Nuk
დეტრივიტი მაქსი / DETRIVIT MAX

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): colecalciferol
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

1. რა არის დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი?

დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი წარმოადგენს ვიტამინ D3-ის ბალანსირებული რაოდენობების შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც გამოიყენება D ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკისთვის. 

ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების პროცესს ორგანიზმში, ხელს უწყობს ამ ელემენტების საჭირო დონეზე შენარჩუნებას სისხლში, ასევე ძვლებსა და კბილებში. იგი განაპირობებს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებას, ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებას, ზრდის კუნთების ტონუსს. 

ვიტამინი D3-ის მოქმედების შედეგად უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქცია, სისხლის შედედების პროცესი, რეგულირდება ნერვული იმპულსების გატარება, ხდება იმუნური სისტემის გაძლიერება. ვიტამინი D3 ასევე აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 

ვიტამინი D3-ის მიღება, განსაკუთრებით კალციუმთან ერთად, უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის დაკარგვის შენელებას, მოტეხილობების რისკის შემცირებას და აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გზით მისი მიღება (მზეზე ყოფნის დროის სიმცირე, არასრულფასოვანი საკვები, ასაკობრივი ფაქტორები) ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ვიტამინ D3-ის მიღება არის ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სავალდებულო კომპონენტი.

 

2. როგორ მივიღოთ დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი?

დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს, 1 ჭიქა წყალთან ერთად.

რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს: ზრდასრულები - 1 კაფსულა დღეში. 

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტის ხარისხისა და მიღებულ დოზაზე რეაქციის მიხედვით. 

 

3. რა სიფრთხილეა საჭირო დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსის მიღების დროს?

დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ ინიშნება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. 

დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება! 

 

არ მიიღოთ დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. 

 

დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსით ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის კონტროლი, ასევე თირკმლის ფუნქციის კონტროლი სისხლში კრეატინინის რაოდენობის განსაზღვრის გზით. დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილები არიან ორგანიზმში კენჭების წარმოქმნისკენ. ჰიპერკალციემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში დანამატის მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას ვიტამინ D3-ის მის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის მომატებული რისკის გამო. ოსტეოპოროზის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში გამოყენებისას მაღალია ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი.

დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის

 

ინახება არა უმეტეს 15-25˚C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. 

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

 

ბიოლოგიურად აქტიურ დანამატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. დამატებითი ინფორმაცია დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსის შესახებ

დეტრივიტი 

1 კაფსულაში: ვიტამინი D3 ეკვ. 50 მკგ (2000 ს.ე.) ვიტამინი D. 

შეიცავს: ქოლეკალციფეროლი - 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, MCT-ცხიმი - 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

 

დეტრივიტი ფორტე

1 კაფსულაში: ვიტამინი D3 ეკვ. 125 მკგ (5000 ს.ე.) ვიტამინი D. 

შეიცავს: ქოლეკალციფეროლი - 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, MCT-ცხიმი - 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

 

დეტრივიტი მაქსი

1 კაფსულაში: ვიტამინი D3 ეკვ. 250 მკგ (10000 ს.ე.) ვიტამინი D. 

შეიცავს: ქოლეკალციფეროლი - 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, MCT-ცხიმი - 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

 

გამოშვების ფორმა: 30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე.

სად შევიძინოთ?