Nuk
ენალაპრილ H® / ENALAPRIL H®


შემადგენლობა 

ენალაპრილ H-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების - ენალაპრილის მალეატის 10 მგ-სა და ჰიდროქლორთიაზიდის 25 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული შემადგენლობის ჰიპოტენზიური საშუალება. ორგანიზმში პერორალურად მოხვედრილი ენალაპრილი განიცდის ჰიდროლიზს ენალაპრილატამდე, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახდენს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბირებას. შედეგად, მცირდება ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაცია პლაზმაში და ფერხდება ალდოსტერონის გამომუშავება. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების შედეგად მცირდება არტერიული წნევა. ჰიდროქლორთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი, აძლიერებს რენინის გამომუშავებას. ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას უფრო ძლიერი ჰიპოტენზიური ეფექტი აქვს, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე. ამასთანავე, ამცირებს თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეულ კალიუმის დანაკარგს.საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება პრეპარატის 60%, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 3-4 სთ-ში მიიღწევა. პრეპარატის მიღებიდან 4 დღის შემდეგ ენალაპრილატის ნახევარდაშლის პერიოდი სტაბილური ხდება და შეადგენს 11 საათს.

ჩვენებები
- ნებისმიერი სიმძიმის არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულარული);
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დღეში 1-2 ტაბლეტი. ავადმყოფთა უმრავლესობისათვის საკმარისია ჰიდროქლორთიაზიდის 50 მგ, ამიტომ რეკომენდებული არაა დღეში 2 ტაბლეტზე მეტის მიღება. სწრაფი ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, ენალაპრილ H-ის დანიშვნამდე 2-3 დღით ადრე, საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა. მკურნალობის ხანგრძლივობა დროში შეზღუდული არ არის.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ხველება, გამონაყარი კანზე. იდიოსინკრაზიის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ავადმყოფს უტარდება ადექვატური თერაპია. სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატებისას ენალაპრილი დროებით უნდა მოიხსნას და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, ლაბორატორიული პარამეტრების კონტროლის ქვეშ კვლავ დაინიშნოს.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა, ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები, ორსულობისა (განსაკუთრებით II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი, 14 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილე საჭიროა თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. ენალაპრილმა ალოპურინოლთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენია, ანემია ან პანციტოპენია. პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად დანიშვნისას, საჭიროა ელექტროლიტებისა და ტრანსამინაზების აქტივობის კონტროლი. პრეპარატის მოქმედებას აძლიერებენ: ბარბიტურატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები, ალკოჰოლი. მის მოქმედებას ამცირებენ: ანალგეტიკები და არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებანი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

რეგისტრაციის # და თარიღი
წს N რ - 000473 08.08.2005

სად შევიძინოთ?