Nuk
ფლავამედი® / Flavamed®


1. პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების აღწერა და გამოყენება

პრეპარატი  ფლავამედი  ხველების  საწინააღმდეგო  ტაბლეტები  არის  მუკოლიზური საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ.

პრეპარატი  ფლავამედი  ხველების  საწინააღმდეგო  ტაბლეტები  გამოიყენება  ბლანტი ნახველის თანხლებით მიმდინარე ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების სამკურნალოდ.

პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები ათხელებს ბლანტ ნახველს და აადვილებს მის ამოხველებას.

 

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღებამდე

პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება არ შეიძლება შემდეგ

შემთხვევებში:

- მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების  მოქმედი   ნივთიერების  (ამბროქსოლის  ჰიდროქლორიდი)  ან   სხვა კომპონენტების  მიმართ  (იხ.  პარაგრაფი  6  ~პრეპარატი  ფლავამედი  ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების შემადგენლობა~);

- 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

- ანამნეზში მძიმე ალერგიული რეაქციები კანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის

სინდრომი)

• სტივენს-ჯონსონის  სინდრომი ვლინდება ცხელებით და  კანზე  და  ლორწოვან

• გარსებზე გამონაყარით და ბუშტუკებით.

ავადმყოფის სიცოცხლისათვის სახიფათო

ლაიელის  სინდრომი ცნობილია აგრეთვე

დამწვარი  კანის  სინდრომის  სახელწოდებით.  მისი  ძირითადი  ნიშანია  კანზე

გამოვლენილი დამწვრობის მსგავსი მსხვილი ბუშტუკები.

ამიტომ კანზე ან ლორწოვან გარსებზე ნებისმიერი ცვლილების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ექიმს.

- თირკმელების ფუნქციის დარღვევის და ღვიძლის მძიმე დაავადებების შემთხვევაში, ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით (პრეპარატის მიღებებს შორის დროის ინტერვალის გაზრდით ან დოზის შემცირებით - ექიმის დანიშნულების მიხედვით). თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევის დროს შესაძლებელია ორგანიზმში პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მოქმედი ნივთიერების მეტაბოლიზმის პროდუქტების დაგროვება;

- სასუნთქი გზების იშვიათი დაავადებების შემთხვევაში, რომლებსაც თან ახლავს ჭარბი რაოდენობის  ნახველის  წარმოქმნა  (მაგალითად,  წამწამოვანი  სინდრომი)  და ფილტვებიდან მისი გამოყოფის დარღვევა, ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები მიიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

 - ანამნეზში წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში, ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღებისას დაიცავით ექიმის რეკომენდაციები, რადგან მუკოლიზურ პრეპარატებს შეუძლია დააზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსის მთლიანობა. ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

ბავშვები

ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების გამოყენება ბავშვებში ნებადართულია მხოლოდ 6 წლის ასაკიდან.

 

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

სხვა   სამკურნალო   საშუალებებთან   კლინიკურად   მნიშვნელოვანი   არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.

 

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის  და  ძუძუთი  კვების  პერიოდში  ფლავამედი  ხველების  საწინააღმდეგო ტაბლეტები მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით!

ამჟამად ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახხებ ინფორმაცია არ არის.

მიუხედავად ამისა, დაიცავით სიფრთხილის ჩვეულებივი ზომები ორსულობის პერიოდში სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, რეკომენდებული არ არის ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

პრეპარატი  ფლავამედი  ხველების  საწინააღმდეგო  ტაბლეტების  მოქმედი  ნივთიერება გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ბავშვებზე პრეპარატის არასასურველი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად ამისა მეძუძური დედების სამკურნალოდ ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ არ არსებობს. სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის შემსწავლელი კვლევები ჩატარებული არ არის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ აუტანლობა შაქრის გარკვეული სახეობის მიმართ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

3. პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღების წესი

პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები მიიღება ზუსტად ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად. პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ სხვაგვარი დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ, ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღების დროს საჭიროა ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის დაცვა. დაიცავით გამოყენების ინსტრუქცია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტებს არ ექნება სათანადო ეფექტი.

