Nuk
დიფლაზონი / Diflazon


წამლის ფორმა 
კაფსულები

შემადგენლობა
50მგ ყოველი კაფსულა შეიცავს 50 მგ ფლუკონაზოლს
50მგ ყოველი კაფსულა შეიცავს 150 მგ ფლუკონაზოლს
დამხმარე ნივთიერებები: მონოჰიდრატის ლაქტოზები, სიმინდის (მაისის) სახამებელი, უფერო, კოლოიდური კრემნიუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურისულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი: ტიტანიუმის დიოქსიდი E171, პატენტირებული ლურჯი საღებავი E131, ჟელატინი.

აღწერა
50მგ კაფსულები: კაფსულის თავსახური ღია ლურჯი ფერის, კაფსულის კორპუსი თეთრი ფერის.
150მგ კაფსულები: კაფსულის თავსახური და კორპუსი ღია ლურჯი ფერისაა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის. თიაზოლის წარმოებულები. ფლუკონაზოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფლუკონაზოლი – სოკოს საწინააღმდეგო საშუალება თიაზოლების ჯგუფიდან – გამოიყენება ზედაპირული და სისტემური სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. პრეპარატი არის სოკოს უჯრედებში ერგოსტეროლის სინთეზის მძლავრი სელექტიური ინჰიბიტორი. ფლუკონაზოლი მოქმედებს ფუნგიოსტატურად, ავლენს აქტივობას რიგი პირობით-პათოგენური და პათოგენური სოკოების მიმართ, როგორიცაა Candida spp. (C.albicans, C. tropicalis), Cryptococcus neoformans, Microsporum spp, Trchophyton spp. ფლუკონაზოლმა ასევე აჩვენა აქტივობა ენდემური მიკოზების მოდელებზე Blastomyces dermatitides, Coccidoides immitis da Histoplasma capsulatum  გამოწვეული ინფექციების ჩათვლით.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ფლუკონაზოლი შიგნით მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება; მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ზე მეტს. უზმოზე პრეპარატის 150 მგ შიგნით მიღების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს ინტრავენურად 2,5 – 3,5 მგ/ლ შეყვანილი პრეპარატის პლაზმაში კონცენტრაციის 90%-ს. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს შიგნით მიღებული პრეპარატის აბსორბციაზე. პლაზმაში კონცენტრაცია პიკს აღწევს უზმოზე მიღებიდან 0,5 – 1,5 საათში, ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 30 საათია. კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიღებული დოზის პირდაპირპროპორციულია. მდგრადი კონცენტრაციის 90% მიიღწევა პრეპარატით მკურნალობისას 4-5 დღეში (დღეღამეში 1 ჯერ მიღებისას). დარტყმითი დოზის შეყვანა (დღეღამეში 1 ჯერ), რომელიც შეესაბამება ორმაგ სადღეღამისო დოზას, საშუალებას იძლევა 90% წონასწორული კონცენტრაცია მიღწეული იქნას მე-2 დღეს.
განაწილება
ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და სითხეში, თავზურგტვინის სითხის ჩათვლით. ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ნერწყვში და ნახველში სისხლის პლაზმაში მისი შემცველობის ანალოგიურია. პაციენტებში სოკონსვი მენინგიტით, ფლუკონაზოლის დონე CSF-ში (ლიქვორში) შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი დონის დაახლოებით 80%. რქოვან ფენაში, ეპიდერმისში დერმასა და ეგზოკრინურ საოფლე ჯირკვლებში მიიღწევა მაღალი კონცნტრაციები, რომლებიც შრატისას აღემატება.
მეტაბოლიზმი
ფლუკონაზოლის 5% ნაკლები ექვემდებარება პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში. მისი მეტაბოლიტების ცირკულაციის მტკიცებულება არ არის.
გამოყოფა
ფლუკონაზოლის გამოყოფის ძირითადი გზა არის მისი გამოყოფა თირკმლებით, შეყვანილი დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. 

