Nuk
ეკვამერი / EKVAMER


შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს

10 მგ/5 მგ/10 მგ დოზირება

აქტიური ნივთიერებები: ლიზინოპრილი – 10,00 მგ (10,88 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით), ამლოდიპინი – 5,00 მგ (6.94 მგ ამლოდიპინის ბეზილატის სახით), როზუვასტატინი - 10,00 მგ (10.40 მგ კალციუმის როზუვასტატინის სახით).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 12; მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 101; ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, ტიპის A; მაგნიუმის ჰიდროქსიდი; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრი II ყვითელი (შეიცავს: პოლივინილის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს (Е 171), მაკროგოლს 3350, ტალკს, რკინის ოქსიდს ყვითელს (Е 172)).

მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს: ლურჯი პატენტური (Е 131), აზორუბინი (Е 122), მზის ჩასვლა ყვითელი (Е 110), ტიტანის დიოქსიდი (Е 171), ჟელატინი.

10 მგ/5 მგ/20 მგ დოზირებისთვის

აქტიური ნივთიერებები: ლიზინოპრილი – 10,00 მგ (10,88 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით), ამლოდიპინი – 5,00 მგ (6.94 მგ ამლოდიპინის ბეზილატის სახით), როზუვასტატინი - 20,00 მგ (20.80 მგ კალციუმის როზუვასტატინის სახით).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 12; მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 101; ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, ტიპის A; მაგნიუმის ჰიდროქსიდი; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრი II ყვითელი (შეიცავს: პოლივინილის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს (Е 171), მაკროგოლს 3350, ტალკს, რკინის ოქსიდს ყვითელს (Е 172)).

მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს: აზორუბინი (Е 122), ტიტანის დიოქსიდი (Е 171), ჟელატინი.

20 მგ/10 მგ/10 მგ დოზირებისთვის

აქტიური ნივთიერებები: ლიზინოპრილი – 20,00 მგ (21,76 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით), ამლოდიპინი – 10,00 მგ (13,88 მგ ამლოდიპინის ბეზილატის სახით), როზუვასტატინი - 10,00 მგ (10,40 მგ კალციუმის როზუვასტატინის სახით).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 12; მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 101; ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, ტიპის A; მაგნიუმის ჰიდროქსიდი; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრი II ყვითელი (შეიცავს: პოლივინილის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს (Е 171), მაკროგოლს 3350, ტალკს, რკინის ოქსიდს ყვითელს (Е 172)).

მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს: აზორუბინი (Е 122), ინდიგოკარმინი (Е 132), ტიტანის დიოქსიდი (Е 171), ჟელატინი.

20 მგ/10 მგ/20 მგ დოზირებისთვის

აქტიური ნივთიერებები: ლიზინოპრილი – 20,00 მგ (21,76 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით), ამლოდიპინი – 10,00 მგ (13,88 მგ ამლოდიპინის ბეზილატის სახით), როზუვასტატინი - 20,00 მგ (20,80 მგ კალციუმის როზუვასტატინის სახით).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 12; მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 101; ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, ტიპის A; მაგნიუმის ჰიდროქსიდი; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრი II ყვითელი (შეიცავს: პოლივინილის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს (Е 171), მაკროგოლს 3350, ტალკს, რკინის ოქსიდს ყვითელს (Е 172)).

მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს: ლურჯი პატენტური (Е 131), აზორუბინი (Е 122), მზის ჩასვლა ყვითელი (Е 110), ტიტანის დიოქსიდი (Е 171), ჟელატინი.

 

აღწერილობა

10 მგ/5 მგ/10 მგ დოზირება

ღია-ვარდისფერი მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა # 1.

10 მგ/5 მგ/20 მგ დოზირება

ვარდისფერი მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა # 1.

20 მგ/10 მგ/10 მგ დოზირება

იასამნისფერი მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა # 1.

20 მგ/10 მგ/20 მგ დოზირება

მუქი იასამნისფერი მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა # 0.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორები, სხვა კომბინაციები. როზუვასტატინი, ამლოდიპინი და ლიზინოპრილი.

 

კოდი ათქ: C10BX07

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ეკვამერი® - კომბინირებული ჰიპოტენზიული და ჰიპოლიპიდემიური პრეპარატი. პრეპარატი ეკვამერის® შემადგენლობაში შედის სამი აქტიური ნივთიერება – ამლოდიპინი, ლიზინოპრილი და როზუვასტატინი. პრეპარატი ეკვამერის® მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია აქტიური ნივთიერებების ფარმაკოლოგიურ თვისებებზე.

ამლოდიპინი

დიჰიდროპირიდინის წარმოებული - ,,ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორი, ავლენს ანტიჰიპერტენზიულ და ანტიანგინალურ მოქმედებას. ბლოკავს ,,ნელ” კალციუმის არხებს, ამცირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას უჯრედებში.

ანტიანგინალური მოქმედება განპირობებულია კორონალური და პერიფერიული არტერიების და არტერიოლების გაფართოებით:

-სტენოკარდიის დროს ამცირებს მიოკარდის იშემიის გამოხატულებას; პერიფერიული არტერიოლების გაფართოებით, ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, ამცირებს პოსტდატვირთვას გულზე, ამცირებს მიოკარდის ჟანგბადის მოთხოვნას;

-მიოკარდის უცვლელ და იშემიზირებულ უბნებში კორონალური არტერიების და  არტერიოლების გაფართოებით, ზრდის ჟანგბადის მიწოდებას მიოკარდში (განსაკუთრებით ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს).

პაციენტებში სტაბილური სტენოკარდიით ერთჯერადი სადღეღამისო დოზა ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ანელებს სტენოკარდიის შეტევის და შთ სეგმენტის ,,იშემიური” დეპრესიის განვითარებას, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს და ნიტროგლიცერინის და სხვა ნიტრატების მოხმარებას.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს ერთჯერადი დოზა უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაწევას 24 საათის განმავლობაში (პაციენტის ,,მწოლიარე” და ,,მდგომარე” პოზებში). მოქმედების ნელი დაწყების ხარჯზე, ამლოდიპინი არ იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ დაწევას.

პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით ამლოდიპინის გამოყენება ამცირებს ლეტალობის შემთხვევებს მიოკარდის ინფარქტის, ინსულტის შედეგად, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს არასტაბილური სტენოკარდიის და გულის ქრონიკული უკმარისობის პროგრესირების გამო; ამცირებს კორონალური სისხლის მიმოქცევის აღდგენის მიმართულებით ჩატარებული ჩარევების შემთხვევებს.

არ ზრდის სიკვდილიანობის ან გართულებების და ლეტალური შედეგების რისკს პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით (NYHA კლასიფიკაციით III-IV ფუნქციური კლასი) დიგოქსინით, დიურეტიკებით და ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების (აგფ) ინჰიბიტორებით თერაპიის ფონზე. ამლოდიპინის გამოყენებისას არაიშემიური ეტიოლოგიის გულის ქრონიკული უკმარისობის (NYHA კლასიფიკაციით III-IV ფუნქციური კლასი) მქონე პაციენტებში არსებობს ფილტვების შეშუპების განვითარების რისკი. ამლოდიპინი არ ავლენს უარყოფით მოქმედებას ნივთიერებათა ცვლაზე და სისხლის შრატის ლიპიდურ პროფილზე, ამიტომ, მისი გამოყენება შესაძლებელია პაციენტებში ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და პოდაგრით.

 

ლიზინოპრილი

ლიზინოპრილი წარმოადგენს პეპტიდილდიპეპტიდაზას ფერმენტის ინჰიბიტორს. ის აინჰიბირებს აგფ-ს, რომელიც ახდენს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნის კატალიზებას ვაზოკონსტრიქტორულ პეპტიდად - ანგიოტენზინ II-ად. ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ალდოსტერონის სეკრეციას. აგფ-ის ინჰიბირება იწვევს ანგიოტენზინ II კონცენტრაციის შემცირებას, შედეგად მცირდება ვაზოპრესორული აქტივობა და ალდოსტერონის სეკრეცია. ამ უკანასკნელის შემცირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კალიუმის შემცველობის მატება სისხლის შრატში.

ითვლება, რომ ლიზინოპრილის მიერ არტერიული წნევის დაწევის მექანიზმს უმთავრესად საფუძვლად უდევს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის დათრგუნვა, შესაბამისად, არტერიულ წნევას ლიზინოპრილი ამცირებს დაბალრენინული არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებშიც. აგფ-ი არის კინინაზა II-ის იდენტური, ფერმენტის, რომელიც შლის ბრადიკინინს. მონაწილეობს თუ არა ძლიერი ვაზოდილატაციური პეპტიდის, ბრადიკინინის, მომატებული კონცენტრაცია ლიზინოპრილის თერაპიულ ეფექტებში, ჯერ არ არის დადგენილი.

აგფ-ის ინჰიბიტორები ახანგრძლივებენ სიცოცხლეს პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით, პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდის ინფარქტი გულის უკმარისობის კლინიკური გამოვლინების გარეშე.

ლიზინოპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და აგფ-მაინჰიბირებელი მოქმედება ასევე ამცირებდა მიკროალბუმინურიას თირკმელების ქსოვილებზე პირდაპირი ზემოქმედების შედეგად.

ლიზინოპრილით მკურნალობა არ მოქმედებს გლიკემიის კონტროლზე, რაც დასტურდება გლიკოზილირებული ჰემოგლობინის (HbA1ც) დონეზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების არარსებობით.

 

როზუვასტატინი

როზუვასტატინი არის სელექტიური, ჰმგ-კოა-რედუქტაზას კონკურენტული ინჰიბიტორი, ფერმენტის, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმ A-ს მევალონატად – ქოლესტერინის წინამორბედად. როზუვასტატინის მოქმედების ძირითადი სამიზნე არის ღვიძლი, სადაც ხორციელდება ქოლესტერინის (ქს) სინთეზი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კატაბოლიზმი (დსლპ).

როზუვასტატინი ზრდის დსლპ ,,ღვიძლის” რეცეპტორების რაოდენობას უჯრედების ზედაპირზე, შესაბამისად, იზრდება დსლპ კატაბოლიზმი და შებოჭვა, რაც თავის მხრივ იწვევს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სინთეზის ინჰიბირებას და დსლპ და ძდსლპ საერთო რაოდენობის შემცირებას.

როზუვასტატინი ამცირებს დსლპ ქოლესტერინის (დსლპ-ქს), საერთო ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების (ტგ) მომატებულ კონცენტრაციას და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის (მსლპ-ქს) კონცენტრაციას, ასევე ამცირებს შემდეგ კონცენტრაციებს აპოლიპოპროტეინი B (აპო B), მსლპ, რომელიც არ არის დაკავშირებული ქს, ქს-ძდსლპ, ტგ-ძდსლპ და ზრდის აპოლიპოპროტეინი А-I (აპო А-I) კონცენტრაციას (იხ. ცხრილი 1), ამცირებს ქს-დსლპ/ქს-მსლპ, საერთო ქს/ქს-მსლპ, მსლპ არადაკავშირებული ქს/ქს-მსლპ და აპოВ/აპოА-I თანაფარდობას.

თერაპიული ეფექტი ვლინდება როზუვასტატინით თერაპიის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და მკურნალობის 2 კვირის შემდეგ აღწევს მაქსიმალური შესაძლებელიდან 90%-ს. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა მე-4 კვირისთვის და ნარჩუნდება რეგულარული მიღებისას.

 

ცხრილი 1. დოზადამოკიდებული ეფექტი პაციენტებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (IIა და IIბ ტიპი ფრედრიქსონის კლასიფიკაციით) (საშუალო დაკორექტირებული პროცენტული ცვლილება საწყის მნიშვნელობასთან შედარებით)

 

დოზა

 

პაციენტების რაოდენობა

ქს-დსლპ

საერთო ქს

ქს-მსლპ

ტგ

ქს-არა

დაკავშირებული მსლპ

აპო

В

აპო

А-I

პლაცებო

13

-7

-5

3

-3

-7

-3

0

5 მგ

17

-45

-33

13

-35

-44

-38

4

10 მგ

17

-52

-36

14

-10

-48

-42

4

20 მგ

17

-55

-40

8

-23

-51

-46

5

40 მგ

18

-63

-46

10

-28

-60

-54

0

 

კლინიკური ეფექტურობა

როზუვასტატინი ეფექტურია ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზრდილ პაციენტებში ჰიპერტრიგლიცერიდემიასთან ერთად ან მის გარეშე, რასის, სქესის ან ასაკის მიუხედავად, მათ შორის შაქრიანი დიაბეტის და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების ჩათვლით.

პაციენტების 80%-ში IIა და IIბ ტიპის ჰიპერქოლესტერინემიით ფრედრიქსონის კლასიფიკაციით (ქს-დსლპ საშუალო საწყისი კონცენტრაცია დაახლოებით 4,8 მმოლ/ლ), როზუვასტატინის 10 მგ დოზით მიღების ფონზე ქს-დსლპ კონცენტრაცია აღწევს 3 მმოლ/ლ ნაკლებ მნიშვნელობას. 

პაციენტებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ 20 მგ და 40 მგ დოზით, ქს-დსლპ კონცენტრაციის საშუალო შემცირება შეადგენს 22%-ს.

ადიტიური ეფექტი ვლინდება როზუვასტატინის და ფენოფიბრატის კომბინაციისას ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის შემცირების მიმართულებით და ნიკოტინის მჟავასთან კომბინაციისას ქს-მსლპ კონცენტრაციის მომატების მიმართულებით (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).

 

ფარმაკოკინეტიკა

 

ამლოდიპინი

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ, ამლოდიპინი ნელა და თითქმის სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში (Сmax) მიიღწევა მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს. საკვების ერთდროული მიღება არ მოქმედებს ამლოდიპინის აბსორბციაზე.

გადანაწილება და შეკავშირება სისხლის შრატის ცილებთან

გადანაწილების მოცულობა შეადგენს 21 ლ/კგ სხეულის წონის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამლოდიპინის დიდი ნაწილი არის ქსოვილებში, ხოლო მცირე ნაწილი – სისხლში. სისხლში არსებული ამლოდიპინის დიდი ნაწილი (97,5%) უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს.

მეტაბოლიზმი

ამლოდიპინი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტები არ ფლობენ მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ აქტივობას.

გამოყოფა

ნაწილობრივად გამოყოფის საბოლოო პერიოდი (Т1/2) შეადგენს დაახლოებით 35-50 საათს, შედეგად, შესაძლებელია პრეპარატის დღეში ერთჯერ მიღება. ამლოდიპინი გამოიყოფა შარდით საწყისი ნივთიერების (10%) და მეტაბოლიტების (60%) სახით. ამლოდიპინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

Т1/2  გახანგრძლივება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით მოწმობს იმაზე, რომ ხანგრძლივი გამოყენებისას ამლოდიპინის კუმულაცია ორგანიზმში იქნება უფრო მაღალი (იზრდება 60 საათამდე).

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

თირკმლის უკმარისობა არ ავლენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ხანდაზმული პირები (65 წელზე უფროსი)

ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო სისხლის შრატში ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში ერთნაირია. თუმცა, ხანდაზმულ პაციენტებში შემცირებულია ამლოდიპინის კლირენსი, რაც, ახალგაზრდა პირებთან შედარებით, ხანდაზმულ პაციენტებში იწვევს ფართი მრუდის ქვეშ ,,კონცენტრაცია-დრო” (AUC) და ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდის მატებას. AUC და ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდის მატება ასევე ვლინდებოდა პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით.

 

ლიზინოპრილი

შეწოვა

შარდით გამოყოფასთან დაკავშირებული მონაცემები მოწმობენ, რომ ლიზინოპრილის შეწოვის საშუალო ხარისხი შეადგენს დაახლოებით 25%-ს, სხვადასხვა პაციენტებში ეს მაჩვენებელი მერყეობს და შეადგენს 6-დან 60%-მდე გამოყენებული დოზის დიაპაზონში (5-დან 80 მგ-მდე). პაციენტებში გულის უკმარისობით ლიზინოპრილის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მცირდება დაახლოებით 16%-მდე. ლიზინოპრილის შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე,

გადანაწილება და შეკავშირება სისხლის შრატის ცილებთან

შიგნით მიღების შემდეგ, ლიზინოპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში ვლინდება დაახლოებით 7 საათის შემდეგ, ამასთან, ვლინდებოდა მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის უმნიშვნელო მატება სისხლის შრატში პაციენტებში მიოკარდის მწვავე ინფარქტით.

ლიზინოპრილი არ უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, ცირკულირებადი აგფ-ის გარდა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ლიზინოპრილი პრაქტიკულად არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

მეტაბოლიზმი

ლიზინოპრილი არ ბიოტრანსფორმირდება ორგანიზმში.

გამოყოფა

ლიზინოპრილის მრავალჯერადი გამოყენებისას ნაწილობრივად გამოყოფის ეფექტური პერიოდი შეადგენს 12,6 საათს. ლიზინოპრილის კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს დაახლოებით 50 მლ/წთ-ს. კონცენტრაციის შემცირება სისხლის შრატში ატარებს პროლონგირებულ ტერმინალურ ფაზას, რაც არ იწვევს პრეპარატის დაგროვებას ორგანიზმში. მოცემული ტერმინალური ფაზა შესაძლებელია წარმოადგენს აგფ-თან გაჯერებულ შეკავშირებას და არ არის დოზის პროპორციული.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევამ ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში გამოიწვია ლიზინოპრილის შეწოვის შემცირება (დაახლოებით 30%-ით, შარდით გამოყოფის მონაცემების მიხედვით), თუმცა, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, პრეპარატის კონცენტრაცია იზრდებოდა (დაახლოებით 50%-ით) კლირენსის შემცირების გამო.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს მცირდება ლიზინოპრილის გამოყოფა, მაგრამ ეს შემცირება კლინიკურად მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე შეადგენს 30 მლ/წთ/1,73მ2 ნაკლებს. თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი (კკ) 30-დან 80 მლ/წთ-მდე), AUC საშუალო მნიშვნელობა იზრდება მხოლოდ 13%-ით, მაშინ, როცა თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს (კკ 5-დან 30 მლ/წთ-მდე) AUC საშუალო მნიშვნელობა იზრდება 4,5-ჯერ. ლიზინოპრილის გამოყოფა ორგანიზმიდან შესაძლებელია ჰემოდიალიზით. ჰემოდიალიზის 4 საათის შემდეგ ლიზინოპრილის კონცენტრაცია სისხლის შრატში მცირდებოდა საშუალოდ 60%-ით, ხოლო დიალიზური კლირენსი შეადგენდა 40-დან 55 მლ/წთ-მდე.

გულის უკმარისობა

ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, პაციენტებში გულის უკმარისობით სისხლის შრატში ლიზინოპრილის კონცენტრაცია მეტია (AUC მატება საშუალოდ 125%-ით), მაგრამ შარდით გამოყოფის მონაცემების მიხედვით, ლიზინოპრილის შეწოვა მათში მცირდება დაახლოებით 16%-ით, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.

ხანდაზმული პაციენტები

კვლევაში მონაწილე უფრო ახალგაზრდა პირებთან შედარებით, ხანდაზმულ პაციენტებში ვლინდებოდა ლიზინოპრილის უფრო მაღალი კონცენტრაციები სისხლის შრატში და AUC მნიშვნელობა (მატება 60%-მდე).

 

როზუვასტატინი

შეწოვა

როზუვასტატინის Сმახ  სისხლის შრატში მიიღწევა შიგნით მიღებიდან  დაახლოებით 5 საათის შემდეგ.

გადანაწილება და შეკავშირება სისხლის შრატის ცილებთან

როზუვასტატინის გადანაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 134 ლ-ს. როზუვასტატინის დაახლოებით 90% უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.

მეტაბოლიზმი

როზუვასტატინის მეტაბოლიზმი უპირატესად ხდება ღვიძლში, რომელიც არის ქოლესტერინის სინთეზის და ქს-დსლპ მეტაბოლიზმის ძირითადი ადგილი. მეტაბოლიზდება შეზღუდულად (დაახლოებით 10%). როზუვასტატინი არის არაპროფილური სუბსტრატი ციტოქრომ Р450 სისტემის იზოფერმენტებით მეტაბოლიზმისთვის. როზუვასტატინის მეტაბოლიზმში მონაწილე ძირითადი იზოფერმენტი არის CYP2C9 იზოფერმენტი. CYP2C19, CYP3A4 და CYP2D6 იზოფერმენტები მეტაბოლიზმში მონაწილეობენ უფრო ნაკლები ხარისხით. როზუვასტატინის ძირითადი გამოვლენილი მეტაბოლიტები არიან N-დესმეთილ და ლაქტონური მეტაბოლიტები. როზუვასტატინთან შედარებით, N-დესმეთილი ნაკლებად აქტიურია დაახლოებით 50%-ით, ლაქტონური მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურები არიან. ცირკულირებადი ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბირების 90%-ზე მეტ ფარმაკოლოგიურ აქტივობას უზრუნველყოფს როზუვასტატინი.

გამოყოფა

დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა შეუცვლელი სახით ნაწლავებით (აბსორბირებული და არააბსორბირებული როზუვასტატინის ჩათვლით). დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელებით შეუცვლელი სახით გამოიყოფა დაახლოებით 5%. ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი სისხლის შრატიდან შეადგენს დაახლოებით 19 საათს. ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი არ იცვლება პრეპარატის დოზის მომატებისას. საშუალო გეომეტრიული შრატისმიერი კლირენსი შეადგენს დაახლოებით 50 ლ/სთ (ვარიაციის კოეფიციენტი 21,7%). ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, როზუვასტატინის ,,ღვიძლისმიერი” შებოჭვის პროცესში ჩართულია ქოლესტერინის მემბრანული გადამტანი, რომელიც მონაწილეობს როზუვასტატინის ღვიძლისმიერ ელიმინაციაში.

ხაზოვნობა

როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად. ფარმაკოკინეტიკული პარამეტრები არ იცვლებიან ყოველდღიური მიღებისას.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში

სქესი და ასაკი

სქესი და ასაკი არ ავლენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას  როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე.

რასა

ევროპეოიდული რასის პაციენტებთან შედარებით, ფარმაკოკინეტიკულმა კვლევებმა აჩვენეს როზუვასტატინის AUC და Cmax მედიანას დაახლოებით ორჯერადი მატება მონგოლოიდური რასის პაციენტებში (იაპონელებში, ჩინელებში, ფილიპინელებში, ვიეტნამელებში და კორეელებში); ინდოელი ნაციონალობის პაციენტებში კვლევებმა აჩვენეს AUC და Cmax მედიანას 1,3-ჯერადი მატება. ფარმაკოკინეტიკულ ანალიზს არ გამოუვლენია კლინიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა ევროპეოიდული და ნეგროიდული რასის წარმომადგენლების ფარმაკოკინეტიკაში.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

პაციენტებში თირკმელების მსუბუქად და ზომიერად გამოხატული უკმარისობით როზუვასტატინის ან N-დესმეთილის შრატისმიერი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ იცვლება. ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით,  პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (კკ 30 მლ/წთ ნაკლები), როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის შრატში 3-ჯერ მეტია, ხოლო N-დესმეთილის კონცენტრაცია 9-ჯერ მეტი. ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის შრატში იყო დაახლოებით 50%-ით მეტი.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

ღვიძლის უკმარისობის სხვადასხვა სტადიის დროს არ არის გამოვლენილი როზუვასტატინის ექსპოზიციის მატება ჩაილდ-პიულს შკალით 7 და ნაკლები ქულის მქონე პაციენტებში. ორ პაციენტში, ჩაილდ-პიულს შკალის მიხედვით 8 და 9 ქულით, Т1/2 მატება დაფიქსირდა სულ მცირედ 2-ჯერ. როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება არ არის პაციენტებში ჩაილდ-პიულს შკალის მიხედვით 9 ქულაზე მეტით.

გენეტიკური პოლიმორფიზმი

ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორები, როზუვასტატინის ჩათვლით, უკავშირდებიან სატრანსპორტო ცილებს OAtP1B1 (ორგანული ანიონების ტრანსპორტის პოლიპეპტიდი, რომელიც მონაწილეობს ჰეპატოციტების მიერ სტატინების შებოჭვაში) და BCRP (ეფლუქსური ტრანსპორტიორი).

SLCO1B1 (ОАТР1В1) ც.521CC და ABCG2 (BCRP) ც.421AA გენოტიპის მატერებლებში ვლინდებოდა როზუვასტატინის მიმართ ექსპოზიციის (AUC) მატება 1,6-ჯერ და 2,4-ჯერ, შესაბამისად, SLC01B1 ც.521თთ და ABCG2 ც.421CC გენოტიპის მატერებლებთან შედარებით. კლინიკურ პრაქტიკაში სპეციფიური გენოტიპირება არ ჩატარებულა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ SLC01B1 ც.521 თთ და ABCG2 ც.421 AA გენოტიპის მატარებელ პაციენტებში რეკომენდებულია როზუვასტატინის უფრო დაბალი სადღეღამისო დოზა.

 

გამოყენების ჩვენება

ეკვამერი® ნაჩვენებია ამლოდიპინის, ლიზინოპრილის და როზუვასტატინის მითითებული დოზების ერთდროული გამოყენების ალტერნატივის სახით მოზრდილ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობის ადექვატური კონტროლი შესაძლებელია ამლოდიპინის, ლიზინოპრილის და როზუვასტატინის იგივე დოზების გამოყენებით, როგორი დოზებითაც ეს ნივთიერებები შედიან პრეპარატი ეკვამერის® შემადგენლობაში, არტერიული ჰიპერტენზიის და თანმხლები დისლიპიდემიის სამკურნალოდ:

-პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპის ფრედრიქსონის კლასიფიკაციით, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის გარდა) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია (IIბ ტიპის ფრედრიქსონის კლასიფიკაციით), როცა დიეტა და სხვა არამედიკამენტოზული მეთოდები (მაგალითად, ფიზიკური დატვირთვა, სხეულის წონის კლება) არასაკმარისია.

-ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიასთან და ლიპიდშემამცირებელი თერაპიის სხვა ზომების დამატების სახით, ან, როცა დიეტა ან სხვა ლიპიდშემამცირებელი თერაპია (მაგალითად, დსლპ-აფერეზი) არასაკმარისად ეფექტურია;

-ძირითადი გულ-სისხლძარღვთა გართულებების პირველადი პროფილაქტიკა პაციენტებში მაღალი რისკით, სხვა რისკ-ფაქტორების კორექციის დამატების სახით.

 

უკუჩვენება

-მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის და დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების მიმართ.

-მომატებული მგრძნობელობა ლიზინოპრილის ან აგფ-ის სხვა ინჰიბიტორების მიმართ.

-მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის მიმართ.

-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

-ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, მათ შორის აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე.

-მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება.

-მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვ.წყ.სვ ნაკლები).

-შოკი (კარდიოგენული შოკის ჩათვლით).

-მარცხენა პარკუჭის გამომყოფი ტრაქტის ობსტრუქცია (მძიმე აორტული სტენოზის ჩათვლით).

-ჰემოდინამიურად არასტაბილური გულის უკმარისობა მიოკარდის მწვავე ინფარქტის შემდეგ.

-პრეპარატი ეკვამერის® და ალისკირენშემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმელების უკმარისობით (გფს 60 მლ/წთ/1,73მ2 ნაკლები).

-ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის მდგრადი მატების ჩათვლით, ასევე ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი მატება (3-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვართან შედარებით).

-თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა (კკ 30 მლ/წთ ნაკლები).

-მიოპათია.

-ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენება.

-მიდრეკილება მიოტოქსიური გართულებების განვითარების მიმართ.

-ქალებში: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, არაადექვატური კონტრაცეფცია.

-18 წლამდე ბავშვთა ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).

-ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში 9-ზე მეტი ქულით ჩაილდ-პიუს შკალით არ არის (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოკინეტიკა”).

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

პრეპარატი ეკვამერის® გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

ორსულობის პერიოდში პრეპარატი ეკვამერის® მოქმედების შემსწავლელი ადექვატური მკაცრად კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებამ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის და ახალშობილის სიკვდილი. შესაძლებელია წყლის ნაკლებობა ორსულობის დროს, ასევე თავის ქალას ძვლების ჰიპოპლაზია, თავის ქალას და სახის ძვლების დეფორმაცია, ფილტვების ჰიპოპლაზია და თირკმელების განვითარების დარღვევა ახალშობილებში.

იქიდან გამომდინარე, რომ ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის, ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბირების პოტენციული რისკი აჭარბებს როზუვასტატინის გამოყენებით მიღებულ სარგებელს ორსულობის დროს. 

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა დაიცვან კონტრაცეფციის ადექვატური ზომები. თერაპიის დროს დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ალტერნატიული მკურნალობის დანიშვნა.

პრეპარატი ეკვამერით® თერაპია არ უნდა დაიწყოს ორსულობის დროს. ორსულობის დაგეგმვის დროს საჭიროა ალტერნატიულ თერაპიაზე გადასვლა ორსულობის დროს დამტკიცებული უსაფრთხოების პროფილით.

ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატი ეკვამერის® გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.

უცნობია, გამოიყოფიან თუ არა აქტიური ნივთიერებები დედის რძით. ცნობილია, რომ ისინი აღწევენ მეძუძური ვირთაგვების რძეში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების საჭიროებისას ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

ფერტილობაზე პრეპარატი ეკვამერის® ზემოქმედების შემსწავლელი ადექვატური მკაცრად კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

 

გამოყენების წესი და დოზები

გამოყენების წესი

ეკვამერის® გამოყენება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

დოზები

როგორც წესი, კომბინირებული პრეპარატი ფიქსირებული დოზებით არ გამოიყენება თერაპიის დასაწყისში.

ეკვამერი® გამოიყენება ამლოდიპინის, ლიზინოპრილის და როზუვასტატინის მითითებულ დოზებში ერთდროული გამოყენების ალტერნატივის სახით მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ ამლოდიპინს, ლიზინოპრილს და როზუვასტატინს იმავე დოზებით, რომლებსაც შეიცავს ეს პრეპარატი, როცა ტიტრირებული ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზები შეადგენენ:

 

ტიტრირებული ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზები

პრეპარატი ეკვამერი®

ამლოდიპინი-5 მგ, ლიზინოპრილი-10 მგ და როზუვასტატინი-10 მგ

კაფსულა დოზირებით 10 მგ+5 მგ+10 მგ

ამლოდიპინი-5 მგ, ლიზინოპრილი-10 მგ და როზუვასტატინი-20 მგ

კაფსულა დოზირებით 10 მგ+5 მგ+20 მგ

ამლოდიპინი-10 მგ, ლიზინოპრილი-20 მგ და როზუვასტატინი-10 მგ

კაფსულა დოზირებით 20 მგ+10 მგ+10 მგ

ამლოდიპინი-10 მგ, ლიზინოპრილი-20 მგ და როზუვასტატინი-20 მგ

კაფსულა დოზირებით 20 მგ+10 მგ+20 მგ

 

პრეპარატი ეკვამერის® რეკომენდებული დოზა – 1 კაფსულა დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 1 კაფსულა.

პრეპარატის დოზის კორექციის საჭიროებისას, დოზის ტიტრირება უნდა მოხდეს ამლოდიპინის, ლიზინოპრილის და როზუვასტატინის ცალკე გამოყენებით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმელების უკმარისობით

პრეპარატი ეკვამერით® თერაპიის დროს საჭიროა თირკმელების ფუნქციის, კალიუმის და ნატრიუმის შემცველობის კონტროლი სისხლის შრატში. თირკმელების ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში, ეკვამერი® უნდა მოიხსნას. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია ცალკეული აქტიური კომპონენტების დოზების ინდივიდუალური შერჩევა. პრეპარატი ეკვამერის® გამოყენება პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით უკუნაჩვენებია ყველა დოზით (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენება”).

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

პრეპარატი ეკვამერი® უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით აქტიურ ფაზაში და პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით (9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით) (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენება”).

რეკომენდებული დოზები ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის არ არის დადგენილი. დოზის შერჩევა ხდება სიფრთხილის ზომების დაცვით, მკურნალობა უნდა დაიწყოს უმცირესი რეკომენდებული დოზით.

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)

პრეპარატი ეკვამერის® ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და მოზარდებში არ არის დადგენილი.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი)

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი ეკვამერი® გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.

კლინიკურ კვლევებში არ არის დადგენილი ამლოდიპინის და ლიზინოპრილის ასაკის შესაბამისი უსაფრთხოების ან ეფექტურობის პროფილის ცვლილების საკმარისი მონაცემები. 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების მკურნალობისას როზუვასტატინის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს.

რასა

როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკული პარამეტრების შესწავლისას პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა რასას, გამოვლენილია როზუვასტატინის სისტემური კონცენტრაციის მატება სისხლის შრატში მონგოლოიდური რასის პაციენტებში (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”). მითითებული ფაქტი გასათვალისწინებელია პაციენტების მოცემულ ჯგუფში პრეპარატი ეკვამერის® დანიშვნისას. როზუვასტატინის 10 მგ და 20 მგ დანიშვნისას, როზუვასტატინის რეკომენდებული საწყისი დოზა მონგოლოიდური რასის პაციენტებში უნდა შეადგენდეს 5 მგ-ს.

გენეტიკური პოლიმორფიზმი

ცნობილია, რომ გენეტიკური პოლიმორფიზმის გარკვეულმა ტიპებმა შესაძლებელია გამოიწვიონ როზუვასტატინის ექსპოზიციის მატება (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოკინეტიკა”). SLC01B1 ც.521CC და ABCG2 ც.421 AA გენოტიპის მატარებელი პაციენტებისათვის, რეკომენდებულია როზუვასტატინის უფრო დაბალი სადღეღამისო დოზა.

თანმხლები თერაპია

როზუვასტატინი უკავშირდება სხვადასხვა სატრანსპორტო ცილებს (ძირითადად, OAtP1B1 და BCRP). როზუვასტატინის და სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას (როგორიც არის ციკლოსპორინი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) პროტეაზას ზოგიერთი ინჰიბიტორი, რიტონავირის და ატაზანავირის, ლოპინავირის და/ან ტიპრანავირის კომბინაციის ჩათვლით), რომლებიც ზრდიან როზუვასტატინის კონცენტრაციას სისხლის შრატში სატრანსპორტო ცილებთან ურთიერთზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია გაიზარდოს მიოპათიის რისკი (რაბდომიოლიზის ჩათვლით) (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები” და ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). ასეთ შემთხვევებში საჭიროა ალტერნატიული თერაპიის დანიშვნის შესაძლებლობის შეფასება ან როზუვასტატინის გამოყენების დროებითი შეწყვეტა. თუ ზემოთ მითითებული პრეპარატების გამოყენება აუცილებელია, საჭიროა როზუვასტატინით თანმხლები თერაპიის სარგებლის და რისკის თანაფარდობის შეფასება და მისი დოზის შესაძლებლობის განხილვა (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

 

გვერდითი მოქმედება

არასასურველი გვერდითი რეაქციები მოყვანილია სისტემური-ორგანოების კლასების შესაბამისად, MedDRA კლასიფიკაციის და გამოვლენის სიხშირის მიხედვით: 

ძალიან ხშირი - 1/10 (≥10%)

ხშირი – 1/100 (≥1%, მაგრამ <10%)

არახშირი – 1/1000 (≥0,1%, მაგრამ <1%) 

იშვიათი – 1/10000 (≥0,01%, მაგრამ <0,1%)

ძალიან იშვიათი – 1/10000 ნაკლები (<0,01%)

სიხშირე უცნობია – არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი.

თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები დაყოფილია მათი მნიშვნელობის შემცირების რიგითობით.

ამლოდიპინით, ლიზინოპრილით და როზუვასტატინით ცალკე მკურნალობის დროს აღწერილია შემდეგი არასასურველი რეაქციები:

 

ამლოდიპინი

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან

ძალიან იშვიათი: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან

ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრიდან

ძალიან იშვიათი: ჰიპერგლიკემია.

ფსიქიკის დარღვევები

არახშირი: ლაბილური ხასიათი, დეპრესია,შფოთვა, უძილობა;

იშვიათი: არეული ცნობიერება.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან

ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში);

არახშირი: ჰიპესთეზია, პარესთეზია, ტრემორი, დისგევზია (გემოს შეგრძნების შეცვლა), უგონო მდგომარეობა;

ძალიან იშვიათი: ჰიპერტონუსი, პერიფერიული ნეიროპათია;

სიხშირე უცნობია: ექსტრაპირამიდული სინდრომი.

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან

ხშირი: მხედველობის დარღვევა (დიპლოპიის ჩათვლით).

დარღვევები სმენის ორგანოების მხრიდან და ლაბირინთული დარღვევები

არახშირი: ხმაური ყურებში.

დარღვევები გულის მხრიდან

ხშირი: გახშირებული გულისცემა;

არახშირი: არითმია (ბრადიკარდიის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით).

ძალიან იშვიათი: მიოკარდის ინფარქტი.

დარღვევები სისხლძარღვების მხრიდან

ხშირი: ,,წამოხურება”;

არახშირი: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება;

ძალიან იშვიათი: ვასკულიტი.

დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ღრუს და შუასაყრის ორგანოების მხრიდან

ხშირი: ქოშინი;

არახშირი: ხველა, რინიტი.

დარღვევები საჭმლის მომნელების სისტემის მხრიდან

ხშირი: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეპსია, დეფეკაციის რითმის დარღვევა (დიარეის და ყაბზობის ჩათვლით);

არახშირი: ღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე;

ძალიან იშვიათი: პანკრეატიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრიდან

ძალიან იშვიათი: სიყვითლე, ,,ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰეპატიტი.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან

არახშირი: ალოპეცია, პურპურა, კანის საფარის ფერის შეცვლა, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, გამონაყარი, ეკზანტემა, ჭინჭრის ციება;

ძალიან იშვიათი: მულტიფორმული ერითემა, ანგიონევროზული შეშუპება, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ქვინკეს შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან

ხშირი: წვივების შეშუპება, კუნთების კრუნჩხვები;

არახშირი: ართრალგია, მიალგია, ზურგის ტკივილი.

დარღვევები თირკმელების და შარდ-გამომყოფი გზების მხრიდან

არახშირი: გახშირებული შარდვა, მტკივნეული შარდვა, ნიქტურია.

