Nuk
ფლექსუსი / Flexus

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Valentis AG
  • მწარმოებელი ქვეყანა: შვეიცარია
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა N30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

ფლექსუსის აქტიური ნივთიერება BioCell Collagen II, წარმოადგენს დაბალმოლეკულური მასის მქონე ნატურალური ინგრედიენტების კომპლექსს, რომელიც მიღებულია კომპანია “BioCell Technology” -ის მიერ შემშავებული ინოვაციური და დაპატენტებული ტექნოლოგიით. 

ფლექსუსის 2 ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ BioCell Collagen II . 
მის შემადგენლობაში შედის : 
• ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი II 600მგ 
• ჰიალურნის მჟავა 100 მგ
• ქონდრიოტინის სულფატი 200 მგ 
• პროტეოგლიკანები 38 მგ
• ხრტილის მატრიქსის გლიკოპროტეინები

ჩვენებები
ხერხემლისა და სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციული პროცესები:
• ოსტეოართრიტი;
• პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი;
• ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები: 
ოსტეოქონდროზი (დორსოპათია), სპონდილოზი;
• ასაკობრივი ცვლილებები სახსრებში (მკურნალობა/პროფილაქტიკა)
• ტრავმები, მიკროტრავმები, მოტეხილობები

BioCell Collagen II ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, რამდენადაც იგი ბუნებრივი წარმოშობის პროდუქტია (მიღებულია წიწილის მკერდის ხრტილისგან) 
• ფლექსუსი ადვილად აბსორბირდება ხრტილში;
• ხრტილოვან ქსოვილიში აღადგენს დარღვეულ მეტაბოლურ პროცესებს;
• ფლექსუსი უზრუნველყოფს ხრტილის სტრუქტურის რეგენერაციას, ჰიდრატაციასა და ელასტიურობას;
• ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის წარმოქმნას;
• აღადგენს სინოვიალური სითხის მოცულობასა და სიბლანტეს;
• ამცირებს სახსროვანი ზედაპირის ცვეთას;
• გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება;
• ფლექსუსი ამცირებს ტკივილს სახსარში;

მიღების წესები და დოზები
2 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, გარკვეული რაოდენობის სითხის დაყოლებით. 
მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 თვეს. 
ორი თვის შემდეგ შესაძლებელია კურსის გამეორება.

გვერდითი მოვლენები
ვლინდება ძალიან იშვიათად, დოზის გადაჭარბების ან პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია
ფლექსუსის მიღების დაწყებამდე, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

სად შევიძინოთ?