მიღების ჩვენებები
- კრიპტოკოკური ინფექციები, კრიპტოკოკური მენინგიტის და მოცემული ინფექციის სხვა ლოკალოზაციის ჩათვლით (მაგ. ფილტვები, კანი), როგორც ნორმალური ასევე დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში (მაგ. პაციენტები აივ –იფექციით, ორგანული ტრანსპლანტანტებით); პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას აივ-ინფექციის მქონე პაციენტებში კრიპტოკოკური ინფექციის პროფილაქტიკისათვის.
- სისტემური კანდიდოზები კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზის და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების სხვა ფორმების ჩათვლით (მაგ. მუცლის აპკის, ენდოკარდიუმის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები). შესაძლებელია კანდიდოზური ინფექციების მკურნალობის ჩატარება პაციენტებში ავთვისებიანი სიმსივნეებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებში, პაციენტებში რომლებსაც უტარდებათ ციტოტოქსიკური ან იმუნოსუპრესიული თერაპია, ასევე სხვა ფაქტორების არსებობისას, რომლებიც ხელს უწყობს კანდიდოზის განვითარებას.
- ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პაციენტები აივ-ინფექციით: პირის ღრუს და ხახის (მათ შორის კბილების პროთეზის ტარებასთან დაკავშირებული პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი), საყლაპავის კანდიდოზი, ბრონქო-პულმონალური კანდიდოზები, კანდიდურია, კანის კანდიდოზი.
- გენიტალური კანდიდოზები: ვაგინალური კანდიდოზები (მწვავე და მორეციდივე), კანდიდოზური ბალანიტი, ვაგინალური კანდიდოზების რეციდივების პროფილაქტიკა (წელიწადში 3 და მეტი ეპიზოდი).
- სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ამ ინფექციებისადმი ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის გამო.
-კანის მიკოზები ტერფის, გლუვი კანის, საზარდულის არის მიკოზების ჩათვლით; სარტყლისებური ლიქენი; ონიქომიკოზი; კანის კანდიდური ინფექციები.

წინააღმდეგჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან აზოლის ნაერთების მსგავსი სტრუქტურებისადმი.
ფლუკონაზოლი ახდენს ღვიძლის სისტემის P450 ციტოქრომის აქტივობის ინჰიბირებას, რითაც აქვეითებს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების (ერფენადინის, ასტემიზოლის და ციზაპრიდის) მეტაბოლიზმს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და გულის რითმის მძიმე დარღვევები.
ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, ბავშვთა (ძუძის წოვის) ასაკი (6 თვემდე). ბავშვებში თვიდან 6 წლამდე რეკომენდებულია დიფლაზონის ინტრავენური ფორმა.

მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
კრიპტოკოკური მენინგიტისას და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკური ინფექციებისას პირველ დღეს ჩვეულებრივ ინიშნება 400 მგ ფლუკონაზოლი, შემდგომ მკურნალობა გრძელდება 200-400 მგ დოზით 1 ჯერ დღეში.მკურნალობის ხანგრძლივობა კრიპტოკოკური ინფექციებისას დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტურობაზე რომელიც დადასტურებულია მიკოლოგიური კვლევებით; როგორც წესი, კრიპტოკოკური მენინგიტისას თერაპია გრძელდება 6-8 კვირა. კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის თავიდან ასაცილებლად, შიდს-ით დაავადებულ პაციენტებში პირველადი თერაპიის სრული კურსის შემდეგ პაციენტს ენიშნება ფლუკონაზოლი დოზით 200 მგ 1 ჯერ დღეღამეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზების, სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინექციებისას დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 400 მგ პირველ დღეღამეში, შემდგომ – 200 მგ 1 ჯერ დღეღამეში. არასაკმარისი კლინიკური ეფექტურობის შემთხვევაში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 400მგ/დღეღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე.
