Nuk
ემოპროქსი / EMOPROX


 

წამლის ფორმა
თვალის წვეთები
აღწერილობა: გამჭვირვალე ან მცირედ ოპალესცირებული სითხე, უფერო ან მომწვანო-მოყვითალო ფერის.

შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 10 მგ მეთილეთილპირიდინოლის ჰიდროქლორიდი. 
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დოდეკაჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის უწყლო სულფიტი, გასუფთავებული წყალი. 

პრეპარატის ათქ კოდი
C05CX
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
თვალის დაავადებების სამკურნალო საშუალებები. ანტიაგრეგანტები, ანტიჰიპოქსანტები და ანტიოქსიდანტები. ანგიოპროტექტორები, მიკროცირკულაციის კორექტორები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა 
როგორც ანგიოპროტექტორი ამცირებს კაპილარების გამტარობას და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, ანტიჰიპოქსანტს და ანტიაგრეგანტს. 
ეფექტურად აინჰიბირებს თავისუფალ რადიკალებს, გააჩნია მემბრანომასტაბილიზირებელი მოქმედება, აფერხებს უჯრედული მემბრანების ლიპიდების ზეჟანგურ დაჟანგვას. ზრდის ქსოვილების მდგრადობას ჟანგბადის უკმარისობის დროს, აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. გააჩნია რეტინოპროტექტორული თვისებები, იცავს ბადურას და თვალის სხვა ქსოვილებს სინათლის მაღალი ინტენსივობის დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. ხელს უწყობს თვალშიდა ჩაქცევების გაწოვას, ამცირებს სისხლის შედედებას, აუმჯობესებს თვალის მიკროცირკულაციას. ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს რქოვანაში (მათ შორის ადრეული ოპერაციის და ჭრილობის შემდგომ პერიოდში). 

ფარმაკოკინეტიკა  
ემოპროქსი თვალის წვეთების გამოყენებისას აქტიური ნივთიერება ბიოლოგიურად აქტიურ კონცენტრაციებში არ ხვდება სისტემურ სისხლის ნაკადში. თერაპიული კონცენტრაცია თვალის ქსოვილებში მიიღწევა ერთჯერადი ჩაწვეთებისას. თვალის ქსოვილებში ემოპროქსის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სისხლში. 

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს:
- სისხლჩაქცევა თვალის წინა საკანში (მკურნალობა);
- სისხლჩაქცევა სკლერაში ხანდაზმული ასაკის პირებში (მკურნალობა და პროფილაქტიკა);
- რქოვანას ანთება და დამწვრობა (მკურნალობა და პროფილაქტიკა);
- მიოპიის გართულებები (მკურნალობა);
- რქოვანას დაცვა (კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში);
- ბადურას დაცვა მაღალი ინტენსივობის სინათლის ზემოქმედების შემთხვევაში (ლაზერული და მზის დამწვრობები, ლაზეროკოაგულაცია). 

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა მეთილეთილპირიდინოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა.

გვერდითი მოქმედება
წვის შეგრძნება, ქავილი, კონიუნქტივის ხანმოკლე ჰიპერემია, იშვიათად – ადგილობრივი ალერგიული რეაქციები. 

გამოყენების წესი და დოზირება
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
პრეპარატის ინსტილაცია ხდება კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთი 2-3 ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-30 დღეს. აუცილებლობის და კარგი ამტანობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გახანგრძლივდეს 6 თვემდე. მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება 2-3 ჯერ წელიწადში. 
თავი უნდა ავარიდოთ საწვეთურის წვერის შეხებას რაიმე ზედაპირთან, რათა ავიცილოთ ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება. 

ჭარბი დოზირება
არ არის დადგენილი. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი ემოპროქსი ფარმაცევტულად შეუთავსებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ემოპროქსის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში (ძუძუთი კვებისას). ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა იქნას გადაწყვეტილი საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.    

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე 
არ არსებობს ცნობები პრეპარატის გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. 

განსაკუთრებული მითითებები 
სხვა ოფთალმოლოგიურ სამკურნალო პრეპარატებთან ერთობლივად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატ ემოპროქს იყენებენ, წინა სამკურნალო საშუალებების სრული შეწოვის შემდეგ (არანაკლებ 10-15 წუთის შემდეგ). 

გამოშვების ფორმა 
ემოპროქსი თვალის წვეთები გამოდის 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები  
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისიანობის ვადა 
2 წელი წარმოების თარიღიდან. 
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 10 დღის განმავლობაში.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სად შევიძინოთ?