Nuk
ფლუკასტი / FLUCAST

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): paracetamol, chlorpheniramine, oxolamine
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Biofarma Ilac San. ve Tic
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: (120მგ + 50მგ + 1მგ)/5მლ 100 მლ სიროფი
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო სიროფი

 

ფლუკასტის  სიროფი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის ყოველი 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს:
პარაცეტამოლი - 120 მგ
ოქსოლამინის ციტრატი - 50 მგ
ქლორფენირამინის მალეატი - 1 მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პარაცეტამოლი წარმოადგენს ეფექტურ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებას, რომელსაც ასევე გააჩნია უმნიშვნელოდ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ახდენს ზეგავლენას ჰიპოთალამუსში ლოკალიზებულ თერმორეგულაციის ცენტრზე და აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს უპირატესად ცნს-ში. პარაცეტამოლი ეფექტურად და საიმედოდ ხსნის გაცივებასთან დაკავშირებულ ყელის, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. პარაცეტამოლი გავლენას არ ახდენს წყალ-ელექტროლიტურ ბალანსზე (არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში) და არ აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს, ვინაიდან არ მოქმედებს პერიფერიულ ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზზე.

ქლორფენირამინის მალეატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს და ამასთანავე გააჩნია ქოლინომაბლოკირებელი  მოქმედება.  იგი ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას, აქვეითებს სისხლძარღვების განვლადობას, ამცირებს კონიუნქტივის, ხსნის  ცხვირის, ცხვირხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას, შესაბამისად  აუმჯობესებს სასუნთქი გზების გამტარობას და აღმოფხვრავს ხველის გამომწვევ მიზეზებს. ზედა სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების დროს იგი ახდენს სიმპტომურ მოქმედებას ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკადის ხარჯზე.

ოქსალამინის ციტრატი პერიფერიული მოქმედების სინთეზური ხველის საწინააღმდეგო საშუალებაა. სასუნთქი გზების აფერენტული ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობის შემცირების გზით, ხელს უშლის ხველის ცენტრისკენ იმპულსების გადაცემას, ამავდროულად ზრდის ბრონქების ეპითელიუმის ცილიარულ აქტივობას. ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური ეფექტით.

 

ფლუკასტის სიროფი :
- ეფექტურად და საიმედოდ ხსნის გაციებასთან დაკავშირებულ ყელის, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს
- ამცირებს ცხვირის, ცხვირხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას,  აუმჯობესებს სასუნთქი გზების გამტარობას
- ზედა სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების დროს იგი ახდენს სიმპტომურ მოქმედებას ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკირების ხარჯზე
- მოქმედებს ხველის გამომწვევ მიზეზებზე და ხელს უშლის ხველის ცენტრისკენ იმპულსების გადაცემას, ამავდროულად ზრდის ბრონქების ეპითელიუმის ცილიარულ აქტივობას.
- ხ
ასიათდება ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური  და ზომიერად გამოხატული სიცხის დამწევი ეფექტით

 

 

ჩვენება:
- გრიპი და გაციება: ზომიერად და სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავისა და ყელის ტკივილი, მიალგია, ართრალგია), ზედა სასუნთქი გზების ალერგიული მდგომარეობები (ცემინება, რინორეა, რინიტი)
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია, გრიპი, მწვავე რინიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი)

 

 

მიღების წესი და დოზირება:  
ფლუკასტის  სიროფი მიიღება პეროლალურად, წყლის მიყოლებით (მაგ. ჭიქა წყალი). მიიღება 3-4 ჯერ დღეში, 6-8 საათში ერთხელ. პრეპარატის მიღება კავშირში არ არის კვებასთან. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს დაავიწყდა ფლუკასტის მიღება, არ უნდა მიიღოს ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

 

ასაკობრივი ჯგუფი

ერთჯერადი დოზა

მაქსიმალური    სადღეღამისო დოზა

 ბავშვები 6-დან 12 წლამდე

2,5 - 5 მლ (1/2 - 1 საზომი კოვზი)

20 მლ (4 საზომი კოვზი)

ბავშვები 12 წლის ასაკიდან

5 - 10 მლ (1 - 2 საზომი კოვზი)

40 მლ (8 საზომი კოვზი)

მოზრდილები

10 მლ (1 - 2 საზომი კოვზი)

40 მლ (8 საზომი კოვზი)

 

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატების კომპონენტების მიმართ, 6 წლამდე ასაკის ბავშვები.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25
. შეფუთვის გახსის შემდეგ შეინახეთ მაცივარში. პრეპარატი გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

გამოშვების ფორმა:
100 მლ ფლაკონი საზომი კოვზით.
მუქი ვარდისფერი სიროფი მარწყვის და ბანანის არომატით

სად შევიძინოთ?