Nuk
ფარმორუბიცინი სწრაფადხსნადი / FARMORUBICIN Rapid Dissolution

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): epirubicin
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ონკოლოგიასიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებიანტრაციკლინები
  • მწარმოებელი კომპანია: ფაიზერი
  • მწარმოებელი ქვეყანა: აშშ
  • გამოშვების ფორმა: 10მგ სწრაფადხსნადი ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. ი.ა. და ბუშტში შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და 5მლ გამხ, 50მგ სწრაფადხსნადი ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. ი.ა. და ბუშტში შესაყვანი სტერილური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა

ყოველი ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი - 10მგ და 50მგ 
დამხამრე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ლაქტოზა, საინექციო წყალი.
გამხსნელის ყოველი 1 მლ შეიცავს 
აქტიური ნივთიერება: ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი 2მგ
დამხმარე ნივთიერებები: მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი. 
აღწერილობა
• საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზებული ფხვნილი: ფხვიერი, ფოროვანი მასა (ფხვნილი) ან წითელი ფერის ტაბლეტი. 
• საინექციო ხსნარი:
წითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. ფარმორუბიცინი წარმოადგენს ციტოტოქსიკურ ანტრაციკლინური რიგის ანტიბიოტიკს. პრეპარატი სწრაფად აღწევს უჯრედებში და უპირატესად ლოკალიზდება ბირთვში. მოლეკულურ დონეზე ეპირუბიცინს შეუძლია შექმნას კომპლექსი დნმ-თან ნუკლეოტიდური საფუძვლების ძირითად წყვილებს შორის ინტერკალაციის საშუალებით, რის შედეგსაც წარმოადგენს დნმ-ის, რნმ-ის და ცილების სინთეზის დარღრვევა; ამის გარდა დნმ-ის ინტერკალაცია წარმოადგენს ტოპოიზომერაზა II ზემოქმედებით დნმ-ის გახლვეჩის გამშვებ მექანიზმს, რაც იწვევს დნმ-ის მესამეული სტრუქტურის სერიოზულ დარღვევებს. დოქსორუბიცინის მსგავსად ეპირუბიცინი შეიძლება ჩაერთოს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში მაღალაქტიური და მაღალტოქსიკური თავისუფალი რადიკალების წარმოქმნით.

ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენური შეყვანისას ეპირუბიცინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში, რაზეც მიუთითებს ძალიან მცირე ნახევარგამოყოფის პერიოდი. ამასთან ეპირუბიცინი განსაზღვრადი კონცენტრაციებით არ არწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. 
ეპირუბიცინი ინტენსიურ მეტაბოლიზმს ექვემდებარება ძირითადად ღვიძლში.
ძირითად იდენტიფიცირებულ მეტაბოლიტებს წარმოადგენენ, ეპირუბიცინოლი (13-OH ეპირუბიცინოლი), რომელსაც გააჩნია სიმსივნის საწინაარმდეგო მოქმედების გარკვეული ხარისხი და ეპირუბიცინის და ეპირუბიცინოლის გლუკორონიდები. 4’-0-გლუკორონირება განასხვავებს ეპირუბიცინს დოქსორუბიცინისგან და განსაზღვრავს მის ნაკლებ ტოქსიკურობას. 
პაციენტებში, ღვიძლის და თირკმლის ნორმალური ფუნქციით, ინტრავენური შეყვანის შეემდეგ, ეპირუბიცინის პლაზმური დონეები (60-150მგ/მ2) მცირდება ტრი-ექსპოტენციური სახით ნელი საბოლოო ფაზით, რომლის ხანგრძლივობაა 30-დან 40 საათამდე. ეპირუბიცინოლის ნახვარგამოყოფის საბოლოო პერიოდი ეპირუბიცინის მსგავსია. ეპირუბიცინი უპირატესად გამოიყოფა ღვიძლით: შეყვანილის დოზის დაახლოებით 38%, ეპირუბიცინის ფორმით (19%), ეპირუბიცინოლის და სხვა მეტაბოლიტების სახით, აღმოჩენილია ნაღველში 24 საათის განმავლობაში. დოზის მხოლოდ 9-12% გამოიყოფა შარდით, შეუცვლელი პრეპარატის და მეტაბოლიტების სახით. 72 საათის შემდეგ პრეპარატის დაახლოებით 43% განისაზღვრება ნაღველში და 16% შარდში.

