Nuk
დონა ლაიფი / Donna Life

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ESI
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა N30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:
· სოიო ტიტრ. 40 % იზოფლავნოიდებამდე 175 მგ.
· წითელი სამყურატიტრ. 8% იზოფლავონოიდებამდე 125 მგ.
· მაგნიუმი 56,3 მგ.
· ციმიციფუგა ტიტრ. 2.5% ტრიტერპენგლიკოზიდამდე 45 მგ.
· ვიტამინიB6 1,4 მკგ. 

პრეპარატში შემავალი კომპონენტების კომბინაცია უზრუნველყოფს გვერდითი ეფექტების გარეშე ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებული არასასურველი მოვლენების ბუნებრივ ნორმალიზებას.

კომპანია ESI-ის მიერ დაპატენტებული მეთოდით მიღებული ორფაზიანი კაფსულა შეიცავს 4 კომპონენტს,რომელთა ეტაპობრივი  გამონთავისუფლებით მიიღება პრეპარატის გახანგრძლივებული მოქმედება. კაფსულა დამზადებულია ნატურალური მცენარეული ბოჭკოებისგან ფერმენტაციის გზით და არის ადვილად ასათვისებელი.

სოიო-გამოირჩევა ფიტოესტროგენების მაღალი შემცველობით,რომლებიც განსხვავებით ენდოგენური ესტროგენისა და ჩანაცვლებით ჰორმონალური თერაპიის პრეპარატებისაგან, არჩევითად ზემოქმედებეს მხოლოდ β რეცეპტორებზე  და ესტროგენების მოქმედების პოტენცირებით  ამცირებს ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებულ ნეიროვეგეტატიური სიმპტომებს , ასევე გააჩნია ცხიმოვანი ცვლის მარეგულირებელი, ანტითრომბოზული აქტივობა.

წითელი სამყურას ექსტრაქტი შეიცავს 4 იზოფლავონოიდს: ბიოკანინი A (Biochanin A), ფორმონონეტინი (Formononetin), დეიზეინი (Daidzein), გენიცეინი (Genistein), რომლებიც ნაწლავებში ტრანსფორმირდებიან ჰეტეროციკლურ ფენოლებამდე , რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე მაღალი მეტაბოლური აქტივობის ფიტოესტროგენებს და ეფექტურად ამცირებენ ესტროგენის დეფიციტით გამოწვეულ სიმპტომებს.

ციმიციმფუგა ესტროგენის  დეფიციტის დროს  ესტროგენმამოდულირებელი მოქმედებით პოზიტიურად ზემოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე .

მაგნიუმი და ვიტამინი  B6 ხელს უწყობენ  ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აწესრიგებენ ფსიქო ემოციურ მდგომარეობას და ამცირებენ დაღლილობის შეგრძნებას.

ჩვენებები: ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული: ალები, მომატებული გაღიზიანებადობა,დეპრესიული მდგომარეობა, სხვადასხვა ტიპის სქესობრივი დარღვევები,აგრეთვე უძილობა, დაღლილობის შეგრძნება,თავის ტკივილი, კანის სიმშრალე.

 

განსაკუთრებული მითითება:დონალაიფის და ესტროგენის შემცველი ქიმიური პრეპარატის ერთდროული მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს მისი ეფექტი.

 

მიღების წესი: მიიღება დღში 1 კაფსულა ,საკმაო ოდენობით წყალთან ერთად.პრეპარატი შესაძლებელია მიღებულ იქნას ხანგრძლივად ( 3 თვე)

არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.დაიცავით რეკომენდებული დოზირება.

არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის  დროს.

შენახვის პირობები :ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250Cტამპერატურაზე.

აფთიაქიდან პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს

სად შევიძინოთ?