ოროფარინგეალური კანდიდოზისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 – 100 მგ 1 ჯერ დღეში; მკურნალობის ხანგრძლივობა  - 7-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტებში იმუნიტეტის გამოხატული დაქვეითებით, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 
კბილების პროთეზის გამოყენებასთან დაკავშირებული პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზისას, ფლუკონაზოლი ჩვეულებრივ ინიშნება 50 მგ 1 ჯერ დღეღამეში 14 დღის განმავლობაში, პროტეზის დასამუშავებელ ანტისეპტიკურ საშუალებებთან ერთად. 
ლორწოვანი გარსის სხვა კანდიდოზური ინფექციებისას (გარდა გენიტალური კანდიდოზისა), მაგ. ეზოფაგიტისას, არაინვაზიური ბრონქოპულმონარული ინფექციების, კანდიდურიის, კანის და ლორწონავი გარსების კანდიდოზისას და ა.შ. რეკომენდებულია დოზა 50 – 100 მგ დღეღამეში 14-30 დღიანი მკურნალობისას. 
ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკისათვის შიდსით დაავადებულ პაციენტებში, პირველადი თერაპიის კურსის შემდეგ, პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს დოზით 150 მგ 1 ჯერ კვირაში. 
ვაგინალური კანდიდოზისას ფლუკონაზოლი გამოიყენება პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით, რომელიც შეადგენს 150 მგ; ვაგინალური კანდიდოზების რეციდივის პროფილაქტიკისათვის პრეპარატი შეიძლება დაინისნოს 150მგ დოზით 1 ჯერ თვეში. მკურნალობის ხანგრძლივობა ირჩევა ინდივიდუალურად და ვარირებს 4-დან 12 თვემდე. ზოგიერთ პაციენტს სეიძლება დაჭირდეს უფრო ხშირი მიღება.
Candida-თი გამოწვეული ბალანიტისას ინიშნება 150მგ ფლუკონაზოლი პერორალურად ერთჯერ მისაღებად. კანდიდოზების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებული დოზა 
შეადგენს 50-400მგ ერთჯერ დღეში სოკოვანი ინფექციის განვითარების ხარისხის მიხედვით. სისტემური ინფექციის მაღალი რისკისას, მაგ. პაციენტები საწყისი გამოვლინებებით ან პერსისტული ნეიტროპენიით, რეკომენდებული დოზა შეადგენს 400მგ 1ჯერ დღეში. ფლუკონაზოლის მიღება უნდა დაიწყოს ნეიტროპენიის მოსალოდნელ გამოვლინებამდე რამდენიმე დღით ადრე, ხოლო ნეიტროფილური ლეიკოციტების რიცხვის 1000/მმ3 მეტად მომატების შემდეგ მკურნალობა გრძელდება არაუმცირეს 7 დღის განმავლობაში. 
კანის ინფექციებისას ტერფების, სადა კანის, საზარდულის მიდამოს დერმატომიკოზის შემთხვევაში და ასევე კანდიდური ინფექციებისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 150მგ კვირაში ერთჯერ ან 50მგ ერთჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 2-4 კვირას, თუმცა ტერფების დერმატომიკოზისას თერაპია უფრო ხანგრძლივია (6 კვირამდე). 
ფერადი ლიქენის დროს პრეპარატის რეკომენდებული დოზა არის 300მგ კვირაში ერთჯერთ ორი კვირის მანძილზე; ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში აუცილებელია მესამე დოზის დანიშვნა 300მგ/კვირაში, მაშინ როდესაც რიგ შემთხვევებში საკმარისია 300-400მგ დოზის მხოლოდ ერთხელ მიღება.; მკურნალობის ალტერნატიული სქემა მდგომარეობს 50მგ დღეში ერთჯერ მიღებაში 2-4 კვირის განმავლობაში.