ჩვენებები
შარდის ბუშტის გარდამავლ-უჯრედული კიბო, სარძევე ჯირკვლის კიბო, კუჭის და საყლაპავის კიბო, თავის და კისრის კიბო, პირველადი ჰეპატოცელულური კიბო, მწვავე ლეიკოზი, ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი და წვრილუჯრედოვანი კიბო, არაჰონჯკინის ლიმფომა, ჰოჯკინის დაავადბა, მრავლობითი მიელომა, საკვერცხეების კიბო, სწორი ნაწლავის კიბო, რბილი ქსოვილების სარკომა და ოსტეოსარკომა.

მიღების წესები და დოზები
ფარმორუბიცინის გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა ციტოსტაიკურ საშუალებებთან კომბინაციში სხვადასხვა დოზებით, თერაპიის სქემიდან გამომდინარე. დოზის ინდივიდუალური შერჩევისას საჭიროა სპეციალური ლიტერატურის მონაცემებით ხელმძღვანელობა. ინტრავენური შეყვანა: 
მონოთერაპიის სახით რეკომენდებული სტანდარტული დოზა მოზრდილებში, ციკლზე შეადგენს 60-90 მგ/მ2. ყოველ 3-4 კვირაში. ციკლზე გადათვლით, პრეპარატის საერთო დოზის შეყვანა შეიძლება როგორც ერთმომენტურად, ისე რამდენიმე შეყვანაზე გადანაწილებით 2-3 დღის განმავლობაში. თუ ფარმორუბიცინი გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ციკლის რეკომენდებული დოზა შესაბამისად უნდა შემცირდეს. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ფარმორუბიცინის ერთჯერადი მაღალი დოზების 90-120მგ/მ2 გამოყენება 3-4 კვირიანი ინტერვალით. პრეპარატის განმეორებითი შეყვანა შესაძლებელია მხოლოდ ტოქსიკურობის ყველა ნიშნების გაქრობის შემდეგ (განსაკუთრები კუჭ-ნაწლავის და ჰემატოლოგიური).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: პაციენტებში თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევით (კრეატინინის დონე სისხლის შრატში > 5 მგ/დლ) საჭიროა ფარმორუბიცინის უფრო დაბალი დოზების მიღება. 
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: 
- თუ ბილირუბინის დონე სისხლის შრატში შეადგენს 1,2-3 მგ/დლ და ასპარტატამინოტრასფერაზის მაჩვენებლი 2-4-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, პრეპარატის შესაყვანი დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდირებული დოზიდან 50%-ით.
- თუ ბილირუბინის დონე შრატში აღემატება 3 მგ/დლ-ს და ასპარტატამინოტრასფერაზას მაჩენებლი 4 ჯერზე მეტად აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, პრეპარატის შესაყვანი დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულიდან 75%-ით. 
მოსახლეობის სხვა სპეციალური ჯგუფები: რეკომენდებულია გაცილებით ნაკლები დოზების დანიშვნა ან ციკლებს შორის ინტერვალის გაზრდა იმ პაციენტებში, რომლებიც მანამდე იტარებდნენ ინტენსიურ ქიმიოთერაპაის, ასევე იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ძვლის ტვინის სიმსივნური ინფილტრაცია. ხანდაზმულ პაციენტებში საწყისი თერაპიის განხორციელებისას შეიძლება სტანდარტული დოზების და რეჟიმის გამოყენება. 
