Nuk
ეკლიპსი-სანოველი / EKLIPS-sanovel


შემადგენლობა

ტაბლეტები ------------------------------------------ 1 ტაბ.
ლოზარტან კალიუმი ---------------------------- 100 მგ
არააქტიური ინგრედიენტები: E171, E132, E104, E110.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლოზარტან კალიუმი ანგიოტენზინ II ტიპის (AT1 ქვეტიპი) რეცეპტორების სპეციფიკური, ეფექტური პერორალური ანტაგონისტია. ანგიოტენზინ II როგორც ვაზოკონსტრიქციის, ალდოსტერონის გამოთავისუფლებისა და სიმპათიკური სტიმულაციის ხელშემწყობს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არტერიული ჰიპერტენზიის პათფიზიოლოგიაში. ჩატარებული ფარმაკოლოგიური კვლევებით გამოვლინდა მისი უნარი შერჩევითად დაუკავშირდეს AT1 რეცეპტორებს. ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი შერჩევითად აინჰიბირებენ ანგიოტენზინ II-ის კავშირს AT1 რეცეპტორებთან სისხლძარღვთა გლუვ კუნთებსა და სხვა ქსოვილებში, რის შედეგადაც ითრგუნება ანგიოტენზინ II-ს მოქმედება (ვაზოკონსტრიქცია, ალდოსტერონის სეკრეცია). ჩატარებულმა in vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი – კარბოქსილის მჟავა, მიღების მეთოდის მიუხედავად, აინჰიბირებს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურ ეფექტს. ლოზარტანი სელექტიურად უკავშირდება AT1 რეცეპტორებს და არ უერთდება სხვა ჰორმონულ რეცეპტორებსა და იონურ არხებს. გარდა ამისა ლოზარტანი არ აინჰიბირებს აგფ (კინაზა II), რომელიც ამცირებს ბრადიკინინის რაოდენობას. ამგვარად, ლოზარტანის მიღებისას არ აღინიშნება ისეთი მოვლენების განვითარება, რომლებიც არ არის პირდაპირ დაკავშირებული AT1 რეცეპტორების ბლოკირებასთან (ბრადიკინინ დამოკიდებული ფუნქციები, შეშუპება, (ლოზარტანი 1,7%, პლაცებო 1,9%)). არადიაბეტური ხასიათის პროტეინურიით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ლოზარტან კალიუმს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რადგანაც იგი პროტეინურიის შემცირების ხარჯზე ამცირებს იმუნოგლობულინ G და ალბუმინის ფრაქციების გამოყოფას. ლოზარტანის გამოყენებისას შენარჩუნებულია გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე და მცირდება ფილტრაციის ფრაქცია. მას არ გააჩნია ხანგრძლივი მოქმედება უპირობო რეფლექსებსა და პლაზმურ ნორადრენალინზე.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და მეტაბოლიზმი: პერორალურად მიღების შემდეგ ლოზარტანი სწრაფად შეიწოვება, განიცდის “პირველადი გავლის” ეფექტს, გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტ – კარბოქსილის მჟავად და არააქტიურ მეტაბოლიტებად. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების ჩმახ მიიღწევა შესაბამისად 1 და 3-4სთ-ში. საკვებთან ერთად მიღებისას არ აღინიშნება ამ მაჩვენებლების კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები.
განაწილება: ლოზარტანის სისტემური ბიოშეღწევადობა – 33%. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის შეკავშირება სისხლის ცილებთან, ალბუმინის ჩათვლით ≥ 99%. განაწილების მოცულობა – 34ლ. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი შეადგენს შესაბამისად 74 და 26მლ/წთ.
გამოყოფა: შარდთან ერთად უცვლელი სახით გამოიყოფა 4%, აქტიური მეტაბოლიტის სახით – 6%. გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად. C14 მონიშნული ლოზარტანის მიღებისას რადიოაქტიური ნიშნის 35% აღმოჩენილი იყო შარდში, ხოლო 58% – განავალში. 
