Nuk
დოსოდოსი / Dosodos


შემადგენლობა:

წვეთები

ყოველი 100 მლ შეიცავს:

ბუტამირატის ციტრატი  400 მგ

უწყლო ლიმონმჟავა, ასპარტამი, გლიცერინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ჟოლოს ესენცია, ნეოჰესპერიდინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი q.s. 100 მლ

 

სიროფი

ყოველი 100 მლ შეიცავს:

ბუტამირატის ციტრატი  200 მგ

უწყლო ლიმონმჟავა, ასპარტამი, გლიცერინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ჟოლოს ესენცია, ნეოჰესპერიდინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი, ტარტრაზინი, ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი q.s.   100 მლ

შეიცავს 0,4% წ/მ ეთანოლს

 

თერაპიული მოქმედება

ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

 

ჩვენება

სპაზმოლიზური, გამაღიზიანებელი და შეტევითი ხასიათის ხველის სიმპტომური მკურნალობისთვის.

 

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ბუტამირატის ციტრატი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ზრდის ხველის ცენტრის სტიმულაციის ზღურბლს, რომელიც მდებარეობს მოგრძო ტვინში. ეს ეფექტი ძალზე შერჩევითია, რადგან ბუტამირატი გავლენას არ ახდენს სხვა ახლომდებარე ნერვულ ცენტრებზე, როგორებიცაა რესპირატორული და კარდიოვასკულური ცენტრები. 

ფარმაკოკინეტიკა

ბუტამირატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება პერორალურად მიღების დროს (93%). პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის შემდეგ. პრეპარატი მეტაბოლიზირდება ღვიძლში ჰიდროლაზას (ჰიდროლიტური ფერმენტები) მოქმედებით. ადამიანებში, ძირითადი მეტაბოლიტები, გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, რომელთა 80% შარდში აღმოჩენილი იყო პირველი რვა საათის განმავლობაში. თერაპიულად, ბუტამირატის ციტრატი ძალზე რეკომენდებულია.

 

დოზირება და მიღების წესი:

წვეთები

ჩვილები ერთ წლამდე: 9 წვეთი - 6 საათში ერთჯერ.

ბავშვები 1-3 წლამდე: 18 წვეთი - 6 საათში ერთჯერ.

ბავშვები 3-6 წლამდე: 36 წვეთი - 6 საათში ერთჯერ.

სიროფი

ბავშვები 6 წლიდან: 1 ჩაის კოვზი (5მლ) - 6 საათში ერთჯერ (40 მგ დღეში).

ზრდასრულები: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) 6 საათში ერთჯერ (80 მგ დღეში).

 

უკუჩვენებები

აქტიური ნივთიერებების და/ან  ტარტრაზინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. სიროფიც და წვეთებიც შეიცავს ასპარტამს, ეს განაპირობებს მის უკუჩვენებას პაციენტებში, რომლებიც დაავადებულები არიან ფენილკეტონურიით.

 

მითითებები და სიფრთხილის ზომები

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფილტვების შეშუპება, ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. მიუხედავად ფაქტისა, რომ ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა არაა რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

დოსოდოსის სიროფი შეიცავს ტარტრაზინს, მასში სპირტის შემცველობის გამო მისი მიღება დაუშვებელია პაციენტებში რომლებიც იღებენ დისულფირამს.

 

გვერდითი რეაქციები 

ეგზანთემა, გასტროენტეროლოგიური დარღვევები, დიარეა ან ვერტიგო შესაძლოა გამოვლინდეს მინიმალური ალბათობით (1%), პაციენტებში რომლებიც მკურნალობენ აღნიშნული პრეპარატით. გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში სიმპტომები ქრება, პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.

 

ზედოზირება

როგორც ყველა შემთხვევაში ზედოზირების დროს, უნდა ჩატარდეს სტანდარტული პროცედურები. ზედოზირების შემთხვევაში, ეწვიეთ უახლოეს სტაციონარს ან მიმართეთ ადგილობრივ ტოქსიკოლოგიურ ცენტრებს.

 

 

გამოშვების ფორმა:

წვეთები: შეფუთვა 15 მლ მოცულობის.

სიროფი: შეფუთვა 150 მლ მოცულობის.

 

შენახვის წესი:

ინახება ორიგინალური შეფუთვით არაუმეტეს 30 °C  ტემპერატურაზე.

 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?