ფარფოლიოდ -Zn / Farfoliod-Zn


ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინების ნაკრები

რკინის ფუმარატი- 14 მგ, ვიტ B 6 (პირიდოქსინი) -2 მგ, ვიტ B 12 (ციანკობალამინი) – 1 მკგ, ფოლის მჟავა - 400 მკგ, იოდი - 150 მკგ, თუთია - 15 მგ, ომეგა 3 – 100 მგ. 

თვისებები:
რკინის ფუმარატი-  არის ჰემის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირების  პროცესში და  ქსოვილოვან სუნთქვაში.

ვიტამინი B 6-    მონაწილეობს ზრდის, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის, დენტინის, ღრძილების განახლების პროცესში, მონაწილეობს ერითროპოეზის პროცესში,  აგრეთვე გააჩნია ნეიროტროპული მოქმედება. ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში,  ნერვული სისტემის ფუნქციას.

ვიტამინი B 12-  მონაწილეობს ერითროპოეზის პროცესში, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ხასიეთდება იმუნომოდულაციური, ანტიალერგიული და ანტიათეროსკლეროზული მოქმედებით. არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში. ააქტიურებს სისხლის შედედების პროცესებს, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლას.

ფოლის მჟავა -  მონაწილეობს უჯრედის გაყოფისა და ზრდის პროცესში, სისხლის ელემენტების, ერითროციტების ფორმირებაში,  მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების და ცილის სინთეზში. ფოლის მჟავას არსებითი მნიშვნელობა აქვს ემბრიონის ხერხემლის, ტვინის და თავის ქალას ჩამოყალიბებაში, ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებაში.

იოდი -  მნიშვნელოვან როლს ასრულებს  ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის - თიროქსინის წარმოქმნაში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკულ პროცესებს - სითბოს წარმოქმნა, ზრდა და განვითარება. იოდი აგრეთვე არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში. ხელს უშლის ენდემური ჩიყვის, კრეტინიზმის განვითარებას. იოდის დეფიციტის შევსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

თუთია -  ადამიანის ორგანიზმში 70- მდე ფერმენტის შემადგენელი ნაწილია, აუცილებელია ერითროციტების და სისხლის სხვა ფორმული ელემენტების წარმოქმნისათვის.  შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციოირებაში . მონაწილეობს ჰორმონების (გლუკოკორტიკოსტეროიდები) სინთეზში და მეტაბოლიზმში, ლეიკოპოეზის პროცესში. ის აუცილებელია მხედველობისა და მეხსიერებისთვის, იმუნური სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად, რეპროდუქციული სისტემის მუშაობისთვის.

ომეგა 3 -  ამცირებს ანთებითი პროცესების ინტენსივობას, უჯრედულ მემბრანას უნარჩუნებს ელასტიურობას,  გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქნედება. აუცილებელია მუცლად მყოფი ნაყოფის მხედველობის და ნერვული სისტემის განვითარებისთვის.  ომეგა- 3 ის მიღება ასევე რეკომენდებულია მშობიარობის შემდეგ რძისმოყვანისთვის. ახდენს ნაადრევი მშობიარობის პრევენციას, ამცირებს პრეეკლამპსიის განვითარების რისკს და ხელს უწყობს ნაყოფის წონის ჯანმრთელ მატებას.

ჩვენება: 
გაზრდილი მოთხოვნილება ვიტამინებზე და მიკროელემენტებზე 
ორსულობა, ლაქტაცია,  ორსულობისათვის მზადების პერიოდი
არასაკმარისი და არაბალანსირებული კვება.
მოზარდებში აქტიური ზრდის პერიოდი 
 სქესობრივი მომწიფების დარღვევების მკურნალობა
ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი აქტივობა
ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა, ქიმიოთერაპია 
 ინფექციური დაავადებები, ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რეკონვალესცენციის პერიოდი
რეციდივების პროფილაქტიკა იოდდეფიციტური ჩიყვის  მკურნალობის შემდგომ პერიოდში 
პერიფერიული ნეიროპათიები

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
1 კაფსულა 1-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა:
30 კაფსულა