Nuk
დიფეროლი / diferol


დიფეროლი შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს  ვიტამინ D3 (ქოლეკალციფეროლი ) 25 უგ (1000 სე).
დამატებითი კომპონენტები:  ცელულოზა, დი-კალციუმ ფოსფატი, ნატრიუმის კარბოქსილ მეთილ ცელულოზა,  მაგნიუმის სტეარატი,  ბეტა ციკლოდექსინი, საფლორის ზეთი, ჟელატინი, სუბსტანცია ტენიანობის შესანარჩუნებლად, გლიცერინი, ვიტამინი D.

ჩვენებები:
D ვიტამინის დეფიციტი;   იმუნიტეტის დაქვეითება; ოსტეოპოროზი (ძვლების დაავადება); კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევები.

დოზირება და მიღების წესი:
D ვიტამინის რეკომენდებული დოზები მათთვის, ვისაც აღენიშნება ვიტამინის დეფიციტი , ან მიეკუთვნება დეფიციტის რისკის ჯგუფს: ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში: 800-2000 სე დღეში წონის მიხედვით სექტემბრიდან აპრილამდე პერიოდში. 800-2000 სე დღეში წონის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში თუ ზაფხულში D ვიტამინის სათანადო რაოდენობით სინთეზი უზრუნველყოფილი არ არის. 65 წლის ზემოთ 800-2000 სე დღეში წონის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში, რადგან D ვიტამინის სინთეზის უნარი ამ ასაკობრივ ჯგუფში კანში დაქვეითებულია.

ჭარბწონიან ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში:
1600-4000 სე დღეში მთელი წლის განმავლობაში. ფერადკანიანი პირები:  1000-2000 სე დღეში წონის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში. ღამის ცვლის მუშაკები. 1000-2000 სე დღეში წონის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში. D ვიტამინის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პირთათვის, ვისაც აწუხებს ძვლის დაავადებები, როგორიცაა: ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია - წარმოადგენს ძვლებში მინერალების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ ოსტეოპოროზის განვითარების დასაწყისია. ოსტეომალაცია ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია აღენიშნებათ მათ, ვისაც ორგანიზმში აღენიშნებათ D ვიტამინის დეფიციტი, რომელიც იწვევს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვის დარღვევას, რასაც თავის მხრივ მივყავართ კალციუმის ნაკლებობამდე. D ვიტამინის დიდი დოზით მიღება ასევე მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აღენიშნებათთირკმლის დაავადებები. პრეპარატ დიფეროლის-ის მიღება ერთდროულად მზის სხივების ზემოქმედებასთან ერთად არ ქმნის დოზის გადაჭარბების რისკს. 3 წლიდან ზემოთ დიფეროლი დღეში ერთხელ, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. პრეპარატი მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად.

განსაკუთრებული მითითებები:
პროდუქტი გამოიყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით და მისი ზედამხედველობის ქვეშ. რეკომენდებული არ არის სხვაგვარად მისი მიღება. პროდუქტი არ არის განკუთვნილი პარენტერალური მიღებისთვის.

გარეგნული სახე და შეფუთვა:
#30 ტაბლეტი.

შენახვის პირობები:
ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე. 

სად შევიძინოთ?