ონიქომიკოზისას რეკომენდებულია 150მგ მიღება კვირაში ერთჯერ. მკურნალობა გრძელდება დაინფიცირებული ფრჩხილის შეცვლამდე (არადაინფიცირებული ფრჩხილის ზრდა). ხელის თითებზე ფრჩხილების აღდგენას ჭირდება 3-6 თვე, ხოლო ფეხის თითებზე ფრჩხილების აღდგენას – 6-12 თვე.
ბავშვები
ბავშვებში, როგორც მსგავსი ტიპის ინფექციებისას მოზრდილებში, მკურნალობის ხანრგძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ და მიკოლოგიურ პასუხზე. დოზამ ბავშვებში არ უნდა გადააჭარბოს მოზრდილების მაქსიმალურ დღეღამურ დოზას. ფლუკონაზოლი მიიღება 1ჯერ დღეში. 
ლორწოვანი გარსის კანდიდოზის შემთხვევაში ფლუკონაზოლის რეკომენდებული დოზა არის 3მგ/კგ/დღეში. მდგრადი კონცენტრაციის უფრო სწრაფად მიღწევის მიზნით პირველ დღეს შეიძლება დაინიშნოს დარტყმითი დოზა 6მგ/კგ. სისტემური კანდიდოზის ან კრიპტოკოკური ინფექციების მკურნალობისას რეკომედებულია 6-12მგ/კგ/დღეში მიღება დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე. 
სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისას დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ბავშვებში, რომელთა ინფექციის განვითარება დაკავშირებულია ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის შედეგად განვითარებულ ნეიტროპენიასთან, ფლუკონაზოლის ყოველდღიური დოზა შეადგენს 3მგ-დან 12მგ-მდე სხეულის მასის ერთ კილოგრამზე ინდუცირებული ნეიტროპენიის ინტენსივობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდონარე. 
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ბავშვებში პრეპარატის დღიური დოზა უნდა შემცირდეს (იმავე პროპორციით, როგორც მოზრილებში) თირკმლის უკმარისობის გამოხატულების ხარისხის შესაბამისად.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის არ არსებობისას მკურნალობა ტარდება დოზირების ჩვეული რეჟიმით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <50მლ/წთ) პრეპარატის დოზა რეგულირდება ქვემოთ მოცემული მითითების შესაბამსიად. 
გამოყენება თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში 
ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას არ არის საჭირო დოზის კორექცია. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის ხელმეორედ შეყვანისას საჭიროა თავდაპირველად დარტყმითი დოზის შეყვანა, რაც შეადგენს 50-400მგ. თუ კრეატინინის 
კლირენსი (Ccl) შეადგენს >50მლ/წთ, მიიღება პრეპარატის ჩვეული დოზა (100% რეკომენდებული დოზა). თუ Ccl არის 11-50მლ/წთ ფარგლებში, მაშინ მიიღება რეკომენდებული დოზის 50%. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ საჭიროა პრეპარატის ერთი დოზის მიღება. 

გვერდითი მოვლენები
დარღვევები ლიმფური და სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ
- ჰემატოგრამის ცვლილებები (ლეიკოპენია, ნეიტროპენიის და აგრანულოციტოზის ჩათვლით, თრომბოციტოპენია)
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
- ანაფილაქსია, ანგოინევროზული შეშუპების ჩათვლით
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
- ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
- თავის ტკივილი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
- გულისრევა, დიარეა, მეტეორიზმი, ღებინება, მუცლის ტკივილი
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
- QT ინტერვალის გახანგრძლივება, “torsade de pointes  “ ტიპის არითმია
ჰეპატობილიარული დარღვევები
- ღვიძლის ფერმენტების (ალანინტრანსფერაზის, ასპარტატამინოტრანსფერაზის, ტუტე ფოსფატაზის) აქტივობის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპერბილირუბინემია)
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
- კანის გამონაყარი, ალოპეცია, ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაილას სინდრომი)
სხვა
- გემოს გაუკუღმართება
მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარებისას, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ჰალუცინაციები, პარანოიდალური ქცევა
მკურნალობა: სიმპტომატურია (მათ შორის კუჭის ამორეცხვა კლინიკური აუცილებლობისას).