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში: ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ჩმახ პაციენტებში მსუბუქი – საშუალო სიმძიმის ღვიძლის ციროზით, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით იზრდება 5 და 1,7-ჯერ შესაბამისად. ლოზარტანის პლაზმური კონცენტრაციის მაჩვენებელი იცვლება პაციენტებში კრეატინინის კლირენსით > 30მლ/წთ. პაციენტებში კრეატინინის კლირენსის უფრო დაბალი მაჩვენებლებით AUC იზრდება 50%-ით. თირკმლების უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, აქტიური მეტაბოლიტების Cmax არ იცვლება. ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.

ჩვენებები
ლოზარტან კალიუმი ნაჩვენებია:
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისთვის. შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომპლექსური თერაპიის სახით სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინირებისას (მაგ. თიაზიდური დიურეზული საშუალებები).
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიითთ. ეს ჩვენებები არ არის დადასტურებული ნეგროიდული რასის ავადმყოფებზე.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით დაავადებულ ავადმყოფებში დიაბეტური ნეფროპათიის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს კრეატინინის დონის მომატება პლაზმაში და პროტეინურია. აღნიშნულ შემთხვევაში ლოზარტან კალიუმი ანელებს ნეფროპათიის განვითარებას. 
ცნობები პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ბავშვებში არ არსებობს.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში: 
კლინიკური კვლევების მონაცემებით ლოზარტან კალიუმის ეფექტურობა და უსაფრთხოება ხანდაზმულ პაციენტებსა და ახალგაზრდებში არ განსხვავდება.

მიღების წესები და დოზები
არტერიული ჰიპერტენზია: საწყისი დოზა ხანგრძლივი მკურნალობისას შეადგენს 50მგ-ს დღეში. მაქსიმალური ანტიჰიპერტენზული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 3-6 კვირის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 100მგ-მდე დღეში. პაციენტებში ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებისას (მაგ., დიურეზული საშუალებების მაღალ დოზების მიღებისას), 75 წელს ზევით, საშუალო სიმძიმის თირკმლების უკმარისობისას რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ-ს დღეში. ხანდაზმულ პაციენტებში (75 წელს ზევით) და თირკმლის უკმარისობისას, მათ შორის დიალიზზე მყოფ პაციენტებში, საწყისი დოზა კორექტირებას არ საჭიროებს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ-ს ერთხელ დღეში. შემდგომში რეკომენდებულია დამატებით 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის დანიშვნა ან ლოზარტან კალიუმის დოზის გაზრდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ, შესაბამისად იზრდება ჰიდროქლორთიაზიდის დოზა 25 მგ-მდე. 
ნეფროპათია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით დაავადებულ ავადმყოფებში პროტეინურიით: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ-ს ერთხელ დღეში. შემდგომში საჭიროებიდან გამომდინარე რეკომენდებულია ლოზარტან კალიუმის დოზის გაზრდა 100 მგ-მდე ერთხელ დღეში. ლოზარტან კალიუმის მიღება შესაძლებელია სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან (დიურეზულები, კალციუმის არხების ბლოკატორები, ალფა- და ბეტა-ადრენობლოკატორები, ცენტრალური მოქმედების პრეპარატები), ინსულინთან და სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან (სულფონილშარდოვანას ჯგუფი, გლიტაზონი, გლიკოზიდების ინჰიბიტორები) ერთად.
ლოზარტან კალიუმის მიღება შეიძლება როგორც ჭამამდე, ასევე ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები
უმეტეს შემთხვევაში ლოზარტანი ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს, მათ გამო არ არის საჭირო მკურნალობის შეწყვეტა. განვითარებული გვერდითი მოვლენები პლაცებოს მსგავსია.
პლაცებოსაგან განსხვავებით პაციენტების არაუმცირეს 1%-ს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდით მოვლენები: დიარეა, დისპეფსია, მიალგია, ზურგის ტკივილი, ქვედა კიდურების ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, სურდო, ხველება, სინუსიტი.
პლაცებოსაგან განსხვავებით პაციენტების 1%-ზე მეტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ასთენია/დაღლილობა, შეშუპება, ტკივილი მუცლის, მკერდის არეში, გულისრევა, თავის ტკივილი, ფარინგიტი.
