Nuk
ეროლინი® ტაბლეტები / EROLIN®


შემადგენლობა

ყოველი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - 10 მგ ლორატადინს.
სხვა კომპონენტები: კოლოიდური უწყლო კაჟბადი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი.

ჩვენებები
თაბლეტების ფორმით ეროლინი გამოიყენება ალერგიის ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორებიცაა ცემინება, სურდო, თაველის ქავილი და სიწითლე. იგი ასევე გამოიყენება კანის ალერგიული დაზიანებებისას, რომლებსაც ახასიათებს გამონაყარი, ასევე ქავილისა და ჭინჭრის ციების დროს.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. ჩვეულებრივ პრეპარატი შემდეგნაირად გამოიყენება:
მოზრდილები:
მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის ჩვეულებრივ საწყის დოზას წარმოადგენს 10 მგ ლორატადინი, ე.ი. 1 ტაბლეტი დღეში.
ავადმყოფებისათვის ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე არანაკლებ 30 მლ წუთში) დოზის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება. საწყისი დოზა ჩვეულებრივ მცირდება 5 მგ-მდე (0.5 ტაბლეტი) დღეში ან პრეპარატი ინიშნება 10 მგ (1 ტაბლეტი), მაგრამ დღეგამოშვებით.
ხანდაზმული ავადმყოფები: 
ასეთ ავადმყოფებში სავარაუდოა გვერდითი ეფექტების უფრო ხშირად განვითარება. ამიტომ ასეთ ავადმყოფებში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ეროლინის დანიშვნისას დოზებით, რომლებიც რეკომენდებულია მოზრდილებისათვის თირკმელების ნორმალური ფუნქციით.
ბავშვები:
6-12 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სხეულის წონის შესაბამისად.
ბავშვები, რომელთა სხეულის წონა 30 კგ-ზე ნაკლებია, იღებენ 5 მგ-ს (0.5 მგ ტაბლეტი) დღეში, ხოლო ბავშვები, რომელთა სხეულის წონა 30 კგ-ზე მეტია, იღებენ 10 მგ-ს (1 ტაბლეტი) დღეში.
სიროფის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.
სიროფის მიღება სასურველია ერთიდაიგივე დროს. ეს საუკეთესო შედეგს იძლევა.
თუ ავადმყოფს გამორჩა პრეპარატის დოზის მიღება, ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.
ეროლინით მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენები
როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ეროლინს გვერდითი ეფექტები გააჩნია. მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, ძილიანობა, სიმშრალე პირში, ღებინება, გაძლიერებული მადა, უსიამოვნო შეგრძნებები კუჭის არეში, ნაწლავის ფუნქციის დარღვევები.
თუ მკურნალობის დროს ბავშვს აღენიშნა შფოთვა, ასთმური სუნთქვა, დაღლილობის შეგრძნება, მომატებული აქტივობა, მუცლის ტკივილი, თვალების სიწითლე და ანთება, მეტყველების დარღვევა, ასევე საერთო სისუსტე, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენება
ეროლინის ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ მოქმედ ნივთიერებაზე ან მის სხვა კომპონენტებზე.
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
ეროლინის გამოყენება არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები
ეროლინის გამოყენების დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს ღვიძლის ან თირკმლის არსებული დაავადების შესახებ. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება ავადმყოფისათვის უფრო ეფექტური მკურნალობის მეთოდის შესამუშავებლად.
ლორატადინის შეწოვას ცვლის საკვები, ამიტომ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს უზმოზე.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ეროლინის პირველად მიღებისას, ვინაიდან ეროლინის ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა (მაგ., ძილიანობამ) შეიძლება იმოქმედოს ავტომობილისა და მექანიკური მოწყობილობების მართვის უნარზე. ასეთი საქმიანობების შესრულება შეიძლება მხოლოდ ამ გვერდითი ეფექტების არარსებობის შემთხვევაში.
ეროლინით მკურნალობისას: თუ ექიმი აპირებს ალერგიული სინჯის (პრიკის ტესტის) ჩატარებისას, იგი პაციენტს ურჩევს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას არანაკლებ 4 დღით ადრე ამ ტესტის ჩატარებამდე, რათა არ მოხდეს მცდარი უარყოფითი შედეგის გამოვლინება.
ეროლინის სიროფის გამოყენება არ შეიძლება, თუ ფლაკონი 6 თვის განმავლობაში გახსნილ მდგომარეობაში იმყოფება.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ ეროლინთან ერთად გამოწერილია ერითრომიცინი, ციმეტიდინი ან კეტოკონაზოლი. ამ პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ სისხლის პლაზმაში ლორატადინისა და მისი მეტაბოლიტების შემცველობა. ამავდროულად ეროლინის ზეგავლენის ქვეშ შეიძლება 15%-ით შემცირდეს ერითრომიცინის შემცველობა.
ეროლინის გამოყენება შეიძლება იმ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც თრგუნავენ ღვიძლის ფერმენტებს (მაგალითად, ხინიდინი, ფლუკონაზოლი, ფლუოქსეტინი), მაგრამ ამის განხორციელება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა არ იცის როგორი პრეპარატებით სარგებლობს, ცოტახნის წინ სარგებლობდა ან მომავალში აპირებს გამოყენებას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25oC ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 5 წელი
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე

სად შევიძინოთ?