ფლუკონაზოლი გამოიყოფა ძირითადად შარდით. ჰემოდიალიზი 3 საათის განმავლობაში 50%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის კონცენტრაციას სისხლის შრატში.
ლაბორატორიულ ცხოველებს (თაგვები, ვირთხები) ფლუკონაზოლის ძალიან მაღალი დოზების მიღება გამოიწვია ისეთი კლინიკური ეფექტი, როგორიცაა მოძრაობის აქტივობის და სუნთქვის დათრგუნვა, ფტოზი, ცრემლდენა, ნერწყვის დენა, შარდის შეუკავებლობა, რეფლექსების დათრგუნვა, ციანოზი, ლეტალური გამოსავალი, რომელსაც ზოგჯერ წინ უსწრებდა კლონური კრუნჩხვები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, ასევე ურთიერთქმედების სხვა ფორმები
არ არის კლინიკურად სარწმუნო მონაცემები არასასურველი მედიკამენტური ურთიერთქმედების შესახებ პერორალურად ფლუკონაზოლის ერთჯერადი დოზის მიღებისას ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ. არასასურველი კლინიკური ურთიერთქმედება შეიძლება გამოვლინდეს ფლუკონაზოლის მრავალჯერადი და დიდი დოზების და ჩამოთვლილი სუბსტანციების ერთად გამოყენებისას. 
- ფლუკონაზოლის და ვარფარინის ერთად გამოყენებისას იზრდება პროთრომბინის დრო (საშუალოდ 12%), რის გამოც საჭიროა ამ მაჩვენებლის კონტროლი.
- ფლუკონაზოლი ზრდის პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების – სულფონილშარდოვანას წარმოებულების (ქლორპროპანიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) ბიოლოგიური ნახევარდაშლის პერიოდს. დასაშვებია მითითებული პრეპარატების ერთდროული გამოყენება, მაგრამ გასათვალისწინებელია ჰიპოგლიკემიის განვითარების შესაძლებლობა.
- ფლუკონაზოლი ზრდის ფენიტოინის კონცენტრაციას შრატში – აუცილებელია აღნიშნული მაჩვენებლის კონტროლი და აუცილებლობისას დოზის კორექცია.
- ფლუკონაზოლის და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენება იწვევს ფლუკონაზოლის AUC დაქვეითებას და ნახევარდაშლის პერიოდის შემცირებას 25% და 20%-ით შესაბამისად, ფლუკონაზოლის მეტაბოლიზმის დაჩქარების შედეგად. პაციენტებმა, რომლებიც ერთდროულად იღებენ აღნიშნულ პრეპარატებს, საჭიროა ადექვატურად გაზარდონ ფლუკონაზოლის დოზა.
- გადანერგილი თირკლის მქონე პაციენტებში, ფლუკონაზოლმა (200მგ/დღეღამეში) შესაძლოა შრატში გაზარდოს ციკლოსპორინის კონცენტრაცია, რის გამოც აუცილებელია ამ მაჩვენებლის კონტროლი.
- ფლუკონაზოლი ზრდის თეოფილინის კონცენტრაციას სისხლის შრატში; პაციენტები, რომლებიც იღებენ თეოფილინის მაღალ დოზებს, ან პაციენტები, რომლებსაც აქვთ თეოფილინური ინტოქსიკაციის განვითარების მომატებული ალბათობა, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ტოქსიურობის ნიშნების გამოვლენისას, თერაპია უნდა შეიცვალოს.
- ფლუკონაზოლის და ციზაპრიდის ერთდროული გამოყენებისას, შესაძლებელია QT ინტერვალის გახანგრძლივება და/ან გულის რითმის სერიოზული დარღვევები.
ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.
- QT ინტერვალის გახანგრძლივების შედეგად სერიოზული არითმიების განვითარების გამო ჩატარდა კვლევები პაციენტებში სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების – აზოლის წარმოებულების და ტერფენადის ურთიერთქმედების შესასწავლად. ფლუკონაზოლის მიღებისას დოზით 200 მგ/დღეღამეში QT ინტერვალის გახანგრძლივება არ დადგინდა, მაშინ როდესაც კვლევამ ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზით 400 მგ და 800 მგ აჩვენა, რომ პრეპარატი სადღეღამისო დოზით 400მგ და მეტი მნიშვნელოვნად ზრდიდა სისხლის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციას. ფლუკონაზოლის 400მგ/დღეღამეში და თეოფილინის ერთდროული მიღება წინააღმდეგნაჩვენებია. პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ ტერფენადინს და ფლუკონაზოლს 400მგ/დღეღამეში ნაკლები დოზით, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ.
- ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს რიფაბუტინის კონცენტრაცია შრატში. აღნიშნული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, აღწერილია უვეიტის შემთხვევები. აუცილებელია იმ პაციენტების მდგომარეობაზე გულმოდგინე დაკვირვება, რომლებიც ერთდოულად იღებენ ფლუკონაზოლს და რიფაბუტინს.
- ფლუკონაზოლის და ზიდოვუდინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში უკანასკნელის კონცენტრაციის მომატება. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ზიდოვუდინის შემცველობის მატებას შეიძლება მოყვეს არასასურველი შედეგები.
- საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ჰიდროქლორთიაზიდის და ფლუკონაზოლის ერთდოულმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ფლუკონაზოლის კონცენტრაცია სისხლის შრატში.
ფლუკონაზოლის და ფლუვასტატინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში უკანასკნელის კონცენტრაციის მომატება.
ფლუკონაზოლის და აკროლიმუსის პერორალურად ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში უკანასკნელის კონცენტრაციის 5 ჯერ მომატება CYP3A4-ით მისი მეტაბოლიზმის ინჰიბირების შედეგად. აღნიშნული ეფექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეფროტოქსიკურობასთან. თუმცა აკროლიმუსის ინტრავენურად გამოყენებისას, მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნა. პაციენტები, რომლებიც იღებენ აკროლიმუსს და ფლუკონაზოლს, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ. 
ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების (მიდაზოლამი) მოქმედების ფონზე ფლუკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს მიდაზოლამის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მომატება და ფსიქომოტორული ეფექტები. ასეთი ეფექტი უმთავრესად ვლინდება ფლუკონაზოლის პერორალურად მიღებისას, ვიდრე მისი ინტრავენურად გამოყენებისას. ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტზე სათანადო დაკვირვება და შესაძლოა ბენზოდიაზეპინების დოზის შემცირება. ფლუკონაზოლის გამოყენებამ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სტემიზოლს შეიძლება გამოიწვიოს უკანასკნელის კლირენსის შემცირება როგორც სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების შედეგი. აღნიშნულ ეფექტს შეიძლება თან ახლდეს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევეაში “torsade de pointes” ტაქიკარდიის შეტევები. ფლუკონაზოლის და სტემიზოლის ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია. 

განსაკუთრებული მითითებები
იშვიათ შემთხვევაში ფლუკონაზოლის გამოყენება დაკავშირებული იყო ღვიძლის ტოქსიკურ ცვლილებებთან, უმთავრესად პაციენტებში თანმხლები სერიოზული დაავადებებით. ფლუკონაზოლის მიღებასთან დაკავშირებული ჰეპატოტოქსიკური ფექტების შემთხვევაში მკვეთრი კავშირი პრეპარატის სადღეღამისო დოზას, თერაპიის ხანგრძლივობას, პაციენტის სქესსა და ასაკს შორის დადგენილი არ არის. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოტქსიკური მოქმედება როგორც წესი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ფლუკონაზოლით მკურნალობისას აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების აქტივობის კონტროლი და დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე. სავარაუდოდ მკურნალობასთან დაკავშირებული კლინიკური ნიშნების, ან ღვიძლის დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უნდა შეწყდეს ფლუკონაზოლით მკურნალობა. 
შიდსით დაავადებულები უფრო მეტაად არიან მიდრეკილნი კანის მძიმე რეაქციებისადმი სხვადასხვა პრეპარატის მიღებისას. საჭიროა პრეპარატის მოხსნა იმ შემთხვევაში, როდესაც ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტებს უვითარდებათ გამონაყარი, რომელიც შეფასებულია როგორც ფლუკონაზოლთან დაკავშირებული. ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტებში გამონაყარის განვითარებისას საჭიროა მათზე გულმოდგინე დაკვირვება და ფლუკონაზოლის მოხსნა ბულოზური ცვლილებების, ან მრავალფორმული ერითემის განვითარებისას. 
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. კომპლექსური მკურნალობისას საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის კორექცია კრეატინინის კლირენსიდან გმომდინარე. 
შეზღუდულია გამოცდილება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ფლუკონაზოლის გამოყენებაზე. მკურნალობის აუცილებლობის შესახებ ექიმმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 
ზოგიერთი აზოლების გამყენებას ფლუკონაზოლის ჩათვლით უკავშირებენ ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებას. პოსტმარკეტინგული 
პერიოდში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის გამოყენებისას QT ინტერვალის და “ტორსადე დე პოინტეს” ტაქიკარდიის შეტევების მომატება აღინიშნებოდა ძალიან ინშვიათ შემთხვევებში პაციენტებში მრავლობითი რისკ-ფაქტორებით, როგორებიცაა გულის ორგანული დაავადებები, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და მსგავსი სახის დარღვევების განვითარების ხელშემწყობი თანმხლები თერაპია. 
მკურნალობის დაწყებამდე მიღებული უნდა იქნას სოკოვანი კულტურების ნიმუშები და ჩატარდეს სხვა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები (სეროლოგია, ჰისტოპათოლოგია). თერაპია შეიძლება დაიწყოს მანამდე, სანამ ცნობილი გახდება ლაბოლატორიული კვლევების შედეგები, თუმცა შედეგების მიღებისთანავე ანტიბაქტერიული მკურნალობა შესაბამისად უნდა იყოს კორეგირებული. 

სპეციალური ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დიფლაზონი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა ლაქტოზის აუტანლობის იშვიათი პათოლოგიით, ლაპპას ლაქტაზური უკმარისობით, ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატები. 

ორსულობა და ლაქტაცია
ორსული ქალებისთვის პრეპარატი რეკომენდებული არ არის. მისი გამოყენება გამართლებულია მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მკურნალობის სარგებელი აღემატება რისკს ნაყოფისათვის.
ფლუკონაზოლი აღმოჩენილია დედის რძეში იმავე კონცენტრაციით, როგორც პლაზმაში. ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვასა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობაზე
სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს თავბრსხვევა და კრუნჩხვები, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას სატრანსპორტო საშუალების და სხვა მოძრავი მექანიზმების მართვისას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
50მგ კაფსულები: მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 7 კაფსულა (7 კაფსულა ერთ ბლისტერზე) დანართ ფურცელთან ერთად. 
150მგ კაფსულები: მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 კაფსულა (1 კაფსულა ერთ ბლისტერზე)/2 კაფსულა (2 კაფსულა ერთ ბლისტერზე)/4 კაფსულა (4 კაფსულა ერთ ბლისტერზე)/ დანართ ფურცელთან ერთად. 

შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტრეს 25oC ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისიანობის ვადა
5 წელი. 
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით. 

სად შევიძინოთ?