დისფლატილი / DISPHLATYL


შემადგენლობა 

სამკურნალწამლო ფორმა: წვეთები 40მგ/მლ დასალევად
შემადგენლობა 1 მლ წვეთებისა შეიცავს
აქტიური კომპონენტი: 
სიმეტიკონი (აქტივირებული პოლიდიმეთილსილოქსანი) 40.00მგ
კონსერვანტი 
ბენზოის მჟავა 1.00მგ
ნატრიუმ ბენზოატი 1.00მგ
დამხმარე ნივთიერებები: 
პოლიოკსიეთილენი (2) სტეარატი, პოლიოკსიეთილენი (20) სტეარატი, ნატრი სახარინატი, აპომატული დანამატი (ანანასი) გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა 
ერთფეროვანი რძისფერი-თეთრი ემულსია ანანასის სუნით 

გამოშვების ფორმა
30 მლ ფლაკონი. ნარინჯისფერ მინაში დოზატორით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში

ფარმაკოლოგიური თვისებები
დისფლატილის წვეთების აქტიური კომპონენტი სიმეტიკონი წარმოადგენს სილიციუმის შემცველ ზედაპირული მოქმედებისა და ქაფისჩამქრობ საშუალებას. თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების წყალობით ინერტული ნივთიერებაა, რომელიც არატოქსიურია და არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის უჯრედის მემბრანის მიერ. სიმეტიკონი შლის გაზის ბუშტუკებს ფიზიკური ზემოქმედების გზით, ცვლის მათ ზედაპირულ დაჭიმულობას და იწვევს მათ დაშლას. ამ მოქმედების წყალობით სიმეტიკონი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოჭარბებული გაზწარმოქმნისას. გამოთავისუფლებული გაზი შემდეგ გამოიყოფა ბუნებრივი გზით.

ჩვენებები
დისფლატილის წვეთები გამოიყენება ყველა სახის მოჭარბებული გაზწარმოქმნის შემთხვევებში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვებისას: ყურ-ყური, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულიც), აეროფაგია. დისფლატილის წვეთების გამოყენება ამცირებს გადავსების შეგრძნებასა და მუცლის დაჭიმულობას. 
ექიმის დანიშნულებით დისფლატილის წვეთები გამოიყენება ენდოსკოპიური, რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი პროცედურებისთვის მოსამზადებლად და ასევე კუჭის და/ან ნაწლავების ტრაქტის სონოგრაფიული გამოკვლევებისას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გაზების და ჰაერის გამოდევნის მიზნით.

მიღების წესები და დოზები
სიმპტომური მკურნალობა.
მოზრდილები: 25-50 წვეთი, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით ყოველი კვების შემდეგ და ძილის წინ. 
ბავშვები 6-დან 15 წლამდე 25-50 წვეთი, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით ყოველი კვების შემდეგ და ძილის წინ. 
ახალშობილები და ბავშვები 6 წლამდე; 10-15 წვეთი 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან შემდეგ (ჩვილებისათვის ჩასხმული ბოთლში) 
პროფილაქტიკური მიღება კუჭისა და/ან ნაწლავების გამოკვლევებისათვის მოსამზადებლად.
50 წვეთი 3-4-ჯერ დღეში გამოკვლევებამდე წინა 2 დღის განმავლობაში, 50 წვეთი დილით უზმოთ გამოკვლევის დღეს და 50 წვეთი უშუალოდ გამოკვლევის წინ..
გამოყენებამდე აუცილებელია ფლაკონი კარგად შეინჯღრეს!

გვერდითი მოვლენები
რადგანაც დისფლატილის წვეთების აქტიური კომპონენტი - სიმეტიკონი არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით, პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ და არ ავლენს გვერდით მოვლენებს.
ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება
1. ნაწლავთა გაუვალობა, მიმდინარე ძლიერი კოლიკითა და ღებინებით. ამ შემთხვევასი აუცილებელია ექიმის სასწრაფო კონსულტაცია. 
2. პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
1. დისფლატილის წვეთების მიღება დიაბეტით დაავადებულებში.
დისფლატილის წვეთები არ შეიცავს შაქარს.Pპრეპარატი შეიცავს სინთეზურ შაქრის შემცვლელს ნატრიუმის საქარინატს. ამის გამო პრეპარატის მიღება შესაძლებელია დიაბეტით დაავადებულებში.
2. დისფლატილის წვეთების მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ჯობს საერთოდ თავი შეიკავონ სამკურნალო პრეპარატების მიღებისაგან, ან მიმართონ მკურნალ ექიმს.
სპეციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა არც ადამიანებში, არც ცხოველეში.
რადგანაც პრეპარატის აქტიური ნივთიერება სიმეტიკონი არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამოიყოფა შეუცვლელი სახით, ამიტომ დისფლატილის წვეთების მიღება ორსულობისას არ ახდენს ზეგავლენას ნაყოფის განვითარებაზე და ძუძუთი კვებისას არ აღწევს დედის რძეში.
3. დისფლატილის მიღება მექანიზმებთან მუშაობისას და ავტოტრანსპორტის მართვის დროს.
პრეპარატი არ ახდენს სისტემურ ზემოქმედებას ორგანიზმზე და შეიძლება გამოიყენებოდეს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს. 
4. დისფლატილის წვეთების მიღება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და საკვებ პროდუქტებთან ერთად.
არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს სხვა სამკურნალო საშვალებებთან და საკვებ პროდუქტებთან ერთად მიღებისას. (მათ შორისაა ჩაი, ყავა, ალკოჰოლური სასმელები)
5. თუ თქვენ უჩივით რაიმე დაავადებას და მიდრეკილი ხართ ალერგიული რეაქციებისადმი , .მაშინ წინასწარ უნდა მიმართოთ კონსულტაციისათვის ექიმს.
6. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გახანგრძლივებული და განმეორებადი მოშლილობების დროს აუცილებელია დადგინდეს ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზი. აქ შეიძლება საქმე ეხებოდეს არასწორ კვებას ან არასაკმარის მოძრაობით აქტივობას. ასევე თუ ადგილი აქვს ორგანულ დარღვევებსა და დარღვევებს ნერვული სისტემის მხრიდან, ყველა ჩამოთვლილის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება
დღევანდლამდე არ არის დაფიქსირებული პრეპარატის დოზის გადაჭარბების შენთხვევები

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა 5 წელი. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25oC ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ

რეგისტრაციის # და თარიღი
04.11.2008