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრიდან

არახშირი: ერექტალური დისფუნქცია, გინეკომასტია.

საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

ძალიან ხშირი: შეშუპება.

ხშირი: მომატებული დაღლა, სისუსტე.

არახშირი: სხეულის წონის კლება/მატება, მკერდის ტკივილი, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა.

 

ლიზინოპრილი

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან

იშვიათი: ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის შემცირება;

ძალიან იშვიათი: ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ლიმფადენოპათია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, ანემია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან

ძალიან იშვიათი: აუტოიმუნური დარღვევები.

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრიდან

იშვიათი: ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრიდან

ძალიან იშვიათი: ჰიპოგლიკემია.

ფსიქიკის დარღვევები

არახშირი: ლაბილური ხასიათი, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები;

იშვიათი: არეული ცნობიერება;

სიხშირე უცნობია: დეპრესია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან

ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

არახშირი: პარესთეზია, ვერტიგო, დისგევზია;

იშვიათი: პაროსმია (გემოს შეგრძნების დარღვევა);

სიხშირე უცნობია: უგონო მდგომარეობა.

დარღვევები გულის მხრიდან

არახშირი: მიოკარდის ინფარქტი (არტერიული წნევის გამოხატული დაწევის შედეგად პაციენტებში მომატებული რისკ-ჯგუფებში), გახშირებული გულისცემა, ტაქიკარდია.

დარღვევები სისხლძარღვების მხრიდან

ხშირი: ორთოსტატული ეფექტები (არტერიული ჰიპოტენზიის ჩათვლით);

არახშირი: თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა (არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების შედეგად მომატებული რისკ-ჯგუფის პაციენტებში), რეინოს სინდრომი.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუს და შუასაყრის ორგანოების მხრიდან

ხშირი: ,,მშრალი” ხველა;

არახშირი: რინიტი;

ძალიან იშვიათი: ბრონქოსპაზმი, სინუსიტი, ალერგიული ალვეოლიტი/ ეოზინოფილური პნევმონია.

დარღვევები საჭმლის მომნელების სისტემის მხრიდან

ხშირი: დიარეა, ღებინება;

არახშირი: გულისრევა, დისპეპსია, მუცლის ტკივილი;

იშვიათი: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე;

ძალიან იშვიათი: პანკრეატიტი, ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრიდან

ძალიან იშვიათი: ჰეპატოცელულარული და ქოლესტატური სიყვითლე, ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან

არახშირი: კანის გამონაყარი, ქავილი;

იშვიათი: ჭინჭრის ციება, ალოპეცია, ფსორიაზი, ჰიპერმგრძნობელობა/სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხმის ნაპრალის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება;

ძალიან იშვიათი: მომატებული ოფლიანობა, ბუშტუკოვანი გამონაყარი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა, კანის ფსევდოლიმფომა (სიმპტომოკომპლექსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შემდეგი სიმპტომების ერთიანობას ან ცალკეულ სიმპტომს: ცხელება, ვასკულიტი, მიალგია, ართრალგია/ართრიტი, დადებითი რეაქცია ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი, კანის გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია ან ცვლილებები კანის მხრიდან).

დარღვევები თირკმელების და შარდ-გამომყოფი გზების მხრიდან

ხშირი: თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

იშვიათი: თირკმელების მწვავე უკმარისობა, ურემია;

ძალიან იშვიათი: ოლიგურია, ანურია.

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრიდან

არახშირი: პოტენციის დაქვეითება;

იშვიათი: გინეკომასტია.

ზემოქმედება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე

არახშირი: ჰიპერკალიემია, შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციის მატება სისხლის შრატში, ,,ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მატება;

იშვიათი: ჰიპონატრიემია, ჰიპერბილირუბინემია.


როზუვასტატინი

როზუვასტატინის მიღების დროს გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივად არიან უმნიშვნელოდ გამოხატულები და გაივლიან დამოუკიდებლად. ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენების მსგავსად, გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე ძირითადად არის დოზადამოკიდებული.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან

იშვიათი: თრომბოციტოპენია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან

იშვიათი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრიდან

ხშირი: 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი (სიხშირე დამოკიდებული იქნება რისკ-ფაქტორების არსებობაზე ან არარსებობაზე (გლუკოზის კონცენტრაცია უზმოზე ≥ 5,6 მმოლ/ლ, სხეულის წონის ინდექსი > 30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მატება, არტერიული ჰიპერტენზია ანამნეზში)).

ფსიქიკის დარღვევები

სიხშირე უცნობია: დეპრესია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან

ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

ძალიან იშვიათი: პოლინეიროპათია, მეხსიერების დაკარგვა ან შემცირება;

სიხშირე უცნობია: პერიფერიული ნეიროპათია, ძილის დარღვევა (უძილობის და ,,კოშმარული” სიზმრების ჩათვლით).

დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ღრუს და შუასაყრის ორგანოების მხრიდან

სიხშირე უცნობია: ხველა, ქოშინი.

დარღვევები საჭმლის მომნელების სისტემის მხრიდან

ხშირი: გულისრევა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი;

იშვიათი: პანკრეატიტი;

სიხშირე უცნობია: დიარეა.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრიდან

იშვიათი: ,,ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მატება;

ძალიან იშვიათი: სიყვითლე, ჰეპატიტი.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან

არახშირი: კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება;

სიხშირე უცნობია: სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან

ხშირი: მიალგია;

იშვიათი: მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით), რაბდომიოლიზი;

ძალიან იშვიათი: ართრალგია.

სიხშირე უცნობია: იმუნოგამომწვევი მანეკროტიზირებელი მიოპათია, მყესების დაავადებები, გარკვეულ შემთხვევებში გართულებული მყესების გაგლეჯით.

დარღვევები თირკმელების და შარდ-გამომყოფი გზების მხრიდან

ძალიან იშვიათი: ჰემატურია.

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრიდან

ძალიან იშვიათი: გინეკომასტია.

საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

ხშირი: ასთენია;

სიხშირე უცნობია: პერიფერიული შეშუპება.

ზემოქმედება თირკმელებზე

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, ფიქსირდებოდა პროტეინურია, უპირატესად მილაკოვანი წარმოშობის, რომელიც ვლინდებოდა იმუნოქრომატოგრაფიული ტესტ-ზოლების დახმარებით. ცილის შემცველობის ცვლილება შარდში (ნარჩენი რაოდენობიდან ან არარსებობიდან ++ და მეტ დონემდე) აღმოჩენილი იყო პაციენტების 1%-ზე ნაკლებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინის 10 და 20 მგ-ს და პაციენტების დაახლოებით 3%-ში, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ 40 მგ დოზით. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 20 მგ დოზას, ვლინდებოდა ცილის მინიმალური რაოდენობრივი ცვლილება შარდში - ნარჩენი რაოდენობიდან ან არარსებობიდან + დონემდე. უმრავლეს შემთხვევაში, პროტეინურია მცირდებოდა ან ქრებოდა სპონტანურად მკურნალობის გაგრძელების ფონზე. კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული მონაცემების ანალიზით არ ყოფილა გამოვლენილი მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი პროტეინურიას და თირკმელების მწვავე ან პროგრესირებად დაავადებას შორის.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, ასევე ვლინდებოდა ჰემატურია, რომლის სიხშირე, კლინიკური მონაცემებით, იყო დაბალი.

ზემოქმედება ჩონჩხის კუნთებზე

პაციენტებში, როზუვასტატინის ნებისმიერი დოზის, განსაკუთრებით >20 მგ დოზის მიღების დროს, ვლინდებოდა ზემოქმედება ჩონჩხის კუნთებზე, მაგალითად, მიალგია, მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით) და, იშვიათ შემთხვევებში, რაბდომიოლიზი, რომელსაც თან ახლდა ან არ ახლდა თირკმელების უკმარისობა. როზუვასტატინის მიღების დროს, პაციენტებში ვლინდებოდა კრეატინკინაზას აქტივობის დოზადამოკიდებული მატება; უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო უმნიშვნელო, უსიმპტომო და ტრანზიტორული. კრეატინკინაზას აქტივობის მომატების შემთხვევაში (ნორმალური მაჩვენებლის დიაპაზონის ზედა ზღვარიდან >5) მკურნალობა უნდა მოიხსნას.

ზემოქმედება ღვიძლზე

ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებით მკურნალობის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში როზუვასტატინის მიღების დროს ვლინდებოდა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის დოზადამოკიდებული მატება; უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო უმნიშვნელო, უსიმპტომო და ტრანზიტორული.

ჰმგ-კოა-რედუქტაზას ზოგიერთი ინჰიბიტორებით მიღების დროს აღწერილია შემდეგი გვერდითი ეფექტები:

-სექსუალური დისფუნქცია;

-იშვიათ გამონაკლის შემთხვევებში – ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).

 

ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გართულებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 

ჭარბი დოზა

პრეპარატი ეკვამერით® ჭარბი დოზის მონაცემები არ არის.

 

ამლოდიპინი

სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული დაწევა რეფლექტორული ტაქიკარდიის და ჭარბი პერიფერიული ვაზოდილატაციის შესაძლო განვითარებით (არსებობს გამოხატული და მდგრადი არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი, მათ შორის, შოკის განვითარებით და ლეტალური შედეგით).

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება (განსაკუთრებით ჭარბი დოზის მიღებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში), გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის შენარჩუნება, ქვედა კიდურების მაღლა აწევა, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის ფუნქციის კონტროლი, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის და დიურეზის კონტროლი. სისხლძარღვების ტონუსის აღსადგენად – სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების გამოყენება (მათი გამოყენების მიმართ უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში); კალციუმის მილაკების ბლოკადის შედეგების თავიდან ასაცილებლად – კალციუმის გლუკონატის ვენაში შეყვანა. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

 

ლიზინოპრილი

სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ცირკულატორული შოკი, ხველა, შფოთვა, თირკმელების უკმარისობა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ტაქიკარდია, გახშირებული გულისცემა, ბრადიკარდია, ფილტვების ჰიპერვენტილაცია, თავბრუსხვევა.

მკურნალობა: თუ პრეპარატის მიღებიდან არ არის გასული დიდი დრო, უნდა მოხდეს ლიზინოპრილის გამოყვანისთვის საჭირო ზომების მიღება (მაგალითად, ღებინების პროვოცირება, კუჭის ამორეცხვა, სორბენტების და ნატრიუმის სულფატის შეყვანა). სიმპტომატური თერაპია, ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის ვენაში შეყვანა. საჭიროა პაციენტის დაწოლა ზურგზე, ქვედა კიდურების აწევით. ასევე შესაძლებელია ანგიოტენზინი II ინფუზიური შეყვანა და/ან კატექოლამინების ვენაში შეყვანა. მდგრადი ბრადიკარდიის დროს შესაძლებელია რითმის ხელოვნური მატარებლის დაყენება. შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება (იხ. მითითება ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის, ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).

საჭიროა სასიცოცხლო მაჩვენებლების, სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის და ელექტროლიტების შემცველობის მუდმივი კონტროლი.

 

როზუვასტატინი

როზუვასტატინით ჭარბი დოზის დროს სპეციფიური მკურნალობა არ არის. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომატური მკურნალობა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების და სისტემების ფუნქციის შენარჩუნება. საჭიროა ღვიძლის ფუნქციის და კფკ აქტივობის კონტროლი. ნაკლებად შესაძლებელია, რომ ჰემოდიალიზი იყოს ეფექტური.

 

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ამლოდიპინი

სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება ამლოდიპინზე

CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორები

ამლოდიპინის და CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ან ზომიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ (პროტეაზას ინჰიბიტორები, აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაკროლიდები, მაგალითად, ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ვერაპამილი ან დილთიაზემი) შესაძლებელია გამოიწვიოს ამლოდიპინის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მატება და არტერიული ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა. მითითებული ფარმაკოკინეტიკული გადახრის კლინიკური გამოვლენა შესაძლებელია უფრო მეტად გამოხატული იყოს ხანდაზმულ პაციენტებში. ამასთან დაკავშირებით, შესაძლებელია საჭირო გახდეს კლინიკური მდგომარეობის მონიტორინგი და დოზის კორექცია.

CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორები

მონაცემები, რომლებიც ეხებიან CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორების ზემოქმედებას ამლოდიპინზე, არ არის. CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორების (მაგალითად, რიფამპიცინი, კრაზანას პრეპარატები [Hypericum perforatum]) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ამლოდიპინის კონცენტრაციის შემცირება სისხლის შრატში. ამლოდიპინის და CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება.

არ არის რეკომენდებული ამლოდიპინის და გრეიფრუტის ან გრეიფრუტის წვენის ერთდროული გამოყენება, რადგან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობის მატება ზოგიერთ პაციენტში, რაც, თავის მხრივ, ზრდის ჰიპოტენზიულ ეფექტს.

