამ (არა უმეტეს 1000 მგ-ისა 24 საათიანი პერიოდის განმავლობაში) ზოგადად არ უნდა გამოიწვიოს პრობლემები, თუმცა ხანგრძლივი გამოყენების საკითხი სხვა შემთხვევების დროს უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით)