Nuk
კურანტილი® N25 / Curantyl® N25


რას წარმოადგენს კურანტილი® N 25 და რისთვის გამოიყენება იგი
კურანტილი® N 25 აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. პრეპარატს აქვს სისხლძარღვების გამაფართოებელი მსუბუქი მოქმედება და ააქტიურებს იმუნურ სისტემას.

 

კურანტილი® N 25 გამოიყენება

- იშემიური ინსულტის და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევების მეორადი პროფილაქტიკისთვის (მონოთერაპიის სახით ან ასპირინთან კომბინაციაში). 

- თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის გულის სარქველის შეცვლის ოპერაციის შემდეგ (პერორალურ ანტიკოაგულანტებთან დამატების სახით). 

 

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კურანტილი® N 25-ის მიღებამდე
კურანტილი® N 25-ის მიღება არ შეიძლება: 

- დიპირიდამოლის ან მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში (მითითებულია პარაგრაფში 6).

- ახლახანს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ

- თუ გაქვთ არასტაბილური სტენოკარდია

- თუ გაქვთ კორონარული არტერიების გავრცელებული ათეროსკლეროზი სტენოზით

- თუ გაქვთ სუბაორტული სტენოზი

- თუ გაქვთ გულის დეკომპენსირებული უკმარისობა

- თუ გაქვთ არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი

- თუ გაქვთ გულის რიტმის მძიმე დარღვევები

- თუ გაქვთ ჰემორაგიული დიათეზი

- თუ გაქვთ სისხლდენისადმი მიდრეკილი დაავადებები (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა)

 

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატ კურანტილი® N 25-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის. მონაცემები არ არსებობს.

 

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ახლო წარსულში იღებდით/იყენებდით ან შეიძლება მიგეღოთ/გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

 

განსაკუთრებით რეკომენდებულია ექიმის ან ფარმაცევტის გაფრთხილება, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას: 

• არტერიული წნევის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებები

• ქსანტინის წარმოებულები (შეიცავს, მაგალითად, ყავა და ჩაი)

• აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან კლოპიდოგრელი (სისხლის გასათხელებლად)

• ვარფარინი ან სისხლის შედედების დამთრგუნველი სხვა სამკურნალო საშუალებები

• ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები (კუნთების სისუსტის დროს)

• ანტაციდები (დისპეფსიის დროს) 

• ადენოზინი (გულის დაავადებების დროს ან კარდიოლოგიური გამოკვლევებისას)

• დიგოქსინი (გულის დაავადებების დროს)

• ფლუდარაბინი (გარკვეული ლეიკოზების სამკურნალოდ)

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში, ასევე, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვისას მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში კურანტილი® N 25-ის გამოყენება საჭიროა მხოლოდ ექიმის მიერ სარგებელის და რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ.

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სათანადო გამოყენების შემთხვევაშიც კი კურანტილი® N 25-ს შეუძლია არაპირდაპირი გზით გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან არტერიული წნევის დაცემის შედეგად შეიძლება აღინიშნოს რეაქციის შეცვლა.

 

პრეპარატი კურანტილი® N 25 შეიცავს ლაქტოზას

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის აუტანლობის შესახებ, აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 

როგორ უნდა მიიღოთ კურანტილი® N 25 
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

რეკომენდებული დოზა:

 

თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის გულის სარქველის შეცვლის ოპერაციის შემდეგ (შიგნით მისაღებ ანტიკოაგულანტებთან დამატების სახით), პრეპარატ კურანტილი® N 25 გარსით დაფარული ტაბლეტების დოზა უნდა განსაზღვროს ექიმმა - კლინიკური სურათის მიხედვით. ჩვეულებრივ, ოპტიმალური დოზა შეადგენს დაახლოებით 300-600 მგ-ს დღე-ღამეში, განაწილებული რამდენიმე მიღებაზე. 

 

იშემიური ინსულტის და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევების მეორადი პროფილაქტიკისთვის (მონოთერაპიის სახით ან ასპირინთან კომბინაციაში) პრეპარატ კურანტილი® N 25 გარსით დაფარული ტაბლეტების დოზა უნდა განსაზღვროს ექიმმა - კლინიკური სურათის მიხედვით. ჩვეულებრივ, ოპტიმალური დოზა შეადგენს დაახლოებით 300-600 მგ-ს დღე-ღამეში, განაწილებული რამდენიმე მიღებაზე.

 

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში პრეპარატ კურანტილი® N 25-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის. მონაცემები არ არსებობს.

 

გამოყენების წესი
მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზის თანდათანობით გაზრდით, ხოლო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება საჭიროა უზმოდ, მთლიანად, სითხის მიყოლებით. 

 

მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალური მოთხოვნისა და ასატანობის შესაბამისად.

 

მკურნალობის ხანგრძლივობა

კურანტილი® N 25 გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

 

თუ მიიღეთ პრეპარატ კურანტილი® N 25-ის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ამ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ სამკურნალო საშუალების შეფუთვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ცარიელია. 

 

თუ დაგავიწყდათ კურანტილი® N 25-ის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. 

 

მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

 

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის თერაპიულ დოზებში გამოყენების შემთხვევაში არასასურველი სამკურნალწამლო რეაქცია, როგორც წესი, ატარებს მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს.

 

ზოგჯერ (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში) შეიძლება ადგილი ჰქონდეს: ღებინებას, ფაღარათს, აგრეთვე ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გაბრუების შეგრძნება, გულისრევა, თავის ტკივილი (მათ შორის სისხლძარღვების მხრივ წარმოშობილი თავის ტკივილი) და ტკივილი კუნთებში. ჩვეულებრივ, აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება პრეპარატ კურანტილი® N 25-ის ხანგრძლივი გამოყენებისას.

 

თავისი სისხლძარღვების გამაფართოებელი პოტენციური მოქმედების გამო, მაღალი დოზებით კურანტილი® N 25 მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა, ცხელების შეგრძნება და გახშირებული გულისცემა, განსაკუთრებით სისხლძარღვების გამაფართოებელი სხვა საშუალებების მიღებისას.

 

იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 პაციენტში) შეიძლება გამოვლინდეს კანზე ხანმოკლე გამონაყარის და ჭინჭრის ციების ტიპის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ერთეულ შემთხვევებში (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია) აღინიშნებოდა სისხლდენისადმი მიდრეკილების მომატება ქირურგიული ჩარევისას ან მის შემდეგ. 

 

ნაჩვენებია, რომ დიპირიდამოლი შეიძლება იყოს წარმოდგენილი ნაღვლის ბუშტის კენჭების შემადგენლობაში. 

 

რეგისტრირებულია შემდეგი არასასურველი მოქმედების ერთეული შემთხვევები (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია):L

- გულის იშემიური დაავადების სიმპტომების გაღრმავება

- სტენოკარდია

- მიოკარდიუმის ინფარქტი

- თრომბოციტოპენია

- ბრონქოსპაზმი.

 

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში. 

 

კურანტილი® N 25-ის შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფსა და მინის ფლაკონის ეტიკეტზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

 

ვარგისობის ვადა: 3 წელი. 

 

შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს. 

 

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში გადაგდება არ შეიძლება. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

 

 

გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?