დანტროლენი (ინფუზია)

ვერაპამილის და დანტროლენის ვენაში შეყვანის ფონზე ლაბორატორიულ ცხოველებში გამოვლენილი იყო პარკუჭების ფიბრილაციის და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის შემთხვევები, რასაც თან ახლდა ჰიპერკალიემია, ლეტალური შედეგი და კოლაფსი. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის გამო საჭიროა თავიდან იქნეს აცილებულია დანტროლენის და კალციუმის ,,ნელი” მილაკების ბლოკატორების, მათ შორის ამლოდიპინის ერთდროული გამოყენება პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილები არიან ავთვისებიანი ჰიპერთერმიის განვითარების მიმართ, ასევე, ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მკურნალობის დროს.

ამლოდიპინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ამლოდიპინი აძლიერებს სხვა პრეპარატების ჰიპოტენზიულ მოქმედებას, რომლებიც ფლობენ ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას და გამოიყენებიან არტერიული წნევის დასაწევად.

ტაკროლიმუსი

ტაკროლიმუსის და ამლოდიპინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მატება სისხლში; ასეთი ურთიერთზემოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი. ტაკროლიმუსის ტოქსიკური ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი სისხლში ამლოდიპინით მკურნალობის დროს, და, საჭიროების შემთხვევაში, ტაკროლიმუსის დოზის კორექცია.

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინის და ამლოდიპინის ურთიერთზემოქმედების შემსწავლელი კვლევები ჯანმრთელ მოხალისეებში ან სხვა პოპულაციაში არ ჩატარებულა, იმ პაციენტების გარდა, რომლებსაც გადატანილი აქვთ თირკმელების ტრანსპლანტაცია. ამ პირებში ვლინდებოდა ციკლოსპორინის კონცენტრაციის მატება სისხლში (დაახლოებით 0%-40%). ამასთან დაკავშირებით, ამლოდიპინით მკურნალობის დროს საჭიროა ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლში და, საჭიროების შემთხვევაში, ციკლოსპორინის დოზის შემცირება.

სიმვასტატინი

სიმვასტატინით მონოთერაპიასთან შედარებით, ამლოდიპინის 10 მგ დოზის მრავალჯერადი ერთდროული გამოყენება სიმვასტატინის 80 მგ დოზებთან, იწვევდა სიმვასტატინის კონცენტრაციის მატებას 77%-ით. ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს დღეში 20 მგ-მდე, რეკომენდებულია სიმვასტატინის დოზის შემცირება.

როზუვასტატინი: ამლოდიპინის 10 მგ დოზით და როზუვასტატინის 20 მგ დოზით მრავალჯერადი ერთდროული გამოყენებისას ვლინდებოდა როზუვასტატინის AUC 28%-ით და Cmax 31%-ით მატება. ურთიერთზემოქმედების ზუსტი მექანიზმი არ არის ცნობილი. მოსალოდნელია, რომ მოცემულ ეფექტს არ ექნება კლინიკური მნიშვნელობა პრეპარატი ეკვამერის® ყოველდღიური გამოყენებისას, რადგან ის ნაჩვენებია მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, რომლებიც უკვე იღებენ ლიზინოპრილს, ამლოდიპინს და როზუვასტატინს იმავე დოზით, რომელიც არის მითითებულ კომბინაციაში.

კლინიკური კვლევის დროს ამლოდიპინი არ მოქმედებდა ატორვასტატინის, დიგოქსინის ან ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე.

 

ლიზინოპრილი

სხვა ჰიპოტენზიული პრეპარატები

ლიზინოპრილის სხვა ჰიპოტენზიულ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას (მაგალითად, ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ან სისხლძარღვთა გამაფართოებელი სხვა საშუალებები) შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაწევა (ადიტიური ეფექტი).

კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენეს, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ-ის ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენებისას დაკავშირებულია ისეთი არასასურველი მოვლენების განვითარების მომატებულ რისკთან, როგორიც არის არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმელების ფუნქციის შემცირება (თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით), რაას-ზე მოქმედ მხოლოდ ერთი პრეპარატის გამოყენებასთან შედარებით.

დიურეტიკები

დიურეზული საშუალებების და ლიზინოპრილის ერთდროული გამოყენება, როგორც წესი, ავლენს დამატებით ჰიპოტენზიულ მოქმედებას.

ლიზინოპრილის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ დიურეტიკებს ან რომლებსაც დიურეტიკები დაენიშნათ ახლო წარსულში, შესაძლებელია არტერიული წნევის ჭარბი დაწევა. სიმპტომატური ჰიპოტენზიის განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია დიურეტიკების მოხსნით ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე.

კალიშემცველი საკვები დანამატები, კალიშემნახველი დიურეტიკები ან კალიშემცველი მარილის შემცვლელები

კალიშემნახველი დიურეტიკების (სპირონოლაქტონი, ეპლერენონი (სპირონოლაქტონის წარმოებული), ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების, კალიშემცველი მარილის შემცვლელების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი, განსაკუთრებით, პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით. თუ ლიზინოპრილი გამოიყენება კალიარაშემნახველ დიურეტიკებთან ერთად, დიურეტიკებით ინდუცირებული ჰიპოკალიემია შესაძლებელია შემცირდეს.

ლითიუმის პრეპარატები

ლიზინოპრილის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ვლინდება ლითიუმის გამოყოფის შენელება ორგანიზმიდან, ლითიუმის კონცენტრაციის მატება სისხლის შრატში და ტოქსიკური ეფექტების განვითარება. თიაზიდური დიურეტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს ლითიუმის ტოქსიკურობის განვითარების რისკი და გააძლიეროს აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე ლითიუმის უკვე მომატებული ტოქსიკურობა. ლიზინოპრილის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, მაგრამ მოცემული კომბინაციის დამტკიცებული საჭიროებისას, უნდა მოხდეს ლითიუმის კონცენტრაციის მკაცრი კონტროლი სისხლის შრატში.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ), აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით ≥3 გ/დღეში დოზით

აგფ-ის ინჰიბიტორების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო საშუალების სახით, ციკლოოქსიგენაზა-2 ინჰიბიტორები (ცოგ-2) და არასელექტიური აასპ) ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. აგფ-ის ინჰიბიტორების და აასპ ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკი, თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით და გაზარდოს კალიუმის შემცველობა სისხლის შრატში, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების ფუნქციის უკვე არსებული დარღვევით. მოცემული ეფექტები ჩვეულებრივ შექცევადია. ეს კომბინაციები ინიშნებიან სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში. პაციენტებმა უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე. გარდა ამისა, კომბინირებული თერაპიის დანიშვნის შემდეგ საჭიროა თირკმელების ფუნქციის კონტროლის საკითხის გადაწყვეტა და მისი პერიოდული ჩატარება.

ოქრო

ნიტრიტოიდული რეაქციები (ვაზოდილატაციის სიმპტომები, ჰიპერემიის, გულისრევის, თავბრუსხვევის და არტერიული ჰიპოტენზიის ჩათვლით, რომელიც შესაძლებელია იყოს ძალიან მძიმე) ოქროს შემცველი პრეპარატების ინექციური შეყვანის შემდეგ (მაგალითად, ნატრიუმის აუროთიომალატი) უფრო ხშირად ვლინდებოდნენ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ-ის ინჰიბიტორებით.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ ანტიფსიქოტიკები/ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები

ანესთეზიისთვის საჭირო ზოგიერთი საშუალების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და ანტიფსიქოტიკების ერთდროულმა გამოყენებამ აგფ-ის ინჰიბიტორებთან შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის გამოხატული დაწევა (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).

სიმპატომიმეტიკები

სიმპატომიმეტიკებმა შესაძლებელია შეამცირონ აგფ-ის ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

ჰიპოგლიკემიური პრეპარატები

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ აგფ-ის ინჰიბიტორების და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების (ინსულინი, შიგნით მისაღები ჰიპოგლიკემიური პრეპარატები) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გააძლიეროს ჰიპოგლიკემიური ეფექტები ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკით. მითითებული მოვლენის განვითარება უფრო მეტად შესაძლებელია კომბინირებული თერაპიის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ასევე პაციენტებში თირკმელების უკმარისობით.

პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორები

პლაზმინოგენის ქსოვილოვან აქტივატორებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი.

აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიტიკები, ბეტა-ადრენობლოკატორები, ნიტრატები

ლიზინოპრილის გამოყენება შესაძლებელია აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიტიკებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და/ან ნიტრატებთან.

 

როზუვასტატინი

სხვა პრეპარატების ზემოქმედება როზუვასტატინზე

სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორები: როზუვასტატინი უკავშირდება ზოგიერთ სატრანსპორტო ცილას, ძირითადად OAtP1B1 და BCRP. ისეთი პრეპარატების თანმხლებ გამოყენებას, რომლებიც არიან ამ სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორები, შესაძლებელია თან ახლდეს როზუვასტატინის კონცენტრაციის მატება სისხლის შრატში და მიოპათიის განვითარების რისკის მატება (იხ. ცხრილი 2 და ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზები” და ,,სიფრთხილის ზომები”).

ციკლოსპორინი: როზუვასტატინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას, როზუვასტატინის AUC იყო საშუალოდ 7-ჯერ მეტი იმ მნიშვნელობასთან შედარებით, რომელიც ფიქსირდებოდა ჯანმრთელ მოხალისეებში (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენება”). არ მოქმედებს ციკლოსპორინის შრატისმიერ კონცენტრაციაზე. როზუვასტატინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენება”).

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის პროტეაზას ინჰიბიტორები: მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთზემოქმედების ზუსტი მექანიზმი არ არის ცნობილი, აივ პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს როზუვასტატინის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი მატება (იხ. ცხრილი 2). როზუვასტატინის 20 მგ და აივ პროტეაზას ორი ინჰიბიტორის შემცველი კომბინირებული პრეპარატის (ატაზანავირის 300 მგ/რიტონავირის 100 მგ) ერთდროული გამოყენება ჯანმრთელ მოხალისეებში იწვევდა როზუვასტატინის AUC (0-24) და Сmax დაახლოებით სამჯერად და შვიდჯერად მატებას, შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით, როზუვასტატინის და პროტეაზას ინჰიბიტორების ზოგიერთი კომბინაციის ერთდროული გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ როზუვასტატინის დოზის მკაცრი შერჩევის შემდეგ, რომელიც დაფუძნებულია როზუვასტატინის ექსპოზიციის მოსალოდნელ მატებასთან (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები” და ცხრილი 2).

ჰემფიბროზილი და სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებები: როზუვასტატინის და ჰემფიბროზილის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაციის 2-ჯერად მატებას სისხლის შრატში, ასევე როზუვასტატინის AUC მატებას (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”). სპეციფიურ ურთიერთზემოქმედების მონაცემების საფუძველზე არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკული ურთიერთზემოქმედება ფენოფიბრატთან, შესაძლებელია ფარმაკოდინამიული ურთიერთზემოქმედება.

ჰემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ნიკოტინის მჟავა ლიპიდების შემამცირებელი დოზებით (1 გ/დღეში ექვივალენტური ან მეტი) ზრდიან მიოპათიის განვითარების რისკს ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლებელია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეუძლიათ მიოპათიის გამოწვევა მათი მონოთერაპიის სახით გამოყენების შემთხვევაშიც (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).

ეზეტიმიბი: როზუვასტატინის 10 მგ დოზის და ეზეტიმიბის 10 მგ დოზის ერთდროულ გამოყენებას თან ახლდა როზუვასტატინის AUC მატება 1,2-ჯერ პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით (იხ. ცხრილი 2). არ უნდა გამოირიცხოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის მატება როზუვასტატინს და ეზეტიმიბს შორის ფარმაკოდინამიული ურთიერთზემოქმედების გამო.

ანტაციდები: როზუვასტატინის და ალუმინის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზიის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის შრატისმიერი კონცენტრაციის შემცირებას დაახლოებით 50%-ით. მოცემული ეფექტი სუსტად გამოხატულია, თუ ანტაციდების გამოყენება ხდება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. მსგავსი ურთიერთზემოქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ არის შესწავლილი.

ერითრომიცინი: როზუვასტატინის და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის AUC (0-ტ) 20%-ით და როზუვასტატინის Сmax 30%-ით შემცირებას. მსგავსი ურთიერთზემოქმედება შესაძლებელია დაფიქსირდეს ერითრომიცინის გამოყენებით გამოწვეული ნაწლავების მოტორიკის გაძლიერების შემთხვევაში.

Р450 ციტოქრომის იზოფერმენტები: ინ ვივო და ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენეს, რომ როზუვასტატინი არ არის Р450 ციტოქრომის იზოფერმენტის ინდუქტორი ან ინჰიბიტორი. გარდა ამისა, ამ ფერმენტებისთვის, როზუვასტატინი არის სუსტი სუბსტრატი. ამიტომ, არ არის მოსალოდნელი როზუვასტატინის ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან მეტაბოლიზმის დონეზე Р450 ციტოქრომის იზოფერმენტის მონაწილეობით. როზუვასტატინს და ფლუკონაზოლს (CYP2ჩ9 და CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორები) და კეტოკონაზოლს (CYP2A6 და CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორები) შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთზემოქმედება არ გამოვლენილა.