თრომბოზების და ექსტრავაზაციის განვითარების რისკის შესამცირებალდ რეკომენდებულია სწრაფად ხსნადი ფარმორუბიცინის შეყვანა ინტრავენური ინფუზიის სისტემის მილის საშუალებით, ნატრიუმის ქლორიდის 0.9% და დექსტროზის 5% ხსნარების ინფუზიის დროს. ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა იყოს 3-20 წუთი პრეპარატის დოზაზე და საინფუზიო ხსნარის მოცულობაზე დამოკიდებულების მიხედვით. შარდის ბუშტში შეყვანა: შარდის ბუშტის ზედაპირული სიმსივნის სამკურნალოდ რეკომენდებულია ყოველდღიური რვა ინსტილაციის ჩატარება 50მგ (25-50მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში). ადგილობრივი ტოქსიკურობის განვითარების შემთხვევაში (ქიმიური ცისტიტი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს დიზურიით, პოლიურიით ნიქტურიით, მტკივნეული შარდვით, ჰემატურიით, დისკომფორტით შარდის ბუშტის არეში, შარდის ბუშტის კედლის ნეკროზით). დოზა უნდა შემცირდეს 30 მგ-მდე. შარდის ბუშტის ინ სიტუ კიბოს, მკურნალობისას ინდივიდუალური ამტანობიდან გამომდინარე პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 80მგ-მდე. ზედაპირუული სიმსივნეების ტრანსურეტრული რეზექციის რეციდივის საპროფილაქტიკოდ რეკომენდებულია ყოველკვირეული ოთხი 50 მგ ინსტილიაციის განხორციელბა და შემდეგ 11 ყოველთვიური ინსტილიაცია იმავე დოზით. ეპირუბიცინის ინსტილაცია ხორციელდება კათეტერის საშუალებით და პრეპარატი უნდა დარჩეს შარდის ბუშტში 1 საათის განამვლობაში. შარდის ბუშტის ლორწოვანზე პრეპარატის თანაბარზომიერი ზემოქმედებისთვის პაციენტი ინსტილაციის პერიოდში უნდა გადაბრუნდეს ერთი გვერდიდან მეორეზე. პრეპარატის შარდით მეტისმეტად განზავების თავიდან ასაცილებლად პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს დიდი რაოდენობით სითხის მიღებისგან ინსტილაციამდე 12 საათით ადრე. ინსტილაციის ბოლოს პაციენტმა უნდა გაითავისუფლოს შარდის ბუშტი. 
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კათეტერიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს (მაგალითად, შარდის ბუშტის მასიური სიმსივნით გამოწვეული საშარდე მილის ობსტრუქციის დროს) ინტრაარტერიული შეყვანა: პაციენტებში ჰეპატოცელულური კიბოთი, ინტენსიური ადგილობრივი ზემოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, ფარმორუბიცინი შეყავთ ინფუზიის სახით ღვიძლის მთავარ არტერიაში 60-90 მგ/მ2 დოზით, 3 კვირიდან 3 თვემდე ინტერვალით ან 40-60 მგ/მ2 დოზით 4 კვირიანი ინეტრვალით.

