Nuk
ხეჭრელის ქერქი / Cortex Frangulae

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა 

ხეჭრელის ქერქი შეიცავს ფრანგულინის ანთრაგლიკოზიდებს, გლიკოფრანგულინს, ფრანგულაემოდინს, ქრიზოფანის მჟავებს, ეთეროვან ზეთებს, შაქარს, ალკალოიდებს და სხვა ქიმიურ ნაერთებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ხეჭრელის სპეციფიკური საფაღარათო მოქმედება პირველ რიგში განპირობებულია ანთრაგლიკოზიდებითა და ქრიზოფანის მჟავას მოქმედებით. ხეჭრელას საფაღარათო მოქმედება ვლინდება ჩვეულებრივ მიღებიდან 8-12 სთ-ის შემდეგ

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საფაღარათო საშუალება.
გამოიყენება ყაბზობის, ნაწლავების ატონიისა და ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ. მასში შემავალი ანთრაგლიკოზიდები აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას, მცენარე ეფექტურია სპასტიური კოლიტების, ატონური შეკრულობის, ბუასლის, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს

გვერდითი მოვლენები
ხეჭრელის ჭარბი დოზით მიღებისას შესაძლებელია მუცლის არეში ჭვალის მსგავსი ტკივილი და დისკომფორტი.

სად შევიძინოთ?