ეტრუზილი / ETRUZIL


შემადგენლობა

ამ პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ლეტროზოლი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ლეტროზოლის 2,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A ტიპის), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, ჰიპრომელოზა, ტალკი, მაკროგოლი 8000, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლეტროზოლი, ეტრუზილის აქტიური კომპონენტი, მიეკუთვნება ე.წ. არომატაზას ინჰიბიტორების ნივთიერებათა ჯგუფს. სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისას იგი გამოიყენება, როგორც ჰორმონული (ან ,,ენდოკრინული’’) საშუალება. სარძევე ჯირკვლის კიბოს ზრდა ხშირად სტიმულირდება ესტროგენით – ქალის სასქესო ჰორმონით. ლეტროზოლი ამცირებს ესტროგენის დონეს, ახდენს მის სინთეზში მონაწილე ფერმენტის (არომატაზას) ბლოკირებას. ამის შედეგად, სიმსივნის უჯრედების ზედა და/ან ორგანიზმის სხვა ქსოვილებში მათი გავრცელება ფერხდება და წყდება. ლეტროზოლი გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს რეციდივის განვითარების პროფილაქტიკის მიზნითაც. მისი გამოყენება შესაძლებელია ტამოქსიფენით 5 წლიანი მკურნალობის ან სარძევე ჯირკვალზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, როგორც პირველადი საშუალება. ლეტროზოლი, ასევე გამოიყენება დაავადების დაგვიანებული სტადიის მქონე პაციენტებში ორგანიზმის სხვა ქსოვილებში სარძევე ჯირკვლის სიმსივნის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით.

ჩვენებები
ლეტროზოლი გამოიყენება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
-სარძევე ჯირკვლის კიბო, რომელსაც გააჩნია რეცეპტორები ესტროგენების მიმართ;
-მხოლოდ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, ანუ მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის შემდეგ.

მიღების წესები და დოზები
ყოველთვის მიიღეთ ეტრუზილი მკაცრად ექიმის დანიშნულებით. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, აუცილებლად მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ტაბლეტის გადაყლაპვა ხდება მთლიანად, წყლის ან სხვა სითხის დაყოლებით. ჩვეულებრივ, დღეში გამოიყენება ერთი ტაბლეტი.
ასაკოვანი, ასევე თირკმელების ფუნქციის მსუბუქი დარღვევების მქონე პაციენტები დოზის დაზუსტებას არ საჭიროებენ.

გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ეტრუზილმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.
ამ გვერდითი ეფექტების უმრავლესობა ატარებს მცირე ან ზომიერ ინტენსივობას და ჩვეულებრივ, გაივლის მკურნალობის დაწყების რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.
ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის მაგალითად, წამოხურება, თმის ცვენა ან საშოდან სისხლდენა, შესაძლებელია გამოწვეული იყოს ორგანიზმში ესტროგენების არარსებობით.

უკუჩვენება
- ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლეტროზოლის ან პრეპარატი ეტრუზილის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხილეთ ნაწილი 6 ,,რას შეიცავს პრეპარატი ეტრუზილი’’);
-თუ თქვენ კიდევ გაქვთ მენსტრუალური ციკლი, ჯერ არ გაგივლიათ მენოპაუზის პერიოდი;
-ორსულობა;
-ლაქტაციის პერიოდი 

პრეპარატი ეტრუზილის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს

თუ თქვენ გაწუხებთ დაავადებები ან დარღვევები, რომელიც მოქმედებს ღვიძლსა და თირკმელებზე;
თუ თქვენ გაწუხებთ ოსტეოპოროზი ან გადატანილი გაქვთ ძვლების მოტეხილობა; ორგანიზმში ესტროგენის დონის შემცირებასთან დაკავშირებით, ლეტროზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლების გათხელება და სისუსტე (ოსტეოპოროზი). მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და შემდეგ ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ ძვლების სიმკვრივის გაზომვა. ძვლების სისუსტის თავიდან აცილების ან მკურნალობის მიზნით ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის სამკურნალო საშუალებას.

თუ თქვენ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ლეტროზოლი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკი)
65 წლის ან მეტი ასაკის პირებში ლეტროზოლი გამოიყენება იმავე დოზით, როგორც სხვა პირებში.

ორსულობა და ლაქტაცია
ლეტროზოლის გამოყენება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან, მან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.
თუ თქვენ გაქვთ ეჭვი რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ლეტროზოლი გამოიყენება ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, მხოლოდ პოსტმენოპაუზის პერიოდში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პოსტმენოპაუზის მდგომარეობა დადგა ახლო წარსულში ან თვენ ხართ პერიმენოპაუზის მდგომარეობაში, ლეტროზოლის გამოყენებამდე ექიმმა თქვენთან უნდა განიხილოს ორსულობაზე ტესტის ჩატარების, ასევე კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენების აუცილებლობის საკითხი, ვინაიდან შესაძლებელია შენარჩუნებული იყოს დაორსულების შესაძლებლობა.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირება
თუ თქვენ ჭარბად მიიღეთ პრეპარატი ეტრუზილი ან სხვა პირმა შეცდომით მიიღო თქვენი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ დახმარებისათვის ექიმს, აფთიაქს ან საავადმყოფოს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ეტრუზილის მიღება
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, არ მიიღოს ორმაგი დოზა. გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. 
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატი ეტრუზილის გამოყენება
არ შეწყვიტოთ პრეპარატი ეტრუზილის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თუნდაც უკეთ იგრძნოთ თავი. ექიმი შეგატყობინებთ, რა პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება მკურნალობა. სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია გაგრძელდეს რამოდენიმე თვის ან წლის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლეტროზოლმა შეიძლება იმოქმედოს სხვა სამკურნალო საშუალებებზე. თავის მხრივ, მათ შეიძლება იმოქმედონ ლეტროზოლზე. 
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი, სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ ან იყენებდით ახლო წარსულში.

II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის (ლიცენზიის) მქონე დაწესებულელებზე