გვერდითი მოვლენები
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია. ციტოპენია განსაკუთრებით დაბალ მაჩვენებელს აღწევს პრეპარატის შეყვანიდან მე-10-14 დღეს, სისხლის სურათის აღდგენა იწყება ძირითადად იწყება 21-ე დღეს. ასევე შესაძლებელია თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარება. გულ-სისხლძრღვთა სისტემის მხრივ: ფარმორუბიცინის ადრეული (მწვავე) კარდიოტოქსიკურობის გამოვლინებად ძირითადად ითვლება სინუსური ტაქიკარდია ან/და ეკგ ანომალია (შთ-თ ტალღების არასპეციფიური ცვლილება). ასევე შეიძლება აღინიშნოს ტაქიარითმია (მათ შორის პარკუჭოვანი ექტრასისტოლია და პარკუჭოვანი ტაქიკარდია), ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა და ჰისის კონის ფესვების ბლოკადა. ეს ეფექტები ყოველთვის არ წარმოადგენს დაყოვნებული კარდიოტოქსიკურობის შედეგების განვითარების პროგნოზულ ფაქტორებს, იშვიათად არიან კლინიკურად მნივნელოვანი და როგორც წესი არ საჭიროებენ პრეპარატის მოხსნას. მოგვიანებითი (დაყოვნებული) კარდიომიოპათია ვლინდება მარცეხენა პარკუჭის გადასროლის ფრაქციის (მპგფ) შემცირებით ან/და გულის შეგუბებითი უკმარისობის (გშუ) სიმტომებით, როგორიც არის მაგალითად ქოშინი, ფილტვების შეშუპება, ორთოსტატიკული შეშუპება, კარდიომეგალია და ჰეპატომეგალია, ოლიგურია, ასციტი, ექსუდაციური პლევრიტი და ჭენების რითმი. ასევე შეიძლება აღინიშნოს ქვემწვავე მოვლენები, როგორიცაა ასევე შეიძლება აღინიშნოს ქვემწვავე მოვლენები, როგორიცაა პერიკარდიტი/ მიოკარდიტი. 
ანტრაციკლინებით გამოწვეული კარდიომიოპათიის შედარებით მძიმე ფორმას, რომელიც შემოსაზღვრავს პრეპარატის კუმულაციურ დოზას, წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიში გულის შეგუბებითი უკმარისობა. 
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, პირის ღრუს ლორწოვანის ჰიპერპიგმენტაცია, ეზოფაგიტი, ტკივილი და წვის შერძნება მუცლის არეში, კუჭის ეროზიები, სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, დიარეა კოლიტი. 
ღვიძლის მხრივ: საერთო ბილირუბინის და ტრანსამინაზების მომატება სისლის შრატში.
საშარდე სისტემის მხრივ: შარდის შეღებვა წითლად, პრეპარატის შეყვანიდან 1-2 დღის განმავლობაში. 
შესაძლებლია ჰიპერურიკემიის გამოვლენა. 
მხედველობის ორგანოების მხრივ: კონიუნქტივიტი, კერატიტი. 
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ამენორეა, (თერაპიის დამთავრების შემდეგ ადგილი აქვს ოვულაციის აღდგენას, თუმცა შეიძლება დადგეს ნაადრევი მენოპაუზა); ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია (რიგ შემთხვევებში სპერმატოზოიდების რაოდენობა აღდგება ნორმალურ დონემდე; ეს შეიძლება მოხდეს თერაპიის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ); სახეეზე სისხლის მოწოლა.
კანის და კანის დანამატების მხრივ: ალოპეცია, გამონაყარი, ქავილი, კანის უეცარი გაწითლება, კანის და ფრჩხილების ჰიპერპიგმენტაცია, ფოტომგრძნოებლობა, კანის გაღიზიანების მოამატებული მგრძნობელობა (ანამნესტიკური რეაქცია დასხივებაზე). 
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: თრომბოემბოლური გართულებები, ფილტვის არტერიის ემბოლიის ჩათვლით (რიგ შემთხვევებში ლეტალური შედეგით).
ადგილობრივი რეაქციები: არც თუ იშვიათად შეიმჩნევა ერითემული ხაზები ვენის გასწვრივ, რომელშიც განხორციელდა ინფუზია, შემდეგ შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ფლებიტი ან თრომბოფლებიტი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფარმორუბიცინის შეყვანა ხდება განმეორებით, პატარა ვენაში. პრეპარატის მოხვედრისას ირგვლივ მდებარე ქსოვილებში შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი მტკივნეულობა, მწვავე ანთება დ აქსოვილების ნეკროზი. 
ინტრაარტერიული შეყვანისას: სისტემურ ტოქსიკურობასთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (შესაძლებელია კუჭის არტერიაში პრეპარატის რეფლუქსის ხარჯზე); სანაღვლე გზების შევიწროვება, პრეპარატის მიერ მასკლეროზირებელი ქოლანგიტის შედეგად. სხვა გვერდითი ეფექტები: შეუძლოდ ყოფნა, ასთენია, ცხელება, შემცივნება, ანაფილაქსია, მწვავე ლიმფოლეიკოზის ან მწვავე მილეოლეიკოზის განვითარება.

უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა ფარმორუბიცინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ასევე სხვა ანტრაციკლინების და ანტრაცენდიონების მიმართ. 
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. 
ინტრავენური შეყვანა უკუნაჩვენებია: გამოხატული მიელოსუპრესიის, ღვიძლის ფუნქციების მწვავე დარღვევის, გულის მწვავე უკმარისობის და მძიმე არითმიების დროს, აგრეთვე ბოლო დროს გადატანილი ინფარქტის, ეპირუბიცინით ან/და განსაზღვრული ჯამური დოზის სხვა ანტრაციკლინებით და ანტრაცენდიონებით მანამდე ჩატარებული თერაპიის დროს. 
შარდის ბუშტში შეყვანა უკუნაჩვენებია: შარდის ბუშტის კედელში ინვაზიური სიმსივნის პენეტრაციის დროს, საშარდე გზების ინფექციების, შარდის ბუშტის ანთების დროს.

განსაკუთრებული მითითებები
ფარმორუბიცინისთ მკურნალობა უნდა განხორციელდეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებსაც აქვთ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან მუშაობის გამოცდილება. 
• გულის ტოქსიკური დაზიანების შესამცირებლად რეკომენდებულია ფარმორუბიცინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში განხორციელდეს მისი ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი, მათ შორის მარცხენა პარკუჭის გადასროლის ფრაქციის შეფასება ექოკარდიოგრაფიის მონაცემებით ან მრავალარხოვანი რადიოიზოტოპური ანგიოგრაფიით (მრა). ასევე ეკგ მონიტორინგი: გულის უკმარისობის ადრეული კლინიკური დიაგნოზი, რომელიც განპირობებულია პრეპარატის გამოყენებით, მნიშვნელოვანია მისი წარმატებული მკურნალობისთვის. ქრონიკული კარდიოტოქსიურობის ნიშნების გამოვლენისას საჭიროა ფარმორუბიცინით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. 
• მწვავე ტოქსიკურობის შემთხვევათა უმრავლესობას აქვს ტრანზიტორული (შექცევადი) ხასიათი, და მას, როგორც წესი, განიხილავენ როგორც ფარმორუბიცინით მკურნალობის შეწყვეტის ჩვენებას. მოგვიანებითი (დაყოვნებული) ტოქსიურობა (კარდიომიოპათია) დამოკიდებულია ჯამურ დოზაზე, რომელთან დაკავშირებითაც ფარმორუბიცინის კუმულაციური 900-1000 მგ/მ2 დოზის აწევა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევბში. კარდიოტოქსიკურობის რისკ-ფაქტოებს მიეკუთვნება: გულ-სისხლძარვთა სისტემის დაავადება აქტიურ სტადიაში ან ფარული. მანამდე განხორციელებული, ან ამ მომენტში მიმდინარე სხივური თერაპია შუასაყარის/პერიკარდიალურ მიდამოში, მანამდე ჩატარებული მკურნალობა სხვა ანტრაციკლინებით ან ანტრაცინდიონებით, ასევე გულის შეკუმშვის ფუნქციის დამთრგუნველი სხვა პრეპარატების იმავდროული დანიშვნა. ფარმორუბიცინით განპირობებული კარდიოტოქსიურობა ვითარდება უპირატესად მკურნალობის ფონზე ან მისი დასრულებიდან ორი თვის მანძილზე, თუმცა შეიძლება განვითარდეს დაყოვნებული გვერდითი ეფექტები (რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ შემდეგ მკურნალობის დამთავრებიდან). 
ფარმორუბიცინით მკურნალობის პროცესში, განსკუთრებით დიდი დოზების გამოყენებისას, აუცილებელია ჰემატოლოგიური მაჩვენებლების შეფასება მკურნალობის ყოველ ციკლამდე და მის შემდეგ, მათ შორის ლეიკოციტების, თრომბოციტების, ჰემოგლობინის, სისხლის ფორმიანი ელემენტების და ღვიძლის ფუნქციური ტესტების შემცველობის განსაზღვრა. 
• ფარმორუბიცინის ექტსრავაზაციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე (წვა და მტკივნეულობა ინექციის ადგილას) საჭიროა ინფუზიის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ხოლო შემდეგ ინფუზიის განახლება მეორე ვენაში სრული დოზის შეყვანამდე. ადგილობრივად ღონისძიებების ჩატარება ექსტრავაზაციის შედეგების თავიდან ასაცილებლად. რეკომენდირებულია ყინულიანი პაკეტების გამოყენება. 
• სიმსივნური უჯრდების სწრაფი ლიზისის შემდეგ ფარმორუბიცინის გამოყენებისას შეიძლება შეინიშნებოდეს ჰიპერურიკემია, იმასთან დაკავშირებით, მკურნალობის პროცესში რეკომენდირებულია შარდმჟავის, კალიუმის, კალციუმის და კრეატინინის განსაზღვრა. ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ჰიდრატაცია, გატუტიანება და პროფილაქტიკა ალოპურინოლის დახმარებით ჰიპერურიკემიის თავიდან ასაცილებალდ ხელს უწყობს სიმსივნის ლიზისის სინდრომთან დაკავშირებული გართულებების რისკის მინიმუმადე შემცირებას. 
• ქალებმა და მამაკაცებმა, რომლებიც იტარებენ ფარმორუბიცინით მკურნალობის კურსს, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.
• პფარმორუბიცინთან მუშაობისას აუცილებელია ციტოტოქსიურ ნივთიერებებთან მოპყრობის წესების დაცვა. პრეპარატით დაბინძურებული ზედაპირის დამუშავება რეკომენდირებლია ნატრიუმის ჰიპოქლორიტის ხსნარით (შეიცავს 1% ქლორს). კანზე პრეპარატის მოხვედრისას საჭიროა კანის უხვი რაოდენობით საპნიანი წყლით და ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით ჩამობანა. თვალში მოხვედრისას საჭიროა წამწამების აწევა და თვალის გამორეცხვა დიდი რაოდენობით წყლით არა უმცირეს 15 წუთი.

