Nuk
ერბე დელანოტე / Erbe Dellanotte


შემადგენლობა:

კალიფორნიული ყაყაჩო  104,4 მგ.                       

პასოფლორა                        104,4 მგ.                             

კუნელი                               16,3 მგ.                               

გვირილა                            31,2 მგ.                                  

ცაცხვი                                 0,44 მგ.                                 

კატაბალახას ფესვი           10,2 მგ.


ფარმაკოლოგიური
თვისებები: ერბა დელანოტე  უზრუნველყოფს ბუნებრივი გზით ჩაძინების ფაზის შემოკლებას, ძილის ფაზების დარეგულირებას და   ძილის ხარისხის გაუმჯობესებას,  ასევე დღის განმავლობაში დაძაბულობის შემცირებას გონებრივი აქტივობის შეცვლის გარეშე, განსაკუთრებით ეფექტურია , როდესაც ძილის დარღვევისას ადგილი აქვს კრუნჩხვებს, რადგან  სედაციურ მოქმედებასთან ერთად გააჩნია  სპაზმოლიტური აქტივობაც. 

მასში შემავალი  L 'Escolzia  გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი და სპაზმოლიტური საშუალება  ბავშვებში შფოთვის, ღამის ენურეზის, ყივანახველის დროს. მისი სპაზმოლიტური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით ეფექტურად ხდება ტკივილის კუპირება   კუჭ ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას  (გასტრიტი, სპასტიური კოლიტი, ვისცერალური სპაზმები)                                                                              

 

ფარმაკოკინეტიკა: კალიფორნიული ყაყაჩო ( Eschscholzia californica ) გამოირჩევა სედაციური და ანქსიოლიტური მოქმედებით, მასში შემავალი  ალკალოიდების,  ფიტოსტერინების, კაროტინოიდების, ფლავონოიდების საშუალებით  ის  არეგულირებს ეპიფიზის მუშაობას, მელატონინის სეკრეციას
ალკალოიდები შემაკავებლად მოქმედებენ თავის ტვინის ქერქზე, ახდენენ  ძილის სტიმულაციას, ამოკლებენ ჩაძინების ფაზას, აუმჯობესებენ ძილის ხარისხს, ასევე  დამთრგუნველად ზემოქმედებენ  კუნთოვან ტონუსზე და გულის მუშაობაზე.
 
ფლავონოიდები უზრუნველყოფენ ტკივილის კუპირებას და სპაზმოლიტურ მოქმედებას, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის დაავადების,ნაღვლის სადინარის სპაზმის, სპასტიური ხველის, ნეირო და ვეგეტატიური დისტონიების დროს. კალიფორნიული ყაყაჩოს სედაციური და ანქსიოლიტური აქტივობა ეფექტურად გამოიყენება  როგორც მოზრდილებში , ისე ბავშვებში ძილის , ქცევითი (ADD, ADHD)  და მსუბუქი   ფსიქიური დარღვევის დროს.
პასიფლორა (passiflora) გააჩნია სედატიური და მსუბუქი საძილე მოქმედება, აძლიერებს შეკავების პროცესს თავის ტვინის კორტიკალური და სუბკორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში ამცირებს რეფლექტორულ აგზნებას, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს,
კუნ
ელს (Biancospino) გააჩნია სედატიური მოქმედება, ამცირებს აგზნებადობას,  შფოთის შეგრძნებას,  აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას .   ასევე  დადებით   გავლენას ახდენს  გულის კუნთის მუშაობაზე, აუმჯობესებს კორო- ნარულ სისხლის მიწოდებასგააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება,
გვირილა (chamomilla ) და ცაცხვი (Tília platyphýllos, Tília cordáta)   გამოირჩევა დამამშვიდებელი და სპაზმოლიტური აქტივობით.
კატაბალახა (Valeriana )  წარმოადგენს ნაწილობრივ სროტონინის აგონისტს, ასევე მსუბუქ სედატივს, რომელიც  მოქმედებს GABA  რეცეპტორებზე, ცნობილია მისი დადებითი გავლენა ინსომნიის დროს.

ჩვენებები:
ჩაძინების გაძნელება,
ძილის ხარისხის და უწყვეტობის დარღვევა
მსუბუქი ნევროზული მდგომარეობისას,რომელსაც თან ახალვს დაძაბულობა,აგზნებადობა, ანგიო და ვეგეტო ნევროზი,
აზროვნების კონცენტრაციის დაქვეითება

მიღების წესი და დოზები:  30-40 წვეთი (1,5-2 მლ) განზავებული წყალში, უმჯობესია საღამოს ძილის წინ.   ბავშვებში დასაშვებია 3 წლის ასაკიდან-დოზა ნახევრდება.

გვერდითი მოვლენები: როგორც წესი პრეპარატი  გადაიტანება გვერდითი მოვლენების გარეშე.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა  რომელიმე  შემადგენელიკომპონენტის მიმართ, ფეხმძიმობა, ლაქტაცია, ასაკი 3 წლამდე. 

შენახვის პორობები და ვადები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.


აფთიაქიდან 
გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.                                                                                                                               

სად შევიძინოთ?