ზემოქმედება სამკურნალო საშუალებებთან, რომელიც საჭიროებს როზუვასტატინის დოზის კორექციას (იხ. ცხრილი 2)

როზუვასტატინის დოზის კორექცია უნდა მოხდეს მისი ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ზრდიან როზუვასტატინის ექსპოზიციას. თუ მოსალოდნელია ექსპოზიციის 2-ჯერადი ან მეტი მატება, როზუვასტატინის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 5 მგ დღეში ერთჯერ. ასევე საჭიროა როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის კორექცია ისე, რომ როზუვასტატინის მიმართ მოსალოდნელი ექსპოზიცია არ აღემატებოდეს იმავე მონაცემს 40 მგ დოზისთვის, რომელიც მიიღება როზუვასტატინთან ზემოქმედ სამკურნალო საშუალებების გარეშე. მაგალითად, როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ჰემფიბროზილთან ერთდროული გამოყენებისას შეადგენს 20 მგ (ექსპოზიციის მატება 1,9-ჯერ), რიტონავირთან/ატაზანავირთან – 10 მგ (ექსპოზიციის მატება 3,1-ჯერ).

 

ცხრილი 2. თანმხლები თერაპიის ზემოქმედება როზუვასტატინის ექსპოზიციაზე (AUC, მონაცემები მოყვანილია კლების რიგითობით) – გამოქვეყნებული კლინიკური კვლევების შედეგები

 

თანმხლები თერაპიის რეჟიმი

როზუვასტატინის მიღების რეჟიმი

როზუვასტატინის AUC ცვლილება

ციკლოსპორინი 75-200 მგ 2-ჯერ დღეში, 6 თვე

10 მგ 1-ჯერ დღეში, 10 დღე

7,1-ჯერ მატება

 

ატაზანავირი 300 მგ/რიტონავირი 100 მგ 1-ჯერ დღეში, 8 დღე

10 მგ ერთჯერადად

3,1-ჯერ მატება

 

სიმეპრევირი 150 მგ 1-ჯერ დღეში, 7 დღე

10 მგ ერთჯერადად

2,8-ჯერ მატება

 

ლოპინავირი 400 მგ/რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღეში, 17 დღე

20 მგ 1-ჯერ დღეში, 7 დღე

2,1-ჯერ მატება

 

კლოპიდოგრელი 300 მგ-დამტვირთავი დოზა, შემდგომ დღეში 75 მგ დოზაზე გადასვლით

20 მგ ერთჯერადად

2-ჯერ მატება

 

ჰემფიბროზილი 600 მგ დღეში 2-ჯერ, 7 დღე

80 მგ ერთჯერადად

1,9-ჯერ მატება

 

ელტრომბოპაგი 75 მგ დღეში 1-ჯერ, 5 დღე

10 მგ ერთჯერადად

1,6-ჯერ მატება

 

დარუნავირი 600 მგ/რიტონავირი 100 მგ დღეში 2-ჯერ, 7 დღე

10 მგ 1-ჯერ დღეში, 7 დღე

1,5-ჯერ მატება

 

ტიპრანავირი 500 მგ/რიტონავირი 200 მგ 2-ჯერ დღეში, 11 დღე

10 მგ ერთჯერადად

1,4-ჯერ მატება

 

დრონედარონი 400 მგ დღეში 2-ჯერ

მონაცემი არ არის

1,4-ჯერ მატება

იტრაკონაზოლი 200 მგ 1-ჯერ დღეში, 5 დღე

10 მგ ერთჯერადად

1,4-ჯერ მატება

 

ეზეტიმიბი 10 მგ 1-ჯერ დღეში, 14 დღე

10 მგ 1-ჯერ დღეში, 14 დღე

1,2-ჯერ მატება

ფოსამპრენავირი 700 მგ/რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღეში, 8 დღე

10 მგ ერთჯერადად

ცვლილების გარეშე

ალეგლიტაზარი 0,3 მგ, 7 დღე

40 მგ 7 დღე

ცვლილების გარეშე

სილიმარინი 140 მგ, 3-ჯერ დღეში, 5 დღე

10 მგ ერთჯერადად

ცვლილების გარეშე

ფენოფიბრატი 67 მგ, 3-ჯერ დღეში 7 დღე

10 მგ 7 დღე

ცვლილების გარეშე

რიფამპინი 450 მგ დღეში 1-ჯერ, 7 დღე

20 მგ ერთჯერადად

ცვლილების გარეშე

კეტოკონაზოლი 200 მგ დღეში 2-ჯერ, 7 დღე

80 მგ ერთჯერადად

ცვლილების გარეშე

ფლუკონაზოლი 200 მგ დღეში 1-ჯერ, 11 დღე

80 მგ ერთჯერადად

ცვლილების გარეშე

ერითრომიცინი 500 მგ დღეში 4-ჯერ, 7 დღე

80 მგ ერთჯერადად

შემცირება 20%-ით

ბაიკალინი 50 მგ დღეში 3-ჯერ, 14 დღე

20 მგ ერთჯერადად

შემცირება 20%-ით

 

როზუვასტატინის გამოყენების ზემოქმედება სხვა პრეპარატებზე

K ვიტამინის ანტაგონისტები: ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, როზუვასტატინით თერაპიის დაწყებამ ან როზუვასტატინის დოზის მატებამ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს (მაგალითად, ვარფარინი ან კუმარინის სხვა ანტიკოაგულანტები) შესაძლებელია გამოიწვიოს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) მატება. როზუვასტატინის დოზის შემცირებამ ან მოხსნამ შესაძლებელია გამოიწვიოს სნთ შემცირება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სნთ მონიტორინგი.

შიგნით მისაღები კონტრაცეპტივები/ჰორმონოჩამნაცვლებელი თერაპია: როზუვასტატინის და შიგნით მისაღები კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენება ზრდის ეთინილესტრადიონის AUC და ნორგესტრელის AUC 26%-ით და 34%-ით, შესაბამისად. შრატისმიერი კონცენტრაციის ასეთი მატება გასათვალისწინებელია შიგნით მისაღები კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას. როზუვასტატინის და ჰორმონოჩამნაცვლებელი თერაპიის ერთდროული გამოყენების ფარმაკოკინეტიკული მონაცემები არ არის. ანალოგიური ეფექტი არ უნდა გამოირიცხოს როზუვასტატინის და ჰორმონოჩამნაცვლებელი თერაპიის ერთდროული გამოყენებისას. თუმცა, მსგავსი კომბინაცია ფართოდ გამოიყენებოდა კლინიკური კვლევების დროს და კარგად გადაიტანებოდა პაციენტების მიერ.

სხვა სამკურნალო საშუალებები:

დიგოქსინი: სპეციფიური ურთიერთზემოქმედების კვლევებში მიღებული მონაცემების თანახმად, დიგოქსინთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

ფუზიდის მჟავა: მიოპათიის განვითარების რისკი, რაბდომიოლიზის ჩათვლით, შესაძლებელია გაიზარდოს სისტემური გამოყენების სტატინების ფუზიდის მჟავასთან ერთდროული გამოყენებისას. ამ ურთიერთზემოქმედების მექანიზმი (ფარმაკოდინამიული და/ან ფარმაკოკინეტიკული) უცნობია. მსგავსი კომბინაციის გამოყენების დროს აღწერილია რაბდომიოლიზის შემთხვევები (რამდენიმე ლეტალური შემთხვევის ჩათვლით). თუ სისტემური გამოყენების ფუზიდის მჟავას გამოყენება აუცილებელია, როზუვასტატინით მკურნალობა უნდა შეჩერდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში (იხ. ასევე ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).

 

სიფრთხილის ზომები

თუ მოხდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია სტაციონარში, მან აუცილებლად უნდა შეატყობინოს ექიმს, რომ იღებს პრეპარატ ეკვამერს®.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი ეკვამერის® კაფსულის მიღება, დაელოდეთ და მიიღეთ შემდეგი კაფსულა ჩვეულ დროს. პრეპარატის გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, არ უნდა მოხდეს ორმაგი დოზის მიღება.

პრეპარატი ეკვამერის® გამოყენებისას საჭიროა ცალკეული კომპონენტების გამოყენების ქვემოთ აღწერილი რეკომენდაციების გათვალისწინება.

 

ამლოდიპინი

ამლოდიპინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ჰიპერტონული კრიზის დროს არ არის დადგენილი.

პაციენტები გულის უკმარისობით

ამლოდიპინით მკურნალობა პაციენტებში გულის უკმარისობით უნდა ჩატარდეს სიფრთხილის ზომების დაცვით. გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მონაწილეობით (III-IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციით) მიმდინარე ხანგრძლივი პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს დადგენილი იყო, რომ პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, ჯგუფში, რომელიც იღებდა ამლოდიპინს გაიზარდა ფილტვების შეშუპების განვითარების შემთხვევების რაოდენობა. კალციუმის ,,ნელი” მილაკების ბლოკატორები, ამლოდიპინის ჩათვლით, სიფრთხილით გამოიყენებიან პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით, რადგან ისინი ზრდიან გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების და სიკვდილიანობის რისკს პაციენტების ამ ჯგუში.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ამლოდიპინის ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი და AUC მნიშვნელობა იზრდება, ასეთი პაციენტებისათვის რეკომენდებული დოზები არ არის დადგენილი. ამლოდიპინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური დოზით. მკურნალობის დასაწყისში და დოზის მომატებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა. პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით დოზის ტიტრირება უნდა მოხდეს ნელა და ექიმის მეთვალყურეობით.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით

პაციენტების მოცემულ ჯგუფში ამლოდიპინის გამოყენება შესაძლებელია ჩვეული დოზით. ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილება სისხლის შრატში არ კორელირებს თირკმლის უკმარისობის ხარისხთან. ამლოდიპინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის მატება ხანდაზმულ პაციენტებში უნდა მოხდეს სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. ნაწილები ,,გამოყენების წესი და დოზები” და ,,ფარმაკოკინეტიკა”).

 

ლიზინოპრილი

სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზია

ყველაზე ხშირად, არტერიული წნევის გამოხატული დაწევა ვითარდება ცირკულირებული სისხლის მოცულობის შემცირების დროს, რომელიც გამოწვეულია დიურეტიკებით თერაპიით, საკვებში მარილის რაოდენობის შემცირებით, დიალიზით, დიარეით და ღებინებით (იხ. ნაწილები ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან” და ,,გვერდითი მოქმედება”) ან პაციენტებში რენინ-დამოკიდებული მძიმე ჰიპერტენზიით. პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით, თირკმელების უკმარისობით ან მის გარეშე, შესაძლებელია სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება. ის უფრო ხშირად ვითარდება პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით, როგორც მარყუჟოვანი დიურეტიკების დიდი დოზების გამოყენების, ჰიპონატრიემიის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის შედეგი. ასეთ პაციენტებში თერაპია უნდა დაიწყოს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით (ხდება ლიზინოპრილის და დიურეტიკების დოზის შესაბამისი შერჩევა). მსგავსი წესის დაცვა საჭიროა ლიზინოპრილის დანიშვნისას პაციენტებში გულის იშემიური დაავადებებით, ცერებროვასკულარული უკმარისობით, რომლებშიც არტერიული წნევის მკვეთრმა დაწევამ შესაძლებელია გამოიწვიოს მიოკარდის ინფარქტი ან ინსულტი.

არტერიული წნევის გამოხატული დაწევის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის დაწოლა და, საჭიროებისას, სითხის შევსება (ვენაში ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის შეყვანა). ტრანზიტორული ჰიპოტენზიული რეაქცია არ არის ლიზინოპრილის შემდგომი დოზის მიღების უკუჩვენება, როგორც წესი,  მკურნალობა მიმდინარეობს გართულებების გარეშე ჰიპოვოლემიის კორექციით არტერიული წნევის დონის აღდგენის შემდეგ.

ლიზინოპრილის გამოყენებისას გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე ზოგიერთ პაციენტში, ნორმალური ან შემცირებული არტერიული წნევით, შესაძლებელია გამოვლინდეს არტერიული წნევის დაწევა, რაც ჩვეულებრივ არ არის თერაპიის შეწყვეტის მიზეზი. თუ არტერიული ჰიპოტენზია ხდება სიმპტომატური, საჭიროა დოზის შემცირება ან ლიზინოპრილით თერაპიის შეწყვეტა.

აორტული და მიტრალური სარქველის სტენოზი/ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია

სხვა აგფ-ის ინჰიბიტორების მსგავსად, ლიზინოპრილი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში მიტრალური სარქველის სტენოზით და მარცხენა პარკუჭის გამომყოფი ტრაქტის ობსტრუქციით (აორტული სტენოზი ან ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია).