ჭარბი დოზირება
ფარმორუბიცინის დოზის მწვავე გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე მიელოსუპრესია (უპირატესად ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია), ტოქსიკური ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ძირითადად მუკოზიტი), ასევე გამოიწვიოს მწვავე გართულება გულის მხრივ. ეპირუბიცინის ანტიდოტი არ არის ცნობილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდირებულია სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ფარმორუბიცინს შეუძლია გააძლიეროს სხვა ციტოტოქსიკური პრეპარატების ტოქსიკურობა, განსაკუთრებით მიელოტოქსიკურობა და ტოქსიკური ზემოქმედება საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე. ფარმორუბიცინის გამოყენებისას კომბინირებულ თერაპიაში სხვა პოტენციურად კარდიოტოქსიკურ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად, კალციუმის არხების მაბლოკირებელ საშულებებთან), აუცილებელია გულის მოქმედების მონიტორინგის ჩატარება მკურნალობის ჩატარების მთელი პერიოდის გამნავლობაში.
ციმეტიდინი ზრდის ფარმორუბიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდს, ამიტომ ფარმორუბიცინით მკურნალობისას საჭიროა მისი მოხსნა. 
შეუთავსებლობა
არ შეიძლება ფარმორუბიცინის შერევა სხვა პრეპარატებთან. არ შეიძლება ტუტოვან ხსნარებთან კონტაქტის დაშვება, რადგანაც ეს იწვევს ეპირუბიცინის ჰიდროლიზს. ფარმორუბიცინის შერევა არ შეიძლება ჰეპარინთან, რადგანაც ისინი არიან ქიმიურად შეუთავსებელი და მათი შერევისას წარმოიქმნება ნალექი.

შენახვის პირობები და ვადები
სწრაფად ხსნადი ფარმორუბიცინი
(საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზებული ფხვნილი)
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 15-25 ºC. 
შენახვის ვადა – 4 წელი
ფარმორუბიცინი
(საინექციო ხსნარი)
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +2 - +8ºC-მდე ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.

სად შევიძინოთ?