გარდა ამისა პაციენტების 1%-ზე ნაკლებს განუვითარდა ქვემოდჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები თუმცა მათი კავშირი ლოზარტან კალიუმის მიღებასთან დადგენილი არ არის. 
ზოგადად: სახის შეშუპება, ორთოსტატული რეაქციები, გონების დაკარგვა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: Angina pectoris, II ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა, არტერიული ჰიპოტონია, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმიები წინაგულების ციმციმის ჩათვლით, პალპიტაცია, სინუსური ბრადიკარდია, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ვერტიკულარული ფიბრილაცია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ანორექსია, ყაბზობა, კბილის ტკივილი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გასტრიტი, ღებინება.
ჰემატოლოგიური: ანემია.
ნივთიერებათა ცვლა: მწვავე მუცელი.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: წინამხრის, თეძოს ტკივილი, სახსრების შეშუპება, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, მუხლების, მხრების ტკივილი, ართრალგია, ართრიტი, ფიბრომიალგია, კუნთების ატროფია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქიტი, ეპისტაქსისი, რინიტი, ჰიპერემია.
კანი: ალოპეცია, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ერითემა, სახის სიწითლე, ფოტოსენსიბილიზაცია, გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა, ურტიკარია.
გრძნობათა ორგანოები: თვალების წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, კონიუქტივიტი, გემოვნების შეცვლა, ხმაური ყურებში, მხედველობის დარღვევა.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: იმპოტენცია, ენურეზი, შარდის შეუკავებლობა, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები.
პოსტმარკეტინგული მონაცემები:
მომატებული მგრძნობელობა: ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის სახის, ტუჩების, ხორხის ან ენის ძალიან იშვიათად აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ლოზარტან კალიუმით; აღნიშნულ პაციენტებში ანგიონევროზული შეშუპების განვითარებას ადგილი ჰქონდა აგრეთვე სხვა პრეპარატების, მათ შორის აგფ-ინჰიბიტორების მიღების დროს. 
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ჰეპატიტი (ძალიან იშვიათად).
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა.
აღინიშნებოდა ჰიპერკალიემია და ჰიპონატრიემია.
ლაბორატორიული კვლევების მონაცემები: 
საკონტროლო კლინიკური კვლევების დროს ძალზედ იშვიათად აღინიშნებოდა კლინიკური ხასიათის ცვლილებები.
კრეატინინი და შარდოვანას აზოტი სისხლში: აღენიშნებოდა ამ მაჩვენებლების უმნიშვნელო ზრდა არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტთა 0,1%-ზე ნაკლებს. 
ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი: მხოლოდ ლოზარტანის მიღებისას აღინიშნებოდა ამ მაჩვენებლების კლინიკური თვალსაზრისით უმნიშვნელო შემცირება. 
ღვიძლის ფუნქციის ანალიზი: იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს ღვიძლის ფერმენტებისა და/ან პლაზმური ბილირუბინის კონცენტრაციის მომატებას. 
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
ლოზარტან კალიუმი უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობისას.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულთა კატეგორია: C (I ტრიმესტრი) და D (II და III ტრიმესტრი). 
უშუალოდ რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებამ ორსულობის II და III ტრიმესტრში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებების განვითარება, ნაყოფის სიკვდილიანობის ჩათვლით. ამიტომ ორსულობის დადგენის შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. 
მონაცემები ლოზარტან კალიუმის გამოყენების შესახებ ორსულებში არ არსებობს. ადამიანებში ნაყოფის თირკმლების პერფუზია, რომელიც დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, იწყება ორსულობის II ტრიმესტრიდან. ამიტომ ორსულობის II და III ტრიმესტრში ლოზარტან კალიუმის გამოყენება სარისკოა ნაყოფისათვის. ამ მიზეზით ორსულობის პერიოდში ლოზარტან კალიუმის მიღება აკრძალულია.