მიოკარდის მწვავე ინფარქტი

ლიზინოპრილით თერაპია არ უნდა დაიწყოს პაციენტებში მიოკარდის მწვავე ინფარქტით, რომლებშიც ვაზოდილატატორების გამოყენების შემდეგ არსებობს სერიოზული ჰემოდინამიული გაუარესების რისკი (პაციენტებში სისტოლური არტერიული წნევით 100 მმ ვ.წყ.სვ ან ნაკლები, პაციენტები კარდიოგენული შოკით). მიოკარდის ინფარქტიდან პირველი 3 დღის განმავლობაში ლიზინოპრილის დოზა უნდა შემცირდეს თუ სისტოლური არტერიული წნევა არის 120 მმ ვ.წყ.სვ ან ნაკლები. ლიზინოპრილის შემანარჩუნებელი დოზა უნდა შემცირდეს 5 მგ-მდე ან დროებით 2,5 მგ-მდე, თუ სისტოლური არტერიული წნევა არის 100 მმ ვ.წყ.სვ ან ნაკლები. თუ არტერიული ჰიპოტენზია ნარჩუნდება (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვ.წყ.სვ 1 საათზე მეტი პერიოდის განმავლობაში), ლიზინოპრილის გამოყენება წყდება.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს (კკ <80 მლ/წთ), ლიზინოპრილის საწყისი დოზა უნდა შეირჩეს კკ დონის შესაბამისად, შემდეგ, თერაპიაზე პაციენტის კლინიკური პასუხიდან გამომდინარე. კალიუმის შემცველობის და კრეატინინის კონცენტრაციის რუტინული კონტროლი სისხლის შრატში არის ასეთი პაციენტების მკურნალობის სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის ნაწილი.

პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით, აგფ-ის ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყების შემდეგ არტერიული წნევის გამოხატულმა დაწევამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება. აღწერილია თირკმელების მწვავე უკმარისობის შემთხვევები, ჩვეულებრივ, შექცევადი.

პაციენტებში თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმელის არტერიის სტენოზით, აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე გამოვლენილია შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციის მატება სისხლის შრატში, ჩვეულებრივ შექცევადი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ეს გართულება ხშირად ვითარდება პაციენტებში თირკმელების უკმარისობით. თანმხლები რენოვასკულარული ჰიპერტენზიის არსებობის პირობებში იზრდება მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკი. ასეთ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობით, დაბალი დოზების გამოყენებით, და დოზის ფრთხილი ტიტრირებით. იქიდან გამომდინარე, რომ დიურეტიკებმა შესაძლებელია გააუარესონ მითითებული მდგომარეობა, საჭიროა მათი მოხსნა და ლიზინოპრილით თერაპიის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში თირკმელების ფუნქციის კონტროლი.

ლიზინოპრილი არ გამოიყენება მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს, რომელიც დადგენილია სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის ცვლილებით, რომელიც აღემატება 177 მკმოლ/ლ-ს და/ან პროტეინურიით, რომელიც აღემატება 500 მგ/დღეში. თუ თირკმელების დისფუნქცია ვითარდება ლიზინოპრილით თერაპიის პერიოდში (კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში აღემატება 265 მკმოლ/ლ ან ორმაგდება მკურნალობის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით), საჭიროა ლიზინოპრილის გამოყენების შეწყვეტის საკითხის განხილვა.

მომატებული მგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება

სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი თერაპიის პერიოდში, იშვიათად ვითარდებოდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ-ის ინჰიბიტორებით, ლიზინოპრილის ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ლიზინოპრილის დაუყოვნებელი მოხსნა, პაციენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და იმყოფებოდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ სიმპტომების სრულ გაქრობამდე. მაშინაც, როცა ვითარდება მხოლოდ ენის მიდამოს შეშუპება, სასუნთქი ფუნქციების თანმხლები დარღვევის გარეშე, პაციენტს ესაჭიროება ხანგრძლივი ზედამხედველობა, რადგან ანტიჰისტამინური პრეპარატებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა შესაძლებელია არ იყოს საკმარისი.

ანგიონევროზული შეშუპება ხორხის ან ენის შეშუპებით შესაძლებელია იყოს ფატალური. ენის, ხორხის ან ხორხსარქველის შეშუპება შესაძლებელია გახდეს სასუნთქი გზების ობსტრუქციის მიზეზი, განსაკუთრებით ანამნეზში სასუნთქი გზების მიდამოში ქირურგიული ჩარევის არსებობის პირობებში, ამიტომ დაუყოვნებლივ საჭიროა შესაბამისი თერაპიის ჩატარება (0,3-0,5 მლ 1:1000 ეპინეფრინის ხსნარი (ადრენალინი) კანქვეშ) და/ან სასუნთქი გზების გამტარობის შესაბამისი ზომების მიღება. საჭიროა პაციენტზე მკაცრი ზედამხედველობა სიმპტომების სრულ გაქრობამდე.

სხვა რასის პაციენტებთან შედარებით, ნეგროიდული რასის პაციენტებში აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე ანგიონევროზული შეშუპება ვითარდებოდა უფრო ხშირად.

პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში უკვე ჰქონდათ ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც არ იყო დაკავშირებული აგფ-ის ინჰიბიტორებით წინამორბედ მკურნალობასთან, მისი განვითარების რისკი შესაძლებელია იყოს მომატებული აგფ-ის ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს (იხ. ასევე ნაწილი ,,უკუჩვენება”).

ანაფილაქტოიდური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებით (დსლპ) აფერეზის დროს

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ-ის ინჰიბიტორებს, დსლპ აფერეზის დროს დექსტრანის სულფატის გამოყენებით. მსგავსი რეაქციების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუ აფერეზის თითოეული პროცედურის წინ დროებით ხდებოდა აგფ-ის ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტა.

ანაფილაქსიური რეაქციები დესენსიბილიზაციის პროცედურის ჩატარების დროს

პაციენტებში, რომლებიც აგფ-ის ინჰიბიტორებს იღებენ დესენსიბილიზაციის პროცედურის ჩატარების დროს (მაგალითად, სიფრიფანაფრთიანთა შხამი), შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქსიური რეაქციები. მსგავსი რეაქციების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ დესენსიბილიზაციის თითოეული პროცედურის წინ მოხდება აგფ-ის ინჰიბიტორების დროებითი მოხსნა, თუმცა, ასეთი რეაქციები ისევ ვითარდებოდნენ მოცემული პრეპატების შემთხვევით მიღებისას.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აგფ-ის ინჰიბიტორებით თერაპიამ შესაძლებელია გამოიწვიოს ქოლესტატური სიყვითლე ღვიძლის ფულმინანტურ ნეკროზამდე პროგრესირებით და (ზოგჯერ) ლეტალური შედეგით. ამიტომ, ლიზინოპრილის მიღება უნდა შეწყდეს ,,ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას და ქოლესტაზის სიმპტომების განვითარებისას, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

პაციენტები ჰემოდიალიზზე

ანაფილაქსიური რეაქციები ვლინდებოდნენ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ ჰემოდიალიზი მაღალგამტარი მემბრანის გამოყენებით (მაგალითად, AN69®) და ერთდროულად იღებდნენ აგფ-ის ინჰიბიტორებს. ჰემოდიალიზის ჩატარების საჭიროებისას, უნდა მოხდეს სხვა ტიპის მემბრანის გამოყენება ან სხვა ჰიპოტენზიული პრეპარატის დანიშვნა.

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი

პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ-ის ინჰიბიტორებს, აღწერილია ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარების შემთხვევები. პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით სხვა დამამძიმებელი ფაქტორების გარეშე, ნეიტროპენია ვითარდებოდა უფრო იშვიათად. ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი ქრებოდა აგფ-ის ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ლიზინოპრილი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში კოლაგენოზებით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესიულ თერაპიას, ალოპურინოლს ან პროკაინამიდს, ან აქვთ ამ დამამძიმებელი ფაქტორების ერთობლიობა, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის ფონზე. ზოგიერთ პაციენტში ვითარდებოდა სერიოზული ინფექციები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში არ პასუხობდნენ ინტენსიურ ანტიბიოტიკოთერაპიაზე. ასეთ პაციენტებში ლიზინოპრილის გამოყენებისას რეკომენდებულია ლეიკოციტების რაოდენობის პერიოდული კონტროლი; ასევე, საჭიროა პაციენტების ინფორმირება მიმართონ ექიმს ინფექციის ნებისმიერი სიმპტომის განვითარებისას.

რაას ორმაგი ბლოკადა

არსებული მონაცემებით, აგფ-ის ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ან ალისკირების ერთდროული გამოყენება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის განვითარების და თირკმელების ფუნქციის შემცირების რისკს (თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით). შესაბამისად, აგფ-ის ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ან ალისკირების ერთდროული გამოყენების შედეგად რაას ორმაგი ბლოკადა არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილები ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან” და ,,ფარმაკოდინამიკა”).

თუ რაას ორმაგი ბლოკადა აუცილებელია, მაშინ მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით თირკმელების ფუნქციის, ელექტროლიტების შემცველობის და არტერიული წნევის დონის კონტროლით. პაციენტებში დიაბეტური ნეიროპათიით არ უნდა მოხდეს აგფ-ის ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების კომბინირებული გამოყენება.

რასა

სხვა რასის წარმომადგენლებთან შედარებით, ნეგროიდული რასის პაციენტებში აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებისას უფრო ხშირად ვითარდებოდა ანგიონევროზული შეშუპება.

აგფ-ის სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, სხვა რასის წარმომადგენლებთან შედარებით, ნეგროიდული რასის პაციენტებში, ლიზინოპრილი შესაძლებელია იყოს ნაკლებად ეფექტური არტერიული წნევის შესამცირებლად, რაც, შესაძლებელია განპირობებული იყოს ჰიპორენული არტერიული ჰიპერტენზიის უფრო მაღალი სიხშირით განვითარებასთან.

ხველა

აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებისას გამოვლენილია ,,მშრალი”, ხანგრძლივი ხველა, რომელიც ქრებოდა აგფ-ის ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებით გამოწვეული ხველა გასათვალისწინებელია ხველის დიფერენცირებული დიაგნოსტიკის დროს.

ქირურგიული ჩარევა/საერთო ანესთეზია

პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა საჭიროებს ფართო ქირურგიულ ჩარევას ან საერთო ანესთეზიის ჩატარებას პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ არტერიულ ჰიპოტენზიას, ლიზინოპრილმა შესაძლებელია მოახდინოს ანგიოტენზინ II წარმოქმნის ბლოკირება რენინის კომპენსატორული გამონთავისუფლების დროს.

არტერიული წნევის გამოხატული დაწევა, რომელიც ითვლება ამ მექანიზმის შედეგად, შესაძლებელია აღმოიფხვრას ცირკულირებული სისხლის მოცულობის გაზრდით.

ქირურგიულ ჩარევამდე (სტომატოლოგიური ქირურგიული ჩარევის ჩათვლით) საჭიროა ქირურგის/ანესთეზიოლოგის გაფრთხილება, რომ პაციენტი იღებს აგფ-ის ინჰიბიტორებს.

ჰიპერკალიემია

აღწერილია ჰიპერკალიემიის შემთხვევები.

ჰიპერკალიემიის განვითარების რისკ-ფაქტორებია თირკმელების უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და კალიშემნახველი დიურეტიკების (სპირონოლაქტონი, ეპლერენონი (სპირონოლაქტონის წარმოებული), ტრიამტერენი და ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროული გამოყენება და პრეპარატების გამოყენება, რომლებიც იწვევენ კალიუმის შემცველობის მატებას სისხლის შრატში (მაგალითად, ჰეპარინი).

ლიზინოპრილის და მითითებული პრეპარატების ერთდროული გამოყენების საჭიროებისას, რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების მიღება და კალიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი სისხლის შრატში.

პაციენტები შაქრიანი დიაბეტით

პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იყენებენ შიგნით მისაღებ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს ან ინსულინს, აგფ-ის ინჰიბიტორებით მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში საჭიროა გლუკოზის კონცენტრაციის მკაცრი კონტროლი სისხლის შრატში.

ლითიუმის პრეპარატები

როგორც წესი, ლითიუმის პრეპარატების და ლიზინოპრილის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 

როზუვასტატინი

პაციენტებში, რომლებიც იღებენ როზუვასტატინის მაღალ დოზებს, განსაკუთრებით 40 მგ დოზით, აღწერილია პროტეინურია, უპირატესად მილაკოვანი წარმოშობის და, როგორც წესი, ტრანზიტორული ან ხანმოკლე, რომელიც გამოვლენილია იმუნოქრომატოგრაფიული ტესტ-ზოლების დახმარებით. პროტეინურია არ არის თირკმელების მწვავე ან პროგრესირებადი დაავადების პროგნოსტული ფაქტორი. თირკმელების მხრიდან სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარების შეტყობინებების სიხშირე პოსტმარკეტინგულ პერიოდში უფრო მაღალი იყო 40 მგ დოზის გამოყენებისას. თირკმელების ფუნქციის შეფასება გასათვალისწინებელია იმ პაციენტების სტანდარტული კვლევის დროს, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ დღეში 40 მგ დოზით.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი

როზუვასტატინის ნებისმიერი დოზებით, განსაკუთრებით 20 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენებისას, აღწერილია შემდეგი არასასურველი გვერდითი რეაქციები: მიალგია, მიოპათია, იშვიათ შემთხვევებში რაბდომიოლიზი.