თუ სხვაგვარი დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ, პრეპარატის ჩვეულებრივი დოზირება არის შემდეგი:

ასაკი

ერთჯერადი დოზა

მაქს. სადღეღამისო დოზა

6-12 წლის ბავშვები

½ ტაბლეტი 2-3 ჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება

15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 2-3 ჯერ დღე-ღამეში)

1½  ტაბლეტი (შეესაბამება

45 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს)

12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში და მოზრდილები

პირველი 2-3 დღის განმავლობაში თითო ტაბლეტი სამჯერ დღეში (შეესაბამება 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 3 ჯერ დღე- ღამეში), შემდეგ თითო ტაბლეტი ორჯერ დღეში (შეესაბამება 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 2 ჯერ დღე-ღამეში).

3 ტაბლეტი (შეესაბამება

90 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს)

მითითება:

მოზრდილთათვის სადღეღამისო ღამეში.

 

გამოყენების წესი
ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ, მთლიანად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (მაგალითად, წყალი, ჩაი ან ხილის წვენი).

ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად. გამოყენების ხანგრძლივობა

ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების დამოუკიდებლად მიღება შეიძლება არაუმეტეს 4-5 დღის განმავლობაში, შემდეგ მიმართეთ ექიმს.

იმ შემთხვევაში თუ ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან უფრო გაუარესდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია.

 

პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების დოზის გადაჭარბება დღეისათვის პრეპარატის დოზის გადაჭარბების სპეციფიური სიმპტომების შესახებ ცნობები არ არსებობს. ცნობილია, რომ დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას და/ან პრეპარატის არასწორად  გამოყენებისას  აღნიშნული  სიმპტომები  შეიძლება  იყოს  რეკომენდებული დოზებით ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის მიღებისას აღნიშნული გვერდითი მოქმედებების მსგავსი. შეიძლება საჭირო გახდეს სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების დოზის გამოტოვების

ან ძალიან დაბალი დოზით მიღების შემთხვევაში მიიღეთ პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა შემდეგი მიღების დროს.

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა შემდეგი მიღების დროს.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტებსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენების შეფასებას საფუძვლად უდევს მათი გამოვლენის სიხშირის შემდეგი მონაცემები:

 

ძალიან ხშირად:

10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს

ხშირად:

10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 100 ნამკურნალები პაციენტიდან 1- ზე მეტს

ზოგჯერ:

100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 1000 ნამკურნალები პაციენტიდან

1-ზე მეტს

იშვიათად:

1000  პაციენტიდან  1-ზე  ნაკლებს  და  10000  ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს

ძალიან იშვიათად:

10000  ნამკურნალები  პაციენტიდან  1-ზე  ნაკლებს;  სიხშირე დადგენილი არ არის (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)

 


გვერდითი მოვლენები:

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  მხრივ:

ხშირად:         გულისრევა

ზოგჯერ: ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და დისპეფსია.

 

დარღვევები კანისა და კანქვეშა-ცხიმოვანი ქსოვილის  მხრივ:

ძალიან იშვიათად: მძიმე რეაქციები კანის მხრივ, მაგალითად, ლაიელის სინდრომი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. ნაწილი 2 ,,პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში”)

 

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის  ადგილზე:

იშვიათად:        გამონაყარი, ჭინჭრის ციება

სიხშირე დადგენილი არ არის: მძიმე ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები შოკამდე, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები.

 

აუცილებელი ზომები

რომელიმე ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ

შეწყვიტეთ ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება.

გვერდითი მოვლენების გაძლიერებისას, ან ისეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

5. პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლავამედი  ხველების  საწინააღმდეგო  ტაბლეტები  არ  გამოიყენება  ბლისტერზე  ან კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25 ˚C ტემპერატურაზე.

გამოუყენებელი პრეპარატის ან მისი ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტების შემადგენლობა პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. თითო ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.

სხვა  კომპონენტები:  ლაქტოზის  მონოჰიდრატი,  სიმინდის  სახამებელი,  ცელულოზის ფხვნილი, კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი.

 

ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების აღწერა და შეფუთვა

თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები პარალელური ზედაპირებით, ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ზოლით ერთ მხარეს.

შეფუთვაში წარმოდგენილია 10, 20 და 50 ცალი ფლავამედი ხველების საწინააღმდეგო ტაბლეტები.

შესაძლებელია გაყიდვაში ყველა სახის შეფუთვა არ იყოს.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი  - III  (გაიცემა ურეცეპტოდ)

 

http://www.flavamed.ge/

სად შევიძინოთ?