ბოლომდე არ არის დადგენილი ხვდება თუ არა პრეპარატი დედის რძეში. დედისთვის ლოზარტან კალიუმის მიღების მნიშვნელობისა და ახალშობილის მხრიდან უარყოფითი გვერდით მოვლენების შესაძლო განვითარების შეფასების შედეგად უნდა შეწყდეს ან პრეპარატის მიღება ან ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებამ ორსულებში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებების (ფეტალური და ნეონატალური) განვითარება, ნაყოფის სიკვდილიანობის ჩათვლით. ამიტომ ორსულობის დადგენის შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების მიღებამ ორსულობის II და III ტრიმესტრში შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება, ნაყოფის თავის ქალის არასწორი ფორმირება, ანურია, თირკმლის შექცევადი ან შეუქცევადი უკმარისობა, ნაყოფის სიკვდილი. ნაყოფის თირკმლის ფუნქციის შესაძლო დარვევის შედეგად ვითარდება ოლიგოგიდრამნიონი. ამ შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმის მიღების შეწყვეტა. 
არტერიული ჰიპოტონია: პაციენტებში დეჰიდრატაციით (მაგ. რომლებიც იღებდნენ დიურეზული საშუალებების მაღალ დოზებს), ლოზარტან კალიუმის მიღებისას შესაძლოა არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება. საჭიროა მკურნალობის დაწყებამდე ამ მდგომარეობის კორექცია ან მკურნალობის დაწყება პრეპარატის დაბალი დოზებით. 
მომატებული მგრძნობელობა: ანგიონევროზული შეშუპება.
ღვიძლის ფუნქციების დარღვევა: ფარმაკოკინეტიკური მონაცემების გათვალისწინებით, რომლებიც მიუთითებენ ლოზარტანის Cmax–ის მომატებაზე პაციენტებში ღვიძლის ციროზით რეკომენდებულია პრეპარატის დაბალი დოზების დანიშვნა 
თირკმლის ფუნქციების დარღვევა: ავადმყოფებში, რომელთა თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მოქმედებაზე (მაგ. მწვავე კორონარული გულის უკმარისობა) ლოზარტანის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოლიგურიის და/ან პროგრესირებადი აზოტემიის, უფრო იშვიათად კი თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან ლეტალური გამოსავალი. აგფ – ინჰიბიტორებს შესწევთ უნარი გაზარდონ კრეატინინის დონე შრატში თირკმლების ბილატერალური სტენოზის ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. 
შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობა, Lapp ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა, ასეთი პრეპარატის მიღება არარეკომენდებულია.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: 
ლოზარტან კალიუმის გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გარკვეული არ არის.

ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია. ამ დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება არტერიული ჰიპოტონია და ტაქიკარდია. პარასიმპათიკური (ვაგუსის) სტიმულაციის გამო შესაძლოა ბრადიკარდიის განვითარება. სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას საჭიროა შემანარჩუნებელი თერაპიის დაწყება.
ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ჩატარებულ ფარმაკოკინეტიკურ კლინიკურ კვლევებში გამოყენებული იყო ჰიდროქლორთიაზიდი, დიგოქსინი, ვარფარინი და ფენობარბიტალი, მათი ურთიერთქმედება ლოზარტან კალიუმთან არ აღინიშნებოდა.
კლინიკური კვლევები ციტოქრომ P450 და 2C9 ინჰიბიტორებთან არ ჩატარებულა. In vitro კვლევები გვიჩვენებს, რომ P450 3A4-ს ინჰიბიტორები (კეტოკონაზოლი, ტროლეანდომიცინი, ჰესტოდენი) ან P450 2C9 (სულფოფენაზოლი) მნიშვნელოვნად, ხოლო სულფოფენაზოლ – კეტოკონაზოლის კომპლექსი კი სრულად აინჰიბირებს აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნას. ადამიანებში კეტოკონაზოლი, რომელიც P450 3A4-ს ინჰიბიტორია, ლოზარტანის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნის პროცესზე არ მოქმედებს. ფარმაკოდინამიკური კვლევები ლოზარტანისა და P450 2C9-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენების შესახებ არ არსებობს. 
ანგიოტენზინ II ბლოკატორების მსგავსად, ლოზარტანის ერთდროულმა მიღებამ კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან (მაგ. სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატებთან ერთად შესაძლოა ხელი შეუწყოს კალიუმის კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე ქვემოთ, მშრალ, ბნელ ადგილას. 
ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.

სად შევიძინოთ?