ძალიან იშვიათად, ეზეტიმიბის და ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების კომბინირებული გამოყენებისას გამოვლენილია რაბდომიოლიზის შემთხვევები. არ უნდა გამოირიცხოს ფარმაკოდინამიული ურთიერთზემოქმედება და ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა. ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენების მსგავსად, როზუვასტატინის გამოყენებასთან დაკავშირებულია რაბდომიოლიზის შემთხვევების სიხშირე უფრო მეტი იყო პოსტმარკეტინგულ პერიოდში 40 მგ დოზის გამოყენებისას.

კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის განსაზღვრა

კფკ აქტივობის განსაზღვრა არ უნდა მოხდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან კფკ აქტივობის მომატების სხვა შესაძლო მიზეზების არსებობის პირობებში, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მიღებული შედეგის არასწორი ინტერპრეტაცია. თუ კფკ აქტივობა მნიშვნელოვნად მომატებულია (ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 5-ჯერ), 5-7 დღის შემდეგ საჭიროა განმეორებითი განსაზღვრა. თერაპია არ უნდა დაიწყოს, თუ განმეორებითი ტესტი ამტკიცებს კფკ საწყის აქტივობას (ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 5-ჯერ).

თერაპიის დაწყებამდე

ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების დანიშვნის მსგავსად, როზუვასტატინის დანიშვნამდე საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა პაციენტებში მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების არსებული რისკ-ფაქტორებით (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილით”).

თანმხლები ფაქტორებია:

-თირკმლის უკმარისობა;

-ჰიპოთირეოზი;

-კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებები პირად ან ოჯახურ ანამნეზში;

-კუნთოვანი ტოქსიკურობა ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორის ან ფიბრატის გამოყენებისას ანამნეზში;

-ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება;

-70 წელზე უფროსი ასაკი;

-სიტუაცია, როცა შესაძლებელია გაიზარდოს როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის შრატში;

-ფიბრატების ერთდროული გამოყენება.

საჭიროა თერაპიის შედეგად მიღებული რისკის/სარგებლის თანაფარდობის განსაზღვრა და შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი.

თერაპიის დროს

საჭიროა პაციენტების ინფორმირება დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს კუნთებში უეცრად განვითარებული ტკივილის, კუნთების სისუსტის ან სპაზმების შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ ამას თან ახლავს შეუძლოდ ყოფნა და ცხელება. ასეთ პაციენტებში საჭიროა კფკ აქტივობის განსაზღვრა. თერაპია უნდა შეწყდეს, თუ კფკ აქტივობა მნიშვნელოვნად მომატებულია (ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 5-ჯერ მეტი მატება) ან სიმპტომები კუნთების მხრიდან მკვეთრად გამოხატულია, რაც იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს (მაშინაც, როცა კფკ აქტივობა ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 5-ჯერ ნაკლებია). თუ სიმპტომები ქრებიან და კფკ აქტივობა უბრუნდება ნორმას, საჭიროა როზუვასტატინის ან ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების განმეორებითი დანიშვნის საკითხის განხილვა უფრო ნაკლები დოზით და პაციენტზე მკაცრი ზედამხედველობის პირობით.

კფკ აქტივობის რუტინული კონტროლი სიმპტომების არარსებობისას არ არის მიზანშეწონილი.

აღწერილია იმუნოგამომწვევი მანეკროტიზირებელი მიოპათიის იშვიათი შემთხვევები, რაც კლინიკურად ვლინდება პროქსიმალური კუნთოვანი სისუსტით და კრეატინკინაზას აქტივობის მატებით სისხლის შრატში სტატინებით, მათ შორის როზუვასტატინით მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ. მითითებული მდგომარეობა ნარჩუნდება სტატინებით მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად.

როზუვასტატინის და თანმხლები თერაპიის დროს ჩონჩხის კუნთებზე ზემოქმედების გაძლიერება არ გამოვლენილა. თუმცა, მიოზიტის და მიოპათიის შემთხვევების რაოდენობის მატება აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს (სტატინებს) იღებდნენ ფიბრინის მჟავას წარმოებულებთან, ჰემფიბროზილის, ციკლოსპორინის, ნიკოტინის მჟავას ლიპიდშემამცირებელი დოზების (დღეში 1 გ-ზე მეტი), აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების, პროტეაზას ინჰიბიტორების და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჩათვლით. ჰემფიბროზილი ზრდის მიოპათიის განვითარების რისკს ჰმგ-კოა-რედუქტაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან ერთდროული გამოყენებისას. შესაბამისად, როზუვასტატინის და ჰემფიბროზილის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. როზუვასტატინის და ფიბრატების ან ნიკოტინის მჟავას ლიპიდშემამცირებელი დოზების (დღეში 1 გ-ზე მეტი) ერთდროული გამოყენებისას საჭიროა რისკის/სარგებლის თანაფარდობის მკაცრი განსაზღვრა. როზუვასტატინის 40 მგ დოზის ფიბრატებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

როზუვასტატინის გამოყენება არ უნდა მოხდეს სისტემური გამოყენების ფუზიდის მჟავას პრეპარატებთან ერთად ან ფუზიდის მჟავათი მკურნალობის შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში.

თუ სისტემური გამოყენების ფუზიდის მჟავას გამოყენება აუცილებელია, სტატინებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავათი მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფუზიდის მჟავას და სტატინებს, აღწერილია რაბდომიოლიზის შემთხვევები (რამდენიმე ლეტალური შემთხვევის ჩათვლით) (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). პაციენტს უნდა მიეცეს რეკომენდაცია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს კუნთების სისუსტის, ტკივილის ან კუნთების მომატებული მგრძნობელობის განვითარების შემთხვევაში.

სტატინებით თერაპიის განმეორებითი დანიშვნა შესაძლებელია ფუზიდის მჟავას ბოლო დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ.

გამონაკლის შემთხვევებში, როცა საჭიროა სისტემური ფუზიდის მჟავას პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება, მაგალითად, მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, როზუვასტატინის და ფუზიდის მჟავას ერთდროული გამოყენების შესაძლებლობა განიხილება ინდივიდუალურად და მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობით.

როზუვასტატინის გამოყენება არ უნდა მოხდეს ისეთი მწვავე, სერიოზული მდგომარეობების დროს, რომლებმაც შესაძლებელია განაპირობონ  მიოპათიის განვითარება ან თირკმელების უკმარისობის განწყობის პაციენტებში (რაბდომიოლიზის შედეგად) (მაგალითად, სეფსისი, არტერიული ჰიპოტენზია, ფართო ოპერაციული ჩარევა, ტრავმა, სერიოზული მეტაბოლური, ენდოკრინული დარღვევები ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა; ან არაკონტროლირებადი კრუნჩხვითი გულყრა).

ღვიძლის ფუნქციის კონტროლი

ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენების მსგავსად, როზუვასტატინის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით ანამნეზში და/ან პაციენტებში, რომლებიც ჭარბად იღებენ ალკოჰოლს.

თერაპიის დაწყებამდე და დაწყებიდან 3 თვის შემდეგ რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა. თუ ,,ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობა სისხლის შრატში 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, საჭიროა როზუვასტატინის მიღების შეწყვეტა ან დოზის შემცირება.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში ღვიძლის მხრიდან სერიოზული გართულებების სიხშირე (ძირითადად, ,,ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მატება) უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც როზუვასტატინს იღებდნენ 40 მგ დოზით.

პაციენტებში ჰიპოთირეოზის ან ნეფროზული სინდრომის შედეგად განვითარებული ჰიპერქოლესტერინემიით, ძირითადი დაავადებების თერაპია უნდა ჩატარდეს როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე.

რასა

ფარმაკოკინეტიკული პარამეტრების შესწავლისას პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან მონგოლოიდურ რასას, ევროპეოიდული რასის პაციენტების მაჩვენებლებთან შედარებით, გამოვლენილი იყო როზუვასტატინის კონცენტრაციის სისტემური მატება (იხ. ნაწილები ,,გამოყენების წესი და დოზები” და ,,ფარმაკოკინეტიკა”).

აივ პროტეაზას ინჰიბიტორები

როზუვასტატინის და აივ პროტეაზას სხვადასხვა ინჰიბიტორების რიტონავირთან კომბინირებული გამოყენებისას, ვლინდება როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიციის მატება. საჭიროა როზუვასტატინის მიღების ფონზე სისხლში ლიპიდების კონცენტრაციის შემცირებით მიღებული სარგებლის შეფასება, ასევე სისხლის შრატში როზუვასტატინის კონცენტრაციის შესაძლო მომატების გათვალისწინება მკურნალობის დასაწყისში, ასევე როზუვასტატინის დოზის მომატებისას აივ-ინფექციის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აივ-პროტეაზას ინჰიბიტორებს.

არ არის რეკომენდებულია როზუვასტატინის და აივ პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება როზუვასტატინის დოზის კორექციის გარეშე (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

ფილტვების ინტერსტიციალური დაავადებები

ჰმგ-კოა-რედუქტაზას ზოგიერთი ინჰიბიტორების (სტატინების) გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, აღწერილია ფილტვების ინტერსტიციალური დაავადებების ერთეული შემთხვევები. დაავადება შესაძლებელია გამოვლინდეს ქოშინით, არაპროდუქტიული ხველით და საერთო მდგომარეობის გაუარესებით (სისუსტე, სხეულის წონის კლება და ცხელება). ფილტვების ინტერსტიციალურ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა სტატინებით თერაპიის შეწყვეტა.

შაქრიანი დიაბეტი

არსებული მტკიცებულებებით, სტატინები იწვევენ გლუკოზის კონცენტრაციის მატებას სისხლში და ზოგიერთ პაციენტში შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკით და შესაძლებელია გახდნენ ჰიპერგლიკემიის ისეთი დონის პროვოცირების მიზეზი, როცა ნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის სტანდარტული მკურნალობა. თუმცა, სტატინებით მკურნალობის ფონზე სისხლძარღვოვანი გართულებების რისკის შემცირება აღემატება ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკს, და ეს არ უნდა გახდეს სტატინების მოხსნის მიზეზი. საჭიროა კლინიკური და ბიოქიმიური მაჩვენებლების მონიტორინგის განხორციელება პაციენტებში, რომლებიც არიან ჰიპერგლიკემიის რისკ-ჯგუფში (გლუკოზის კონცენტრაცია უზმოზე 5,6-დან 6,9-მდე მმოლ/ლ, სხეულის წონის ინდექსი > 30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაცია, არტერიული ჰიპერტენზია), ნაციონალური რეკომენდაციების შესაბამისად.

 

დამხმარე ნივთიერებები

ლაქტოზა

პრეპარატი ეკვამერი® 10 მგ /5 მგ /10 მგ დოზირებით და 20 მგ /10 მგ /10 მგ დოზირებით შეიცავს 48,10 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს თითოეულ კაფსულაში. პრეპარატი ეკვამერი® 10 მგ/5 მგ/20 მგ დოზირებით და 20 მგ/10 მგ/20 მგ დოზირებით შეიცავს 96,20 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს თითოეულ კაფსულაში.

პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიც არის ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზა ლაპას დეფიციტი ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ პრეპარატი ეკვამერი®.

საღებავი აზორუბინი

პრეპარატი ეკვამერი® შეიცავს საკვებ საღებავს აზორუბინს.

საღებავმა აზორუბინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება.

საღებავი მზის ჩასვლა ყვითელი

პრეპარატი ეკვამერი® 10 მგ/5 მგ/10 მგ დოზირებით და 20 მგ/10 მგ/20 მგ დოზირებით შეიცავს საკვებ საღებავს მზის ჩასვლა ყვითელი.

საღებავმა მზის ჩასვლა ყვითელი შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

 

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატის ზემოქმედების მონაცემები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ არის მოწოდებული. იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია გამოვლინდეს არტერიული წნევის ჭარბი შემცირება, თავბრუსხვევა, ძილიანობა და მსგავსი გვერდითი მოვლენები, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულების დროს, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს (ავტომობილის და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა, მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა, დისპეჩერის და ოპერატორის საქმიანობა და ა.შ.). 

 

შეფუთვა

კაფსულები, 10 მგ /5 მგ /10 მგ, 10 მგ /5 მგ /20 მგ, 20 მგ /10 მგ /10 მგ, 20 მგ /10 მგ /20 მგ.

5 კაფსულა პა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 6 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

რეცეპტით.

სად შევიძინოთ?