დავიკოლი / Davikol


შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია: თაფლი _ 10 გ, ასკორბინის მჟავა _ 0,005 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი ან ნიპაგინი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
,,დავიკოლ”-ს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედება. პრეპარატი ხასიათდება ანტიოქსიდანტური აქტივობით, წარმოადგენს ფერმენტული აქტივობის რეგულატორს, ასტიმულირებს თვალის ქსოვილების რეგენერაციის და ჭრილობების შეხორცების პროცესებს.

ჩვენებები
• თვალის ტრავმები და დამწვრობები;
• კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეული რქოვანის ცვლილებები და კონიუნქტივიტები;
• ~მონიტორული~ კონიუნქტივიტი კომპიუტერთან მუშაობის დროს;
• ბროლის დაწყებითი შემღვრევები;
• ოფთალმოჰერპესის ყველა ფორმა (მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი);
• თვალის ადენოვირუსული დაზიანება;
• ინფექციური, პოსტტრავმული და ოპერაციის შემდგომი გენეზის კერატოპათიები;
• სხვადასხვა გენეზის რქოვანას და ბადურას დისტროფიები;

მიღების წესები და დოზები
ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში - თითო წვეთი 6-ჯერ დღეში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - თითო წვეთი 3-ჯერ დღეში.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის შესწავლილი;

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 10 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილზე (8 - 15oC ტემპერატურის პირობებში).

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.