Nuk
კოვიტ-C / Covit C


აქტიური ნივთიერებების დასახელება და სიძლიერე:

თითოეული შემოუგარსავი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:

ასკორბინის მჟავა BP   1000მგ

დამხმარე ნივთიერებები    q.s.

ფერი: ყვითელი "მზის ჩასვლა" FCF

 

ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია:

ვიტამინი C

 

ფარმაკოდინამიკა/ფარმაკოკინეტიკა:

ფარმაკოდინამიკა:

ასკორბინის მჟავას დეჰიდროასკორბინის მჟავასთან ერთად, რომლითაც იგი შექცევადად იჟანგება, აქვს სხვადასხვა ფუნქცია უჯრედული დაჟანგვის პროცესებში. ასკორბინის მჟავა საჭიროა რამდენიმე მნიშნელოვან ჰიდროქსირებისას. როგორც ჩანს, ასკორბინის მჟავას მნიშვნელოვანი როლი აქვს ლითონის იონების მეტაბოლიზმში. მათ შორის რკინის კუჭ-ნაწლავის აბსორბაციისა და მის ტრანსპორტირებას პლაზმასა და შესანახ ორგანოებს შორის. ასკორბინის მჟავა საჭიროა ლეიკოციტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და რომ ის მონაწილეობს ღვიძლის მიკროსომური სისტემის მიერ მრავალი უცხო ნივთიერების დეტიქსიკაციაში. 

 

ფარმაკოკინეტიკა:

ასკორბინის მჟავა კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ასკორბინის მჟავა ფართოდ არის გავრცელებული ყველა ქსოვილში. ორგანიზმში ასკორბინის მჟავის მარაგი ჩვეულებრივ არის დაახლოებით 1.5გ. კონცენტრაცია უფრო მაღალია ლეიკოციტებსა და თრომბოციტებში ვიდრე ერითროციტებსა და პლაზმაში.

ასკორბინის მჟავა სხეულის მოთხოვნილებების დამატებით, ჩვეულებრივ 200მგ-ზე მეტი დღეში სწრაფად გამოიყოფა; არამეტაბოლიზებული ასკორბინის მჟავა და მისი არააქტიური მეტაბოლური პროდუქტები ძირითადად გამოიყოფა შარდში.

 

ჩვენებები:

იგი გამოიყენება C ვიტამინის დეფიციტის დაავადებების პროფილაკტიკისა და მკურნალობისთვის.

 

რეკომენდებული დოზა:

მოზრდილები: ერთი ტაბლეტი დღეში ან ექიმის დანიშნულებით. არ გამოიყენოთ დანიშნულ დოზაზე მეტი.

 

მიღების წესი:

ტაბლეტები პერორალური მიღებისთვის

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ რომლებიც გამოიყენება ფორმულირებაში.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

ასკორბინის მჟავის გახანგრძლივებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ასკორბინის მჟავის თირკმლის კლირენსის მომატება და შეიძლება გამოიწვიოს დეფიციტი, თუ მისი მიღება უეცრად შემცირდება ან შეწყდება.

ასკორბინის მჟავის მაღალმა დოზირებამ შეიძლება ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი აჩვენოს განავლის ფარული სისხლის ანალიზში.

გალაქტოზას შეუწყნარებლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების, ლაქტოზას სრული დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბაციის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს წამალი.

 

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:

ვიტამინი C დღეში 1გ დოზით ზრდის ორალური კონტრაცეპტივების შეწოვას.

ვიტამინი C დღეში 1გ დოზით ზრდის ორალური კონტრაცეპტივების შეწოვას.

სალიცილის მჟავას წარმოებულები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, თრგუნავს C ვიტამინის ათვისებას საჭმლის მომნელებელი სისტემიდან.

ანტიბიოტიკები, როგორიცაა ტეტრაციკლინები, თრგუნავს C ვიტამინის გამოყენებას სხეულის უჯრედებში.

აცეტილსალიცილის მჟავა, ბარბიტურატები, როგორიცაა ფენობარბიტალი და ანტიბიოტიკები, როგორიცაა ტეტრაციკლინები გაზრდის C ვიტამინის ექსკრეციას შარდში.

C ვიტამინს შეუძლია შეამციროს სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების თერაპიული ეფექტი, როგორიცაა ვარფარინი და ანტიფსიქოზური საშუალებები ფენოთიაზიდები, როგორიცაა ფლუფენაზინი.

ალკოჰოლი ამცირებს ასკორბინის მჟავის დონეს.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

სიფრთხილეა საჭირო ორსულებისთვის დანიშვნისას.

 

ლაქტაცია:

სiფრთხილეა საჭირო მეძუძური ქალებისთვის დანიშვნისას.

 

არასასურველი ეფექტები:

თავის ტკივილი, სიწითლე, გულისრევა, ღებინება და კუჭის კრუნჩხვები, კანის სიწითლე.

 

ჭარბი დოზა და მკურნალობა:

სიმპტომები

დროებითი დიარეა ხანდახან ჩნდება 3გ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ და თითქმის ყოველთვის 10გრ-ზე მეტი C ვიტამინის შემდეგ, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი მუცლის სიმპტომები.

 

მკურნალობა

ასკორბინის მჟავას მიღება უნდა შეწყდეს და რეკომენდებულია სიმპტომური ან დამხმარე მკურნალობა.

 

შენახვის პირობები:

ეინახეთ არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

დოზირების ფორმები და შეფუთვა ხელმისაწვდომია:

დოზირების ფორმა: საღეჭი ტაბლეტები

შეფუთვა: 10 ტაბლეტიანი ბლისტერი, ყუთი 2 x 10 ტაბლეტები.

 

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე

სად შევიძინოთ?