Nuk
დიზურინორმი / DISURINORM


შემადგენლობა: 1 დოზა (10 მლ)  შეიცავს-აქტიურ  ნივთიერებებს: 9,05გრ ჰიდროლატს მიღებულს  2,25გრ ჭინჭრის ფესვების მშრალი ექსტრაქტისგან( Urtíca dióica);  0,16გრ მცოცავი პალმის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტისგან( Serenoa repens fructus);   0,25გრ ცხენისწაბლას თესლის  მშრალი ექსტრაქტისგან( (Aesculus hippocastanum dry extract);  0,315გრ გოგრის  მშრალი ექსტრაქტისგან(Cucúrbita pеpo dry extract).

1 მლ შეიცავს - აქტიურ ნივთიერებებს: 905მგ ჰიდროლატს მიღებულს  225მგ ჭინჭრის ფესვების მშრალი ექსტრაქტისგან ( Urtíca dióica);  16მგ მცოცავი პალმის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტისგან( Serenoa repens fructus);   25მგ ცხენისწაბლას თესლის  მშრალი ექსტრაქტისგან( (Aesculus hippocastanum dry extract);  31,5მგ გოგრის  მშრალი ექსტრაქტისგან (Cucúrbita pеpo dry extract).

დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი,  ქსანტანის გუმი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი,  ლიმონის მჟავა,  ვანილის და თხილის არომატიზატორი, სუკრალოზა,  გასუფთავებული წყალი.

გამოყენების რეკომენდაციები:  რეკომენდებულია  წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის(ადენომა) I-II სტადიისა და პროსტატიტების დროს შარდის გამოყოფის ისეთი დარღვევების პროფილაქტიკისთვის, როგორიცაა გართულებული, მტკივნეული და ხშირი შარდვა, მათ შორის ღამის პერიოდში, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება(ნარჩენი შარდის არსებობა), შარდვის გადაულახავი სურვილი.

უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

გამოყენების წესები და რეკომენდებული დღიური დოზა: 10 მლ 2 ჯერ დღეში. გამოყენების  წინ  შეანჯღრიეთ.  გამოყენების  წინ  რეკომენდებულია  ექიმის კონსულტაცია. არ  გადააჭარბოთ  რეკომენდებულ   დღიურ დოზას!

განსაკუთრებული მითითება: არ გამოიყენება  ბავშვებში.

შენახვის პირობები და სხვა ინფორმაცია: ინახება ორიგინალურ  შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25 °C  ტემპერატურაზე. არ  გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა: 250მლ ხსნარი ფლაკონში. ფლაკონი მუყაოს კოლოფში მზომ  ჭიქასთან ერთად.

სად შევიძინოთ?